ფოტო: dspace.nplg.gov.ge

გავრცელებული მოსაზრებით, საქართველოში ფეხბურთი ბრიტანელმა მეზღვაურებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოიტანეს.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში ფეხბურთელობისთვის აუცილებელი ნიჭი და რამდენიმე საფეხბურთო აქსესუარი იყო საჭირო, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა.

ყველა საფეხბურთო კლუბსა თუ ქვეყანას პარტნიორი კომპანიები ჰყავს, რომლებსაც ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ.

ქართულ ფეხბურთში ამ მხრივ გამორჩეულია "ვითიბი ბანკი", რომელიც საკუთარი აქტივობებითა და მხარდაჭერით არა მარტო ეროვნულ ნაკრებს, არამედ ყველაზე მთავარს - ბავშვთა ფეხბურთს ეხმარება.

ფოთში ჩამოსულ მეზღვაურებს კი მხოლოდ ბურთი ჰქონდათ, რაც სრულებით საკმარისი იყო, რომ არა მარტო საკუთარი თავები გაერთოთ, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაში ინტერესიც გაეჩინათ.

პირველი ქართული კლუბიც ამ ქალაქში დაკომპლექტდა, რომელიც ფოთის მერის, ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა დააარსა 1906 წელს, 1908 წელს კი ოფიციალურად, საკრებულოში დაარეგისტრირა.

ამავდროულად, თბილისშიც შეიქმნა საფეხბურთო კლუბი - თბილისის "კომეტა", რომელიც 1907 წელს კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის თანამშრომელმა დოლფელზინგერმა დააფუძნა.

1913 წელს შეიქმნა კიდევ ერთი ქართული კლუბი, რომელიც დღესაც ასპარეზობს - ეს ფოთის "კოლხეთია".

ნელ-ნელა ფეხბურთი ქართულ რეალობაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა.

1925 წელს ჩამოყალიბდა შემდგომში ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი, თბილისის "დინამო", რომელმაც არაერთ წარმატებას მიაღწია.

თბილისური კლუბი, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობდა, ჩემპიონი ორჯერ გახდა - 1964 და 1978 წლებში.

1981 წლის 13 მაისს კი ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან ტიტულს, ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.

1977 წლის 28 სექტემბერი. "ინტერი"-"დინამო" (0:1)

უეფას თასის 1/32-ფინალურ მატჩში ლეგენდარულ "სან სიროზე" თბილისის "დინამომ" მილანის "ინტერს" სძლია.

მატჩის ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე დავით ყიფიანმა გაიტანა.

Video

14.09.1977. ინტერი - დინამო (თბ) 0:1

1979 წლის 3 ოქტომბერი. "დინამო"-"ლივერპული" (3:0)

უეფას ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალურ მატჩში "დინამომ" იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, "ლივერპულს" თბილისში უმასპინძლა.

"დინამო არენას" მაშინ ვლადიმერ ლენინის სახელი ერქვა.

თბილისელებმა "ლივერპულს", რომლის რიგებშიც ლეგენდარული კევინ დალგლიში ასპარეზობდა, 3:0 სძლიეს. მეტოქის კარში გოლები რამაზ შენგელიამ, საშა ჩივაძემ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს. საპასუხო მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში შემდეგ ეტაპზე "დინამო" გავიდა, რომელიც მერვედფინალში "ჰამბურგთან" დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა თასი სწორედ "ლივერპულმა" მოიგო.

Video

დინამო (თბ) - ლივერპული 3:0 (1979 წ.)

1981 წლის 4 მარტი. "ვესტ ჰემი" - "დინამო" (1:4)

თასების მფლობელთა თასის მეოთხეფინალურ მატჩში თბილისის "დინამო" ლონდონს ესტუმრა და "ვესტ ჰემს" საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.

მეტოქის კარში გოლები რამაზ შენგელიამ (2), საშა ჩივაძემ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს.

განმეორებით შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართა და "ვესტ ჰემის" გამარჯვებით დასრულდა (1:0), 90 000 მაყურებელი დაესწრო.

Video

1981.04.04. ვესტ ჰემი - დინამო (თბ) 1:4

1981 წლის 13 მაისი. "დინამო" - "კარლცაისი" (იენა) (2:1)

თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა, სადაც თბილისის "დინამოს" მეტოქე ასევე გერმანული "კარლ ცაისი" იყო.

ანგარიში გერმანელმა ჰოპემ 63-ე წუთზე გახსნა. 66-ე წუთზე ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა, ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი "კარლ ცაისის" კარში ლეგენდარულმა ვიტალი დარასელიამ შეაგდო და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვების შემოქმედი გახდა.

Video

13.05.1981. დინამო (თბ) - კარლ ცაისი 2:1

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართულ ფეხბურთს, ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროს, პრობლემები შეექმნა, თუმცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრისთვის სასიხარულო წარმატებები მაინც მოუტანია.

გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი, რაც ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს:

2011 წლის 26 მარტი. საქართველო-ხორვატია (1:0)

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას უმასპინძლა.

მომენტები ორივე ნაკრებს ჰქონდა, თუმცა გოლის გატანას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა.

საქართველომ ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გაიტანა. ჯაბა კანკავამ გრძელი პასით ბურთი ოთარ მარცვალაძეს საჯარიმოში ჩაუგდო. მან ერთი მეტოქე ჩამოიცილა, ლევან კობიაშვილს გადასცა, რომელმაც ხორვატიის კარი აიღო. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები მესამე ადგილამდე დაწინაურდა და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

Video

საქართველო-ხორვატია 1:0

2016 წლის 7 ივნისი. ესპანეთი-საქართველო (0:1)

2016 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე ძლიერ მეტოქეს სძლია. მართალია, ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა, თუმცა ესპანეთი მოედანზე სრულყოფილი შემადგენლობით გამოვიდა.

ფიფას რეიტინგში ესპანეთი იმ მომენტისთვის მე-6 ადგილს იკავებდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურის პასით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

Video

07.06.16. ესპანეთი - საქართველო 0:1

2018 წლის 7 სექტემბერი. ყაზახეთი-საქართველო (0:2)

ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის შემოდგომაზე მოიპოვა, როდესაც ევროპის ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფი მოიგო და აქვს შანსი, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოხვდეს ევროპის უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე.

საქართველოს ნაკრებმა 6-დან 5 შეხვედრა მოიგო და ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ბელორუსს 2020 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.

ჩვენ პირველ ტურში ყაზახეთთან სტუმრად მოგებული შეხვედრა გამოვარჩიეთ, სადაც საქართველოს ნაკრების ახალმა ვარსკვლავმა გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა.

მატჩი ქართველების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

Video

06.09.18. ყაზახეთი - საქართველო 0:2

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ორ მატჩს მართავს: 7 ივნისს "დინამო არენაზე" გიბრალტარს ჩვენმა ნაკრებმა 3:0 მოუგო, 10-ში კი კოპენჰაგენში "დანიას" ეწვევა.

ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში 18 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოიძახა, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.

ქართულ ფეხბურთში არაერთი ნიჭიერი მოთამაშეა. სწორედ ამ მიზნით "VTB ბანკი" აფინანსებს საბავშვო საფეხბურთო ტურნირებს, რათა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის აღმოჩენა მოხერხდეს, რომლებიც მომავალში ქართულ კლუბებსა და ნაკრებებს მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევაში დაეხმარებიან.

ამბობენ, გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეაო და ეს სიმართლისგან შორს ნამდვილად არ დგას.

2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს ეროვნული გუნდი მნიშვნელოვან მატჩს ბელორუსის წინააღმდეგ თბილისში გამართავს, რაც გულშემატკივრის ფაქტორის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესი პლუსია.

საქართველოს ნაკრების ატრიბუტიკის შეძენა ოფიციალურ ფანშოპში შეგიძლიათ, რომელიც "VTB ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა.

გვჯერა, რომ უდიდესი და მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის.

ATP 16
წარმატებული შეიძლება იყოს რაღაცაში ქვეყანა მაშინ , როცა , ყველა თავის საქმის კეთებას ისწავლის , მათშორის ჟურნალისტებიც . შემოდიხარ სპორტულ საიტზე და ტოტალიზატორისა და ფასტ-ფუდის რეკლამირებას ვუყურებ , თქვენ გგონიათ უმნიშვნელოა ეს ყველაფერი , ამას ბავშვებიც უყურებენ , სპორტულ სკოლებში პირდაპირ რეკლამირება მიდის ტოტალიზატორებისა და გვერდების , ბავშვის ცნობიერებაში პატარაობიდანვე ილექება ეს ქცევის წესები და თქვენ გინდათ რომ მერე ამ უპატრონო ქვეყანაში 600 ლარის მქონე სპორცმენებმა თამაში არ გაყიდონ ? მაგას ჯობია ჟურნალისტური გამოძიება იმაზე ჩაატაროთ , რამდენი ყოფილი სპორცმენია ამ ონლაინტოტალიზატორების დამფუძნებლებში . ქვეყანას , სადაც მომავალი თაობა ფეხებზე კიდიათ , ქვეყანას რომელსაც სკოლა არ გააჩნია , ქვეყანას სადაც ფულზე იყიდება ყველაფერი , წარსულს საერთოდ თავი დაანებეთ , არ ხართ თქვენ მისი ხსენების ღირსები . პაიჭაძის მარტო სახელობის მოედანი არ კმარა , თუ რამე გინდა შეცვალო , მასავით უნდა იცხოვრო და შედეგებიც თავისით მოვა . პ. ს. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვეთვის , სარკეში ყურება თუ სპონსორები და შელამაზებული რეალობა .
maxo
პატივცემულო ,გიოშავ,1995 წელს ბულგარეთთან საბჭოთა საქართველოს ფეხბურთელები თამაშობდნენ და იმიტომაც მოვიგეთ,ახლა კი ხედავთ დამოუკიდებელ ბიჭებს რომლებიც აგებენ.
jiji
ფეხბურტელი სპეკულიანტი ვინ იყო ხომ არ იციტ? ყიდვა-გაყიდვის ოსტატი
jiji
საუკეთესო გუნდი და ფეხბურთელები ოღონდ რამოდენიმეს გამოკლებით,ისე ვაჭრობას და ფეხბურთს ნეტავ თუ აქ რამე საერთო?
გიოშა
ადრინდელი თამაშების ნახვის შემდეგ გიჩნდება იმედი,რომ ქართველები ფეხბურთში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს.ჩვენ ხომ უკვე შევძელით ეს.
llcl
საქართველო - ბულგარეთი 2:1, 1995წ, ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ გუნდთან გამარჯვება ოფიციალურ თამაშში, ესპანეთთან იყო ამხანაგური
Alexandre
ლივერპულთან ჯერ 1-2 წავაგეთ, მერე მოვიგეთ თბილისში 3-0. და კიდევ რამოდენიმე უზუსტობაა, სამწუხაროთ
Dima
Yazaxettan mogeba am zemot chamotvlil zvel tamashebtan axlosac ver miva
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
როგორ დაიბადა ქართული გრანდი თბილისის "დინამო"
ᓫᓠᓝᓮᓐᓕ, ᓛᓝᓛᓔᓪ ᓠᓫᓔ!.. - ᓐᓜᓣ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓙᓣᓭᓘᓡ ᓤᓘლᓝᓡᓝᓤᓘა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
რამდენად კარგად იცნობ ქართული ფეხბურთის ისტორიას?
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ქართულ ფეხბურთს?
ბიძინა ივანიშვილი: ქართულ ფეხბურთში 100 მილიონის ჩადებას ვაპირებდი, მაგრამ...
კახა კალაძე: ახლა ქართველი ფეხბურთელები უფრო მალე ნებდებიან [VIDEO]
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია