დღეს, 8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართული კლუბების პარალელურად, რამდენიმე ქართველი ლეგიონერი იასპარეზებს და ზოგიერთს ევროპა ლიგაზე ასპარეზობის კარგი შანსი აქვს.

19:30 ლარნაკის "აეკი" - "გენტი"

ბელგიურ კლუბს ევროპა ლიგაზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს და დღევანდელ დაპირისპირებაშიც გამოკვეთილი ფავორიტია. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, სამატჩო განაცხადშია გიორგი ქვილითაია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. კლუბში მის პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა და რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად მიეცემა თუნდაც მეორე ტაიმში მოედანზე გამოსვლის შანსი.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის ტრავმირებულია და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ოქტომბერში დაბრუნდება, ხოლო გიორგი ბერიძე ამ ეტაპზე განაცხადში ვერ მოხვდა.

თუ ბელგიელიები კვიპროსულ ბარიერს დაძლევენ, შესარჩევის ბოლო ეტაპზე "რიეკა" - "აბერდინის" წყვილს დაუპირისპირდებიან.

20:45 "ვენტსპილსი" - "გუიმარეში"

რთული მისია აქვს ლატვიურ გუნდს, მათ საკმაოდ მწირი რესურსით პორტუგალიური კლუბი უნდა შეაჩერონ და ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა. "ვენტსპილსისგან", რა თქმა უნდა, მოსალოდნელია დაცვითი ფეხბურთი, რა დროსაც რთული დავალებების შესრულება მოუწევთ გიორგი მჭედლიშვილსა და გუგა ფალავანდიშვილს. სავარაუდოდ, ორივე ფეხბურთელი შეხვედრას პირველივე წუთებიდან დაიწყებს.

ამ წყვილში გამარჯვებული პლეი-ოფში "სტიაუა" - ბოლესლავის "მლადას" შორის ფავორიტს დაუპირისპირდება.

21:00 "თუნი" - მოსკოვის "სპარტაკი"

ჯანო ანანიძის "კარიერის" კლუბი ევროპის რიგით მეორე ტურნირის ჯგუფში მოსახვედრად იბრძვის და ამის დიდი შანსი აქვს. შვეიცარიაში მოსკოველთა ვიზიტი, დიდი ალბათობით, გამარჯვებით დასრულდება. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, კლუბში აძლევენ შანსს, რომ თავი წარმოაჩინოს და არ არის გამორიცხული, ის შეხვედრაში პირველივე წუთიდან ჩაერთოს.

შესარჩევი ეტაპის ფინალურ ეტაპზე ამ წყვილის გამარჯვებული "ბრონდბიუ" "ბრაგას" შორის რჩეულს დაუპირისპირდება.

23:00 "ლეგია" - "ატრომიტოსი"

ვაკო გვილიას გუნდს ამ ეტაპზე არცთუ ისე რთული მეტოქე ჰყავს, ვარშავული კლუბი ფავორიტია და დღევანდელ შეხვედრაშივე შეეცდება სასურველი უპირატესობის მოპოვებას. რაც შეეხება გვილიას, ის კლუბში დამკვიდრდა და ძირითად შემადგენლობაში იქნება.

თუ პოლონელებს რაიმემ ხელი არ შეუშალათ, მათი მომდევნო მეტოქე "მიდტიულანდსა" და "რეინჯერსს" შორის გაირკვევა.

23:00 "ლუცერნი" - "ესპანიოლი"

შვეიცარიელებს წილისყრაში ნამდვილად არ გაუმართლა, პრიმერა დივიზიონის არცერთ გუნდთან დაპირისპირება მარტივი არ არის. ოთარ კაკაბაძე გუნდის შეუცვლელი ფიგურაა და ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ამ წყვილში უკეთესი შედეგის მქონე გუნდი პლეი-ოფში სოფიას "ცსკასა" და ლუგანსკის "ზორიას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

23:00 "ტორინო" - სოლიგორსკის "შახტიორი"

ბელორუსულ კლუბში ახლახან გადაბარგებულ ლაშა შინდაგორიძეს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ აქვს, რადგან შესარჩევ ეტაპზე ორ სხვადასხვა გუნდში თამაში არ შეიძლება. იმ ფონზე, როცა მეტოქე სერია A-ს ბინადარია, ნაკლებად სავარაუდოა, შინდაგორიძემ ამ სეზონში ევროტურნირებზე ასპარეზობა მოახერხოს.

ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე ერევნის "პიუნიკისა" და "ვულვზის" დაპირისპირებაში გაირკვევა.

კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ქვილითაიას გოლი, წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
ლაშა შინდაგორიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ლაშა შინდაგორიძე: მინდა "საბურთალოსთან" ერთად თასიც მოვიგო და ჩემპიონატიც
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
შინდაგორიძე საოპერაციოა, მაგრამ საზღვრები ჩაკეტილია და ბელარუსიდან ვერ გაჰყავთ
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
ლაშა შინდაგორიძე ბათუმის "დინამოში" გადავიდა
ვის ათამაშებს ენრიკე? ჩვენებურები მიყოლებით ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა