საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში ახალი და უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაიწერა - თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და სახელოვანი გუნდის, სტამბოლის „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელად მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნა. საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სპეციალისტების საქმიანობა იშვიათია და მით უფრო გასახარია, როდესაც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი მწვრთნელი ევროპული გრანდის სათავეში დგება. ეს დანიშვნა არა მხოლოდ მანუჩარისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის უდიდესი აღიარება და წინ გადადგმული ნაბიჯი.

სტამბოლურ კლუბში მარკოიშვილის მისვლას მყარი საფუძველი აქვს, რადგან გუნდის გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელობას ის წარსულიდან კარგად ახსოვთ. მანუჩარმა „გალათასარაის“ რიგებში 2013-2014 წლების სეზონში მოთამაშის რანგით იასპარეზა და კლუბთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. გარდა ამისა, მას უკან შთამბეჭდავი და წარმატებული სამწვრთნელო სეზონები უმაგრებს ზურგს. გასულ წლებში მან მონაწილეობა მიიღო ფრანგული „მონაკოს“ ტრიუმფებში. როდესაც გასული სეზონის შუაში გუნდი ვასილის სპანულისმა დატოვა, მარკოიშვილი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, სეზონის თითქმის ნახევარი თავად ხელმძღვანელობდა გუნდს, კლუბი ევროლიგის პლეი-ოფში გაიყვანა და საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად ქვეყნის თასის მფლობელიც გახადა.

„მონაკოში“ შექმნილი რთული ფინანსური კრიზისისა და კლუბის ყველა ტურნირიდან (მათ შორის ევროლიგიდან და შიდა ჩემპიონატიდან) მოკვეთის ფონზე, ქართველმა სპეციალისტმა ახალი გამოწვევა მიიღო. „გალათასარაიმ“ მას კონტრაქტი შესთავაზა და მანუჩარიც სათავეში ჩაუდგა გუნდს, სადაც თავის ასისტენტად უკრაინელი სპეციალისტი სერგი გლადირი მიიხმო. გლადირიც, ისევე როგორც მარკოიშვილი, იძულებული გახდა მონაკოური კლუბი შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო დაეტოვებინა, ახლა კი ისინი ერთად შეეცდებიან თურქული გრანდის ახალ სიმაღლეებზე აყვანას.

მანუჩარ მარკოიშვილის საკალათბურთო და სამწვრთნელო გზა მდიდარი და წარმატებულია. მისმა სათამაშო კარიერამ, რომელიც 2000 წლიდან 2019 წლამდე გრძელდებოდა, ევროპის წამყვანი ლიგები მოიცვა. მან დაიწყო სამშობლოში, ბათუმის ბასკოში (2000–2002), რის შემდეგაც ითამაშა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორიცაა „ბენეტონ ტრევიზო“, გერმანული „მიელდოიჩერი“, სლოვენიური „უნიონ ოლიმპია“, ბკ კიევი, იტალიური „კანტუ“, „გალათასარაი“, მოსკოვის ცსკა, თურქული „დარუშაფაქ~კა“ და იტალიური „რეჯიანა“. სათამაშო კარიერის განმავლობაში მან უამრავი ტიტული მოიპოვა: არის FIBA EuroCup Challenge-ის ჩემპიონი (2004), VTB გაერთიანებული ლიგის ჩემპიონი (2015), თურქეთის ლიგის გამარჯვებული (2013), იტალიის სუპერთასის მფლობელი და ამავე ტურნირის MVP (2012), ABA ლიგის ოლ-სტარი (2007), ორგზის სლოვენიის ლიგისა და თასის გამარჯვებული (2005–2006), იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი (2003) და ორგზის საქართველოს ჩემპიონი (2001–2002).

სამწვრთნელო კარიერა მარკოიშვილმა 2019 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაიწყო, სადაც ილიას ზუროსის ასისტენტი გახდა. პირველი დამოუკიდებელი მთავარი მწვრთნელის პოზიცია მას 2020–2021 წლებში თბილისის „ტიტებში“ ჰქონდა, რის შემდეგაც მისი კარიერა „მონაკოს“ უკავშირდებოდა, სადაც ის წლების განმავლობაში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად და ბოლო პერიოდში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. მონაკოში გატარებული 5 წლის განმავლობაში მან მოასწრო საფრანგეთის ლიგის 3 ტიტულის (2023, 2024, 2026), 2 საფრანგეთის თასის (2023, 2026), საფრანგეთის ლიგის თასისა (2026) და საფრანგეთის სუპერთასის (2025) მოპოვება. ახლა კი „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელის რანგში მანუჩარ მარკოიშვილისთვის ახალი, მასშტაბური და ამბიციური ეტაპი იწყება, რომელიც ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა.

GBF.GE

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ოსიმენი გაჯიუტდა - არჩევანი ფეხბურთსა და დიდ ფულს შორის ფეხბურთის სასარგებლოდ გააკეთა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
"გალათასარაისთან" "ლივერპულის" კარს მამარდაშვილი დაიცავს
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა