ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" შერიფთან" 1:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გასვლაზე 3:0-ის მოგების შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სტუმართა კოსოვოელმა ნახევარმცველმა ლაფიტიმ დებიუტშივე გახსნა ანგარიში. შემდეგ მარგველაშვილმა განივი გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-11 წუთზე კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ტამბემ ანგარიში 0:3 გახადა.

"საბურთალომ" სტუმრად მოპოვებული უდიდესი უპირატესობა 11 წუთში გაანიავა, რასაც კატასტროფის გარდა, სხვა სახელი ძნელია უწოდო. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონმა სახიფათო იერიშებით უპასუხა და ორი მომენტი ვერ გამოიყენა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე 0:3-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში "საბურთალომ" თამაში დაალაგა, შეუტია, ორჯერ ბურთი საჯარიმოში სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 59-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგიდან ლაკვეხელიანის ჩაწოდებულ ბურთს როლოვიჩმა მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ტირასპოლელებს ქართველი ფეხბურთელების შეჩერება უჭირდათ. 72-ე წუთზე პალჩიჩმა აქტიური კოხრეიძე მოცელა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.

მერე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი გაბედავამ დაარტყა და ოდნვ ააცილა მიზანს, დნესტრისპირელებს კი მიგინეიშვილმა ორჯერ არ დაანება გოლის გატანა.

კომპენსირებულ დროში კოხრეიძემ ცარიელი კარის წინ დიასამიძეს უპასა, ამ უკანასკნელმა ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა და მატჩიც ჩამთავრდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს, ზაგრების "დინამოს" 23 და 30 ივლისს შეხვდება, რომელიც ასეთ თამაშსა და ამდენ შეცდომას არც ერთ შემთხვევაში არ გვაპატიებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

საბურთალო - შერიფი 1:3

გოლები: 0:1 ლაფიტი (3), 0:2 მარგველაშვილი (7, საკ. კარში), 0:3 ტამბე (11), 1:3 როლოვიჩი (59)

გაძევება: პალჩიჩი (72)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდგორიძე 81), დიასამიძე, ალთუნაშვილი (ტერა 70), გორგიაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი (გაბედავა 77)

შერიფი: მიკულიჩი, მუზეკი, პალჩიჩი, კრისტიანო, ანტონი (ჟაჩი 83), გორდიენკო (პალიჩი 69), ლაფიტი, ტამბე, ბობანი (რიბეირო 69), კენდიში, ნ'დიაე

• გიოშა

Kkk:) აქ ყველაფრის წერა არ შეიძლება.მინიშნება ზემოთ მოგეცი... ერთ საკითხზე თუ მეთანხმები საერთოდ ყველაფერზე უნდა დამეთანხმო.

• Kkk

თავად კლუბ შერიფზე ვამბობ არ გვემეგპბრება თქო, თორემ მოლდოვას ფედერაცოას არაფერს ვერჩი.

• გიოშა

Kkk :) სწორად მსჯელობ,რომ ტირასპოლი დნესტრისპირეთის ქალაქია და ევროტურნირებზე მოლდოვის სახელით გამოდის,მაგრამ ვერ ვხდები მე რატომ არ მეთანხმები? მოლდოვა და მოლდოვის ფეხბურთის ფედერაცია ხომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მეგობრულ დამოკიდებულებაშია...

• გიორგი

გეთანხმები. ზუსტი დაკვირვებაა და მნიშვნელოვანი ფაქტები გამოყავი. სამწუხაროდ არც თუ ისე ხშირია მსგავსი კომენტარები; ხშირად სიტყვის მასალადაა გაკეთებული ფანტაზიებია და გონების ნიშან წყალი არ ეტყობა.

• გიოშა

სოსო,გატყობთ ისეთ ადგილას მუშაობთ,რომ ჩემი კომენტარი ზარალის მომტანია თქვენი ბიუჯეტისთვის...:)

• superman

თემო აბა თუ მიხვდები როგორ გამოაგდეს? როგორ და შერიფიც ძალიან სუსტი იყო. აქეთ და ადიდეთ ამ ვაი ფეხბურთის გამო ქართული გუნდები და სადამდე მიგვიყვანს ნახავთ ;)

• გიოშა

სოსო,გატყობთ ისეთ ადგილას მუშაობთ,რომ ჩემი კომენტარი ზარალის მომტანია თქვენი ბიუჯეტისთვის...:)

• ქობულეთიდან

არ დავიწყებ ახლა დიდ პროფესორობას მაგრამ ერთს ვიტყვი,მართალია პირველი მატჩი საბურთალომ დიდი ანგარიშით მოიგო და სერიოზული ფორა შეიქმნა განმეორებითი მატჩის წინ,თუმცა ეს არის ფეხბურთი და იმიტომაა სპორტის N1 სახეობა რომ იქ ყველაფერი ხდება.მასე რომ განმეორებით მატჩს აზრი არ ქონდეს მაშინ პირველივე მოგებიდან გადაიყვანდენ საბურთალოს მომდევნო ეტაპზე.ამიტომაც არის მატჩები ორრაუნდიანი.გავიხსენოთ შინ 0:3 წაგების მერე რა დღე აყარა იუვენ რეალს მადრიდში,იგივე სცენარი.

• Geo_Dinamo

პირველი თამაშის შემდეგ მოულოდნელი იყო ასეთი ჩავარდნით დაწყება. მარა კიდევ უფრო მოულოდნელი იყო მეორე ტაიმი. მართალია გულის სიღრმეში მჯეროდა მაინც საბურთალოს გასვლა 0-3 შემდეგაც. მარა ალალად რომ ვთქვათ ასეთი კატასტროფული პიველი ტაიმის შემდეგ ცოტა გუნდს თუ შეუძლია ასე გარდაქმა. შემდეგ ეტაპზე განთესილ ჩემპიონებიდან მეორე ეტაპის ყველაზე ძლიერი გუნდი შეხვდა საბურთალოს, მარა მე მაინც იმედიანად ვარ რომ დიდ ბრძოლას გაუმართავს. თუ ლიგაზე ვერა მაშინ ევროპაზე გავა საბურთალო, ამაში მართალა დარწმუნებული ვარ. ყოჩაღ ჭიაბრიშვილს, ყოჩაღ ბიჭებს. მათ დიდი გამოცდილება მიიღეს და ხასიათიც აჩვენეს.

• ვაჟა

100%-ით გეთანხმები მეგობარო. ვისაც ფეხბურთი ესმის, ჩემი აზრით მსგავსი დამოკიდებულება უბდა ჰქონდეს გუშინდელი თამაშის შემდეგ. ძალიან ბევრი უადგილო კრიტიკაა და ბევრად ცუდათ მოქმედებს ეს ფეხბურთელებზე.

• თემო

ძალიან სუსტები თუ იყვნენნ შერიფი როგორ გამოაგდეს.შეეშვით ამ ჭკუისკოლოფობას.

• superman

მარგველაშვილი, გორგიაშვილი, დიასამიძე, ალთუნაშვილი... ძალიან სუსტები არიან

• ვასიკო

მართლა ამაზრზენია ასეთი კომენტარები თქვენ რა მტრები ხართ? ის მაინც აღნიშნეთ რომ 3 გაშვებული გოლის შემდეგ ვითომც არაფერი ისე დაძლია შოკი საბურთალომ მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი გამოვიდა მთელი მატჩი ბურთს არ გააკარა საბურთალომ შერიფი მეორე ტაიმში ორი თავით მაღლა იდგა რეალი იუვენტუსი მაინც არ გახსოვთ რეალმა რომელიც წინა ორი ლიგის გამარჯვებული იყო და მესამე იმ წელს მოიგო 3 ბურთი გაუშვა იუვენტუსისგან როცა პირველი მატჩი 0-3 ჰქონდა მოგებული რა გამოუცდელობის ბრალი იყო ფეხბურთსი ყველაფერი ხდება და ასეთი კომენტარები არ შეიძლება მითუმეტეს საბურთალომ იმ შოკის შემდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე

• ლაშა

გუშინ ისეთი გამოცდილება მიიღეს ბიჭებმა, რომ მგონი, მთელი ცხოვრება არ დაავიწყდებათ, მადლობა შერიფს და მადლობა საბურთალოს გულიანი თამაშისთვის, თუმცა ხარისხი შედარებით დაბალი იყო. კოხრეიძეს მართლაც ბრავო!!! დიასამიძე ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ გუშინ თამაში არ გამოუვიდა (მარტო გამაზულ მომენტს არ ვგულისხმობ). ზოგადად გაუჭირდა საბურთალოს ნახევარდაცვის ცენტრში, ვფიქრობ, კაკუბავას გამოყენება ამ პოზიციაზე შეიძლება, მომწონდა მაგის თამაში ჩიხურაში.

• ყოფილი მწვრთნელი (წინა ცხოვრებაში)

სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუყურე, ვნახე მხოლოდ სახიფათო მომენტები და გოლები. აქ არავინ აღნიშნავთ, მაგრამ თუ დააკვირდებით გუნდის კაპიტანმა ჩააგდო თამაში, ფაქტიურად სამივე გოლი მის კისერზეა, თან ძალიან უხეში შეცდომებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო გუნდის ჩავარდნა, თამაში ჩააგდო 1-2 ფეხბურთელმა დაცვის ცენტრში. გოლებს თუ დააკვირდებით, კატასტროფული შეცდომების ხარჯზე გავიდა. თუმცა ჩემი პოსტი არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მარგველაშვილი ცუდი ფეხბურთელია. პირიქით, ახალგაზრდა, პერსპექტიულია და იმედია შეცდომებზე ისწავლის. ჩემი მხარდაჭერა მას

• zaza

ზაგრების დინამო ფავორიტია და დიდი ალბათობით ის გავა შემდეგ ეტაპზე რაც შეეხება საბურთალოს ეს ამ ეტაპზე მისი მაქსიმუმია.კარგია რო ეს ერთი ეტაპი გადალახა.შემდეგში უფრო მეტი გამოცდიება ექნებათ ევროტურნირების

• Kkk

ძირითადში გეთანხმები, მარა მეგობრობა, არაფერ შუაში შერიფი დნესტრისპირეთის გუნდია და ეს თვითმარქვია რესპუბლიკა რუსეთის გავლენის ქვეშაა და არა მოლდოვის(აფხაზეთის და ოსეთის მსგავსად) უფრალოდ ესენი აფხაზებზე და ოსებზე ჭკვიანებია იციან დამოუკიდებლადათ მათი ფეხბურთი ვერსად გავა და თანხმდებიან მოლდოვას ჩემპიონატში თამაშს.

• გადავრჩით

ყველაზე სუსტი რგოლი ცენტრალური მცველი მარგველაშვილი იყო.ავტოგოლი,უაზრო ჯარიმები საჯარიმოსთან ახლოს,მანდრაჟი.შემდგომში ასე არ ივარგებს.უნდა აღვნიშნო კომენტატორების ნერვებმომშლელი წაყვანა.ეტყობათ რომ ფეხბურთი არ უთამაშიათ და ერთმანეთში რაღაც უაზრობებზე კამათობენ.ან ეს ორი კომენტატორი რა საჭიროა.

• Vasili

თამაშის ხარისხზე არაფერს ვიტვი, პირველი თამაში იყო საბურთალოსთვის! მე მინდა კომენტატორებზე ვთქვა , რას წინასწარმეტყველებენ??? ძალიან ცუდად მიყავთ მატჩი

• სოსო

გიოშა,შენი საშველი ალბათ მხოლოდ ტოტალიზატორში თამაშზე უარის თქმაა.კარგი რაა.თუ ყველაფერი გაყიდული გგონია,რაღას უყურებ ამ დალოცვილს,ან რაღაზე ჰყრი ფულს.მეც ველოდი,რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა და ამაზე ვწერდი კიდეც,წაგებასაც ველოდი,მაგრამ ტოტალიზატორში თამაში აზრადაც არ მომსვლია და არც მჯერა ეგ ყველაფერი.ცოტა ფსიქოლოგიის შესწავლა კი,აზრსაც შეგაცვლევინებდა.

• სოსო

რა არის თემო სირცხვილი,ის,რომ განწირული თამაში შემოატრიალეს?დედაც რომ დაიფიცო,დაგიჯერებს ვინმე,რომ შენ,მათზე მეტად გინდოდა გამარჯვება?ბიჭებმა ისეთი გამოცდილება მიიღეს,რომ სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებათ და თან სიტუაციიდან გამოძვრომა მოახერხეს.შენ ეს,პატარა ამბავი გგონია?აგერ პსჟს რა დაემართა ბარსელონაში,ან ბარსელონას რომში.კიდევ რამდენია ასეთი შემთხვევა.რა ოსტატობა ეკლდათ თუ გამოცდილება?მაგრამ მაინც დაემართათ.მილანი ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენე,მილანი 3-0 ს რომ უგებდა და აბსოლიტურ უპირატესობას ფლობდა თამაშშიც,მაგრამ შემთხვევით ერთი გოლი გაუშვეს და 8 წუთში კიდევ ორი,შემდეგ კი მთლიანადაც წააგეს პენალტებში.საბურთალოს აქამდე საქართველოშიც კი არ ჰქონია რაიმე ტიტული,ჩემპიონობა პირველი ტიტულია და ეს ყველაფერი ახალგაზრდა ბიჭებისათვის,ყველანაირად პირველია.ქება და დიდება მათ და მწვრთნელს,რომ შეძლეს თამაშში დაბრუნება და შემობრუნება,თან მსაჯობაც ხიმ ნახეთ რა იყო.ვულოცავ საბურთალოს ამ მატჩში თავის თავზე გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ ზაგრებთანაც.ზაგრებში თამაში მაყურებლის გარეშე ჩაივლის და ეს, ჩვენთვის დამატებითი შანსია

• ჰმ

დიზლაიკენი რა არის?

• goga

მე-11 წუთზე 0-3 ანგარიშს იცი რა კოეფიციენტი ექნებოდაა აქ მთლიანი თამაში კი არა გოლები გაიყიდა უბრალოდ

• გიოშა

არ დაბლოკო ძმისგულო.აბა ჰე,მოემზადეთ დიზლაიკენის დასაწერად.:) მიხვდით რამეს ბოლო-ბოლო? ორი მატცჩის ჯამში რაც მოხდა ეს ხომ ფოკუზი იყო! ფული,ფული და კიდევ ერთხელ ფული! თანაც დაუწერელი კანონია,რომ მეგობრულ ქვეყნებს შორის მოგება-წაგების ბალანსი არ უნდა დაირღვეს.შერიფმა ერთხელ ხომ გამოაგდო ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი(ქუთაისის ტორპედო)...

• s.s.

კარგი გუნდია საბურთალო, არ დავიწყებ ჩამოთვლას, რამდენიმე ფეხბურთელი მართლაც კარგად გამოიყურება.. თავიდანვე მეიმედებოდა ამათი და ეხლა მგონია, რომ ზაგრებსაც გავცდებით .. კომენტარებს ვკითხულობდი და ხალხს ზაგრები რაღაც სასწაული ჰგონია, კარგით რა, ზაგრები კი არა, მოტივაცია იყოს და "მესი გამოუშვითო" რო გაჰყვიროდა ერთი - ეგ პონტია. :) წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, 23 ში უფრო მეტნი მოვალთ სტადიონზე:)

• Geo_Dinamo

თუ არ მოეწონა არ იზავს)) მეც დამიბლოკა ვერ ვხვდები რატომ.

• კახა ქ.

ვულოცავ საბურთალოს შემდეგ ეტაპზე გასვლას.ნამდვილად არ მეგონა ასეთი დასაწყისის შემდეგ თუ გავიდოდნენ.შერიფი გამოცდილი გუნდია და დაამტკიცა კიდეც.ყოჩაღ,მწვრთნელმა დიდი და სასარგებლო შრომა გასწია შესვენებაზე,რადგან სულ სხვა გუნდი ვიხილეთ.კოხრეიძეც აუცილებლად ყურადღების ღირსია,უდავოდ ნიჭიერი ბიჭია.ზაგრებთან სულ სხვა გუნდი წარსდგება,ასე მგონია რატომგაც.წარმატებები

• Jango

მოდერატორ. თუ უზრდელი არა ხარ ,რატომ არ აქვეყნებ ჩემს პოსტს!?

• ფ

ფაქტია, რომ დიდი გამოცდილება მიიღეს და იქნებ სჯობდა კიდეც მათთვის ასეთი განსაცდელი, მწვრთნელი ყოჩაღ, შეატრიალა თამაში, აქვს ამ გუნდს აშკარა პოტენციალი, უნდა მოუმატონ წესით.

• paladin

შეიძლება რამოდენიმე ფეხბურთელი იყო მოსყიდული ,ან მისი ინიციატივით გაყიდეს

• KUTAISELI

ulocav saburtalos da mtel sakartvelos , zaan gagvimartla, es rac saburtalos daemarta pirvel taimchi ,gamoucdelobis bralia, ar dagavickdet cheripi ramdeni celia ukve pirveli etapidan ar gamovardnila, arauchavs bichebo, kvelaperi cinaa, zagrebi gvelodeba da tu saxelis ar chegvechindeba arc es ikneba gadaulaxavi barieri, cota dacvas meti kuradgeba.kidev ertxel gilocavt.

• ოდალა

სირცხვილი ისინი ხართ, ამ ვითომ ჟურნალისტებიან საფეხბურთო სპეციალისტებიანად, რომლებიც ასე ნაადრევი, აღტკინებული სიხარულით ულოცავენ ხოლმე პირველი ეტაპის პირველი მატჩის მოგებას.

• მინდია

ორ თამაშში საბურთალომ 3 ტაიმი მოიგო, უდიდეს შოკს გაუძლო და დიდი მენტალური გამოცდილებაც მიიღო, ასე რომ აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. ვუსურვებ წარმატებებს, კოხრეიძე კი ტალანტია და ამას ახალგაზრდული ევროდან ვამჩნევ, სადაც ჩაკვეტაძესთან ერთად თამაშობდა.

• დავით

ძალიან მეშინოდა ამ თამაშის და არც შევმცდარვარ,უკვე 11 წუთზე უდიდესი უპირატესობა ჰქონდა შერიფს,ზოგადად ქართველ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ თან საბურთალო ასეთი ახალგაზრდულუ გუნდი გამოცდილების გარეშე,თუმცა ყოჩაღ არ გატყდნენ და ბოლომდე იბრძოლეს,ყოჩაღ ჭიაბრიშვილსაც როგორი მოტივირებულები გამოვიდმენ შესვენების მერე ბიჭები,ძალიან მნიშვნრლოვანი იყო აქ შემდეგ ეტაპზე გასვლა და გავედიატ კიდეც,გილოცავთ ყველას...

• dd

სირცხვილი ხარ შენ))

• ირაკლი

ამ მატჩს ერქვა საცოდაობა.

• gio

გილოცავთ ყველას

ეს მსაჯი რას გვერჩოდა?

• ზუზუ

აბა სად ხართ ახლა ის ხალხი, პირველი ტაიმის მერე რომ წერდით გაყიდულია ესო და აგინებდით ყველას.. გაყიდეს და მაინც გავიდნენ შემდეგ ეტაპზე ხომ?? გაყიდულიო რომმ წერთ ეგ დრო აღარაა. მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე

• თემო

სირცხვილი!

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ

კატასტროფა - "საბურთალომ" პირველი ტაიმი "შერიფთან" 0:3 წააგო!

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში

შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან

გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა