ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

უეფას მედიაოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ "ფეისბუქზე" თბილისის "საბურთალოს" პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

გთავაზობთ კვარაცხლიას პოსტს უცვლელად:

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელმაც უამრავი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო გუშინ იმ ხალხისგან, ვისაც ფეხბურთი მარტო ნაკრებებისა და ევროთასების დროს ახსენდება... 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა:

1) ფკ საბურთალო 2003 წელს დაიშლებოდა...

2) სამედიცინოს სტადიონზე (ბენდელა) კორპუსები იდგებოდა...

3) გლდანის ოლიმპიურ ცენტრში ორი დიდი და ერთი პატარა სტადიონის ნაცვლად საკორპუსეთი გაჩნდებოდა...

4) ტარიელი თავისი ბიზნესიდან უხდის ხელფასს 50-მდე მწვრთნელს, ექიმს, აგრონომს, მასაჟისტს, დაცვის მუშაკს, კლუბის პერსონალს...

5) სწორედ ტარიელის დამსახურებით 800 ბავშვი დადის საბურთალოსა და გლდანში ფეხბურთზე და ქუჩაში არ დაყიალობს...

6) რა თქმა უნდა, წარუმატებლობაში ყველა დამნაშავეა, მაგრამ გუშინ სტადიონზე მსხდომო 12 000 მაყურებელო, როგორ გვაჯობა ქომაგობაში 50-მა სომეხმა ფანმა??????????????

7) 2003 წლიდან 45 დიდი (!!) მოედანი რომ გასხვისდა და გაიყიდა თბილისში, მაშინ სად იყავით? იცით, რომ ამის გამო თბილისში 10 000 ბავშვით შემცირდა ფეხბურთელთა რაოდენობა და 10 000 ნარკომანი მოემატა ქალაქს?

... ამიტომ ჯერ პირი გამოირეცხეთ და თქვენი ჯიბიდან ამოღებული ერთი ლარი მანახეთ ფეხბურთში ჩადებული!!!"

"საბურთალო" 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა. არადა, ქართულმა კლუბმა სტუმრად 2:1 მოიგო.

• ილიკო

მართალია, 250 მილიონით რამდენი გაკეთდებოდა, მაგალითად, სოფლის მეურნეობისთვის, ჩემპიონთა ლიგას მაინც ტელევიზორში ვუყურებთ და სოფელი რომ მოძლიერდება მერე უკეთესი ფეხბურთელები წამოვლენ რეგიონებიდან.

• LEKSO KUTAISI

ეს ჰმორი გააჰუმეტ რა ტპუ ჰენი

• ირაკლი

უცოდინარ და ამავდროულად უტიფარ კვარაცხელიას მინდა შევახსენო როდესაც გულშემატკივარს ეკითხება თქვენ რამდენი კაპიკი ჩადეთო, ის თანხა რაც ბიუჯეტიდან ფეხბურთის ფედერაციაში მიდის სწორედაც თითოეული გულშემატკივრის თანხაა (სახელმწიფოს სხვა თავისი ფული არ გააჩნია გარდა მოქალაქეების დაბეგრილი თანხებისა) ასე რომ დიახაც ჩაგვიდია კაპიკიც და მეტიც და უფლება გვაქვს მოვითხოვოთ შედეგი და პასუხი ხაჩიკასგან იმ შემთხვევაშიც კი თუ კეთილსინდისიერად დამარცხდება, აღარაფერს ვამბობ მის მიერ ასე აშკარად გაყიდულ თამაშზე. და შენ კი კვარაცხელია შენს მიქარვებზე გაეცი ჯერ პასუხი სანამ ხაჩიკას დაცვას გადაწყვეტ.

• წარმატებები ბიჭებო!!!!!

აქ ვინც აკომენტარებს და ტარიელს ლანძღავს 90 პროცენტი ტროლები და პიწავარდნილი ნაცები არიან კუპონიჩის თამადობით. ნამდვილი გულშემატკივრები ვინც არიან და ვისაც მართლა შესტკივა გული კარგად ეტყობა კომენტარებს.

• Bagrat_Margveli

და ეს "მარგვეთი-2006" რა დამსახურებისა და ჩინ-მედლების გამო უნდა ათამაშოს უფასოდ ვინმემ თავის მოედანზე? :)

• იკა

თუ ფულზე იყიდებოდა ეს კვარაცხელია არ მეგონა,,კიდევ ერთი კაცუნა

• დაჩი

ეჰ მამუკა მამუკა, სათითაოდ ყველა გულდაწყვეტილმა გულშემატკივარმა უნდა გაგცეს შესაბამისი პასუხი ღირსი ხარ... შენ სად იყავი ეგ ამბები რო ხდებოდა, გულშემატკივრის ვალდებულება ვიცი მე უგულშემატკივროს გუნდს რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს რო შენც სიამოვნება მიიღო, აი შენ რომელიც ჩართული იყავი საფეხბურთო თემებში რა გააკეთე ?... და კიდე მაგ გუნდმა დინამო ზაგრებთან უშანსოდ წააგო მაგრამ კაციშვილს ზედმეტი არ უთქვამს იმიტო რო ყველას გათვიცნობიერებული აქვს რო ის გუნდი გაცილებით კარგი გუნდია თუნდაც თავისი გამოცდილებით... ასე რო ეგ მყრალი პირი გამოირეცხე და გადახედე ამ ხალხის რამდენი თანხაა ჩადებული წლების მანძილზე ქართულ ფეხბურთში და ვინ ჭამდა

• Gueta

ფეხბურთი ბიზნესია მთელ მსოფლიოში და უნდა იყოს საქართველოშიც, უბრალოდ ყველა ბიზნესი განვითარებაზეა ორიენტირებული და საქმეც ისაა, რომ ეს განვითარება არ ჩანს ქართულ ფეხბურთში უკვე რამდენი წელია.

• გუჯა

ეხ მამუკააა ტელეკომპანია "ევრიკას" ეთერიდან რომ აკრიტიკებდი ფედერაციას ეგ დაგავიწყდა ხოოო ეხლა მანდ ხარ და საუცხოოდაა საქმე აწყობილი ხოოო? ხმას რომ არ იღებ და ხარ მანდ მოკალათებულიიი .... ასეა ასეეეე კი იტყვი არაო მაგრამ ფაქტიაააა :))))))))

• ზაზა

ეხ ჩემო მამუკა,ღმერთმა კარგად ამყოფოს შვილები, ერთნი ვართ, მაგრამ მაგას ამ ყველაფერთან ნუ აიგივებ, თუ ბრძოლობს, წინასწარ წაგებულ სამარცხვინო ბრძოლაში აწი აღარ გამოგყვებით, იძახე მერე ფეოლა და მარიო ზაგალოსთან გვაქვს საქმეო, დაამთავრეთ მაგ საქციელით ყველაფერი და ნუღარ გვედიდგულებით,ღირსებას ნუ დაკარგავთ, მაგრამ გაქვთ კი????

• David

სტადიონები რომ გასხვისდა გულშემატკივრებმა გაასხვისეს? რას ქვია სად ვიყავით? არცერთ კლუბს სერიოზული პერსპექტივა არ აქვს რადგან ფეხბურთს როგორც ბიზნესს ისე უყურებთ და საიდან რა თანხა გამოიმუშაოთ და მერე შთანთქათ ისაა თქვენი საფიქრალი. ისე ვისაც გავლენიანი ,,ძმაკაცები'' არ ყავს მათმა ნიჭიერმა შვილებმა რა ქნან თორემ თქვენ რა გიჭირთ?

ჩემი კომენტარი რატომღაც არ გამოქვეყნდა და ახლა მოკლედ დავწერ: კვარაცხელია სხვაგან ბანაობს და ძმაკაცის "სიწმინდეს" წარმოაჩენს მართლმადიდებლობით, მეცენატობით და მრავალშვილიანობით. ეს ყველაფერი კი არაფერ შუაშია გიშინდელ გაფარჩაკებასთან და გადაჭარბებულიც (მეცენატობა რომ არის ბისი საფეხბურთო ბიზნესში ყოფნა). და კიდევ ჩემს ჩადებულ ლარს რომ კითხულობ ფეხბურთში, მე გულშემატკივარი ვარ და თამაშის საყურებლად მინდა ფულის გადახდა - აი ეგ არის ყველაზე დიდი ინვესტიცია ფეხბურთში და მაგაზე დგას მთელი საფეხბურთო ინდუსტრია და ამ ჭაობის გამო რასაც ქართული ფეხბურთი ქვია ვერ ვახერხებ. ასე რომ მოეშვი ხეჩიკაშვილის საფეხბურთო ბიზნესის კრახის (მსუბუქად რომ ვთქვათ) გაპრავებას შეუსაბამო არგუმენტებით.

• გიორგი

7 შვილი თუ ჰყავს და ეკლესიაში დადის, ჰქონია აბა ინდულიგენცია, აკეთოს ფული, პაწა ეკლესიას და ღირსეული კაცი ყოფილა. მაგისთანა "ღირსეულებმა" უტირეს დედა ქართულ ფეხბურთსაც და სხვა სფეროებსაც, აბა გადამთიელი არავინ ჩამოსულა. კიდევ ერთმა ღირსეულმა და კარგი ოჯახისშვილმა ისე ააშენა ქართული ფეხბურთი, ჰოლანდიაში 2 კლუბი დაითრია და ჰოლანდიურ ფეხბურთს აშენებს. მიდით ღირსეულებო, კიდევ ბევრია სახრავი, ალალი ყოფილა თქვენზე

• 1234

მამუკა ის კატეგორიაა წინა ფედერაციას რომ ყველაფერში აკრიტიკებდა და ახალზე აუგს რომ ვერ დააცდენინებ. წინა ფედერაციისგან განსხვავებით ახალი ბევრად დიდ ფულს ნთქავს. პატრიოტობა 7 შვილის ყოლა კიარაა, პატრიოტობაა თანამდეობაზე რომ ხარ და წილში არ ჩაუჯდები საკუთარ ხალხს

• me

მერედა რა შუაშია მართმადიდებლბა და 7 შვილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

• Merlo

ტარიელ ხეჩიკაშვილისნაირი ნეტავ ბევრი გვყავდეს კიდევ!

• zviads

ხომ არ დადგა დრო მოვითხოვოთ იმ 250 მილიონიანი (ანუ ჩვენი ფულის) პროექტის შეჩერება?

• პაპა

ბიუჯეტიდან რომ ერიცხება ქართულ ფეხბურთს დახმარება საინტერესოა ვისი ფულია... 1 ლარი კი არა მილიონები მიაქვს ქარს

• 1234

გადაგიშენდა შენი ფარისეველი თავი! შენნაირი ჟურნალისტები ღუპავენ ამ ქვეყანას. მშიერმუცელა მონა ეს! ეს წაგება როგორ უნდა გააპრავო? რა სადღეგრძელოებს წერ? გაგიტკბა ხომ ფედერაციის ფულები? ადმინს ვთხოვ, გაანებოს თავი ცენზურას და გამოაქვეყნოს კომენტარი. არ შეიძლება ცენზურის გარეშე ისაუბრო მსგავს მედროვეებზე. შენ არ იყავი ახალკაცს რომ ლანძღავდი ? (ზოგჯერ სამართლიანადაც). ახლა გაძეხი ხომ? სადაა პროგრესი? ანდორის ნაკრების და გაბალას დამარცხებაა პროგრესი? ამისთვის ღირს 250 მილიონის გადაყრა ამ დამშეულ ქვეყანაში?

• a.a.

ხეჩიკაშვილი თუ თავისი ჯიბიდან უხდის ფულს შენ ჩვენი ჯიბიდან გიხდით და ჯობია პირი შენ გამოირეცხო სანამ ჩვენ კრიტიკას დაიწყებ. გასაგებია?

• ტოტალიზატორბურთი

ეს თამაში ტოტალიზატორში გაყიდული რომ გვგონია, მაგიტომ არის ასეთი ამბავი, თორემ მანამდე ყველა ტაშს უკრავდა საბურთალოს და აქებდა ჭიაბრიშვილს. ახლაც ტაშს დავუკრავდით რომ ებრძოლათ. სხვაგვარად როგორ ავხსნათ ასეთი უიაზრო თამაში და მე-2 გოლის დროს კოხრეიძის უაზრო პასი თავდასხმიდან დაცვის ცენტრში, რასაც რეხვიაშვილის უაზროდ თუ შეგნებულად აკიდებული პენალტი მოჰყვა. ეს არის მიზეზი ხალხის გამწარების თორემ ვის არ წაუგია.

• დათა

მეც ზუსტად ამის თქმა მსურდა-მრავალშვილიანი მამა და მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო და ასეთი "დიდი" საქმეები ეკეთებინა,როგორც თქვენ ამას უწოდებთ,ცუდი კაცი იქნებოდა?

• Nino

Tarielas marto bavshvebis keteba gamodis kargat ..egec saqmea

• გიორგი

ქართველებო ციყვები ხართ. გაისუსეთ და ხმა არ გავიგო თქვენი.

• Geo_Dinamo

კი რა თქმა უნდა მთლად შემთხვევით ავიდა კოეფიციენტი საბურთალოს მოგებაზე 1.85 დან 2.35 მდე. საინტერესოა ვის ეჯერა ასე დაჯერებით იმდენი თანხის დადება გუნდზე ვინც თავისზე ძლიერ გუნდს ეთამაშებოდა გასვლაზე თბილიში, სახლში წაგების შემდეგ? ასეთი სულში მოფურთხების შემდეგ თავს როგორღა აძლევს ვინმე ნებას რომ თავი იმართლოთ? ნამუსგარეცხილები ხართ ყველანი, მთელი საბურთალოს შტაბი თავის შემადგენლობით. მოღალატეები, არაკაცები და ქართველობაზე საერთოდ რა პრეტენზია უნდა გქონდეთ თქვე მოღალატეებო. ვერ გეყოთ აზროვნება ასეთი უსინდისობა როგორ გვეტკინებოდა? წაგეგოთ შემდეგ დუნდელაჟთან 0-20 სახლში და ვიტყოდით რომ უბრალოდ კაპიკების ხამები ხართ. ახლა რა ისე აშენდით რომ ასე მოგვაფურთხეთ სულში?

• tato

რამდენი წელის უკვე კვარაცხელია უეფას მედია ოფიცერია??? და სულ წინ-წინ მიდის ქართული ფეხბურთი!!! ამდენი დაპირება და დაფიცება და დაგინება არ გეყო? ვის სჯერა ამ კაცუნასი უკვე! შენი ძმაკაცი - ტარიელი ფულს თავისი ბიზნესიდან (რომლის წარმომავლობა მის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის ხანას უკავშირდება) კი არა იმ 800 ბავშვის მშობლებისგან იღებს ( ერთი თვე 100 ლარი ჯდება ბავშვის ვარჯიში) და მერე გროშებს უხდის მწვრთნელებს და პერსონალს და ნორმალურ სპეციალისტში ენანება გადახდა. ამიტომ კვარაცხელია, ძმაო, მოკეტე და შეირგე შენი უეფას სტატუსი, ქართული ფეხბურთის დასამარებაში მიგიძღვის ღვაწლი შენ, შენ "ძმაკაცს" და ფედერაციის პარლამენტის წევრებს!!!

• ვაი შენს ...

რაო რაო 800 ბავშვს ავარჯიშებსოო ....ვითომ და უფულოოოდ ნეტავ ...?! ეგ მინისტრი არ იყო ...?! თუ სკლეროზი მაქვს ...?! ის 7 ბავშვი ღმერთმა გაუზარდოს და ღმერთმაც ისე ინებოს რომ მამას არ დაემსგავსოს და უკეთესნი აღზრდილიყვნენ ....რაც შეეხება 800 ბავშვს ....ჩემზე უკეთესად ეცოდინებათ აქ ბევრს რამდენი ღირს თითო ბავშვი თვეში და რამდენი ჯდება მაგათი “სბორები “ ...მე რაც მახსოვს ბოლოს 4-5 წლის წინ თვეში სულ მცირე 50 ლარი იყო და “სბორები “ 400 დან 800 ლარამდის ეგ სად რამდენი ღირდა ...ასე რომ გაამრავლეთ 800• 50 =40 000 ამას პლიუს 800• 400 =320 000 სბორების ....თუ არ ვცდები წელიწადში მინიმუმ 2 სბორებს გადიან ეგ 640000 ამას პლიუს წლიური გადასახადი 12•40000= 480000 ....ეს ფასები მინიმალური და თანაც 4-5 წლის წინ რომ იყო ......კორეკტივები შეიტანეთ ვისაც ახლა აქვს შეხება ....და გამოიტანეთ ყველამ დასკვნა და ამ ვაჟბატონმაც ( ეგ არ იყო 10-15 წლის უკან რომ ისტერიკებით რომ კიოდა ასე და ისე ხდებაო მომიშვით მე ვუშველი ქართულ ფეხბურთსო ...უშველა თავის თავს ოღონდ ) თავის. ძმაკაცთან ერთად და აღიარონ თუ ვინ ვის ფულსა ჭამს ....ამ ბავშვების ფული მისი ჯიბის ფული რატომ გონიათ და საერთოდ ვინმე რამეს აკონტროლებს ამ სფეროში ....?!კარგით მთავრობასთან ( ერთი მინისტრი იყო მეორე ფედერაციაშია) შეკრულნი არიან მაგრამ პატივცემულო ჟურნალისტებო თქვენაც ...?!?! აბა 10-15 წლის განმავლობაში ერთი სტატიაც არ მინახავს თუ სად როგორ იხარჯება ამ ბავშვების ფულები პლიუს სახელმწიფოს გამოყოფილი თანხები ბავშვებისთვის ...არა და ყველა მშობელს აქვს ეგ კითხვა ასევე ის პრეტენზიაც თუ როგორ ჩაგრავენ მათ შვილებს ვიღაც უნიჭო მაგრამ ეგრეთ წოდებულ “პატრონიანი” ბავშვების გამო ბატონო ჟურნალისტებო ნუთუ თქვენ არ გსმენიათ ეგეთი ისტორიები ...?!?! მე გეტყვით ოღონდ დაბალ დონეზე კი არა პირამიდის მწვერვალზე ეგ რომ არა რა უნდათ ნაკრებში ცხადაძეს არველაძეს კაჭარავას მე უმცროსებს ვგულიხსმობ ...წარმოიდგინეთ ამ დონეზე რა ხდება და ქვემოთ რა იქნებოდააა....?! სამაგიეროდ კარგად მახსოვს რამდენმა ჟურნალისტმა რამდენი სტატია დაწერა დინასტიების გაგრძელებაზე ...ასე რომ შეგიძლიათ დაბლოკოთ ეგ კომენტარი არავინმა არაფერი არ ვაკეთოთ მივიღოთ სირაქლემას პოზა და დაველოდოთ ახალი მესიის მიწაზე დაშვებას ჩვენ ხომ ყველა უფლის ნებით ვცხოვრობთ ...მაგრამ ყველას დაგვავიწდა ერთი უფლის ნება ...გაანძრიე ხელი და ნაშველები იქნებიო ...ასე რომ ყველაფერი ჩვენსვე ხელში არის !!!!!

• გიო

და რას ამრთლებს ეს მართლა იდოტი ერთრამეში ვეთახმები 50 კაცმა როგორ გაჯობათ სტადიონზე ვინც იყავით თქვენც კარგი გონება ჩლუნგებიხარტ სტადიონზე ყირვილი რო გიტყდებათ და შეტევის დროს რო ჭკიპინებთ მარტოოო ..... რაც შეხება ამის ფრთიან პოსტს რას ამრთლებს რო გუნდი გასძლირები იყო და არავინ დაიმატეს ? ახლა ხმაც აღარ ამვიღოთ ? 3 მილონი ლარი რო ჩაიჯიბა ჯიბეში და 500000 რო დანანა ფეხბურთელი რომ ეყიდა მაგაში ? და გავჩუმდეთ ხო გავჩუმდეთ კი არა სულყოვლთვის მოვთხოვთ ეს მარტო მაგის კლუბი არა და როცა ერვპაზე გამოდის საქართველო გადის და არა ვიღაც კონკრტული ამიტომ ჩვენც გვაქვს უფლება ხმა ამვიღოთ

• mamulo

შე უსირცხვილო კაცო,ჩემი და ჩემისთანების ჯიბიდან ამოღებული Fული არ არის ის 250 მილიონი,ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ დაარქვა და შენ და შენი ძმაკაცები რომ მიირთმევთ?

• ვახო

შენ არ იყავი საახალწლო დასაკლავი გოჭივით რომ ჭყიპინებდი მიმიშვით და ავაყვავებო ფეხბურთსო, მიგიშვით და ჩაიჯვით უარესად! ტოტალიზატორებზე რომ ყიდის შენი “მართლმადიდებელი” “მინისტრი-ბიზნესმენი, ქველმლქმედი” და ა.შ. ხეჩიკაშვილი ფაქტია!

• zesta

მე ხეჩიკაშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები,მაგრამ არც ეგ თქვენი კოკაიაა ანგელოზი.არც როგორც თქვენ ამბობთ ვერ კოკაიას აქვს მაინცდამაინც კარგი სახელი ზესტაფონში.მარტო ის რად ღირს „მარგვეთს“ მოედანზე რომ არ უშვებდა და სახლის თამაშებს ხან ხარაგაულში და ხან წყალტუბოში რომ ატარებდა.

• ზასტაველი

არარატ არმენია ერთი ჩვეულებრივი სუსტი გუნდია,ვარსკვლავების გარეშე,ასეთი გუნდები საქართველოს მეორე ლიგაში ბლომად არიან,ამიტომ საბურთალოს მასთან არ უნდა წაეგო,თუმცა რა იცი ბურთი მრგვალია,ისე რაღაც,ა,ვითომ?თუ ვცდები?რა ვიცი,რა ვიცი,მეორე მე მელაპარაკება და იმის აზრს მოგახსენებთ.

• gio

საბურთალო- ეს არის ნული, აი არაფერი, სამარცხვინო ხროვა არაფრისმაქნისი , ხალხის ფულზე წამომჯდარი მუქთახორები, ჩვენი ჯიბიდან ამოღებულს ჭამენ, და კიდევ ჩვენ გვარიგებენ ჭკუას ვის როგორ უნდა მოვექცეთ. საუკეთესო პასუხი ამ სამარცხვინო გუნდისთვის იქნება საბურთალოს სრული იგნორირება, ვისაც თავმოყვარეობა გვაქვს, არ უნდა მივიდეთ ამ ვაი ფეხბურთელების თამაშზე, არანაირი მხარდაჭერა , არანაირი სტატია. მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ -- ან არაფერს, ხოდა ჩვენც ნუღარაფერს ვიტყვით

• ხვიჩა

ერთმანეთს ნუ შეჭამთ, ფეხბურთს მიხედეთ მთელი სულით და გულით.

• Bagrat_Margveli

ხეჩიკაშვილის "კაი კაცობაზე" სალაპარაკოდ საკმარისია მხოლოდ იმის თქმა, რომ პირადად მის მერკანტილურ ინტერესებს შეეწირა ქვეყნის ორგზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი". გაიკითხეთ-გამოიკითხეთ კარგად, თუ აქვს ბოლო 2-3 სეზონში ხეჩიკაშვილს დახარჯული თუნდაც თეთრი საკუთარი ჯიბიდან, სამაგიეროდ სახელმწიფოს "ძუძუს" კი მოერგო ხოშიანად. კოკაია და ხმაურიანი "ზესტაფონი" კიდევ ამ ძუძუზე მორგების საშუალებას არ მიცემდნენ, იცოდა ეგ და მიტომ იკლავდა ხეჩიკაშვილის ძმაკაცი და საგანგებო ელჩი სფფ-ში კახა ჭუმბურიძე ფედერაციის აღმასკომში "ზესტაფონის" დაბრუნების შესახებ მსჯელობისას ამ კლუბის დაბრუნების წინააღმდეგ. ეჭვი თუ ვინმეს შეგეპაროთ, წადით და კითხეთ "ზესტაფონს". აქ ეგ ყველამ კარგად იცის

• gio

ნუ აპრავებთ ამ კაცს, ჩვენ მოქალაქეები გიხდით ფულს და ჩვენა არ მოვითმენთ ამხელა სირცხვილს, გუშინ უდიდესი შეურაწყოფა მოგვაყენა საბურთალომ, მთელ ქვეყანას სულში ჩააფურთხეს და ამ სირცხვილს ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ. ღირდა კი ის ფული იმად რა ფულზეც გაყიდეს სომხებზე თამაში? ერთი ღირსება ვერ გაყიდეს, რადგან არ გააჩნიათ

• Bagrat_Margveli

ეუუუუფ

• მამულო

შე უსირცხვილო, ჩემი და ჩემნაირების ჯიბიდან არ არის ამოღებული ის 250 მილიონი სახელმწიფო პროგრამა რომ ქვია და ჭამთ შენ და მთელი ფედერაცია. შედეგი კი ნულია? კიდევ ხმა გაქვთ ამოსაღები?

• qomagi

მამუკა, აქამდე შენს მიმართ პატივისცემით ვიყავი განწყობილი და ქომაგებს თავს ნუ შეაძულებ! ჩვენ იმის გამო ვართ განრისხებულები, რომ ამ უთავმოყვარეო ხროვამ რომელთაც "საბურთალო"-ს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ჰქვია, თავისი უჯიგრო ქმედებებით შეურაცხყოფილები დაგვტოვა! და ამ სირცხვილში მაგ შენი ძვირფასი ტარიელას "ღვაწლი" არანაკლებია, რადგან ასეთ უვარგისებსა და არაპროფესიონალებს ინახავს, მაშინ როდესაც 2-3 ტრასფერის გაკეთება მაინც შეეძლო გუნდის გასაძლიერებლად. მოკლედ, მაგას თუ კიდევ ნამუსი შერჩა, უმკაცრესად უნდა მოკითხოს ყველას ვინც ამ სიბინძურეში მონაწილეობდა! ესაა ჩვენი პასუხი

• jaba

რაც კარგი გაუკეთებია იმისთვი მადლობა,მაგრამ მაგ ჩამონათვალით თუ ცდილობ გუშინდელი მარცხის გამართლებას და იმის თქმას თუ ცდილობ მერე რა მოხდაო...არაფერიც არ მოხდა ..უბრალოდ საბურთალომ მთელი მისი შემადგენლობით ჩაისვარა და მეტი არაფერი

• Nietzcshe

ამ მრავალშვილიანობას და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მაგრად იფარებენ ხოლმე ლეღვის ფოთოლივით, თითქოს ინდულგენცია იყოს :)

• REZO

თუ დაავალებდნენ ისე კარგად იზავდა როგორც 2 და 2 = 4, ამ ძმაკაცობა - ბიძაშვილ მამიდაშვილობამ მიგვიყვანა ნეპოტიზმების მწვერვალზე. თქვენ ალბათ ისიც გეცოდინებათ რომ თამაშის გაყიდვისთვის 2-3 კაციც არის საკმარისი. შეიძლება ბატონ ხეჩიკაშვილსაც აღარ ააქვს სურვილი ძლიერი გუნდის ყოლა-პატრონობისა. ასე რომ გუშინ ასიათასობით გულშემატკივარის გულისტკივის და წყენის მესმის იმიტომ რომ მეც მათ რიცხვში ვარ. თქვენზე არანაკლებად მინდოდა ეს ბარიერი დაგვეძლია. ამიტომ თუ რაიმე მამაძაღლობას ჰქონდა ადგილი- პასუხი აგონ,,

• lagashi

ბატონო მამუკა, თქვენი პოსტის ბოლო წინადადებით თქვენი როგორც მოხელის ავტორიტეტი 0-ს გაუტოლეთ!!! ხომ არ გავიწყდებათ ვის ხარჯზე იღებთ ხელფასს?! და კიდევ, მიუხედავად თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიკეთეებისა ხეჩიკაშვილი თავისი საბურთალოთი გახდა ქართული ფეხბურთის ერთი დიდი სირცხვილის შემოქმედი და ამას ვერც თქვენი და ვერც კიდევ 100 მისი ძმაკაცის ხოტბა ვერ გადაშლის.!

• კარლ ჰაინც რუმენიგე

მარტლმამდიდებელი კი არა ანტიქრისტეა...კლუბი საბურთალოც მისი მსგავსი. ჰა, კორუფციას ვერ შეეშვი მართლმადიდებელო, მიყიდე ერევანს თბილისი...შენ კიდევ პატივცემულო კვარაცხელიავ ხომ ხედავ ადამიანის ამოცნობა გიჭირს, ჰოდა, ძროხებს მიხედე....გამომივიდა აქ მორალისტი...

• ქართველი

ჩვენი ფეხბურთი მოკვდა დიდი ხანია!!!რაგაც გამონატებები გვაქ ხანდახან ისიც ტუ ვინმე ნიჩიერი გამოანათებს!!! უაზრო ბაქი ბუქები.ტარიელმა ჯობია ეგ თანხა რასაც ამათ ახარჯებს ვიცი რო დიდი თანხა არა ნუ რაც არის. რამდენი ობოლი ბავშვია საქართველოში იმათ მოახმაროს!!! ეს უკვე საშინელება უბრალოდ.აგარ ვიზახი ინგლისზე და ტოპ კვეყნების ჩემპიონატზე ხორვატია ჩვენზე ნაკლებია და ტავს იკლავენ რო ტავის ხალხი და კვეყანა ასახელონ.ესენი საიდან მოვიდნენ ესეტითი უჯიგრობი!ის შეირიფიც შემთხვევით იყო დამიჯერეთ!!!

• ანესთეზეოლოგი & Commentat 2

გულშემატკივარს თავი დაანებე მამუკა, ჩვენ გვინდა ვნახოთ როგორ იამრჯვებენ ან მარცხდებიან ბრძოლაში ჩვენები, როგორ დებენ ჯიგარს მოედანზე და რომ საქართველოს დროშა და სახელი მათთვის წმინდაა. გულშემატკივარი ამას ელის და ამიტომ ქვია გულშემატკივარი. ვისაც შენზე გული შესტკივა იმათ თავზე არ უნდა დააიმასქნა და შეუარცყოფა არ უნდა მიაყენო. დანარჩენი რაც მოედნის მიღმა ხდება სხვაგან გასარჩევი და სალაპარაკოა და არა აქ.

• თემო

და სულ დაავიწყდა საიდან აქვს მაგ მართლმადიდებელ ხეჩიკაშვილს ფული? ქართველი ხალხის ფულიდან აქვს ყველაფერი. რეალურად ხალხმა გააკეთა ყველაფერი და არა ამ მართლმადიდებლობას ამოფარებულმა სატანამ

• თემო

ეს ვინღაა :დდდდ რას წრიპინებს

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა

რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია

კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი ლისის ტბაზე სტადიონს აშენებს

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი