დღეს დილით "მედისონ სქვეარ გარდენში" გაიმართა ბრძოლა ენტონი ჯოშუასა და ენდი რუისს შორის. მოგეხსენებათ, ენტო ჯოშუა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში 4 დან 3 ქამარს ფლობდა და აქამდე რინგზე არასდროს დამარცხებულა. ენდი რუისი, კი მხოლოდ იმიტომ გახდა ჯოშუას მოწინააღმდეგე, რომ ჯარელ მილერს ბრძოლა აუკრძალეს, ხოლო ჯოშუას პრომოუტერმა ჰირნმა სხვა ვერავინ იპოვა.

ეს ჯოშუას პირველი ბრძოლა იყო აშშ-ში და ნიუ იორკში 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია ვიხილეთ. ენდი რუისმა მე-7 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ენტონი ჯოშუა და გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე კატეგორიაში. 2 ივნისის დილიდან WBA, IBF, WBO ასოციაციებს ახალი ჩემპიონი ჰყავთ, 29 წლის ენდი რუის ჯუნიორი.

უშუალოდ ბრძოლას რაც შეეხება, პირველი ორი რაუნდი მშვიდ ტემპში მიმდინარეობდა. მესამე რაუნდში რინგზე ნამდვილი ჩხუბი გაჩაღდა. ორივე მებრძოლი ნოკდაუნში აღმოჩნდა. მომდევნო რაუნდებში ჯოშუას უპირატესობა იზრდებოდა, თუმცა მე-7 რაუნდში რუისმა ორჯერ ჩააგდო ნოკდაუნში ჯოშუა და მეორე შემთხვევის შემდეგ მსაჯმა ბრძოლა შეწყვიტა და გამარჯვებული რუისი გახდა.

ამერიკის მოქალაქემ და წარმოშობით მექსიკელმა რუისმა ასახელა კრივის მექსიკური სკოლა და კიდევ ერთი სახელი ჩაწერა ისტორიაში. თვითონ, გამარჯვებულმა მოკრივემ განაცხადა, რომ ეს ახდენილი ოცნება იყო. ყოველთვის მშვიდმა და გაწონასწორებულმა ჯოშუამ იქვე, ბრაზიანი სახის გარეშე ვაჟკაცურად მიულოცა რუისს გამარჯვება და აღნიშნა, რომ მისი დღე არ იყო.

მსოფლიო კრივის სამყაროში ყველა გააკვირვა ამ შედეგმა. თავად რუისი ყველაზე გაკვირვებული ჩანდა. ლეგენდარულმა მოკრივე ლენოქს ლუისმა მოკლედ განაცხადა - "არც კი ვიცი რა ვთქვა."

აღსანიშნავია, რომ მოკრივეები უკვე რინგზევე შეთანხმდნენ შემდეგი ბრძოლის გამართვაზე. განმეორებითი დაპირისპირება ბრიტანეთში შედგება, დიდი ალბათობით, ამავე წელს.

სამწუხაროა
სადაც ტოტალიზატორია იქ „სენსაციებიც“ ხდება
bardaga
წარბები და ბლანჟე კიდევ, ორივე ერთად ქმნის თავბრუს ხვევის ეფექტს და ჯოშუა მაგიტო დარეტიანდა
ლაშა
მაგარი სპექტაკლი დადგეს!!!
Burdzika
წარბები არაა..ყვრიმალები
aburjga
"კანეშნა", რუისი მოიგებდა, აბა ნახეთ რუისს რა წარბები აქვს და იმას- ჯოშუას რანაირი? ბოქსში მთავარი წარბებია!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ბერნარდ ჰოპკინსი: ფიურისა და ჯოშუას პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდება, მეორეში ჯოშუა მოიგებს
ახალი კლიჩკო? - რა შეუძლია უსიკს, რომელიც 1 მოგებული ბრძოლით ქამრის პრეტენდენტი გახდა
რუისი დამარცხებულია - ჩემპიონმა კუთვნილი ქამრები დაიბრუნა [VIDEO]
ნარკომანი და ჩხუბისთავი - როგორი იყო ჯოშუა ჩემპიონობამდე?
"სისულელეებს ნუ ლაპარაკობ" - რაზე ისაუბრეს ფიურიმ და ჯოშუამ მარბელაში?
საჩემპიონო ბრძოლა ჯოშუასა და რუისს შორის შესაძლოა საუდის არაბეთში გაიმართოს
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ტაისონ ფიური: ჯოშუას უაილდერთან ბრძოლაში 80 მილიონი შესთავაზეს და უარი უთხრა, ეტყობა, სუსტი ყბის შეეშინდათ
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]
უსიკმა ჯოშუა ისევ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა