ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]

U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]

8 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკასთან 20:48 წააგო.

დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.

თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი (ნტაბაკანიე და მბატა) და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 5:21 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში 8:21 გახადა. ისევე როგორც პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე საქართველოს ნაკრებს სისწრაფეში ჯაბნიდა და პრეტორიუსმა ლელო დაგვიდო, გარდასახვა კი ჰენდრიქსმა გააცუდა.

54-ე წუთზე ლაშხმა მეორე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა - ვერა. ამას ვიზავის შემოტევა და აბრაჰამსის ლელო მოჰყვა (გარდასახვა გააცუდეს) - 13:31 და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ დაუშვა შეცდომები, სამი ლელო მიიღო, ჭიჭინაძემ კი ერთი იქით გაუტანა.

მოკლედ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სამხრეთ აფრიკას ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

საქართველო:

ხაზი

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

შერკინება

1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა

16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებდა

3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: აბჟანდაძე

• 0000

პრედატორის ტონი მართლა მიუღებელია. მესამე პირშიც, საკუთარ ქვეყანაზე ლაპარაკი, მაგრამ ექვსი ერის დონეზე ჯერ რომ არ ვართ, ესეც ცხადია. იტალიაც ჩვენზე უკეთესი გუნდია. ჩვენს დონეზე რუსეთი რომ იყოს, ფორმატს გააფართოვებდნენ, მაგრამ ღატაკი ქვეყანა, ვის რად უნდა?!

• giorgi

ერთადერთი ჭკვიანური აზრი რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გავიგონე, მაგრამ ვისაც რამის შეცვლა შეუძლია იმათ დაბოლილი ბავშვები აწყობთ და არა ინტელექტუალები?

• gagi

ჩაისუნთქე, შე კაცო)))

• ვვვ

წინსვლა აღარ არის აშკარად. წინსვლა კი არა, ამ და წინა სტატიის ავტორს ახლა მაისი ჰგონია ))

• kaxas

კახა, ჩემო კარგო ადამიანო, გეთანხმები მთელი სიგრძე სიგანით, მაგრამ აღარ მოვიდა დრო რომ ადამიანებმა მოვთხოვოთ ხელისუფლებას - მორჩეს მომავალ დროშიც ლაპარაკს და დაიწყოს უკვე ამ რეფორმებზე მუშაობა? სულ მომავალ დროში ჟღერდება გეგმები და იქნებ უკვე დროა იმოწმედონ?

• კახა

დიახ ფულია საჭირო და იმ პირობებში როცა ქვეყანას აქვს უსუსტესი ეკონომიკა არ გვაქს ისეთი ბუნებრივი რესურსები როგორიცაა ნავთობი გაზი ვერც მრეწველობას ვანვითარებთ გვრჩება ერთადერთი ინტელექტის ექსპორტი ანუ ვართ ნიჭიერები და არ გვაქვს სკოლა ამიტომ მთავრობამ უნდა მოახდინოს განათლების ძირეული რეფორმა უნდა შეიქმნას უმაღლესი დონის სკოლა-ინტერნატები ყველა პროფილით და მიმართულებით ყველა სკოლა უნდა აღიჭურვოს სრული მატერიალურ ტექნიკური რესურსით წარჩინებულ ბავშვებს დაენიშნოს სტიპენდია თავდაპირველად შეიძლება არ იყოს ბევრი და აი აქ მივედით მთავარზე როცა სკოლა გამოუშვებს მოთხოვნად პროდუქტს მოხდება ამათი ექსპორტი რაც აისახება სპორტზეც სპორტსკოლაინტერნატების შექმნით ჩვენი სპორტსმენები გახდება მოთხოვნადი როგორც ბრაზილიელები ფეხბურთში და ყოფილი იუგოსლავები მოთხოვნადია თითქმის ყველა სახეობაში ქართველების მიმართ გაჩდება მოთხოვნა და მოქალაქეები თვითონვე მოიწყობენ მატერიალურ პირობებს ეს ეხება არამარტო სოპრტს ასევე ტექნიკურ მეცნიერულ მხარესაც მოკლედ ქვეყანამ უნდა აწარმოოს ინტელექტის ექსპორტი და ამისთვის შეიქმნას პირობები მაქსიმალურად უმაღლეს დონეზე გადამზადდეს პედაგოგები მოვიწვიოთ სპეციალისტები პროფესიონალები აღვზარდოთ სწორად მოაზროვნე ჯამრთელი თაობა და არა ვითომ "კაიბიჭური"არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფარა

• მიშა

ოე ხიშნიკ, ვერ ხვდები, რომ ავად ხარ მენტალურად? ანდა გვერძე რომ გადექი და მესამე პირში წერ, შენთვის არაა მშობლიური საქართველოს ნაკრები?

• lelo

რაგბი ჩვენი თამაშია!)))) სამხრეთ აფრიკისთვის და ზელანდიისთვის კი უცხო ხილი????

• mamulo

კახა ყველაფეში გეთანხმები რაც შენ ჩამოთვალე,მაგრამ ყველაფერი მაგისტვის ფულია საჭირო,დიდი ფული და ძლიერი ქვეყანა.რაც სამწუხაროდ არ გვაქვს.ხოლო ქვეყანას რომელსაც ამდენი თავშესაფრის მაძიებელი ემიგრანტი და მშიერი ბავშვი ჰყავს,სპორტში ამდენი ფულის დახარჯვის ფუფუნება არა აქვს.

• ვალკა

მორჩა, ვეღარ ანვითარებენ ჩვენი მწვრთნელები მეტი აღარ იციან და აიყვანეთ ვინმე უცხოელი, უკვე უკან უკან მივდივართ ვერრ ხედავენ დავიჯეროო. არადა ბიჭებში აშკარად ჩანს პოტენციალიი

• Predator-ს

გასაგებია შენი გრძნობები, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ჩვენ მაინც და მაინც არ გვიზეიმია თქვენ რომ გიბრალტართან წაასხით ფეხბურთში.

• ლუკა

გააუქმეთ რაგბი! :) მაინც არაფერში არ უქნივართ ღმერთს. ერთი რაშიც შანსი გვაქვს, ჯიბის ბილიარდია. მე დიდი ხანია ვთამაშობ და საკმაოდ წარმატებულად.

• გიორგი

გუნდს აშკარად ეტყობა ტაქტიკაში სისუსტე, ეჭვ გარეშეა რამე უნდა ვიღონოთ ამ მხრივ. მე რომ ვიყო მილტონას დავნიშნავდი 20 წლამდელებში. მაგრამ ამ აფრიკელებს და ზელანდიელებს რომ უყურებთ იმხელები არიან ტანად რომ მაგათ საფრანგეთის გარდა ვერავინ გაუქაჩავს. საფრანგეთსაც იმხელა მოზვერები ყავს. ამ ასაკში ეს კრიტიკულად გადამწყვეტია. პირველი ტაიმის მერე მწვრთნელები უკვე მე3 თამაშზე ფიქრობდნენ ასე მგონია. 2 ვე თამაშში კრიტიკულ სიტუაციაში არასწორად ვითამაშეთ და და სიტუაცია სრულიად შეიცვალა.თედოს აუტის დროს. ტაქტიკური არასწორი დარტყმები, ვერ დადებული ლელო. ან ვერ მოწოდებული აუტი და ასე შემდეგ. ევროპელებთან სცვა თამაში იქნება. მჯერა რომ თაობა უკეთესზე უკეთესი მოდის 15 ნომერის თამაში ძლივს რაღაცას გავს, ესეთი არ მახსოვს ასეთ დონეზე. მოდებაძე კარგი იყო მაგრამ ეს უკეთესი მგონია.

• გუსანი

გეთანხმებით, იკვეთება შვენი სამწვრთნელო შტაბის არაეფექტური მუშაობა.რაღაც დონეზე აიყვანეს ნაკრები, და ამოწურეს რესურსი....

• კახა

არც ფეხბურთში და არც რაგბში ჩვენმა მწვრთნელებმა არ იციან გუნდის მომზადება ვერ ხაზავენ ტაქტიკურ მონახაზს ისკიარა ძალიან ცოტამ იცის დინამიურად როგორ მოქმედებს გუნდი აარცერრთი მოთამაშე არ იყურება ერთი პასის მეტზე წინ გუნდურობა საერთოდ არა იციან მხოლოდ ამ ზონაში იდექი არავინ გაატარო და თუ ბურთი გექნება შეეცადე რაც შეიძლება წინ წახვიდე მხოლოდ ამას ასწავლიან არანაირი ტაქტიკა ცრუ ჩარბენებე ყურადღების სხვაზე გადატანა ერთი ოფლოუდი გაუგონიათ "კომენტატორებსაც" და ვაუ ოფლოუდი გააკეთა ოფლოუდი კრიტიკულ მომენტში კეთდება უმეტესად ძირითადად პასია საქმე ჭკვიანური პასი და მოედნის ხედვა და სწორად გადაადგილება დილეტანტები ყველგან მიაწვდინეთ ხმა ჩამოიყვანეთ უცხოელი მწვრთნელები მიუმაგრეთ თარჯიმნები და ბავშვებს თავიდანვე ასწავლიან სწორად თამაშს იგივეა ფეხბურთშიც როდემდე უნდა ვტკეპნოთ ერთ ადგილზე....

• ლევანი

ალალად ყველაფერში გადაგვიარეს სამწუხაროდ :დ მომავალი ჩვენია:დ

• ადმინს

ადმინ შენც ისეთივე ხარ როგორც ამ არაკაცური კომეტარის ავვტორი. რატომ მბლოკავ, როცა ამ არაკაცზე ვამბობ სიმაერთლეს?

• Predator

თქვენთვის ძვირფასი ქალბატონების ჯანებში იყოს ბიჭებო ქვემოთ ვინც ცუდად მომიხსენიეთ, მესმის რო თქვენ თვითონ ხართ მორაგბეები, ან ნათესავები გყავთ, არაფრის კეთებაში სახელმწიფო 2000 ლარებს გიხდით და პაეზდკებში გატარებთ მარა თავს ზემოთ ძალა არაა, მოგსვეს მაგ ტურნირზე როგორც საჭირო იყო ისე კაი კომენტარი დამიწერია ამდენს თუ ეტკინა

• Biankoberi

მოდი გვერძე გადავდოთ ის ფაქტი რომ ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, ბოლომდე იხარჯებიან, ორი აზრი არაა. მადლობა ამისთვის! თუმცა რადგან ჩვენ გვაქვს ჯანსაღი პრეტენზია რომ უფრო მეტს ვიმსახურებთ რაგბის სამყაროში, მაშინ ესეთ დონეზე თამაში დიდი ვერაფერი ხილია. ვფიქრობ, ჩვენ მთავარ ნაკრებში უკვე რამის ცვლილება ძალიან გაძნელდება, ჰოდა აქედან გამომდინარე ახალგაზრდებს მაინც ნუ ათამაშებთ ასე უსუსურ თამაშს. ვგულისხმობ, მოოოოორჩა დრო შერკინებას რომ პირველი ადგილი ეკავა რაგბში, მორჩა დრო "რაკის(თანამედროვე რაგბში კიარა დახოხავენ, არამედ დაფრინავენ!) კიმაგრამ ნაცარს იყრით თვალებში??! ვერ ხედავთ მოწინავე გუნდები როგორ თამაშობენ? რატო, რატომ, ვერ უნდა ვაკეთებდეთ ორზე მეტ პასს? პასები, დრიბლინგი, ფინტი, ესაა რაგბი! და არა, ერთი გათამაშების შემდეგ ეგრევე დაწოლა და ხოხვა. არაფერს ვამბობ ელემენტარულ შეცდომებზე, წინპასი, აუტისვერმოწოდება, მთელი რიგი შეცდომები. რომ მანაღვლებს ამიტომაც გეუბნებით იმას, რასაც ვხედავ, და ვფიქრობ მარტო მე არვარ! ამიტომ ნუდაღუპავთ ბიძიკო ქართულ რაგბს..

• რეალობა.

ახალი ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკასთან სადაც ყოველი მეორე ბავშვი რაგბის თამაშობს ევროპის უძლიერეს ნაკრებები აგებენ დიდი ანგარიშებით და რა გინდათ ჩვენები ეთამაშონ თანასწორად? მთავარია რეიტინგში ჩვენთან ახლოს მყოფ ნაკრებებს ვეთამაშით თანასწორად.თან გაღატაკებული ქვეყანა რომ ვართ ეტყობა დაგავიწყდათ. შეეშვით პროფესორობას.

• გიორგი

მეც ცოტათი სუსტად მეჩვენა თედო, თუმცაღა რომ დავფიქრდი იმიტომ მეჩვენა სუსტად რომ ვიცნობთ უკვე კარგად მას და მიგვაჩვია რო ბრწყინავს თორე ცუდად ნამდვილად არ თამაშობს. ვფიქრობ დიდ პასყხისმგებლობას გრძნობს სხვებთან შედარებით და მიზეზიც ეგაა. მაგარი ბიჭია თედო. ისე კი ზელანდია და აფრიკა ფავორიტები არიან ამ ტურნირის, ან ერთი მოიგებს ან მეორე და მაგათთან წაგება ჩვენს აუტსაიდერობას არ ნიშნავს.

• zuka

თედო გამოიყურება უსუსტესად ამ ტურნირზე და ჩემთვის ეს ყველაზე საგანგაშოა! დიდი მსოფლიო მოდის და იქ ძირითად 10ად მოვიაზრებდით. ფეხითაც ვერ ურტყა ეს ორი თამაში, დანარჩენი რა, ბევრ რამეში ვეთანხმები ანესთეზიოლოგს. ეგაა, რომ მგონია თაობა ცოტა სუსტი გამოვიდა წელს შედარებით. ეს ტრაგედია არ მგონია. ტრაგედია იქნება თუ გავვარდით. აი მერე ნახეთ რეგრესი! ღმერთმა დაგვიფაროს! ახლა უკვე ჩანს რომ მთავარია მეოთხე მატჩის მოგება. იმედია იქაც ვინმე ძლიერი არ შეგვხვდება მაინც და მაინც. შოტლანდიასთან მატჩი სატურნირო თვალსაზრისით არაფრის მომცემი არაა. მეორე შემადგენლობით უნდა ვეთამაშოთ.

• რამ გაგაბოროტა შე კაი კაცო

• zuka

ადმინ, პრედატორის ნაირ არაკაცებს რო უქვეყნებ, და მე საქმიან კრიტიკას, განსაკუთრებით ჟურნალისტებს რო ეხება არა, რა წესია? კრიტიკა კრიტიკაა, და ეს კაცი უზრდელია და ბოროტი! რატომ უნდანგიხაროდეს შენი ქვეყნის ნაკრების წარუმეტებლობა?

• ზურა

აქ გინება არ შეიძლება, მაგრამ მიხვდი ალბათ რაც გისურვე თითოეული შენი სიტყვის გამო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ გისწორდება.

• ოპტიმისტი

შენ უსუნე მთვრალ თხას,ქლიბო

• kote

რა ჯიშის ხარ? თავად ასე "გასაძაგებული", რომ არ "ჩუმდები"

• Gio763

ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო მოქნილები არიან ვიდრე ჩვენი ვაი ფეხბურთის ნაკრები.

• Pres

წადი რა გიბლარტართან გამარჯვება იზეიმე, გაინელე ცოტა ის ბოღმა რაც გულში გაქვს ;)

• zaza

მადლობა ბიჭებს იმისთვის რაც გააკეთს, ძალა აღმართს ხნავს და შედგიც ლოგიკური იყო!! მე ვფიქრობ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ეს ბიჭები ეროვნულ ნაკრებშიც იტყვიან თავის სიტყვას! ეროვნული ნაკრების დონეზე ჩვენი მიზანი ჯერ არის იტალიის დაჯაბნა, მერე კი შეიძლება შოტლანდიასაც დავეტოლოთ!! მაქედან შორს არც უელსი და ირლანდიის ნაკრებებია! ამ ნაკრებებს იმედი მაქვს 20 წლამდელები თანაბრად ეთამაშებიან და ეს მართლა რომ წინსვლააა!! ძალიან ძნელია ესე უცბად რაგბის ისეთი უდიდესი ტრადიციების მქონე ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ტოლსწორად თამაში. შევადაროთ ჩვენი ბიჭების სად თამაშობენ და იგივე სამხრეთ აფრიკის მოთამაშეები, სხვადასხვა დონეა!! წარმატებები ბიჭებს დანარჩენ თამაშებში იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ!

• ng

იმედია შენნაირები ბევრი არ გვყავს, მაგრამ უსაშველობა რომ გვჭირს ალბათ იმის ბრალია რომ შენნაირები მართლა ბევრია... ხო ჩვენი თამაშია და ჩვენს ჯგუფში ყველას რომ ვუგებთ იმიტომ გვინდა უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა... ი.ბ. ი.ო. მ.ა.ტ :)

• auf

ეარ გვყავს იმ დონოს პროფესიონალი მწრვთნელები რომ მოთამაშეებს ასწავლონ ცივი გონებით თამში და არა ემოციებით და ქაოსურად ასევე ფიზიკაშიც სუსტები არიან. მოკლედ ნუ ვახურებთ 6 ერიო და ისაო

• რიგითი

კიდევ ერთხელ და მერამდენედ ვამბობ, რაგბი ტვ საცოდავი არხია რომელიც არაპროფესიონალებითაა სავსე...

• სოსო

გაცილებით უკეთეს თამაშს ველოდი ჩვენებისაგან.ეტყობა ძალების აღდგენა მაინც ვერ მოასწრეს.თუ ამ ორი თამაშის მიხდვით ვიმსჯელებთ,შარშანდელი გუნდი უფრო უკეთესი მგონია,ვიდრე წლევანდელი.შარშან თედო აბჟანდაძე ტურნირის ვარსკვლავი იყო,წელს კი ვერც შარშანდელი საოცარი სიზუსტე გამოამჟღავნა და ვერც გარღვევებში გამოირჩევა შარშანდელივით.ალბათ საქართველოში კარიერის გაგრძელებამ შეაჩერა მისი ზრდა.სხვათა შორის მათიაშვილსაც ასე დაემართა და ლობჟანიძესაც.ვერც ერთი ვერ გაიზარდა იმ დონემდე,რასაც ველოდთ მათგან.ძალიან ბევრ არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ თამაშის დროს და ამ ნაკრებს სისწრაფეზე აყოლაც თითქოს უფრო უჭირს,აქ შერკინებაშიც გაგვიჭირდა,აუტშიც და .~..ერთი სიტყვით არა მხოლოდ კლასით,არამედ მეტოქის მწვრთნელებმა უკეთესი ანალიზი გააკეთეს.ჩვენთვის მთავარი თამაშები ამის შემდეგ იწყება და იმედს ვიტოვებ,რომ მომდევნო თამაშებში ისე ვითამაშებთ,როგორც შეგვიძლია.შეძლებით კი,ძალიან ბევრი შეგვიძლია.მთავარია საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.

• ჯულიეტას ბოიფრენდი

ვიცი რო გისწორდებათ; ჩვენ ის გვისწორდება თქვენ რო გიბრალტართან წააგეთ.

• ზაზა

Predator რამ გაგაბოროტა? გუნდი რომ იზრდება და ეტაპობრივად ვითარდება, გაეჭვებს? ზუსტადაც, რაგბი ჩვენი თამაშია რადგან ასფალტზე გაზრდილმა მორაგბეებმა რაც დათესეს ის ეხლაც ვითარდება და იზრდება. რატომ ? გაიხსენე 18 იანების პროგრესი ფინალურ თამაშებში- დიდი სხავობით წაგება, სხვაობის შემცირება და ბოლოს მოგება და ევროპის ჩემპიონობა. ასე იქნება სხვა ასაკებსა და ეროვნულში. ადრე კუნძულელელბთან თამაში საოცნებო იყო, ეხლა სადაც დავიჭერთ იქ ვჯაბნით. იგივეა 20 იანებში ძლიერებთან სხვაობას ვამცირებთ და სუსტებს ვუგებთ. ვუგულშემატკივოთ მხოლოდ რაგბს! რაგბიჩვენითამაშია!

• კახა

ადვილია კრიტიკა გამოსავალი მხოლოდ მწვრთნელების გადამზადებაში ან მოწვევაშია რომ ბავშვები სწორად გაიზარდნონ სწორად იაზროვნონ და ამ მწვრთნელების გვერდით ჩვენებიც ისწავლიან სასწრაფოდ მოსაწვევია წარმატებული კლუბების ბავშვთა გუნდებში უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელები თორემ ბოლო 10 წელია ერთ ადგილს ვტკეპნით.

• სოსო

შენ პრედატორი კი არა,ყვავი ყოფილხარ.კაიკაცობაზე კი, ვერასოდეს გაქაჩავ.ფუჰ.

• sdfffff

აბა რა Qნან ისევ ბანძ გუნდებთან ითამაშონ? ბანძ გუნდებთან თქვენ ითამაშეთ.

• Bacho

Jigrebi xart bichebo genacvalet

• Irakliy

რამდენჯერ, შე უპატრონო?:)))

• ყური მიგდე

რაც ამ კომენტარისთვის გეკუთვნის, რომ დავწერო არ გაუშვებენ ...ამიტომ,ფანტაზია დიდი გაქვს ეტყობა და მოიძიე შენიანებს ვის გაიხსენებენ...

• ჯერი

სწორია. ჩვენი ადგილი მიგვიჩინეს. ნუ ვბლატაობთ

• გია

საშინლად ცუდათ ითამაშა თედო აბჟანდაძემ. უამრავი ელემენტარული შეცდომა დაუშვა

• ანესთეზეოლოგი

ორთავე მეტოქემ რიცხობრივი უმცირესობიდან დაგვიდო ლელო, როგორც ჩანს როდესაც აქეთ უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა, იმ დროს იქით ვლელოვდებით. ეს ტაქტიკური განსწავლულობის ნაკლოვანებაზე მიუთითებს როგოც სამწვრთნელო შტაბის, ისე მოთამაშეების. მარტო ჯანი და "გუსინიცები" რომ არ არის რაგბი - კარგახანია გავიგეთ. მოვიკოჭლებთ სისწრაფეში, სისხარტესა და ელასტიურობაში, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეში. ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელი ნაჩვენები თამაშებიდან გამომდინარე იყო ილუზია იმისა, რომ ჩვენსა და პირველი დონის გუნდებს შორის ასაკობრივ დონეზე მაინც მცირდებოდა სხვაობა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს აზრი მცდარია. კლასში უდიდესი სხვაობაა და დონეებს შორისაც უზარმაზარი უფსკრულია. თუ ასე გაგრძელდა და და ჩვენმა ასაკობრივმა გუნდება არ მოუმატეს ტაქტიკურად და თამაშის ორგანიზებაში, როდესაც ეს ბიჭები უკვე ეროვნულში იქნებიან (როგორც ჩვენები ისე მოწინააღმდეგეები) ისეთივე კოლოსალური სხვაობა იქნება, როგორც ამჟამადაა ჩვენსა და ამ ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს შორის.

• Predator

აუ როგორ მისწორდება ხოლმე რო აგებენ, "რაგბი ჩვენი ტამაშია" :დდდდდდდდდდ აეგრე, იცოდეთ თქვენი ადგილი. უგებენ საცოდავ რუსეთს და რუმინეთს მარტო და 6 ერი უნდათ ბიჭებს თურმე, მაგათთან აღარ ეკადრებათ :დდდდდდ რამდენჯერაც შეხვდით იმ იტალიას, ვისთანაც პრეტენზიები გაქვთ იმდენჯერ გაგასაძაგლათ და მეტი რაღა ქნან იმათაც რო გაჩუმდეთ

• დათო

წარმატებები ბიჭებს... ვთვლი რომ მეტი შეუძლიათ... უბრალოდ მრავალ ფეროვნება გვაკლია... ორივე ნაკრებში.. ვინმე იაპონელი მწვრთნელი რო და ითრიოთ კა იქნებოდა... მათი ხელდახელ თამაში ისე რომ ჩვენი პლიუსები არ დავკარგოთ კარგი ნაზავი იქნებოდა...

• Irakli

ბატონო ნიაზ, გვესმის რომ ემოციური გულშემატკივარი ხართ, ამიტომ დაჯექით და სახლში უყურეთ, სადაც რაც ენაზე მოაგდგებათ ყველაფრის თქმას შეძლებთ, თამაშის კომენტარი კიდევ სხვამ გააკეთოს:)

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა

18 წ. | ცვლილებებით და გადაადგილებებით ირლანდიასთან

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | თებერვალში სამხრეთ აფრიკა გვეწვევა

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან