ფოტო:gbf.ge

საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა მიმდინარე სეზონიდან ახალ ეტაპზე გადადის. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად ტურნირის თანაორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახდა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კალათბურთისა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციების მიერ შემუშავებული დებულების თანახმად, სტუდენტური კალათბურთის ლიგის გამარჯვებული კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებული ტურნირის – "ა" ლიგის საგზურს მოიპოვებს და შესაბამის დაფინანსებას, 60 000 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, სტუდენტური გუნდებისთვის "ა" ლიგაში მოხვედრა ნიშნავს შანსს, წარმატების შემთხვევაში, სუპერლიგაში გადავიდნენ.

პირველად ისტორიაში, სტუდენტური ლიგიდან გუნდებს გზა პროფესიული კალათბურთისკენ ეხსნებათ, რაც კალათბურთში და ზოგადად სპორტში ახალგაზრდობის მეტად ჩართულობას შეუწყობს ხელს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს, 13 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ არჯევანიძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ისაუბრეს.

პრესკონფერენციას დაესწრნენ სტუდენტური ლიგების მონაწილე გუნდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

მიმდინარე სეზონის სტუდენტური კალათბურთის ლიგა 15 ივნისს დაიწყება და მასში 8 უნივერსიტეტის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან:

1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

4. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

5. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

6. ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

7. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი

8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

დღესვე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა სტუდენტური ლიგის კენჭისყრა, რომლის შედეგად ჩემპიონატში მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფში ( "ა" და "ბ") გადანაწილდა. რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც ჯგუფების ყველა მონაწილე გავა პლეი-ოფში და მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. პლეი-ოფის პირველ წრეში ერთმატჩიანი სერიები იქნება, ნახევარფინალური და ფინალური სერიები კი 2 მატჩისგან შედგება.

სტუდენტურ ლიგას ექნება საკუთარი გვერდი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (gbf.ge) და მატჩების მიმდინარეობისას განხორციელდება ტექსტური ლაივ-სტატისტიკა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე [VIDEO]
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
შალვა გოგოლაძე: ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს
პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობა ქვეყანას აღიარებას მოუტანს
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი - ინტერვიუ
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ცნობილი გახდა, როდის დაიწყება ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობა
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)