ფოტო: gbf.ge

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო. ნაკრებს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, მილოშ გლიგორიევიჩი და მისი ასისტენტები - ჯაბა ბაქრაძე და ირაკლი ძიძიგური. გლიგორიევიჩი უკვე მე-5 წელია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ის იგორ კოკოშკოვთან მუშაობდა, 2016 წლიდან დღემდე კი ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრია.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს საბერძნეთის ქალაქ მატოსინოსში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი-ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-21 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები ოფიციალურ მატჩებამდე სამწვთნელო შეკრებებს გაივლის სლოვენიასა და უკრაინაში, სადაც ჯამში 5 სპარინგ-მატჩს გამართავს: მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი 14 ივნისს სლოვენიის 20-წლამდელთა ნაკრებს, ხოლო 16-ში - 18-წლამდელებს დაუპირისპირდება. სლოვენიაში ჩვენი ნაკრები პოდჩეტრტეკში, სასტუმრო "ტერმე ოლიმიაში" დაბანაკდა, სადაც წლების მანძილზე, ზაფხულობით, შეკრებას საქართველოს ეროვნული ნაკრები გადიოდა.

სლოვენიიდან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკრაინაში გადავა, სადაც დედაქალაქ კიევში 3 საკონტროლო მატჩს გამართავს: 20 ივნისს უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებთან, 21 ივნისს სლოვაკეთის U20-თან, ხოლო 22-ში უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

alexandre
ბ-ნო პაატა! უმორჩილესად გთხოვთ! ნებისმიერ მშობელს კითხე - რამდენ ევროს თხოვს მათ, შვილის შემადგენლობაში შესაყვანად? ძალიან გთხოვთ, არ დაბლოკოთ. ფედერაციის პრეზიდენტთან ხმა არ მიმიწვდება, მან, დარწმუნებული ვარ(!), არაფერი არ იცის. ასე მაინც გაიგოს რა უბედურება გვჭირს. კალათბურთი ცალკე იღუპება, ბავშვები ცალკე. ფედერაციას კი სახელი უტყდება. თუ ოდნავი პატრიოტიზმი გაქვთ, თუ გიყვართ კალათბურთი და საქართველო - არ დაბლოკოთ.
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
"ბასკონიას" კემპი: 55-ით გაიხსნა
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის სემინარები თბილისში დასრულდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება