საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალშია. დღეს, ჩვენმა გოგონებმა დაძაბულ ნახევარფინალურ მატჩში 2 ქულის სხვაობით – 65:63 დაამარცხეს შოტლანდიის ნაკრები და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდის მოგების ხარჯზე მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა. მანამდე კი შოტლანდიელები მცირედით, მაგრამ მაინც იგებდნენ. დიდი შესვენებისთვის ბრიტანელები 26:24 ლიდერობდნენ, თუმცა კესო ბარბაქაძის, თამარ პაპუაშვილისა და ხატია ქებურიას მექულეობით ქართველებმა მესამე პერიოდი 22:14 მოიგეს და 46:40 დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ქართველებმა მეტოქე ახლოს აღარ მიუშვეს. ბოლო წუთზე ჩვენი გუნდი 65:58 იგებდა, როცა შოტლანდიელებმა სამქულიანი, შემდეგ კი ორიანიც ჩააგდეს და წარმატების შანსი გაუჩნდათ. საქართველოს ნაკრების წევრებმა დარჩენილი 10 წამი გონივრულად ჩაითამაშეს და საბოლოოდ გამარჯვებამდე მივიდნენ.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულითა და 18 მოხსნით საუკეთესო იყო კესო ბარბაქაძე. ხატია ქებურიამ 9 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ეკა წივწივაძემ გამარჯვებულებს 10 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიაშველა.

C დივიზიონის საჩემპიონო მატჩი 21 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მეტოქე იქნება კვიპროსის ნაკრები, რომელმაც დღევანდელ მეორე ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი მოლდოვა 80:37 გაანადგურა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Giorgi
უნდა იყოს "კესო ბარბაქაძე" :)

ბესო ბარბაქაძე????
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი