ლაშა შინდაგორიძე წლეულს “საბურთალოში” დაბრუნდა - გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ 29 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა 2017, 2018 და 2019 წლებში.

შინდაგორიძეს გარკვეული სახის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ახლა მომჯობინდა და ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ფეხბურთელთან საუბარი სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ:

- ტრავმის გამო დაახლოებით სამი თვე გამიცდა. მართალია, გუნდთან ერთად თურქეთში ვიყავი შეკრებაზე, მაგრამ ვერ ვვარჯიშობდი. მოსამზადებელი ეტაპი ჩამივარდა, თუმცა ახლა ნელ-ნელა შევდივარ სპორტულ ფორმაში და იმედი მაქვს, მალე ძველებურად ავთამაშდები. მოტივირებული ვარ და ძალიან მინდოდა მინდორზე დაბრუნება.

- ჩემპიონატის სტარტიდან არასრული ხუთი ტური მიილია. რა დაგანახათ განვლილმა მატჩებმა?

- დავინახე ის, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. ვფიქრობ, სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოვუმატებთ.

- გასულ სეზონში ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდით. რა შეგრძნება გქონდათ, როდესაც მინდორზე გამოხვედით და როგორ დაგხვდნენ ადგილობრივები?

- როცა ბათუმის სტადიონზე ვთამაშობ, ყოველთვის სასიამოვნოა. ახლაც ასე იყო, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე “საბურთალოს” ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მინდა მაქსიმუმის გაღება. რაც შეეხება დახვედრას, ყველანი კარგად შემხვდნენ. ზოგადად, მთელ გუნდთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.

- წლეულს “საბურთალოში” დაბრუნდით, სადაც რამდენიმე შესანიშნავი სეზონი გაატარეთ. ახლა, რეალურად რა მიზნისთვის ბრძოლა შეუძლია გუნდს?

– განვლილმა მატჩებმა დაგვანახა, რომ ჩემპიონობაც და თასის მოგებაც რეალურია. მთავარია, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ყველა მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ევროტურნირებზეც რამდენიმე ბარიერის გადალახვა შეგვიძლია.

განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, “საბურთალოში” მართლაც კარგად მახსენდება ყველაფერი - ჩემპიონობა, წინსვლა, გატანილი გოლები და კარგი თამაშები.

- “საბურთალო” ყოველთვის ერთიანობით გამოირჩევა. რა განწყობაა გუნდში და როგორი კონტინგენტია შეკრებილი?

- “საბურთალო” ყოველთვის შეკრული და მეგობრული გუნდი იყო. ასეა ამჯერადაც. განწყობა მშვენიერია, გვაქვს ჩვენი მიზანი, რისთვისაც ვიბრძვით. ეს ატმოსფერო, რაც კლუბშია შექმნილი, მჯერა, წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

გუნდში გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

- ტიტულებით დახუნძლული ხართ - ოთხგზის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ხართ, ორჯერ დავით ყიფიანის თასი გაქვთ მოგებული, ერთხელ კი ბელარუსის ჩემპიონიც გახდით. წლეულს რის მოგებას გეგმავთ?

- ძალიან მიმდოდა სუპერთასის მოგება, თან ისე, რომ მეთამაშა. იმ გუნდებში, სადაც ვთამაშობდი, სამჯერ გავედით სუპერთასზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ვერცერთ სუპერთასზე ვერ ვითამაშე.

ზოგადად, მინდა, რომ “საბურთალოსთან” ერთად თასიც მოვიგო და ჩემპიონატიც, ბევრს მივაღწიო და ჩემი წვლილი შევიტანი კლუბის წარმატებაში.

- საქართველოს ჩემპიონატიდან ხშირად იძახებენ ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელებს. როგორ ფიქრობთ, არიან “საბურთალოში” ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც შანსის მიღებას იმსახურებენ?

- ვფიქრობ, “საბურთალოში” ბევრი კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელია. მგონია, რომ ახლო მომავალში ამ შანსს აუცილებლად მიიღებენ.

fcsaburtalo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ლაშა შინდაგორიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
ლაშა შინდაგორიძე ბათუმის "დინამოში" გადავიდა
შინდაგორიძე საოპერაციოა, მაგრამ საზღვრები ჩაკეტილია და ბელარუსიდან ვერ გაჰყავთ
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს