30 ივლისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადის წარდგენა 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მასპინძლობის უფლების მისაღებად.

ითქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მულტისპორტული კონტინენტური შეჯიბრება ზამთრის სპორტში ჩართული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომელსაც 26 წლის ისტორია აქვს.

უკვე გაიმართა 14 ფესტივალი, გარკვეულია 2021 და 2023 წლების ფესტივალების მასპინძლების ვინაობაც (ფინური ვუოკატი და იტალიური ფრიული-ვენეცია-ჯულია). საქართველოს აქვს შანსი, იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება შესაბამისი განაცხადის წარდგენა.

"ჩვენ გვაქვს საუკეთესო ბუნებრივი პირობები, რათა განვავითაროთ ზამთრის სპორტი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შესაძლებლობას ბოლომდე ვერ ვიყენებთ. შესაბამისად, ზამთრის სპორტში ჩვენი შედეგები ერთობ მოკრძალებულია.

დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისა და ზამთრის სპორტის განვითარებისთვის სერიოზული ინვესტიციების განხორციელების დრო.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რათა ერთი მხრივ, შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი - საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად და ამ საქმეს ახლებურად მივუდგეთ.

ჩვენ თუ გვაქვს ამბიცია, პერსპექტივაში ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და, პირდაპირ უნდა ვთქვა, ეს არის ურთულესი ამოცანა, დღესვე უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. სწორედ ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მაღალ დონეზე ჩატარება და ჩვენი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ საქართველო მართლაც არის ზამთრის სპორტის ქვეყანა", - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

აღმასკომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სეოკ-მა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში წარადგინოს განაცხადი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. სეოკ-ის ადმინისტრაციას დაევალა, ოპერატიულად წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

მომზადებულია სეოკ-ის Facebook-გვერდის მიხედვით

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ჯერ არ გადაგვიწყვეტია" - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო