უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივლისს 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავენ. ისინი მე-11 ადგილისთვის ქუთაისის „აია არენაზე“ ფიჯის შეერკინებიან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

მე-9 ადგილის ნახევარფინალში იტალიასთან 19:43-ის შემდეგ, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა - სამი ხაზში და სამიც შერკინებაში.

ჰავბეკად თამაშს გიორგი ხონელიძე პირველად იწყებს, რომელიც ღერძზე მათე მახარაძეს შეუწყვილდება. ცენტრში უელსთან პირველი მატჩის შემდეგ ლეონიდე სალდაძე ბრუნდება, რომელიც დავით ბარბაქაძის მხარდამხარ ითამაშებს, ფრთაზე კი დათა არობელიძეს ვიხილავთ, რომელიც დამწყებთა შორის პირველადაა. მეორე ფრთაზე და ფულბეკად კვლავ ლუკა ტაბატაძე და ნიკა ხალვაში დადგებიან.

ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში, სადაც ადგილი გიორგი ტურაშვილმა შეინარჩუნა, კვაჭი გიორგი აღნიაშვილი მარქაფიდან დაწინაურდა, მარჯვენა ბურჯი ლევან ეზიეშვილი კი სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ ბრუნდება. უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი - გიორგი მეფარიშვილი და დავით ბარამია. მესამე ხაზში დამწყებთა შორის პირველადაა გიორგი არძენაძე, ხოლო გუნდის კაპიტანი ლუკა ნარსია და მიხეილ შიოშვილი ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ.

ფიჯისთან მარქაფაში ხუთი მორკინალი და სამი ხაზის მოთამაშე გვეყოლება. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავის პირველ თამაშს ჩაატარებს კვაჭი ნიკა ღარიბაშვილი, ბურჯებს კი საბა ნოზაძე და გაბრიელ რაზმაძე შეცვლიან. მეორე ხაზის შეცვლაზეა ნიკოლოზ ჩხორთოლია, ხოლო მესამე ხაზში გიორგი ზაზაძე შევა. მარქაფაში გადაინაცვლეს ჰავბეკმა თემურ ძოძუაშვილმა და ცენტრმა დათა ახვლედიანმა, დემეტრე დევდარიანმა კი 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა.

ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე საქართველოს ფიჯისთან აქამდე ორჯერ უთამაშია, ორივეჯერ მე-9 ადგილის ნახევარფინალში და დაძაბულ მატჩებში ორივეჯერ 4-ქულიანი სხვაობით იმარჯვა - 2019 წელს 12:8 და 2024 წელს 40:36.

წლევანდელ ჩემპიონატში ფიჯი პირველ ორ მატჩში საფრანგეთთან 15:45 და ავსტრალიასთან 17:53 დამარცხდა, ჯგუფის დასკვნით მატჩში კი ესპანეთს 29:26 სძლია. მე-9 ადგილის ნახევარფინალში წყნარი ოკეანის წარმომადგენლებს ირლანდიამ 24:19 აჯობა.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

მე-11 ადგილისთვის

18 ივლისი. 18:00 საათი. ქუთაისი. “აია არენა”.

საქართველო - ფიჯი

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. დათა არობელიძე, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. ნიკა ღარიბაშვილი, 17. საბა ნოზაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი გიორგი ზაზაძე; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა ახვლედიანი.

Rugby.ge

თოკო
აი ვინც ცერა დაწიეთ ამიხსსნით როგორ არ არის 18 წლამდე შვიდკაცა ნაკრების გაუქმება დაკავშირებული ჩვენს უფანტაზიო ბურთაობაათან?
ეს რომელი ლინკია თუ პოზტია?
ბატონო ნინი თქვენ სად ბრძანდებით ამჟამად 0 სანტიგოში თუ ლა სერენაში? ამინდი როგორია, მოვიდა უკვე ქარიშხალი? მოსახლებას რა გაწყობა აქვს? ბაბუნაშვილმა უკვე მოწსწორ გასინბინება? ურაუგვაიოს ნაკრები გაფიჯდა? და ასე მალე როგორმ გაიზარდნენე ყმაწვილები (ბიჭები) და უკვე ძირითად ნაკრებში (კაცებში) მოასწრეს ჩარიცხვა?
გიორგი
ყველაფერს აჯობებდა, რომ კოლელიშვილი მარქაფაში გადაეყვანათ.
თოკო
ვის კისერზეც არის წლების წინ მაგ ნაკრების გაუქმება, დიდი წვლილი მიუძღცის რომ ჩვენი უკანახაზელები ვერ თამაშობენ გაშლილ თამაშს.
ნინი
როგორც ჩანს, წინა შემადგენლობით კმაყოფილია მწვრთნელი, ზუსტად იგივე შემადგენლობა დააყენა. სასიხარულოა, რომ რთული სეზონის შემდეგ ივანიშვილი კარგ ფორმაშია. კვესელაძის ფრთაზე თამაშმაც როგორც ჩანს გაამართლა, ტაბუცაძის გარდა სამწუხაროდ ჯერჯერობით ნაკრების დონეს ვერავინ წვდება. ნინიაშვილიც 15-ზე უფრო ნაყოფიერი იყო. ვიცი, აქ ზოგიერთი მაინც "გააპუსწიაკებს" ჩილესთან თამაშს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. სხვათა-შორის ჩილე იმ ჯგუფის ლიდერია, თან რუმინეთს მოუგო, რომელმაც ფრე ითამაშა ურუგვაისთან, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ფეხი არ უნდა დაგვიცდეს, რომ შემოდგომაზე ჩვენს ხელში იყოს ჯგუფის მოგება და სხვაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ტრადიციულად პირველ რიგში მოგებას გისურვებთ, ასევე რაც შეიძლება კარგ თამაშს!

დღეს უნგრეთში,7 კაცა რაგბის სერია დაიწყო,18 წლამდელებს შორის.დღეს ჩვენმა ბიჭებმა ჯერ ავსტრიას მოუგეს,19-5,მერე კი უნგრეთს 71-0.18 საათზე 3 ტური იწყება და შეგიძლიათ იუთუბიზე უყუროთ.
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
დავითაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა