რუსულმა გამოცემა euro-football-მა, გერმანული transfermarkt.com-ის მიხედვით, რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მცველები დაასახელა და მათ შორის მეორე ადგილზეა საბა კვირკველია (10 მილიონი ევრო), რომელიც ამ ადგილს კიდევ 3 მცველთან იყოფს.

აი, რას წერს გამოცემა საბას შესახებ:

"ქართველი მცველი რუსეთის დასაპყრობად ჯერ კიდევ 2010 წელს ჩამოვიდა. თუმცა მისი ტალანტი "ზენიტში" ვერ დააფასეს და სამშობლოში დაბრუნება მოუწია. თუმცა 1 წლის შემდეგ ის "რუბინში" აიყვანეს და პირველ წელს ყაზანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში 12 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის "დინამოსა" და "ლიონის" წინააღმდეგ.

2016/17 წლებში ხავი გრასიას "რუბინში" მოსვლის შემდეგ გუნდის წამყვანმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში საბას "რუბინის" შემადგენლობაში არ უთამაშია და "ლოკომოტივმა" ის იჯარით აიყვანა, სეზონის ბოლოს კი, 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა."

რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული მცველი ცსკა-ს მარჯვენაფლანგელია. რუსეთის ნაკრების წევრი და წარმოშობით ბრაზილიელი მარიო ფერნანდესი 30 მილიონი ევრო ღირს, ხოლო საბა მეორე ადგილს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" სამ მცველთან - იაროსლავ რაკიცკისთან ("შახტარიდან" მისული), ემანუელ მამანასა ("ლიონიდან" მისული) და დუგლას სანტოსთან ("ჰამბურგიდან" მისული) იყოფს. ტოპ-7 მცველში შედის წარმოშობით ქართველი და რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი ჯიქია. მისი სანტრანსფერო ფასი 8.5 მილიონი ევრო გახლავთ.

Erekle
10 milionioo
გიზო
და საბას სატრანსფერო ფასი?
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
[VIDEO] პორტუგალიამ გერმანიას გასვლაზე მოუგო - რონალდომ 937-ე გოლი გაიტანა
შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური
"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს
[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ბურთის მეტ ფლობას და შეტევაში სიახლეებს ველოდებით
გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა
სანიოლი: ხვიჩა საქართველოს ელჩია - ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა