ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?

რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?

ბოლო პერიოდში ქართველი ქომაგების დიდი ნაწილი, სანჩო პანსასავით აღელვებული, დონ კიხოტს მისდევდა და წარმოსახვაში წარმოიდგენდა, თუ როგორ ეთამაშებოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის "დინამო" თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედს". ამ წარმოსახვაში გვავიწყდებოდა ის ამბავი, რა დონეზე ვიყავით და სად? მავანნი იტყვიან, რომ ჟურნალისტები საკბილოს ეძებთო ან თუ მატჩამდე დაიწერებოდა რაიმე, დაგვაბრალებდნენ, ეგ არის, ფეხბურთელებს გუნება-განწყობას უფუჭებთო.

ბლეზ პასკალს დავესესხები ერთ ფრაზას: "წარმოსახვა - ესაა ადამიანის უნარი, ცდუნების სათავე, შეცდომებისა და სიცრუის წყარო, მით უფრო ცბიერი, რომ ყოველთვის როდი ცბიერობს". - ჰოდა, წარმოსახვაში გვეგონა, რომ "დე კუიპზე" ისევ ის "დინამო" იდგებოდა, რომლის ისტორია დღევანდელ თაობას არ გვახსოვს და მხოლოდ ძველ კადრებში შეგვიძლია ვიხილოთ ან უფროსების მონაყოლი გავიგონოთ.

დღეს ქობულეთში ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, კომუნისტების დროს მოსკოვის ცსკა შეკრებაზე იყო ჩამოსული. სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ გუნდი შეკრა და დღეს სადაც ქობულეთის "შუქურა" ვარჯიშობს, იქ ფრედ, 2:2 ეთამაშნენო. შეიძლება ეს ამბავი მართლაც მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი განმეორებადია და რაც ადრე იყო, ის ახლაც იქნება.

რაღაცნაირად ბევრი თითს ჩისკოსკენ იშვერს. დაგეთანხმებით, ის დებიუტანტია, შეიძლება მისი სამწვრთნელო კარიერა ან მალე დამთავრდეს, ან დიდხანს გაგრძელდეს. ხშირია შემთხვევა, რომ ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ვერ ამართლებს, რადგან მოედანზე სირბილი და ტაქტიკური მონახაზების გაკეთება სხვადასხვა საქმეა. თუმცა მას ჰყავს თუნდაც გვერდით ზაურ სვანაძე, რომელსაც შეუძლია რაღაცები ასწავლოს და ქართულ-ესპანური კონსესუსი მივიღოთ. მაგრამ ათასში ერთხელ ხდება, რომ მწირი რესურსით მწვრთნელი საოცრებებს ახდენს. ასეთები არიან ჩვენს ჩემპიონატშიც, მაგრამ სხვა გუნდებში მუშაობენ.

წარმოსახვის ძიებაში გვავიწყდებოდა ის ფაქტი, რომ "დინამოს" კარში იყო ხოსე პერალესი, რომელიც დიდი ალბათობით, ესპანეთის საუკეთესო მეკარეების ასეულში ვერ მოხვდება, ვერც საქართველოს ეროვნული ლიგის მეკარეების სამეულში. მეტსაც ვიტყვი, ის სათამაშო კლასით თითქმის იმავე დონეზეა, როგორც - დემეტრე ბულისკერია, ლუკა შეროზია, გიორგი ჩოჩიშვილი, ბექა ქურდაძე და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ ამ ბიჭებს კარგი გამოწრთობის შემთხვევაში უფრო დიდი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე პერალესს.

"დინამოს" ორი არჩევანი ჰქონდა, უნდა ეთამაშა ან ყრუ დაცვა, ან ერთი გადახუნებული ფრაზისთვის დაეჯერებინა: "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა". მაგრამ ორივე შემთხვევაში პრობლემა იყო, რადგან არც საყრდენი ზონა და არც დაცვის ხაზი არ იყო მზად, იდეალურად დასდგომოდა მეტოქეს.

ზოგს შეტევაში სირბილი უფრო შეეძლო, ვიდრე ზონების შევსება; ზოგს მაღალ ბურთზე უჭირდა თამაში, ზოგს მეორე ტაიმში ფიზიკური მომზადება არ ეყო, ზოგსაც არ შეეძლო მეტოქის მოძრაობის გამოცნობა და ზოგსაც მხოლოდ ის აბედნიერებდა, რომ "დე კუიპზე" თამაშობდა.

"ფეიენოორდი" არ არის ევროპულ ასპარეზზე მაღალი დონის კლუბი, დღესდღეობით საშუალო დონის გუნდია ნაკლებად "ფერადი" ფეხბურთით. თუ მკითხავთ, წინა სეზონში მხოლოდ ვან პერსი სძენდა მათ თამაშს გარკვეულ ხიბლს. ჩვენ ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობის იმედზე ვიყავით. გვეგონა, რომ იქ ლევან შენგელიას ბენეფისი შედგებოდა ან ნიკა ნინუა ჯარიმიდან გაიტანდა, როტერდამიდან კი გატანილი გოლით, ფრით ან მინიმალური ანგარიშით დამარცხებულები დავბრუნდებოდით. მაგრამ გვავიწყდება ის ფაქტი, რომ ეს გუნდი წელიწადში რამდენჯერმე ამომავალი ტალანტებით გადაძეძგილ "აიაქსს" და პსვ-ს ეთამაშება, რომლებიც ინდივიდუალური შესაძლებლობით გამორჩეულ ცხვირმოუწმენდავ ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო კრებენ და ვარსკვლავებად აქცევენ.

დიახ, "ფეიენოორდის" მცველები მათ უმკლავდებიან. წინა წელს 6:2 აგემა როტერდამულმა გუნდმა "აიაქსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს აკეთებდა.

ჰოდა, არავის არაფრის იმედი არ ჰქონდეს, სანამ "დინამოში" "გუნდის" გაკეთება არ დაიწყება; სანამ არ დასრულდება კლუბის პოლიტიკა, რომლის მიხედვით, აკადემიაში გამოზრდილ ნიჭიერ ბიჭებს ევროპის დაბალი დონის კლუბებში ასხვისებს. მალე შენგელიაც წავა, შემდეგ ნინუაც, დიდი ალბათობით, ზარიაც და გაგრძელდება ის, რაც არაერთხელ გვინახავს.

P.S. ათწლედში ერთხელ შეიძლება წილისყრაში გაგიმართლოს ან არა. შეეშვით წარმოსახვებით გამოკვებას და "დატკბით" რეალობით.

• გიორგი

სწორია 'შეცდომებზე სწავლობენ' და არა 'შედეგებზე სწავლობენ'.

• ემირი

საბურთალო გაძვრება მგონი და დინამო გამოვარდა მაგრამ რა გიკვირთ ვერ გავიგე, ოთხი ხუთი ნიჭიერი ფეხბურთელი გაიჩითება ეგრევე საზღვარგარეთ მიდიან იმიტომ რომ იქ დიდი ფულია და სწორია კიდეც ყველა. არაა ჩვენთან ფული და ამ ფონზე წარმატებულია ჩვენი გამოსვლები. საბურთალო თუ ჯგუფში მოხდა საერთოდ. ისე დინამოსაც რას ვერჩით . ბოლო სამ წუთში წავაგეთ თამაში კლასის არ ქონის გამო და ალბათ ენერგიის კიდე.

• კარგით რა

მეგობარო!შენ შენი შეხედულება გაქვს კონკრეტულ სიტუაციებთან დაკავშირებით.არავინ და ვერავინ დაგიშლის ქართული ფეხბურთის ყურებას.უყურე და ისიამოვნე თუ ამას ლა ლიგას ადარებ რაიმით.უამრავი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში პირველ რიგში ეს მენტალიტეტია,მეორე ფეხბურთელი შედის მოედანზე და "გასახდელიდან სიგარეტით გამოდის".მე ვერავის შევახტები პირში და სიგარეტს ვერ გამოვუძრობ.მესამე-"კარგი მამიკოს შვილობა"გამეფებულია ქართულ ფეხბურთში,თამაშების გაყიდვა და რავი კიდე რამდენიც გინდა.აქედან გამომდინარე გულშემატკივარი მათ პრობლემებს ვერ მოუგვარებს და მოითხოვს ნორმალურ თამაშს.შენ თუ ასეთი ფეხბურთი მოგწონს, მიდი,უყურე რამდენიც გინდა ღმერთმა შეგარგოს...მე კი მომეწყინა უკვე ეს ყველაფერი დიდი ხანია რომელსაც დასასრულის პირიც კი არ უჩანს,ხოლო თუ დასრულდება ჩემზე ბედნიერი კაცი საქართველოში ნამდვილად არავინ იქნება...

• თენგაბი

მესმის რომ მაქსიმალისტები ვართ და ხანდახან ემოციები ჭარბობს ჩვენს შეფასებებში, მაგრამ, ჩემი აზრით დინამო სწორ გზაზე დგას და 3-4 წელიწადში ფეინოორდთან დაპირისპირების დონეზე დადგება. ჯერჯერობით კიდევ დიდია სხვაობა ფიზიკურ გამძლეობაში, სისწრაფეებში, ტაქტიკურ აზროვნებაში, კოორდინირებულ გუნდურ ქმედებებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდი სწორ გზაზეა და შედეგი ამას აუცილებლად მოჰყვება. ჩვენ კი უნდა ვაცალოთ განვითარება, უფრო სწორად მივუდგეთ კრიტიკულად განვსაჯოთ, ვიკამათოდ, ოღონდ ეს ლანძღვა-გინება და შეურაცყოფა არ გვინდა. მაგას ხეირი არავისთვის მოუტანია, გარდა გულის ფხანისა. არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ. სტატია მომეწონა.

• დათო

რას ერჩით დინამოს? შულაიას გაგდების მერე გაგვიტანეს 3 გოლი, იქამდე ჩვენი დონის გათვალისწინებით, ძალიან კარგად თამაშობდა და ბურთსაც იჭერდა .. რატომღაც დარწმუნებული ვარ დინამოს მაგიერ სხვა ქართულ გუნდს უფრო ადვილად გაუმკლავდებოდა ფეიენოორდი .. ამას უპატივცემულობით არ ვამბობ, უბრალოდ, სამწუხაროდ ქართული გუნდების უმეტესობას დინამოზე ნაკლები ფინანსები აქვს და ამიტომაც ინფრასტრუქტურაც ვერაა სათანადო დონეზე .. არადა ასეთი ინფრასტრუქტურის და ფინანსების მქონე 4-5 გუნდი კიდევ დახატავდა ჩვენს ჩემპიონატს ..

• emigranti

ინახავს რა სახლში წაიღებს? ფეხბურთი სანახაობაა ხალხისთვის, დინამო კი ქართველებისთვის ფეხბურთზე მეტია, ჩვენი სიამაყე იყო ყოველთვის და ნაძირალა ფიფია დაგვცინის. კარგად გაიხსენეთ ორიოდ წლის წინ ლიგის შესარჩევების დაწყების წინ რომ გამობრძანდა და გაგვიცხადა ისეთ ლეგიონერებს მოვიყვან, ყველას გაგეხარდებათო. მოიყვანა? მოიყვანა კი არა ვინც გვყავდა იმედისმომცემი ყველა გაყიდა. დინამო ქარვასლად გადააქცია და ის ინახავს დინამოს? მგონი დინამო ინახავს უკვე, არადა გუნდში შეენარჩუნებინა ის ფეხბურთელები და თითოეულ მათგანში აიღებდა მეტს, ვიდრე ყველაში ერთად აიღო. როგორმე უნდა ვაიძულოთ გაყიდოს გუნდი, თბილისის დინამო ისეთი ბრენდია აუცილებლად გამოუჩნდება სერიოზული მყიდველი და თუ ასე უყვარს ფიფიას ფეხბურთი ნებისმიერი სხვა ქალაქის გუნდი იყიდოს იმ ფულით და ათ აკადემიასაც ეყოფა, ჰოდა ზარდოს და ყიდოს რამდენიც უნდა, დინამოს კი თავი დაანებოს. გვაფურთხებს სულში ეს არამზადა. წადი რა, ქაჯან, დროა უკვე.

• გიოშა

ალმაატის კაირატი თბილისის დინამოსთვის ყოველთვის უხერხული მეტოკე იყო სსრკ-ს ჩემპიონატში, გვიჭირდა მათთან მოგება.

• მიშა

კომენტარები ვნახე და გააფარჩაკეს გუნდი ბოლომდე!20 წელია ქართულ ფეხბურთს ვუყურებ და 2004 წლის მერე დინამოს ასეთი გამართული ფეხბურთი არ მახსოვს რასაც ჩემპიონატში ბოლო თამაშებში აჩვენებს!არ ეყო კლასი და ცოტა იღბალიც დაგვაკლდა ნუ მსაჯსაც შეეძლო არ გააეგდო შულაია და ესეთი ანგარიშიც არ დაიდებოდა,გამოცდილება გვჭირდება მეტი ერთწლიანი გუნდი შედეგს ვერასდროს დადებს ეგრე არ ხდება მინიმუმ მომავალ წლამდე უნდა შეინარჩუნონ ეს შემადგენლობა!რაც შეეხება შენგელიას მაგ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის კი ბატონო კარგი დაყენებული დარტყმა აქვს მაგრამ მარტო დარტყმა არ არის ფეხბურთი ნელია და თამაშიდან ამოვარდნილია ესე იყო გაბალასთანაც!კუტალიაზე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბრძოლისუნარიანია მაგრამ არ არის ის დონე რომ ესეთ თამაშში რამე მოთხოვო!კარიკარი და დაფე ერთი თავით ჯობიან უფრო ცივსისხლიანები არიან!პერალესი კიდევ ყველაზე კარგად გამოიყურებოდა დაცვაში და რას ერჩით ვერ ვხვდები?შენგელია სადაც გინდა გადავიდეს მაქსიმუმ ერთი ორი თამაში ათამაშონ და მერე ჩიხურა ან რუსთავი იქნება მაგის ბოლო გაჩერება

• KUTAISELI

ak ertert komentars mivakcie kuradgeba, ar davdivar kartuli pegburtis sakureblado, magram dinamos da saburtalos ar exebao, aba vis exeba, torpedos, chixuras, dinamo batums tu romelia dinamo tbilisze naklebi, axlandel dinamochi naxevarze meti motamache regionebidan da sxva kalakebidanaa, ro ar dadixart stadionze da ar txovt pegburtelebs pegburtis tamachs da golis gatanas, imitoa kartuli pegburtis sakme kargad, me davdiodi sul davdivar axlac da momavalchic mival tu mekneba sachvaleba, chemi chempionta liga, barselona reali da liverpuli akaa sakartvelos erovnul ligachi da jer erovnuli ligaa chemtvis pirvel adgilas da mere sxva chempionatebi.torpedo dagvichales zalit magram cheikriba axali gundi da mjera chemsavit naxevari kutaisi sulmoutkmelat elodeba rodis ganaxldeba erovnuli liga rom stadionze misi gundis tamachi naxos da tbilislebs ra gakvt sacucuno baza, stadionebi, akademia, kvela piroba, kvela kargi pegburteli mand gadmosvlas cdilobs da xalxi mainc ar midis dinamos tamachebze,es erterti didi mizezia imis tu ra dgechicaa dges kartuli pegburti.

• ლევანი

Semis და რომელმა გენიოსმა გადაიყვანა მაგ სისტემაზე ნატა ა?

• levani

mikvirs imati visac sjeroda, rom feinoordi da dinamo erti kalibris gundebia. magram yvelaze ufro metad statiis avtoris mikvirs, mas sjeroda mgoni yvelaze metad. cinaagmdeg shemtxvevashi calkeul fexburtelebze ar daicyebda laparaks, iq peralesio, saqartveloshi uketesebiao, jer erti eg dzalian sakamatoa da meorec: es aris qartuli fexburtis realoba da am realobidan gamomdinare kidev kargi cinaagmdegoba gawia dinamom... sxvebi da mat shoris saburtaloc, pirvelive taimshi gaushvebdnen otx burts...

• მინდია

ის დიდი დინამო ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო, რომელიც წლების განმავლობაში იყვნენ შეთამაშებულები და ისეთ ევროპის ერთ-ერთ ლიგაში (სსრკ) მოწინავე პოზიციებზე იყო. დღევანდელი დინამო კი ევროპის ერთ-ერთ უსუსტეს ლიგაში თამაშობს, ტალანტი თუ გამოჩნდა ეგრევე ყიდიან, საპირწონედ კი ჩამოწერილი ფეხბურთელები მოჰყავთ. ეს არის მთავარი მიზეზი ჩვენი გუნდის კონკურენტუუნარობისა. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, შიშით თამაშობდნენ, არ იხსნებოდნენ, ბურთსაც არ ითხოვდნენ, პირიქით გაურბოდნენ პასს, ხშირად ბურთს ელოდებოდნენ როდის მოგორდებოდა, მიუხედავად კლასში ჩამორჩენისა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შიშმა დინამო შებოჭა და თუნდაც თავისი შესაძლებლობის ნახევარი არ ითამაშა.

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

ფიზიკა, მენტალობა და ფსიქოლოგია წესრიგში რო ქონოდათ შეიძლებოდა

• Vakhtang Lobzhanidze

პირველად დაიდო ამ საიტზე ისეთი სტატია რომელსაც 100% ვეთანხმები. ყოველ სიტყვას და აზრს მასში ჩადებულს.

• Irakli Apkhaidze

100%

• Robi

Aseulshi rom iyos chventan ra unda...ar camovidoda espanetidan da itamashebda mesame ligas...

• semi

გრნიოსი ხარ, საქართველოში ჩემიონატია მაგ დროს გაჩაღებული და როგორ უნდა ეთამაშო ბავარიას? როცა ამხანაგური ტურნირებია ზამთრის შესვენებაზე კიდე ჩვენი გუნდები უფუობის გამო მაქსიმუმ თურქეთში გაფრინდენ, როცა ევროპული კლუბები ესპანეთში ამერიკასა და ჩინეთში მიფრინავენ შეკრებებზე.

• semi

არც ჟურნალისტი და არც კომენტარის ავტორები აზრზე არ ხართ არც ფეხბურთის არც ელემენტარული ეკონომიკური განათლება გაქვთ რომ მიხვდეთ თუ რატოა ქართული ფეხბურთი ამ დღეში, გაჰკივიხართ ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოს, უცხოეთში ფეხბურთელები არ უნდა გავუშვათ და მსგავს სიიბრძნეებს.

• ძღაბი

ისე გადავამოწმე და პერალესი მართლა არ ყოფილა ასეულში

• mdaa

არ უნდა შევქმნათ უაზრო მოლოდინები. ჯერ ფიფია იძახდა გაბალას მატჩის მერე-ფეინოორდს მოვუგებთო. განწყობის შექმნა სხვაა და მატჩისთვის მზადება სხვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდს ეგონა გაბალას დონე და როცა ნახა თანამედროვე ფეხბურთი, პატარა ბავშვები შესრულებით, გუნდი ანერვიულდა. აბა ვერ ვხსნი უაზრო მივარდნებს ბურთზე, (ბურთი ვისაც ქონდა) ამ დროს უბრალო სამკუთხედებს და კედლებს გვითამაშებდნენ საჯარიმოში. მოკლე არა მარტო თანამედროვე ფეხბურთით და ტექნიკით, არამედ ფსიქოლოგიურადაც გვაჯობეს.

• ka

მეტოქე ჩვენზე მაღალი დონის იყო და ეს დაამტკიცა უბრალოდ შეიძლებოდა 4 გოლის არ გაშვება მწვრთნელთან პრეტენზია მე პირადად არ მაქვს პირიქით უნდა გაუხანგრძლივონ კონტრაქტი პროგრესი ჩანს დინამოს თამაშში და ეს ჩემპიონატზეც აისახა 1 ადგილზე რომ არის დინამო და ევროტურნირებზეც 2 ეტაპი გადავლახეთ ძალიან დაგვეტყო რომ გამოუცდელი გუნდი ვართ და დაძაბულები თამაშობდნენ ფეხბურთელები ამ გამოცდილებას ასეთ თამაშებში ვიძენთ და შემდეგ წელს ასეთ შეცდომებს იმედია აღარ დაუშვებენ ფეხბურთელები რაც შეეხება შემადგენლობას დაცვა არ გვყავს კარგი გუჯა რუხაია 0 ია რასაც ქვია იაშვილი შეტევაში ამწვავებს მაგრამ დაცვაში 0 მოკლედ მარჯვენა მცველი გვჭირდება და ვფიქრობ თემურ ფარცვანია რომელიც თავისუფალი აგენტია კარგი იქნებოდა და გაგვაძლიერებდა ასევე შუა მცველები არ გვივარგა კობოური მონხილი ორივე გასაშვებია გუნდიდან და მოსაყვანია გამოცდილი კარგი მცველები მონხილი იმენა მოყვარულია და კობოური კიდე არ არის დინამოს დონის მცველი დუნაისკასთანაც დაამტკიცა ეს გასულ წელს და ახლაც ასევე კუხიანიძე გასაშვებია და ვინმე წესიერი გამთამაშებელი არის მოსაყვანი და არ სჯობს ესპანელები შეტევაში მოიყვანონ? დაცვაში 4 ლიგიდან მოყვანილ ესპანელზე არ უნდა იყო მაგას სჯობს მოიყვანო ქართველი გამოცდილი ვინმე ან უკრაინის ჩემპიონატიდან სადაც ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ და დაცვაში კარგად დგანან აქ კი პირიქით ხდება ესპანელები დაცვაში მოყავთ უკრაინელები თავდასხმაში ასევე მეკარე ლიტოვჩენკო ჩააყენოს ....

• dinamo

გუშინ გამოჩნდა კლასში ძალიან დიდი სხვაობა, ამ კლასის ამაღლება არ მოხერხდება თუ ფეინოორდის მსგავს გუნდებს ხშირად არ ვეთამაშედ. ერთი რაღაც არ მესმის რატომ არ შეიძლება რომ ზაფხულში სეზონის წინა მოსამზადებელი ამხანაგური მატჩების ჩატარება ფეინოორდის მსგავს გუნდებთან, რატო გეგმავენ ეს ქართული კლუბები თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთის მეორე და მესამე ლიგის თითქმის სამოყვარულო კლუბებთან? ისედაც ნოლზე დაშვებული კლასის მქონე ფეხბურთელი კინდე მისი მსგავსი უკლასო გუნდებთან უნდა ათამაშო და თან ელოდო რომ ამით ის რაღაცას ისწავლის? ერთი გადახედეთ რა გუნდებს ეთამაშებიან ბობოლა გუნდები ამხანაგურებში, პირველი ან მეორე ლიგების კიარა სამოყვარულო კლუბებს ეთამაშებიან გუშინ ბავარიამ რომელიღაც გერმანულ სამოყვარულო კლუბს ეთამაშა 23 -0 მოუგო, ასეთ სამოყვარულო გუნდს თბილისის დინამოსთან თამაში არ ურჩევნიათ,? ამიტომ სანამ იმ დონემდე მივაღწევთ რომ ევროპის საკლუბო ტურნირებზე მოვხდეთ და წამყვან კლუბებს ვეთამაშოთ მანამდე ამ კლუბებს ამხანაგურებში ვეთამაშოთ რაც შეიძლება მეტი რომ როცა ოფიციალურ შეხვედრებში მათთან დაპირისპირება მოგვიწევს ფეხბურთელებს მუხლები აღარ აუკანკალდეთ

• კარგით რა

არც იმედი მქონია,რომ დინამო მოიგებდა ფეიენორდთან ან ფრეს დასჯერდებოდა,უბრალოდ ასე თუ განადგურდებოდა ეგ ნაღდად არ მეგონა.არავის წარმოუდგენია ახლა ამ წუთისთვის დინამო ვინმეს მომგებ გუნდად, გულშემატკივარს უბრალოდ უნდა,რომ ბრძოლა,სული და გული ჩადონ თამაშში,რასაც არ აკეთებენ ქართული კლუბების უმეტესობა და ფულზე არიან დაგეშილი.არ ვუყურებ საქართველოს ერთა ლიგას.არა იმიტომ,რომ უხარისხო და ცუდი თამაშია არამედ იმიტომ,რომ გულით არ თამაშობენ და მეორე ტაიმში უბრალოდ "დაძუნძულებენ" დაბოლილებივით.მოეწყინა გულშემატკივარს ასეთი უსულდგმულო და უაზრო თამაშები.ხშირად ჩვენი გამოხატვის ფორმა მართალია არასწორია,მაგრამ აღარ გვინდა იმედგაცრუება.ყოველთვის დავდიოდი სტადიონზე დინამოს თამაშებზე,მაგრამ დავიღალე უკვე ამ უაზრობის ყურებით.გამიჩერეთ "ქართული ფეხბურთი" ჩავდივარ...პ.ს.საბურთალო კარგ თამაშს აჩვენებს და ბ.დინამოც.ეს კომენტარი ამ გუნდებს არ ეხებათ...

• დუდუ

ათწლეულები გადის უკვე და არფერი იცვლება. ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. რომელი ერთი გავიხსენოთ? ბოავიშტა, ლევერკუზენი, ბრაგა. თუნდაც იმ წელს, რომელსაც ასე ტკბილად იხსენებს ზოგიერთი, (ბილბაოს ატლეტიკთან დაპირისპირებებს ვგულისხმობ ერთი ტაიმი რომ დაგვაკლდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე) ზუსტად ერთ თვეში ამ თამაშიდან ორჯერ ძალიან მწარედ დავმარცხდით ჰოლანდიურ ტილბურგთან 2000 წლებს აღარ მივყვები. რა იყო საერთო იმ თამაშებსა და გუშინდელ თამაშს შორის? პირველ რიგში უსფუძვლო ამბიციები, ზოგ შემთხვევაში დინამოს თამაშამდე ფავორიტადაც კი მიიჩნევდნენ ან მეტოქის ტოლ-სწორად მაინც. თუმცა როგორც კი თამაში დაიწყებოდა ზუსტად ის ხდებოდა, რაც გუშინ მოხდა - ძალიან დიდი სხვაობა ტემპში, ფიზიკაში, აზროვნებაში ანუ ყველაფერ იმაში რისგანაც შედგება ფეხბურთი. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ საშუალო ევროპული დონის ფეხბურთს მაშინაც ჩამოვრჩებოდით და ახლაც იგივე დღეში ვართ. ზოგიერთი იტყვის ბიჭებმა პირველად ითამაშეს ასეთ დონეზე და ძალიან დიდი გამოცდილება მიიღესო. და რა ამით? დარწმუნებული ვარ თუ დინამომ მომავალ წელსაც მოახერხა რომელიმე ევროტურნირის ამ ეტაპამდე გაღწევა იმ 11 კაცისგან ვინც გუშინ დაიწყო თამაში არც ერთი არ იქნება დინამოს შემადგენლობაში პირობითად ფილიფს არენაზე, ან ამსტერდამ არენაზე. მათ მაგივრად სხვა ბიჭებს დაგვიჩაგრავენ ამათ კი გუშინდელი გამოცდილება ალბათ გამოადგებათ ირანის, აზერბაიჯანის, უნგრეთის და ა.შ. ჩემპიონატებში სათამაშოდ

• ddgfdf

დისციპლინა და ცოტა პატრიოტიზმი აკლიათ.

• ლაშა

მართლა მჯერა, რომ დღევანდელი დინამო იმსახურებდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს. მომწონს მე ჩისკოს დინამო, მარა ახლა თავს ზევით ძალა არ იყო. ნინუას ფანი ვარ, ასეთი მონაცემების საყრდენი არ უნდა დაიკარგოს...

• Z.Z

ვკითხულობ სტატიას და სრული მარაზმი და ნაბოდიალებია. მიჩნდება განცდა რომ სტატიის ავტორი და არა მარტო, ასევე უმეტესი ქართველი ვითომ გულშემატკივარი აზრზე არ არის და მოწყვეტილია რეალობას, ქართული ფეხბურთის რეალობას. ჩისკოს დააბრალეს ზედიზედ 6 თამაშში გოლი არ აქვთ გაშვებული და ყველა დამაჯერებლად მოიგეს და რაა, რა გინდათ ეხლა ფეინოორდს მოუგოო? ტოტალური ფეხბურთის სამშობლოს ჰოლანდიას, ქვეყანა სადაც მილიარდები იხარჯება ფეხბურთის განვითარებისთვის, მაღალი დონის სტადიონებიდან დაწყებული ბავშვთა აკადემიებით დამთავრებული. მოდით რა ფეხბურთი ისეთი სპორტია მარტო ბრძოლის ჟინით ვერ ითამაშებ , სხვა განვითარება ჭირდება, სტადიონები ჭირდება, ბავშვთა აკადემიები ჭირდება, რეკლამირება ჭირდება, სტადიონზე მისვლა ჭირდება და ა.შ სხვა მრავალი ნიუანსი. ძალიან შორს ვართ ამისგან რაა, დარწმუნებული ვარ დინამოს ან ნებისმიერ სხვა ქართულ გუნდს ევროპა ლიგის ნახევარ ფინალში რომ წააგონ, გადაუვლის ხალხი და არ დაუფასებენ ამ შრომასაც. ყველა პროფესორი გახდა და ექსპერტი, ეგრე არ გამოვა მეგობრებო , ნაბიჯ ნაბიჯ არის ყველაფერი მისაღწევი და არ არის სამართლიანი დინამოს ფეინოორდთან გამარჯვება მოთხოვო, და საბურთალოს ზაგრების დინამოსთან, იმიტომ რომ მათ ყველა ეტაპი გავლილი აქვთ იმისთვის რომ საშუალო ასპარეზზე ითამაშონ და ჩვენ არა. ხოო და კიდევ არავინ არ თხოვთ მათ თავინათ ქვეყანაში ევროპა ლიგის მოგებას.

• გიოშა

წინა წელს 6:2 აგემა როტერდამულმა გუნდმა "აიაქსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს აკეთებდა.გუშინ თბილისის "დინამო"კი 82 წუთამდე 0-1 აგებდა... ძალიან კარგი გუნდია დღევანდელი თბილისის დინამო-მათ აუცილებლად გამოცდილი ფსიქოლოგი სჭირდებათ! იოჰან ბოსკამპა კარგად იცის ქართველების მენტალიტეტი და ზუსტად ამან განაპირობა ტაიმების ბოლოს გაშვებული გოლები.მახსენდაბა და ახლაც თვალწინ მიდგას ბოსკამპის მწრვთნელობისას საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთებზე წაგებული მატჩი და მრავალი სხვა.

• 123

აქეთ ფიფია, იქით ხეჩიკაშვილი, სირცხვილია, გაამამლუქეს ქართული ფეხბურთი.. ჯერ სიფათებზე შეხედეთ, ამათ რა ესმით ან სპორტის ან ბიზნესის, მართლა, რა ენაზე იშოვეს ეს ამდენი ფული, კაი რა მართლა, არ გიტყდებათ???

• აზრზე მოდით

საერთოდ მიკვირს საქართველოში გუნდები რომ არსებობენ.შემოსავალი ნულია.ფიფიას კი არ უნდა აგინებდეთ უნდა აქებდეთ რომ ხელფასებს უხდის ფეხბურთელებს ალბათ თავისი ბიზნესიდან.ტვინი გაანძრიეთ რა ხდება მსოფლიო ფეხბურთში ასობით მილიონებს იხდიან ფეხბურთელებში და ჩვენ ყველანაირად გაუბედურებულ ქვეყანაში ფიფიასნაირები გუნდების შენახვას ახერხებენ.

• zaza

ბოლოს მაინც ჩაიჯვეს

• lasha

და ეს მიკვირს სად მიდიან, ვის რათ უნდათ ეს მიცვალებულები

• Nugo

დანა პირს არ მიხსნის...მაგრამ....გამახსენდა სსრკ დროინდელი საქართველოს პირველობის მატჩი...ანგარიში იყო 9:1 და როდესაც წინ მყოფმა გუნდმა მეათე ბურთი გაიტანა... გუნდმა რომელიც 9:1 აგებდა მსაჯზე გაცხარებული იერიში მიიტანა ..მეათე (10)! ბურთი თამაშგარედან გაიტანესო.. მახსოვს სტადიონი ჩაბჟირდა სიცილისაგან!!! (მახსოვს გუნდები მაგრამ შეგნებულად არ ვწერ სახელებს რომ ხალხებს შორის "ჩორტის" ჩამოგდება არავინ დამაბრალოს). ასევე ძალიან სასაცილოა ჩვენი ესპანელი მწვრთნელის განცხადება ... "ფელის ვისენტე: შულაიას გაძევება არასამართლიანი იყო - ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით"..შე კაი დედმამისშვილო აბა ოქროს ბურთს ვიმსახურებდით?? სამჯერ გადავედით მეტოქის ნახევარზე...ასე ჩვენ დინამოს სსრკ პირველობაზე კრილია სოვეტოვი და კაირატი ეთამაშებოდა....სიმართლეს თვალებში თუ არ შევხედეთ წინ ვერ წავალთ..როგორც კი ახალგაზრდა ბიჭი (17-18 წლის) საქართველოს პირველობაზე ცოტას გაიფაფხურებს ფიფია და ძმანი მისნი ეგრევე უცხოეთში უკრავენ თავს და ამის მერე დინამოს!.დიახ დინამოს! მწვრთნელად ნიშნავენ გუშინდელ ფეხბურთელს (როგორჩ ბრძანეს "მაესტრო" ჩისკოს) . ეს მე როგორც სტაჟიან გულშემატკივარს მიმაჩნია მიზანმიმართულ ქმედებათ ქართველი ერის სასიქადულო გუნდის წინააღმდეგ...4 და 5 ნოლს რეალი და ბარსელონაც აგებენ მაგრამ ასე უსუსურად და უკლასოდ არ გამოიყურებიან.. დინამოდან პერსპექტიულ ფეხბურთელებს უშვებენ და აყავთ ჩამოწერილი ფეხბურთელები ჭ-კლასის გუნდებიდან.....ამას უნდა მოეღოს ბოლო ....ეს გუნდი ბატონო რომან საქართველოს სიამაყეა ...დაცინვაა როცა ბრძანებთ რომ ვერ აკავებთ გუნდში პერსპექტიულ ფეხბურთელებს..არსებობს კონტრაქტი და კონტრაქტის დარღვევეის უფლება არავის არა აქვს...ამ ფეხბურთელებს არავინ არ აიყვანს თქვენი თანხმობის გარეშე.. Like · Reply · 1m Facebook Comments Plugin

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

სანამ ჩისკოზე ილაპარაკებთ იმ მწვრთნელის გვარი თქვის ფიზიკაში რო ვერ მოამზადა დინამო

• Kkk

ამ ფიფიას გამკვირვებია, ყიდი-ყიდი, ამ დაუღვინებელ ფეხბურთელებს, მარა სადმე წესიერ ადგილას გაყიდე რა აიჩემე ეს გენტი, შტურმი და ეხლა ესპანეთის მე-2 ლიგა. ჩაკვეტაძის გენკში გაშვება იქნებოდა? რომელსაც სხვათაშორის ტრამვა თანაგუნდელმა მიაყენა, როცა უკვეე ბურთი გადავარდნილი იყო და მის მოსატანათ მიდიოდა და მერე ლამის მთელი წელი ბიჭს ოპერაცია გაუჯანჯლეს, ასეთ ხისთავიანებში გაუშვა ასეთი ტალანტი და სხვებს სად უკრავს თავს წარმოდგენაც არინდა.

• ისევ რაგბის მივაწვეთ

შეიძლებოდა ამ თამაშში 1:1-ზე ჩალიჩი

• zaza

სწორი ანალიზია!!

• ვეტერანი

მერამდენედ გწერთ: გამოაცხადეთ კონკურსი ახალ კონცეფციაზე. ეს უვარგისია და ისიც მალე დამთავრდება.ვიცი მაინც არაფრის მაქნისები ხართ. ყოველ წელს ერთიდაიგივე კოლაფსი ჭკვიანს არ დაემართება. ვიღაცა კი მორგებულია მშვენივრად და "მონებით" ვაჭრობით კმაყოფილდება.

• Geo_Dinamo

სამწუხარო რეალობა ეს სტატია. მარტო აქ არ უნდა იწერებოდეს ასეთი სტატიები. პრესკომფერენციებზეც უნდა ისმებოდეს ჟურნალისტების მხრიდან მწვავე კითხვები გუნდის მესვეურის მიმართ. ასეთი მიდგომით ცხადია რომ ვერასოდეს ვერაფერს ვერ მიაღწევს დინამო და ვერც რომელიმე სხვა ჩვენი გუნდი. ჩვენ ყოველთვის სანატრელად დაგვრჩება ბატეს, ასტანას და ყარაბახის ნაირი მიღწევებიც კი. არადა პოტენციალი რომ ჩვენ უფრო მეტი გვაქვს ეს ფეხბურთელების მიღწევბით ყოფილი თუ ახლანდელებითაც ჩანს. მოკლედ დინამოს წინსვლა ილუზიაა და არც მომავალში უნდა გვქონდეს იმედი ფიფიას ხელში.

• ალეკსანდრე

მთლიანობაში ვეთანხმები ავტორს, იმ პოლიტიკით რასაც ატარებს დინამოს ხელმძღვანელობა წინ სვლა არ იქნება, გუნდის შენებას წლები ჭირდება და თანმიმდევრულად გაძლიერება და არა როგორც კი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება მაშინვე გაყიდვა(დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალინდელ ქათამს}ერთი სიტყვით როგორც სჩანს, ხელმძღვანელობის მიზანია რეაცხ შეიძლება მეტი ფულის ამოღება დღესვე და არა ძლიერი გუნდის შენება წლობით

• emigranti

ფიფია მოგვშორდი, შენს ხელში დინამოს არაფერი ეშველება, პერსპექტიული ახალგაზრდების გაყიდვით გუნდი არ შენდება რით ვერ უნდა გაიგო. ჩამოწერილი ესპანელებით გამარჯვებები არ მოვა თავისით. მოკითხვები ახლობლებს.

კარგია, მაგრამ კიდევ უფრო მწარე სტატიებს ვისურვებდი, განსაკუთრებით ფიფიას მიმართ. კაცი რომელიც გვაბოლებს მერამდენე წელია!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა

შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბერძნეთში გუნდი შეიცვალა

ნინუას დებიუტის მოლოდინში და ქეცბაია ფორვარდის პრობლემით

ლევან შენგელიამ "ოფიში" სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]

ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის

ეროვნული ლიგა: "საბურთალოსა" და "დინამოს" ფრე ბათუმელთა სასარგებლოდ [VIDEO]

ნინუა კარიერას ბერძნულ გუნდში გააგრძელებს

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

ნინუა 2-3 კვირაში თამაშში შეძლებს - ნიკა "საკუთარ" გუნდს დაუბრუნდა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა

ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება

ხოსე პერალესმა და ვიქტორ მონხილმა თბილისის "დინამო" დატოვეს

ქეცბაიას ნინუა დააკლდება, კარგ ფორმაში მყოფი კაჭარავა სასტარტოში...

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები

10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში

ნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline

ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია

თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს

დინამოელები და სხვები - ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესოები დასახლდნენ

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ოფიციალურად - ნინუამ საბერძნეთში გუნდი შეიცვალა

ვინ შეცვლის გია გეგუჩაძეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?

თბილისის "დინამომ" პერალესთან კონტრაქტი გაწყვიტა

ესპანელი მეკარე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა