ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ფრანგული კლუბის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა

ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ფრანგული კლუბის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა

ფოტო: rugby.ge/ლაშა ლორდქიფანიძე

ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ლევან დათუნაშვილი საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც თავის ყოფილ კლუბ "ორიაკში" ესპუარების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.

36 წლის სპეციალისტმა მოთამაშის კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ამ გუნდში გაატარა. ის "ორიაკის" ღირსებას 2008-2010 და 2011-2016 წლებში იცავდა. დათუნაშვილი შარშან სამშობლოში დაბრუნდა და გორის "ჯიქში" შერკინების მწვრთნელობასთან ერთად, თამაშსაც ახერხებდა, თუმცა ფრანგული კლუბისგან, სადაც ქართველებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ, მეორედ მიიღო შეთავაზება და 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

"აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ტულუზაში მენეჯერის 1-წლიანი, საკმაოდ რთული კურსი გავიარე და წარმატებით დავასრულე. თბილისში წამოსვლამდე "ორიაკმა" მათთან მუშაობა შემომთავაზა, მაგრამ მაშინ უარი ვუთხარი და სამშობლოში დავბრუნდი. დაახლოებით 1 თვის წინ საფრანგეთში მომიწია ჩასვლა, "ორიაკისგან" კიდევ ერთხელ მივიღე შეთავაზება და ამჯერად თანხმობა განვაცხადე" - ამბობს დათუნაშვილი, რომელსაც ნაცნობ გარემოში, მეგობრებთან ერთად მოუწევს მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება ამანაც გაუიოლა:

"ორიაკის ესპუარების ხაზის მწვრთნელი რუმინელი რომეო კონტინეაკია, რომლის მხარდამხარ წლების განმავლობაში ვთამაშობდი და მასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს.

გადაწყვეტილების მიღება ამანაც გამიიოლა, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გეყოლება გვერდით. რაც მთავარია, ჩვენ რაგბის ერთნაირი ხედვა გვაქვს. რომეო ძლიერი სპეციალისტია და მასთან მუშაობა საინტერესო იქნება. მან გუნდი რომ ჩაიბარა "ორიაკის" ესპუარები მესამე დივიზიონში თამაშობდა, შარშან ელიტა1-ში აღზევდა და იქ ადგილი შეინარჩუნა, რაც კონტინეაკის დამსახურებაა".

პრო დე2-ის "ორიაკი" უკვე წლებია ქართველების ნავსაყუდელია. გუნდი ჩვენებურთა სიმრავლით მუდამ გამოირჩეოდა, ახლა კი ქართველ ლეგიონერთა რაოდენობამ 14-ს უწია: პირველ გუნდში არიან მერაბ შარიქაძე, გიორგი ჯავახია, გიორგი ცუცქირიძე და გიორგი ქართველიშვილი; კლუბთან ესპუარების კონტრაქტი აკავშირებთ, თუმცა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებენ ბექა საღინაძე, ჯემალ შათირიშვილი და გიორგი გოგოლაძე; დათუნაშვილთან ერთად ესპუარებში იქნებიან მიხეილ ალანია, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ლუკა ნიორაძე, იოსებ გუშარაშვილი, დაჩი პაპუნაშვილი, ლუკა მაჭარაშვილი და დავით გვიდიანი.

"ორიაკში ქართველებს განსაკუთრებით ენდობიან და ეს იმ თაობის დამსახურებაა, რომელიც ამ გუნდში პირველი მოვიდა. ყოველმა მომდევნო თაობამ, ეს ნდობა კიდევ უფრო გაამყარა და ახლა ამ გუნდში 14 ქართველი ითამაშებს - 6 პირველ გუნდში და 8 ესპუარებში!

ამ ბიჭების ნაწილს, კლუბთან კონტრაქტი ჩემს მოსვლამდე ჰქონდა გაფორმებული, ნაწილი კი ჩემი რეკომენდაციით აიყვანეს. მნიშვნელოვანია, რომ დავიმატეთ ორი ნიჭიერი და პერსპექტიული მეორეხაზელი - მაჭარაშვილი და გვიდიანი.

ჩვენ (საქართველოს ნაკრებს) ამ პოზიციაზე პატარა კრიზისი გვაქვს. ახლა ამ ბიჭებს განვითარების მეტი შანსი ექნებათ და ვიმედოვნებ, მომავალში ნაკრებსაც გამოადგებიან. გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ საფრანგეთში ქართველი ხაზის მოთამაშეებითაც ინტერესდებიან და მათი რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს".

წელს საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატი სიახლეებით ჩატარდება. მოთამაშეთა ასაკი 22 წლამდე დაიწევს და ესპუარებში პროფესიონალი მორაგბეების თამაში აიკრძალება. "ორიაკის" ახალგაზრდული გუნდი მზადებას 1-ელ აგვისტოს დაიწყებს.

"გუნდი ჯერ არ მინახავს. გავიცანი სამწვრთნელო და სამედიცინო ჯგუფი. მოსამზადებელ ეტაპს 1-ელი აგვისტოდან ვიწყებთ და ვფიქრობ, "ორიაკს" ძლიერი შერკინება და დერეფანი ექნება.

მიზანი ელიტა 1-ში დარჩენაა, რადგან ორიაკი პატარა ქალაქია, კონკურენტები კი დიდი ქალაქის ტოპ გუნდები იქნებიან. პარალელურად, დავაკვირდები პერსპექტიულ ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს და განვითარების შესაძლებლობა ყველას ექნება, რაც სამომავლოდ ქართული რაგბის წინსვლას დაეხმარება" - ამბობს დათუნაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• სოსო

წარმატებები ლევანს და ორიაკის ქართველებს.ძალიან გვჭირდება ყოველწლიურად უკანახაზელების წასვლა ფრანგულ კლუბებში.ეს საუკეთსო გზაა მათი თამაშის სწრაფი პროგრესისათვის.რა თქმა უნდა შერკინების ხალხის დელეგირებაც მნიშვნელოვანია,მაგრამ იქ საკმაოდ მყარი პოზიციები გვაქვს

• გიორგი

გისურვებ წარმატებებს ლევან

• გიორგი

გისურვებ წარმატებებს ლევან

• Best

წარმატებები ლევან

"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს

უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის

კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა

მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა

"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა

გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება

3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს

WU17 | საქართველო 3:2 ლატვია

სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია

ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს

ავტოკატასტროფის შედეგად ქართველი მორაგბის მამა დაიღუპა

რაგბი. ლეგიონი: ქართველების მონაგარი, ოთხი სინბინი

რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე ქართველების ბოლო რეპეტიცია

რაგბი. ლეგიონი: ერთი ჩხუბი და გაძევება, ორი სინბინი [VIDEO]

რაგბი. ლეგიონი: 27 ქართველი ელიტფედერალი

ქართველი "ბორჯღალოსანი" გაერო-ს სესიაზე სიტყვით გამოვიდა [VIDEO]

რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]

რაგბი. ლეგიონი: მეორე დივიზიონში "არაქართული გუნდი" გალიდერდა