ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

<p>8 აგვისტოს "ფეიენორდი" - თბილისის "დინამოს" მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.</p><p>უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.</p><p>ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს <strong>ირაკლი ბუხალს</strong>, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.</p><p>უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ. ეს ასე იშიფრება - ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH <strong>HH-Heil Hitler</strong> . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის "დინამოს" პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.</p><p>როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.</p><p><p><p><br></p>

  • ვაკო

    ამ ფოტოს ნაცვლად უკეთესი იქნებოდა, ჭეშმარიტებისთვის, დაგერთოთ ის ფოტო, აჭარა სპორტს რომ უდევს, ორი დეგრადიული ამ დროშით ხელში ნაცისტური სალამით რო დგას, თანაც სამამულო ომის მემორიალთან! და საერთოდ ეს შავ ფორმაში გამოწყობილი დინამოს ფანები ვერ ჩავწვდი რა დაჯგუფებაა დინამოს ნაცვლად ელიტას რო სკანდირებენ! სად არიან ის ძველი ფანები, ლურჯ ფორმებში?!

  • კ ო მ ბ ლ ე

    მალე უბურთოდ მოგვიწევს თამაში და მერე ვნახოთ, ვინ შესაზმავს ცხენს?!!! მერე რაღას იტყვის ბუხალა? ბურთი ოთხკუტხედი უნდა იყოსო? თუ კარს გახდიან მრგვალს???

  • ანდრო

    ეს ირაკლი ბუხალმა (პრეს სპიკერმა) თქვა რომ "შეცდომა გაეპარა უეფას" თუ ავტორის ანალიტიკური მოსაზრებაა? ციტატა საერთოდ არ არის მოტანილი.

  • გიორგი

    ნეტავ მართლა გააუქმოს უეფამ სანქციები, მაგრამ ერთს ნამდვილად ვიტყვი: რასაც მე ვისმენ სტადიონზე ვაიგულშემატკივრებისგან, ეს რომ უეფას სტრუქტურებს მიწვდეს, სანქციები კი არა, საერთოდ აგვიკრძალავენ გულშემატკივრობას წესიერ ხალხსაც და უწესოსაც..

  • თამაზი

    რას გვამადლით?ფეხბურთის გულშემატკივრობას?პრემიები ხო არ დავუწესოთ?

  • Levan

    კარგით რა,ყველამ ვიცით დინამოს ვითომ ზოგიერთი ფანების მიდრეკილება ფაშიზმისკენ,რას ამართლებთ ბრმები კი არ ვართ.აჭრელებული გვაქვს სადარბაზოები სვასტიკებით და დინამოს სვასტიკას მიმსგავსებული სიმბოლოებით.უწიგნურებო,წიგნებში ჩაიხედეთ და ფაშისტურ სვასტიკაზე უფრო ლამაზ,ძველ ქართულ სიმბოლოებს ნახავთ,მაგრამ არა, ჩვენ ხომ რაღაც და ვიღაც სირებს უნდა მივბაძოთ.1988 წლის დაწერა თუ უნდოდათ ნორმალურად უნდა დაეწერათ,მაგრამ 88-ს აქვს ხაზი გასმული.

  • Ultranationalist

    რო გამოდიხართ და მჭერმეტყველობთ აქ მაღალფარდოვნად და ამ ბიჭებს აკრიტიკებთ, ეს ბიჭები ყველა თამაშზე გულშემატკივრობენ დინამოს და არა მარტო ფეინოორდთან და მსგავს გუნდებთან პონტის კაცებივით

  • mvx

    ეს სიმბოლო მართლაც ნეონაცისტურია. არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ვის ასულელებენ. ვიღაც ასი კაცის გამო ისჯება 50000 გულშემატკივარი. აღმაშფოთებელია, როდის იყო საქართველოში ან ნაციზმი, ან ფაშიზმი.

  • ლუკა

    დინამოს ბედი როტერდამში დაილუქა და ამ ვაიგულშემატკივრების "გამხნევება" არავის ჭირდება აწი. ისე, თბილისის დინამო რომ ნამდვილი გულშემატკივრის გარეშე არის ათწლეულები ეს დიდი ხანია ვიცით.

  • Grisha

    ვერ გავიგე თუ მართლა ასეა 1988-ის დაწერა ეზარებათ და მარტო 88-ს წერენ? ცოტა არ იყოს უცნაურია

  • ბადრი

    ყველამ კარგად იცის დინამოს ფანკლუბი რომ შეუმდგარი მოფაშისტო ელემენტების ბირჟაა. დინამოს ფანების ფეისბუქ გვერდებზე ერთი შესვლაც საკმარისია მაგის მისახვედრად. აი როცა ფულის გადახდა მოუწევს გუნდს იქნებ მიხვდნენ და თვითონ გაემიჯნონ ასეთ ელემენტებს და დაგმონ მსგავსი გამოხდომები როგორიც აქვთ ხოლმე. რომ დგანან ხოლმე და ფაშისტურ მისალმებას აკეთებენ, ეხლა ვიღაც გამოხტება და იტყვის რომაულიაო :D გინდაც ნიკარაგუული იყოს, ყველამ იცის თქვენ რატომაც აკეთებთ და ეგეც კარგად იცის 88 რატომ დააწერეთ დიდად და არა 1988

  • irakli

    ნეტა უეფა ზგვარგადასულ კორუფციას მიხედავდეს თავის წიაღში, რამდენი მესვეური დაიჭირეს უკვე, წამყვანი გუნდები ცალკე გასვლას გეგმავენ, ღიად აცხადებენ და ფეხებსაც ვერ ჭამს თქვენი უეფა, მხოლოდ სუსტებს, ჩვენნაირებს სჯიან. რა ნაციზმი ხალხო, ესაა დრომოჭმული, კორუმპირებული და ტვინნაღრძობი ორგანიზაცია. მერე რა, რომ ევროპაა...

  • nika

    და რა ბანერი შე დალოცვილო, იქნებ 8 აგვისტოს გამოსახავდა 2008წლის ან თუნდაც 1988წელს ანდაც ათას სხვა რამეს, რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ფაშიზმთან ან ჰიტლერთან კავშირში? ასეც, რომ იყოს რატომ არ უნდა მქონდეს მე უფლება მომხრე ვიყო ვისიც მინდა? ეს ხომ თუ ცოტა სხვა კუთხით შევხედავთ ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიას? ეს რა ავადმყოფობაა, რა ორმაგი სტანდარტები (თუმცა ეს სულ სხვა თემაა და არ მინდა ავცდე მთავარს). მოკლედ, დაამტკიცონ ჯერ, რომ 88 ნაგდად ისაა რასაც ამბობენ და მერე დაგვსაჯონ, სხვა შემთხვევაში ესაა ძალადობა ე.წ ლიბერალების მხრიდან და მეტი არაფერი...

  • ლევანი

    და ჩემი იდეა იყო ვთქვათ, რატო უნდა გამაგდო? რატომ ნიშნავს 88 მაინცდამაინც ფაშისტურ სიმბოლიკას ან HH ? კინწისკვრით გასაგდები შენ ხარ, არ იცი რას ლაპარაკობ...

  • გუგა

    და რას შვებიან რას? 88 - დაწერეს? და ეს მაინცდამაინც ფაშიზმთან ასოცირდება და აქეთ ჩვენ უნდა ველოლიავოთ ამ ავადმყოფებს? ეგრე რაც არ უნდა დაწერო ან დააწერო - ყველაფერში შეუძლიათ მოგედაონ, მეც მაქვს ცნობილი ბრენდის მაისური HH და რა კავშირი მაქვს ნაცისტურ იდეოლოგიასთან? თვითონ არიან ასეთი ხალხი ფაშისტები და იდეოლოგიური მოძალადეები, შეუძლიათ თქვან, რომ ჩემი ყ... - სალამურია და ასეა? და თქვენც ეთანხმებით რა თქმა უნდა ცხვრის აღტკინებით, რადგან ევროპელმა თქვა... რუსები რას სჩადიან და სჯის მაგათ ვინმე? ერთი ადგილი არ ყოფნით და ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს?

  • Levani

    და რას შვებიან რას? 88 - დაწერეს? და ეს მაინცდამაინც ფაშიზმთან ასოცირდება და აქეთ ჩვენ უნდა ველოლიავოთ ამ ავადმყოფებს? ეგრე რაც არ უნდა დაწერო ან დააწერო - ყველაფერში შეუძლიათ მოგედაონ, მეც მაქვს ცნობილი ბრენდის მაისური HH და რა კავშირი მაქვს ნაცისტურ იდეოლოგიასთან? თვითონ არიან ასეთი ხალხი ფაშისტები და იდეოლოგიური მოძალადეები, შეუძლიათ თქვან, რომ ჩემი ყ... - სალამურია და ასეა? და თქვენც ეთანხმებით რა თქმა უნდა ცხვრის აღტკინებით, რადგან ევროპელმა თქვა... რუსები რას სჩადიან და სჯის მაგათ ვინმე? ერთი ადგილი არ ყოფნით და ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს?

  • მერაბი

    თუ ფანკლუბის პლაკატია, რომელიც დაარსების წელს მიუთითებს, დაადასტურონ და არგუმენტირებული პასუხით მიმართონ უეფას. ისე, გაჩალიჩებული თემაა, ევროპაში ოღონდ ოდნავ მინიშნება იყოს ნაციზმთან მიმართებაში, ატეხავენ ერთ ამბავს. სხვა საქმე არაა აქვთ, მიხედონ თავიანთ თავებს, სანამ დემოგრაფიულად უმცირესობაში არ აღმოჩნდნენ!

  • იკა

    დინამოს რომ არ დაეკარგა სუპერ ტალანტები დავითაშვილი და კვარაცხელია უეფაზე თავისუფლად მოხვდებოდა,ვიცი ეხლა ამ წარმატებული და საუკეთესო ფეხბურთელების გამო ბევრი კლავიატურის თაგვები გულზე არიან გამსკდარი და დისლაიქებს არ დაიშურებენ ,,

  • რეზო

    Helly Hansen-ის სამოსი (HH ლოგოთი) რომ ჩავიცვათ სტადიონზე მაგაზეც გაგვშტრაფავენ? აგვისტოს ომის ბონუსად ვინმე რუსმა ხომ არ "გვიჩივლა" უეფაში?

  • გივი

    რუსეთის - თუ რამე არ მოეწონებათ აამუშავებენ ხელდახელ. რომ სპორტულ არენაზე მიღწეული წარმატებებით(განსაკუთრებით ფეხბურთი)არ გამოფხიზლდეს ერი, რომელსაც მეტი პრეტენზია გაუჩნდება, თუნდაც სრული განთავისუფლება დამპყრობლისგან!

  • რაუნდა ცოდნოდა-ს

    კარგი იყოს 1988 მაგრამ ფოთლები,რომელიც 88 გარშემოა და რომელიც ნაცისტების 88 სიმბოლოა,რომელიც გარედანაა შემორტყმული,ამ ფოთლებზე რა აზრის ხარ?არა უმიზეზოდ გამოხტა უეფა და დაგვაჯარიმა,ჩვენ აზრზე არ ვართ ევროპაში ისე მუშაობენ სპეცსამსახურები ამის ნაცისტების წინააღმდეგ.ესეთ ერთ-ერთ ლექციას მეც დავსწრებივარ გერმანიაში და კარგად ვიცი როგორი შეფარვითი ტაქტიკა და სიმბოლოებიც აქვთ ნაცისტებს და ჩვენ გამოვდივართ და უეფას ვუმტკიცებთ რომ არაფერ შუაში არ არის ფანკლუბი.ზოგადათ ნაცისტი არ იცნობა ერთი სიმბოლოთი.ბევრი ნაცისტური სიმბოლო არსებობს და თუ პიროვნება ან პიროვნებების ჯგუფი ამ სიმბოლოებიდან რამოდენიმეს ატარებს ან იყენებს უკვე ეჭვი ჩნდება მის წინააღმდეგ. მაგ: ნიუ ბალანსი,ლონსდეილი ნაცისტების საყვარელი ბრენდებია.ყველა ზუსტად არ მახსოვს.გადახოტრილი თავი. ტატუები რომლებსაც ატარებენ.მაგალითად,ობობის ქსელი ერთ-ერთი ნიშანია.მოკლედ ბევრია ესეთი და თუ პირი ამათგან რამოდენიმეს „აკმაყოფილებს“ უკვე ეჭვმიტანილია და მიდის დაკვირვებები.

  • 888

    სადაური არიელია ქართველი )))

  • Levan

    დაგეწერათ მერე 1988.ძლივს ნორმალური დონის გუნდი ჩამოდის და ეს ვითომ ფანები რას შვებიან? პასუხი უნდა აგოს ვინმემ გუნდში ამაზე.უპასუხისმგებლოები ხართ

  • თემო

    უნდა გამოიძიონ ვისი იდეა იყო და კინწისკვრით გააგდონ ქომაქთა კლუბიდან

  • ვა რა დონეა

    რუსებს ააქვთ ანდაზა " სულელი თავი ფეხებს მოსვენებას არ აძლევსო".რა ფაშისტობა აუტყდათ ამ უტვინოებს.ხო ნათელია რომ ასეთი ბანერი შეგნებულად ,პროვოკაციულად არის დაკიდებული.

  • რაუნდა ცოდნოდა.

    ჯერ ერთი 88 ნიშნულუს ქვეშ მითითებულია 19 და მერე დიდი შრიფტით 88 რაც იმას ნიშნავს ,რომ დინამომ გადმოფინა 1988 წელი. თუ რატო მიზეზი სტატიაშია ახსნილი. და მეორე თუ ესათის ბანერი არ შეიცავს შინაარსიანად რაიმე ამკრძალავს უფლება არავის არააქვს,რომ ამის გამო ვინმემ ვინმე დასაჯოს..და ეს თუ უეფას ეგონა,რომ ნაცისტურს ნიშნავდა ეს დინამოს ქომაგების ბრალი კიარაა არამედ უეფასი... მესამე ბანერი თუ გადმოკიდეს ნაცოზმის მაშინ იქ შეძახილებიც იქნებოდა შესაბამისი და გამოიძიონ ასე თვალებხუჭულა რო წყვეტავენ ყველაფერს.

  • ალეკსანდრე

    მეტი საქმე არა აქვთ მანდ უეფაში?

  • ჰაჰა

    ადრეც მითქვია და ვიმეორებ. მე მკიდია ჯვაროსნებიც და ნაცისტებიც, ამიტომაც არ ვიცოდი ესეთი სიმბოლო თუ ქონდათ. შეიძლება არც დინამოს წარმომადგენლებმა იცოდნენ ეს. მაგრამ თუ უეფა კრძალავს, ალბათ ექნებათ ჩამონათვალი ყველა იმ სიმბოლოს ან პლაკატის რაც არ შეიძლება. აი ეს კი ფედერაციაში ვინმეს უნდა ცოდნოდა.

  • Levani

    Uefam gabalashi matchi gamotova etyoba, ganmeorebits ukura

  • ბადრი შუბლაძე

    გრიშა ონიანი თბილისის დინამოს ფან-კლუბის პრეზიდენტად!

  • დათო

    რას წერთ და რაზე კამათობთ. რა ფაშიზმი და რა ნაციზმი საქართველოსი? სასაცილოა და სატირალიც ამის სერიოზული განხილვა რომ თითქოს ფაშიზმ-ნაციზმის პრობლემაა საქართველოში. რა ჰიტლერ-გებელსი? რა ჰესი? ვიღაც დაშტვენილმა რაღაც სადღაც გააკეთა და აუჰჰჰ თურმე მოდებულა სენი ქვეყანას.

  • ზურა

    გუნდის ფანკლუბი არის უსაქმურების,უმუშევრების,თავისი თავი,რომ ვერსად უპოვიათ,დგანან და გაჰყვირიან უნიჭო,ურითმო სიმღერებს,ადრინდელ დინამოს რათ უნდოდა ფან კლუბი? მთელი საქართველო სტადიონზე იყო! როგორ შეიძლება იყო ანტი ფეხბურთის ფანი? ამათი თამაშის ფანატები არიან?

  • გიოშა

    ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მოხდა გაბალასა და დინამოს ადრინდელი პირველი დაპირისპირების დროს.ერთის მხრივ საფიქრებელია ის,რომ იმ ამბის გამო აზერებმა ხურდა დაგვიბრუნეს,მეორე მხრივ კი უეფამ დასჯის ბალანსი არ დაარღვია.

  • 1

    ჯერ ერთი უეფა შიდა ჩემპიონატში ვერ ჩაერევა და ვერ დასჯის,მეორე უეფასა არაერთხელ დაუსჯია ეგ ჩრდილოელი ოკუპანტი უეფას ეგიდით გამართულ მქტჩებში აღმოჩენილი დარღვევებისათვის,მესამე ძალიან ბევრჯერ დასჯილან დანარჩენი ევროპის კლუბები იგივე სახის დარღვევაზე,ასე რომ ნუ დემაგოგობთ და მაღალფარდოვანი ტექსტებით ნუ ეცდებით გაამართლოთ საქციელი და შეცდომაში შეიყვანოთ ახალგაზრდა ადამიანები,იმიტომ რომ ნეო-ნაცისტური რეჟიმი და მიმართულება წარსულია და განვითარებას ვერ მოუტანს ვერც საქართველოს და ვერც დანარჩენ სამყაროს.

  • :-)

    აბა ერთი კარიკარის გოლის შემდეგ იმ ვაჟკაცს უყურე ფანკლუბიდან როგორ იქნევს ხელს და მერე მიხვდები მხოლოდ ციფრია თუ არა 88 და იმასაც მიხვდები ვინაა ტვიმნაღრძობი :-) როცა რაღაც არ გაწყობთ სტრასბურგიც მოსყიდულია :-)ახალი ანდაზაა

  • Anj: Antey

    ეს ერთი დროშა რა მოსატანია იმასთან შედარებით რაც ჩვენგან ჩრდილოეთით გაბატონებული ნაციის საკლუბო ფან დაჯგუფებებთან შედარებით რიცხოვნობით თუ მაშტაბურობით იქ ხდება როცა ზენიტის ცსკას თუ სპარტაკის საშინაო თამაშებზე თავი 1934-40 წლების მესამე რაიხის რომელიმე მძვინვარე აგიტატორულ მანიფესტაციაზე გეგონება თუ მაინცდამაინც ორატორული თვისებებით დაჯილდოებული გებელსი უნდა გვმოძღვრავდეს ნაცისტური იდეალების რაობის შესახებ რომ დასჯა ყველასათვის ამოქმედდეს მაგრამ რუსებს თუ უბედავენ ეს მართლაც კორუფციის უღრან ლაბირინთებში ჩაკარგული უეფას ხელმძღვანელები ამათ მხოლოდ პატარა ქვეყნებზე აქვთ სადამსჯელო ინსტრუმენტები მომართული. სამართალი არ არის ზოგადად დღევანდელ სამყაროში სამართლიანად გადანაწილებული ყველა სფეროში თორემ ფაშიზმის იდეოლოგიური სულის ჩამდგმელი და გამავრცელებელი ჰიმლერის გებელსისა თუ ჰესის პროპაგანდისტულ იდეალების ბოლომდე განხორციელება დღესაც ბევრ გაცხელებულ თავში ტრიალებს

  • 1941-1945.

    კი დინამოს ფანკლუბში ნამდვილად არიან პატარა ლაწირაკი ფაშისტურ-ნაცისტური ელემენტები რომ იცოდეთ. პროსტა აქ ჭკუა იხმარეს ისე გააკეთეს რომ გამოსაძვრომი მიზეზიც ქონდეთ ვითომ იმაზე მაგრამ სულერთია მაინც იმას გულისხმობენ. აზერებზე კია ალალი მაგრამ დღეს ხვალ ეს დეგენერატები ასალაგმი გაგვიხდება ქართული სულით არ არიან გერმანელების ჩM### O Rebi არიან

  • გიორგი

    რას გავს ეხლა უეფას საქციელი,თან პირველი თამაშის წინ გააჟღერეს ეს ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ რომ იმოქმედა ამან დინამოს ფეხბურთელებზე და მთლიანად თამაშზე

  • კახა ქ.

    და სად იყო უსაფრთხოების სამსახური რომ დაინახეს რატომ არ ჩამოახსნევინეს, ან თვითონ ჩამოეხსნათ.მარა დარწმუნებული ვარ, ალბათ არც იცოდნენ რას ნიშნავდა.წალეკა ქვეყანა უცოდინარებმა ყველა სფეროში და ქვეყანა იმკის შედეგებს.დღეს ცარიელი ტრიბუნებით გათამაშებენ,ხვალ სერთოდ არ დაგიშვებენ და ა შ.

  • ალალე

    საერთოდ ეს ფანკლუბის წევრები რომ ტვინნაღძნობნი არიან, ეს არ არის ახალი. ხოლო დინამოს ფანკლუბი კი შორიდან პროვინციალების, გაუნათლებელ, უინტელექტო, უაზრო ჯგროს ჩამოჰგავს. არადა თბილისის დინამოს გულშემატკივრები, საბჭოთა კავშირში, ყველაზე საუკეთესო იყო, ყველაფერში. გინდ ფეხბურთის ცოდნაში, გინდ გუნდის მხარდაჭერაში და გინდ სტუმარი გუნდის მიერ კარგი რამის გაკეთებულის "დანახვაში". ყოფილა შემთხვევა, ღირსეულად გამარჯვებული სტუმარი გუნდი, დინამოს სტადიონიდან, ღირსეულად, ტაშით გაუცილებიათ.

  • giorgi

    ფეინორდთან სულ 100 000 მაყურებელიც რომ მოვიდეს, რამის იმედი გვაქვს?

  • ჯ.ს.

    იმ უეფას რა ვუთხარი ... ყაზახეთს რო ევროპად აღიარებს და დინამოს ამ იდიოტური მიზეზით ბილეთს არ გააყიდინებს.

  • aburjga

    აქ მოკომენტარეები ვინც ფანკლუბში ვითომ არსებულ ნაციზმზე აპელირებთ მაგარი ჭკუანაღრძობები ხართ!!! 88 არის ციფრი და მეტი არაფერი! აბა გოგა ბითაძე ჰიმლერი ყოფილა, რადგან ამერიკულ გუნდში ნომერი 88 აირჩია!

  • zaza

    მე ვიფიქრე აზერბაიჯანელ ფერადკანიან ფეხბურთელს რასისტული გარეგნობის გამო შეურაცხოფა მიაყენეს თქო და ნაცისტური პლაკატი?? არსებობს კლუბში თანამდებობა რომელიც ამ ქომაგებთან ურთიერთობა ევალება, მან არ იცოდა რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო თუ ეს თანამდებობა დინამოში პირობითია და არაფერი ევალება? უეფა ესე უაპელაციოდ არ დაგვსჯიდა, რომ არ ქონოდა საკმარისი არგუმენტები, ჩემი აზრით ამ პლაკატის შეხედვის შემდეგ აზრი არ აქვს გასაჩივრებას არანაირი. ერთადერთი თეორიული აზრი ექნებოდა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრებას, მაგრამ სანამ ის განიხილავს შეიძლება თვეები დაჭირდეს და აზრი? კი მაგრამ დინამოს ქომაგთა კლუბი მანამდე არ არსებოდა და 1988 წელს შეიქმნა??

  • მურმანი

    არც იციან რას ჯღაბნიან ამ ბანერებზე.. დარწმუნებული ვარ დინამოს ფანკლუბში ჰიტლერიც და ნაციზმიც ყველას მაგრა კიდია..უბრალოდ სადღაც უნახავთ ან გაუგიათ და გადმოიტანეს უაზროდ.

  • გელა ნუგზარაშვილი

    მაგარ ლოგიკაში ხარ

  • გუგა

    ნამდვილად, აშკარად ნაცისტური სიმბოლიკაა, და ყველას შეუძლია ამის მოძებნა.

  • Piper

    კი, ყველგან ეგრე ხდება ევროპაში, არ აქვს მნიშვნელობა ერთი კაცის მოფიქრებულია თუ მილიონის. კლუბის ვალდებულებაა მაშინვე ჩამოხსნას და გააგდოს დამნაშავე, თუ ვერ/არ გააკეთეს ისჯება კლუბი.

  • ddgfdf

    და ვინმე რომ შევიდეს სტადიონზე და სომბოლიკა დაკიდოს უნდა დასაჯონ კლუბი?

  • jonis

    არაფერი დებილობა ეს არ არის.ეს მიზანმიმართულადაა გაკეთებული.ეს არის ნამდვილად ნეო-ნაცისტური სიმბოლო.ფოთლებში ჩასმული 88. თუ 1988 დაწერა უნდოდათ არ იყო აუცილებელი ფოთლების მიხატვა.

  • :-)

    რა შეცდომაზეა საუბარი,კარიკარის გოლის შემდეგ ტიპი ჰიტლერის მისალმებისას ხელს ისე იქნევდა კინაღამ ამოიგდო:-) ეს უბრალოდ თავის მართლებაა დინამოს მხრიდან,აშკარად არიან ფანკლუბში ნეო-ნაცი მიმდევრები

  • joni

    რავა ყველა დებილობა ჩვენ უნდა დაგვემართოს?!

  • გუგა

    რაღაც ეჭვი მეპარება მიზეზი ის იყოს, რაც აქ წერია. ვგულისხმობ დინამოს პირველი ფან–კლუბის დაარსებას 88 წელს, დინამოს ფან–კლუბებში ნაცისტური სენტიმენტები არ არის ახალი, და ნუ დავაფარებთ ხელს, ამით დათვურ სამსახურს ვუწევთ, ბავშვები იწამლებიან ამ სულელური იდეებით, და რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ თემაზე ღიად მით უკეთესი, ნაცისტური იდეების მიმართ ნულოვანი შემწყნარებლობა უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს დამღუპველი იქნება, ჟურნალისტებს კი მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, კარგი იქნება ამ თემაზე ვინმე თუ იმუშავებს.

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

კიდევ ერთი დაბრუნება: "დინამო თბილისი" და ლუკა ლოჩოშვილი იჯარაზე საუბრობენ

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა