ფოტო: emerging2019.geohandball.ge

IHF ერთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველომ ბულგარეთს 35:19 მოუგო და 5 თამაშიდან 10 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ორივე ნაკრებს B ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა ოთხი ტურის შემდეგ განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ერთმანეთში უნდა გაერკვიათ, რომელი გავიდოდა პირველზე და რომელი მეორეზე. ამ გამარჯვების შედეგად, ნახევარფინალში ქართველები ბრიტანელებს შეხვდებიან, ხოლო ბულგარელების მეტოქე კუბა იქნება.

ნახევარფინალები შაბათს, 15 ივნისს გაიმართება. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო ბულგარეთი და კუბა ერთმანეთს 20:00 საათიდან დაუპირისპირდებიან.

ბულგარელებმა ტურნირის მასპინძლებს თავიდან თანაბარი თამაში შესთავაზეს, მაგრამ პირველი ტაიმის მე-18 წუთიდან ანგარიშის სხვაობამ ზრდა დაიწყო.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს ქართველთაგან მარცხენა ინსაიდი თემურ ორჯონიკიძე, ხოლო ბულგარელთაგან - მეკარე სტეფან დიმიტროვი.

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი ნიკოლა კარასტოიანოვი: "უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მოთამაშეებს. მათ შესანიშნავად ითამაშეს როგორც პირველ ასევე მეორე ტაიმში. ისინი ჩინებული მოთამაშეები არიან. პირველ ტაიმში მეტოქეს ბრძოლა შევთავაზეთ, მაგრამ მის მიწურულს გადავწყვიტე, შედარებით მსუბუქად მივდგომოდით საქმეს, რადგან ნახევარფინალში რთული თამაში გველის და გადავწყვიტე, მეორე ტაიმში ბიჭები დამესვენებინა. პირველ ტაიმში ბევრი ტექნიკური შეცდომის გამო წავაგეთ. ეს შეცდომები შემდეგი თამაშებისთვის უნდა გამოვასწოროთ".

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი: "პირველი ტაიმის საწყის 15 წუთში ჯეროვნად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მეორე 15 წუთში გამოვასწორეთ, დაცვაში მტკიცედ დავდექით და მეტოქის ძლიერი მხარეები გავაუვნებლეთ. ამიტომაც მოვიგეთ პირველ ტაიმში. მეტოქის ძლიერი მხარე იყო გამთამაშებელი, მარჯვენა ინსაიდი და მარჯვენა გარემარბი. შემდეგ, როდესაც ბულგარელებმა მეორე შემადგენლობა გამოიყვანეს, ჩვენ ჩვენი საქმე უკვე იოლად გავაკეთეთ. ნახევარფინალში ძლიერ მეტოქესთან შეხვედრას მომზადებულები უნდა შევხვდეთ".

მომზადებულია emerging2019.geohandball.ge-ის მიხედვით

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
საქართველოს ნაკრებმა "კარპატის თასი" გამარჯვებით გახსნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
კერპია - პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
[VIDEO] "ასტონ ვილას" ფანტასტიკური სერია - ემერის გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტი ხდება...
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "უდინეზემ" "ფიორენტინასთან" დიდი ანგარიშით წააგო
ბუდუ ვერ დაეხმარა - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნთან" განადგურდა
[VIDEO] დავითაშვილმა ლიგა 1-ის გუნდს გაუტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "ჰანოვერს" თამაში შემოუტრიალა
კონტეს პირადი მოთხოვნით - "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს
[VIDEO] ვინისიუსს "რეალის" ფანებმა დაუსტვინეს
"ამას ნამდვილად არ ველოდი, შოკში ვიყავი" - მიკელ არტეტა
კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო
"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ტორონტოში" - კანადელები "ბოსტონთან" დამარცხდნენ
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
ცვლილება ერევნის საერთაშორისო ტურნირის კალენდარში
რატომ ვერ ითამაშა ხვიჩამ? - პსჟ-მ ტრიუმფალური წელი გამარჯვებით დაასრულა