14 ივნისს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრების პოზიცია არ შეცვლილა.

"ჯვაროსნები" ამ დროისთვის, აპრილის რეიტინგის მსგავსად, 1255 ქულით 94-ე ადგილზეა. მაისში ფიფას რეიტინგი არ განუახლებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი გამართა.

7 ივნისს ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა გიბრალტარს 3:0 მოუგეს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მონაწილეების რეიტინგს, შვეიცარია ერთი საფეხურით დაქვეითდა და ახლა მე-9 ადგილზეა, დანია უცვლელად მე-10 პოზიციას იკავებს, ირლანდიის ნაკრები 3 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 32-ე ადგილს იკავებს. გიბრალტარი 3 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 198-ე ადგილზეა.

ერთა ლიგის ნახევარფინალის პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე ბელორუსი კი 82-ე ადგილზე იმყოფება, რაც წინა რეიტინგთან შედარებით ერთი ადგილით უარესი მაჩვენებელია.

საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:

ბელგია

საფრანგეთი

ბრაზილია

ინგლისი

პორტუგალია +2

ხორვატია -1

ესპანეთი +2

ურუგვაი -2

შვეიცარია -1

დანია

გერმანია +2

არგენტინა

კოლუმბია -1

იტალია +3

ჰოლანდია +2

ჩილე -1

შვედეთი -3

მექსიკა

პოლონეთი +1

ირანი +1

სირბილის სწავლების ცენტრი
უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი 1 თამაშში უნდა აკეთებდეს 30-დან 70 აჩქარებამდე (საშუალო მანძილად 20 მეტრი ითვლება). რაც შეეხება მატჩის განმავლობაში დაფარულ მანძილს 12-დან 15 კილომეტრამდე უნდა იყოს. როდესაც ამას შეძლებენ მოწინავეთა რიგებში გადავინაცვლებთ! დანიასთან ის ერთი გოლი ნიშნავს რომ ტექნიკურად და ტაქტიკურად წესრიგი გვაქვს, მაგრამ ამტანობით და მენტალური მომზადებით ძალიან ჩამოვრჩებით.
გოგა
რანაირი რეიტინგია ეს? ირლანდიამ გასვლაზე ფრე ითამაშა დანიასთან გიბრალტარს კი მოუგო და 3 საფეხურით დაქვეითდა მაინც:) დანია შვეიცარის ადგილი მაინც არაა ათეულში.იტალია გერმანია არგენტინა ათამაშდებიან და მალე დატოვებენ ათეულს დანიის დონის გუნდები.. დანია და შვეიცარია ოცეულის ნაკრებები ნამდვილად არიან
ako
უბედურება ისაა, რომ ყველა ბაქიბუქობს, მწვრთნელიან, ფეხბურთელიან, ჟურნალისტებიანა :) რეალურად შეხედეთ რას გავს ქართული ფეხბურთი და მოეშვით ამ ბაქიბუქობას:((
ქუთაისი
ქვეით ადგილი აღარაა!
Vakhtang Lobzhanidze
მეტოქეები დაქვეითდნენ, ჩვენ არა - ანუ არის წინ სვლა? სწორი აზრი გამოვიტანე??
ისევ რაგბის მივაწვეთ
ფსკერზე ვართ, სადღა უნდა დავქვეითდეთ?
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა - საქართველოს კონკურენტები დაქვეითდნენ
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდა
ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველოს ნაკრებისთვის არაფერი შეცვლილა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია