Sportall.ge გამოცდილ მწვრთნელსა და თბილისური კლუბის ყოფილ ფეხბურთელსა და თავკაცს, კახა კაჭარავას "ფეიენოორდი"-"დინამოს" (4:0) დაპირისპირებაზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ თბილისის "დინამოს" სწორედ კახა კაჭარავა ხელმძღვანელობდა.

ბატონმა კახამ ჩვენთან საუბარში ის პრობლემები წარმოაჩინა, რაც ხშირად ევროტურნირებზე შედეგზე აისახება.

- ანგარიშიდან გამომდინარე, რთულია ამ თემაზე საუბარი. "დინამოს", ალბათ, უფრო კარგად გამოუვიდოდა თამაში, კაცნაკლული რომ არ ყოფილიყო. "დინამოს" დრო სჭირდება, რომ ჩამოყალიბდეს. კარგი გუნდია - კარგად ორგანიზებული. ფეხბურთელებს კი გამოცდილება დააკლდათ. თუ ეს გუნდი შენარჩუნდა, აქვს შესაძლებლობა, კარგი მომავალი ჰქონდეს. "ფეიენოორდისნაირ" კლუბებთან იღებენ ჩვენი გუნდები გამოცდილებას.

- თქვენ ფიქრობთ, რომ წინა შესარჩევიდან ამ შესარჩევამდე თბილისის "დინამო" გაიზარდა?

- რა თქმა უნდა, გაიზარდა. ყველაფერს უნდა დრო. მაინც ახალი გუნდია, ერთი თვის წინ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს. თუ "დინამო" ამ ბირთვს შეინარჩუნებს და კიდევ დაიმატებს ორ-სამ ფეხბურთელს, რომელიც გააძლიერებს გუნდს, კარგი იქნება. "დინამოში" ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში.

- თუმცა, ბატონო კახა, თქვენს დროსაც იყო იგივე პრობლემა, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები მიდიოდნენ კლუბიდან ევროპის საშუალო დონის გუნდებში და იქ ვეღარ ახერხებდნენ წარმატების მიღწევას. ხომ არ ჯობია, რომ კლუბმა მაქსიმუმი გააკეთოს მათ შესანარჩუნებლად?

- ფეხბურთელის შენარჩუნება საქართველოში რთულია. მოდი, რეალურად ვიმსჯელოთ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი ქვეყანაა, სადაც ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან და ერთი ჩვენ ვართ. გადავხედოთ ჩვენს მეზობლებს ირგვლივ, რა თანხებზეა საუბარი.

ფეხბურთელებს აქვთ 10-12 წელიწადი, რომ ამ პერიოდში თავიანთი კაპიტალი შეაგროვონ. ყველას უნდა, რომ წავიდეს და კარგ ქვეყანაში იცხოვროს, კარგ დონეზე ითამაშოს.

ერთია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რაც აკლიათ - ეს არის პროფესიონალიზმი. უცხოეთში არავინ შეგეხვეწება, მოდი ვარჯიშზეო. არ მიხვალ, კარგად იყავიო, გეტყვიან.

ჩვენები ტალანტები და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არის არასწორი მიმართულება მიცემული ბავშვობაში და პროფესიონალად ვერ აყალიბებენ ფეხბურთელებს. შენ რომ პროფესიონალად გაზარდო ბავშვი, შენ თავად უნდა იცოდე, რა არის პროფესიონალიზმი.

ეს არის ჩვენი პირველი პრობლემა, მეორეხარისხოვნად ვაყენებთ ჩვენს საქმიანობას. "დინამოს" მოუხდა პროფესიონალურ გუნდთან თამაში. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ლაპარაკში პროფესიონალები. სიტყვა პროფესიონალი სულ სხვა ცნებაა და სხვანაირად აღიქვამენ ჩვენთან.

ფეხბურთელს უნდა ასწავლონ, რომ ეს არის მისი სამსახური, პროფესიონალი ფეხბურთელები თავის დროზე ისვენებენ, თვითონ იღებენ ვიტამინებს, თვითონ ემზადებიან. ჩვენთან კი უნდა დავაძალოთ: "ეს უნდა ქნა ან ეს" - ამდენს კი არავინ არ გაცლის სხვაგან.

ვეხვეწებით ფეხბურთელებს, მოდი, ივარჯიშე, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. მერე მიდიან ეს ფეხბურთელები უცხოეთში და ვერ თამაშობენ. არ მინდა ახლა სახელ-გვარების დასახელება. იქ რომ მიდიან, ჰგონიათ, მწვრთნელს ენას რომ შეუბრუნებენ, ვინმე აპატიებს. ან გააცდენენ ვარჯიშს, ჰკითხავენ, "სად იყავი?" ის გიპასუხებს: "დაბადების დღეზე". იქ არავინ არ უკრძალავს ამას, უბრალოდ, რომ მიხვალ ვარჯიშზე, შენ შენი საქმე უნდა გააკეთო.

- ზოგადად, როგორ შეაფასებთ ჩვენი გუნდების გამოსვლას ევროტურნირებზე? "საბურთალოს" ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს...

- ევროპა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არიან. "საბურთალოც" შემთხვევით არ გასულა, შემთხვევით არაფერი არ ხდება. "საბურთალოს" ჯერ სახლში აქვს სათამაშო, ამიტომ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. ამ ბიჭებმა ის შეცდომა არ უნდა გაიმეორონ, რაც "შერიფთან" მოუვიდათ.

50% ამ გუნდს უკვე გაკეთებული აქვს და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, იგივე გორგიაშვილი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, რომლებსაც აქვთ ეს ტურნირები ნათამაშები და არა მგონია, ამ ბიჭებმა იგივე შეცდომები გაიმეორონ.

"აიაქსის" მაგალითი ავიღოთ "ტოტენჰემთან", გამოცდილება სულ სხვა რამეს ნიშნავს ევროტურნირებზე. მე ვფიქრობ, "საბურთალო" გადალახავს ამ ეტაპს. წარმატებები მინდა ვუსურვო "საბურთალოს" და ქართულ კლუბებს.

ყველაზე მთავარი რა არის, იცით? ნუ შევუქმნით მოლოდინს. რა დონეზეც ვართ, იმაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ მოლოდინი შევქმენით იმის, რომ "ფეიენოორდს" მოვუგებდით. არ შეიძლება ასე მიდგომა, ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით იმ დონეზე, რომ როტერდამულ კლუბს მოვუგოთ და ეს გამოჩნდა. ჩვენ ისეთი მოლოდინი შევქმენით, ალბათ, "ლივერპულსაც" მოვუგებდით.

- დიახ, ეგრე იყო ნამდვილად, ხშირად იყო ფრაზები, "ისტორია განმეორდებაო"...

- დიახ, რა თქმა უნდა. გაიხსენეთ, ის ფეხბურთელები, ის ლეგენდები რა ასაკის იყვნენ. არცერთი არ იყო 19-20 წლის ბიჭი. ბევრ ფეხბურთელს პირველად მოუწია ასეთ გარემოში თამაში, ასეთ არენაზე და ასეთი დონის გუნდთან. მაშინდელის და დღევანდელის შედარება ნაადრევია და არასწორი. ისინი განუმეორებლები არიან.

გიოშა
კიდე რომ ვერ გაეტანა,რუსი მსაჯი ისე კეთილგანწყობილი ჩანდა კაჭარავას მიმათ დარწმუნებული ვარ მეოთხედაც დაარტყმევინებდა! :)
გიო
რა შედარებაა?? შეხედავ ჰოლანდიელებს და დარბიან ცხენებივით ესეთი ფიზიკური მონაცემები და შეხედავ ჩვენებს და ჩიტებივით არიან გეგონება საჭმელს არ აჭმევენო...რა პროფესიონალიზმზეა საყბარი ბურთი უნდა დაიჭირო და მინიმუმ ერთი გოლი მაინც უნდა გაიტანო თუ ფეხბურთის გუნდი გქვია
თამაზი
ჯერ ფეხბურთის თამაში უნდა იცოდე ,ფეხბურთის.პატარა პელე,მესი,მიშა,სტრელცოვი ფეხბურთს თამაშობდნენ.პროფესიონალიზმი მაშინ მოდის როცა ფეხბურთელს მაყურებელი(ფულის წყარო)რაღაც პირობებს უწესებს და მის შესრულებას მოითხოვს.
თემო
არც მწვრთნელებს აქვთ პროფესიონალიზმი, არც მენეჯმენტს (როგორც ნებისმიერ დარგს საქართველოში, მენეჯმენტის დიდი პრობლემაა ნებისმიერ სფეროში), ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რავი, ყველაფერი მოქმედებს ფეხბურთზე. მარტო ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებთ
გიოშა
:) აქ რა მოსატანია,მაგრამ ამ კაცის სახეს რომ დავინახავ რაღაც მახსენდება და სიცილს ვერ ვიკავებ.იყო პერიოდი,როდესაც კახა კაჭარავა ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა.იმ პერიოდში ქუთაისური გუნდი სსრკ პირველობის მეორე ლიგაში გამოდიოდა(მხოლოდ ერთი სეზონი) და იმ წელს აუცილებლად პირველ ლიგაში უნდა დაბრუნებულიყო.ქუთაისში ერთი მატჩის დროს,რომელიღაც რუსულ გუნდს ვეთამაშებოდით,ჩვენს სასარგებლოდ დაინიშნა პენალტი.დასარტყამათ კახა კაჭარავა გაემართა-გამორბენი დაარტყმა და მეკარემ მოიგერია.რუსმა მსაჯმა ხელმეორედ დარტყმის უფლება მოგვცა,აქაოდა მეკარემ დარტყმამდე დაიწყო მოძრაობაო.კახა კაჭარავას ხელმეორედ დარტყმული პენალტი კი ძელმა მოიგერია.მსაჯმა მესამედ მოგვცა დარტყმის უფლება და როგორც იქნა კაჭარავამ გაიტანა. :)
Va-Le
Roca fexburtels agineb da landzgav amcireb 18-19 clis bichs eg profesionalizmia?! Mag asakis bichebs unda auxsnat daugechot rom gaihos midgoma unda iscavlot fexburtelebisadmi roagineb da landzgav axal mosul bavshvebs enas shemogibrunebs aba ras izavs , enis shemobrunebistvis bbavshvi ar unda daaignoro unda daelaparako auxsna rom mis chkuamde davides da rom daiyvan mis chkuamde bodishsac mogixdis , magram ar gindat magis gaketeba rac aranair profesionalizmshi ar jdeba, dinamoshi rom iyavit piradad vicnob im bavsh vinc galandzget da ena shemogibrunat da magis gamo erti tamashic ar atamashet roca gundshi 11 eulidan 6 fexburtelze didi xelfasi qonda, fuls mxolod imistvis gixdian rom ubralod avarjishot gundi da tamashi moigot?! Tumadea egec didi shecdoma, tqveni fsiqologia da kargi midgoma unda gqondet fexburyelisadmi pirvelive enis shemobrunebaze ar unda dablokot roca auxsnit daelaparakebit da landzgvas ar daucyebt is bavshvebic dagemorchilebian tuar dagemorchilebat mere unda mokvetotgundidan, dembeles magaliti avigot tundac, telefonis gatishva varjishis gacdena varjishebze dagvianeba da ase shemdeg, ramdeni shecdoma daushva magram miiges zomebi gafrtxileba misces dasajes daiyvanes mis chkuamde rom ese ar xdeba da nel nela gamoascores eg aris profesionalizmi.
Mmm
კაი, რა არ იცოდეაინც როგორ ხდება საქართველოში, გააგდებენ ვინმე თავში ავარდნილს და მიაყენებს მეორე დღეს მწვრთნელს, ვინმე ძველ ბიჭს ან მთავრობის შიშკას, მიაჩმორებენ საცოდავს და ბოდიშებით ეგრევე უკან მიაღებინებენ.
zaza
რაო რაო პატარები და გამოუცდელები არიანო? თუ უკლასოები პატარა იყო შენფელია სსრკს საუკეთესო რო გახდა უთხარით ეგ კაჭარავას პატარა იყო მაჩაიძე სულ რაღაც ცხრამეტი წლის პარკდეპრენსზე რო შეაგდო გოლიიიი ოეეე კლასი ძმაო კლასი უკლასო წაგებას მიჩვეული ფეხბურთელები არიან თორე შენგელიას დონის ფეხბურთელს ოცდაორი წლის ასაკში ვინ ოხერი გაგიჩერებს დინამოში.იგივე ფიზიკური მონაცემები საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს რა პროფესიონალიზმზეა საუბარი როცა უკლასოხარ ხოლო ნიჭიერები და უმაყუთოები კი აბარებენ ეგერ ჯართს და დადიან ქუჩა ქუჩა უპატრონოდ რამდენი ნიჭიერი პატარაა გარშემო ვინ ნახა ვინ დაინტერესთა მათი ნიჭით არავინ ფული ბაბა ფული რაოდენობა და არა ხარისხი ეგ ღუპავს ჩვენ სპორტს მეტი არაფერი.

სულ ერთი და იგივეს ლაპარაკობს ყველა. მერე თუ ვარჯიშს ეხვეწებიან, ეგ ვისი ბრალია? აქაც ეგრე უნდა მოექცნენ და მოვლენ ჭკუაზე. სხვათა შორის, არც ეგ არის პროფესიონალიზმი იმის მხრიდან, ვინც ეხვეწება.
გიო
მართალია შენ ნადვილად გაკლდა პროფესიონლზმი გუნდი ერთხელ ვერ გახადე ჩემპიონი და ევროპა ლიგაზე მოგებული თამაში წაააგე შენ და არა ფეხბურთელებმა და არგაქვს უფლება გააკრტიკო დინამო შენირა მწვრთნელა ნადვილი იდიოტი ხარ პროფსიონლზმა სენ როგორო გვესუბრები
კახა ქ.
ყველა მწვრთნელი და სპეციალისტი ერთ და იგივეს იძახით-პროფესიონალიზმი აკლიათ,კონცენტრაციას კარგავენ,ფიზიკა არ ივარგა და ა. შ.მერე ეს ყველაფერი თქვენი გამოსასწორებელია და გასაკეთებელი,ვულშემატკივარი ხომ არ იზამს.მაგრამ უბედურება ის არის რომ,თვითონ მწვრთნელები არ არიან პროფესიონალები.ერთი-ორი და მორჩა.ამიტომ თავიანთი თავიდან ხომ არ ჯობია დაიწყონ.ბ-ნ კახას ეს არ ეკუთნის,სხვები მყავს მხედველობაში.
შოკირებული გულშემატკივარი
ასწავლეთ მერე თუ შეგიძლიათ მარა წლებია ფიზიკას ვერ მიხედეთ და ფეხბურთზე ლაპარაკი კი უნდა შეგრცხვეთ
Fz
,,ისინი განუმეორლები იყვნენ''-მართლაც,იმიტომ რომ არ იყვნენ ,სნობები' და არც სხვის ფულებს ითვლიდნენ!..ციფრები კლავს,სული აცოცხლებს!..
goga
მართალს ამბობთ რასაც ამბობთ, მაგრამ სიმერთლე ბოლომდე თქვით - პროფესიული ფეხბურთი, რომ ჩვენთან არ არსებობს ფეხბურთელის ბრალია თუ იმისი ვინც ფულს იხდის? ცოტას უხდითო, ცოტას კია არ საერთოდ რატომ ვუხდით, ან რაში? რაიმე შემოსავალი აქვს ჩვენს ფეხბურთს უეფას პრემიალურების გარდა? დრო ცოტა აქვს ფეხბურთელს, თანაც რეჟიმი და შეზღუდვები საუკეთესო ასაკში, როცა კაპიკებს გიხდიან რთულად მიიღწევა, მაგრამ სხვაგან ხომ ფასობს კარგი ფეხბურთელი? მიაღწიოს იმ დონეს და წავიდეს ვინ უშლის? ზოგადად ასეც ხდება ჩვენში, მაგრამ ამას არ ამბობთ, თქვენ იმ ხალხზე საუბრობთ, ვისაც წასვლის პერსპექტივა ნაკლები აქვს, ან იმედი გადაწურული და ვითომ ვარჯიშით და ღლაბუცით, საქართველოს პირობებში სურს მაღალი ხელფასი. ასეთ ვითარებაში რომელ პროფესიონალიზმზე საუბრობთ? ჯერ ხარისხია მერეა ფული, პირიქით არ ხდება...
mvx
ჰა ბურთი და ჰა მოედანი. თქვენ, თუ თვლით, რომ არ ღზრდიან პროფესიონალებად, ეს თქვენ გააკეთეთ. ვინ დაგიშალათ. პირიქით ყველა მიესალმება. კრიტიკა ადვილია.
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. I ტური: "სამტრედიამ" შინ დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...