ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების უკეთეს კლუბებში ტრანსფერების მიმართ დიდი მოლოდინი შეიქმნა. უფრო მეტის სურვილიც გვქონდა, თუმცა სადმე ჩარიცხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, გუნდს რამდენად სწრაფად მოერგები და აკლიმატიზაციის პროცესს გაივლი. ამ მხრივ საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიასა თუ გიორგი მამარდაშვილის მაგალითებია. სასიამოვნო სიახლეებისთვის სექტემბრამდე ჯერ კიდევ დროა...

ივა გელაშვილი

იტალიაში ჩვენებურების რაოდენობის ზრდა აშკარაა და რა თქმა უნდა, ამაში "კვარას" წვლილი მნიშვნელოვანია. კარგი იყო, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალიან დამაჯერებელ ასპარეზობას ივა გელაშვილის "სპეციაში" ტრანსფერი მოჰყვა. 23 წლის ცენტრალურ მცველს პრაღის "სპარტაში" მშვენიერი გამოცდილება ჰქონდა. სამწუხაროდ, ივამ მონაწილეობა მხოლოდ 9 მატჩში მიიღო (1 გოლი, 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი) და გუნდის დატოვება მოუხდა. გელაშვილი ეროვნული ნაკრების კანდიდატად მიგვაჩნია და აუცილებელია, თვის ბოლომდე კარგ გუნდში ვიხილოთ, სადაც მეტ ნდობას მიიღებს. ის ბათუმის "დინამოს" ეკუთვნის.

შალვა ოგბაიძე

როგორც იტალიური მედია წერს, "სპეცია" ამჯერად 22 წლის ქართველი უკვე შემტევით, შალვა ოგბაიძით დაინტერესდა. გერმანიიდან ნიდერლანდებში გადასვლის შემდეგ შალვას პროგრესი თვალშისაცემია, "დენ ბოსხის" რიგებში, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, გასულ სეზონში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოგბაიძეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძეც ენდობა, ბოლოს ივნისში, ყაზახების წინააღმდეგ ათამაშა... "სპეციამ" ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო, 14 სექტემბერს კი ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" შეხვდება.

კლუბის გარეშე ახლა საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელია: საბა კვირკველია და ნიკა კვეკვესკირი. ისინი ჯერ 32 წლის არიან და საკუთარი დიდი გამოცდილებით არაერთ გუნდს გამოადგებიან, მათ შორის, საქართველოშიც. როგორც ჩანს, ახლა საუკეთესო შეთავაზების მოლოდინში არიან. რთულია, ფეხბურთელი, რომელიც კლუბის გარეშეა, ეროვნული ნაკრების წევრად განიხილო, თუმცა მსგავსი შემთხვევებიც გვქონია.

საბა კვირკველია

მოგეხსენებათ, კვირკველია ბოლოს საუდის არაბეთში თამაშობდა, მანამდე კი აზერბაიჯანის ჩემპიონატში ვიხილეთ. საბა რუსეთში გამოსვლისას საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი რამდენჯერმე გახდა. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, ის ბოლო 4 წლის განმავლობაში პოლონურ "ლეხში" იყო, ზუსტად ამდენივე დრო ყაზახურ "ტობოლში" გაატარა. მანამდე იყო "გაბალა", ბაქოს "ინტერი", გორის "დილა", "ცხინვალი", თბილისის "დინამო" და ზუგდიდის "ბაია".

ქართული კლუბების გაძლიერება ვახსენეთ, რაც ბოლო დროს უფრო ლეგიონერების ხარჯზე ხდება, რომელთა უმეტესობის კვალიფიკაციის შესახებ შედეგები თავად უფრო გვიყვება. ამ დროს რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის უგუნდოდ ყოფნა გასაკვირია.

ლუკა ლაკვეხელიანი

მაგალითისთვის, ლუკა ლაკვეხელიანი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. მარცხენაფლანგელი "საბურთალოში" (ახლანდელი "იბერია 1999") გამორჩეული იყო, ჩემპიონებიც გახდნენ და ევროტურნირებზეც ღირსეულად გამოვიდნენ. ამის მერე უნგრულ "მეზოკოვესდ-ზორში" ტრავმები, უიღბლობა, პერიოდული გამონათებები, უნგრეთის თასზე გამარჯვება, საბოლოოდ კი ლუკამ აქ ცოტა ითამაშა და საქართველოში დაბრუნდა. ლაკვეხელიანი ერთი სეზონი თბილისის "დინამოში" იყო, ბოლოს კი ამდენივე ხანი ფოთის "კოლხეთში" დაჰყო. 175 სმ სიმაღლის მცველს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში რვა მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც ორი გოლი გაიტანა.

სატრანსფერო სეზონის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა, თავისუფალ აგენტებს კი ახალ გუნდში ჩარიცხვა შემდეგაც შეუძლიათ!..

ზურა წიგნაძე
ბერიაშვილი თავისი სტაბილური თამაშით იმსახურებს ყურადღებას. MTK Budapest
ნიკი-ს
მახსოვს ადრე აქ ითხოვდნენ, ნინუა მოძებნეთ და ჩაწერეთ, აბა რისი ჟურნალისტები ხართო, თითქოს მაკელელეს ვკარგავდით. ხოდა დინამოშია ახლა ნინუა, ტორპედოსაც გაუტანა, ამ საიტზეც იდება. ახლა აღარაა საინტერესო, ხო?
ნიკი
ნიკა ნინუა სად თამაშობს?
Givi
რომელ ჯგუფში ანტარქტიდის ჩემპიონთა ლიგაზე?!
Kvekeskiri
სად აქ ძმა?! ფიფიას ბლეფში ვინმე გაყოფს თავს?!გვილია,კვეკვე,კანკავა საბურთალო/დილა/ტორპედოში თუ გადანაწილდებიან კიდე არაუშავს,აბა ბათუმს დედა აღარ ჰყავს და ფიფოს ბლეფი წელს საერთოდ უნდა გავარდეს....სპეციალურად ჰყავთ დინამო(2) მეორე ლიგაში შემოგდებული და თავს იკლავენ რო სამეულში მოხვდნენ და იქნება როგორმე გადარჩნენ...ფედერაცია არის მაჩვი,მესამე ლიგის ზემოთ ფარმკლუბებს უნდა აეკრძალოთ აღზევების უფლება...საქმეს რო დასჭირდა დინამო 2 გადააკეთეს საფეხბურთო კლუბ თბილისად და უმაღლესიც ითამაშეს,მაგარი ბიჭები იყვნენ მართლა,მაგრამ სრულიად უკანონოდ და სპორტული წესების დარღვევით მოხდა მაშინ ეს,ამას აპირებენ ახლაც
Givi
კანკავამ დაასრულა კარიერა? ან გვილია სად არის აქ მაინც ითამაშოს სადმე.
მერაბი ბებია
საბა კვირკველია და ნიკა კვეკვესკირი ლუკა ლაკვახელიანიც ახლა პატივცემულო გთხოვთ თბილისის დინამოში ყველას და ეს იქნება პატრიოტიზმი და გავდივართ ჯგუფის გათამაშებაшი აბა დიდი მადლობა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა - გელაშვილი სათადარიგო იყო
ლუკა ლაკვეხელიანი უკვე "მეზეკოვეშდშია"
[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"
გიორგი ნემსაძე: ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ ხშირად არ მინახავს
ეროვნული ლიგის XVI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ოფიციალურად - ლაკვეხელიანმა "მეზეკოვეშდთან" სამსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა
გიორგი ლორიას არჩევანი - რა გუნდია "მაგდებურგი"?
L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
გელაშვილი დაბრუნდა და გააძევეს - ქართველზე მწვრთნელმა ისაუბრა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
[VIDEO] სლოტი მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს - "ლივერპულმა" "ვულვერჰემპტონი" მარტივად დაამარცხა
"ეს სირცხვილია. ძირითადის მეკარე "ვულვზის" მწვრთნელმაც კი დაასვენა" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ქომაგები სლოტის უცნაურ გადაწყვეტილებას?
საგოლე პასი "დორტმუნდთან” - ახალგაზრდა ქართველის კარგი შემოსვლა გერმანიაში [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
სლოტი თავისას არ იშლის - ცნობილი გახდა "ვულვერჰემპტონთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"მომავალ სეზონში უნდა დავბრუნდე" - ინტერვიუ ლუკა ლაკვეხელიანთან
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
თბილისის "დინამომ" ლუკა ლაკვეხელიანი დაიმატა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"სპეციამ" გელაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
ივა გელაშვილი "იბერია 1999"-ში ითამაშებს
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
"გალათასარაისთან" "ლივერპულის" კარს მამარდაშვილი დაიცავს
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა