ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი

საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

• ლევანი

ბოგანოს მნიშვნელობა თუ იცი? თქვენ კიდევ "ცუნზურა" -ამას რატომ აქვეყნებთ ან თუ აქვეყნებთ პასუხებს რატომ არ ბლოკავთ? მოგწონთ უზრდელობა და პროვოკაციები? თქვენი თანამოაზრეა თუ თვითონ ხართ ავტორი?

• სოსო

ვისი სიძულვილი უნდა დავივიწყოთ,ათასობით ახალგაზრდა ცემით ინვალიდად რომ აქცია?საიქიოში გასტუმრებულებზე აღარაფერს ვამბობ.სპორტული ბაზები რონ დაანგრია,სპორტის აკადემია რომ გააუქმა და ფიზკულტურის მასწავლებელი,მწვრთნელებზე აღარ ვამბობ,ქვეყანაში საძებნელი რომ გაგვიხადა,ის დავივიწყოთ და მის დანგრეულ განადგურებულის აღდგენას რომ ცდილობს,იმ ოლიგარქ კრიმინალს მოვკითხოთ პასუხი რაგბის დაბალ დონეზე?ის მაინც თუ იცი,რომ სწორედ ეს ოლიგარქი აშენებს საკუთარი ჯიბიდან,რაგბის სპორტულ ბაზებს და ინახავს კლუბებს?თავისი ცოდვები,ალბათ ბიძინასაც საკმარისი აქვს,მაგრამ რაგბის სამყაროს,მადლობის მეტი,არაფერი გვეთქმის მის მიმართ.გასალანძღი მიშაა და ის გალანძღე.რაგბის კიდევ უფრო განვითარებას კი.ძლიერ გუნდებთან ხშირი თამაში უნდა,სხვანაირად არაფერი გამოვა და ამის გზებია გამოსანახავი.ამ მსოფლიო თასის და იქ ჩვენი გამოსვლის შემდეგ,შესაძლოა ბევრი რამე შეიცვალოს,მთავარია,კარგად გამოვიდეთ.ალბათ ფრანჩიზული კლუბის გაკეთებაზე უნდა ვიმუშაოთ,ექვსი ერის იმედი კი, ნაკლებად დამრჩა

• თემიდა

"თ ა ნ ა ბ ა რ უფლებრივ პრინციპზე- კანონის უზენაესობასზე(!)" და "კონკურენტული გარემო" - აი რა ყოფილა ექვს ერში მიღების წანამძღვრებიც და საბაზისო ქვაკუთხედიც. არის კიდევ სხვა მარგალიტებიც.... მეჩვენება თუ ისევ საბჭოთა კავშირში ვარ, პოლიტეკონომიის კურსს ვისმენ?

• ვა რა დონეა

მთავარი ის არის რომ ამ კლუბს ბოლო 10 შეხვედრიდან 9 წაგებული აქვს,უმეტესობა გამანადგურებელი ანგარიშებით ინგლისურ,შოტლანდიურ კლუბებთან,ხოლო ერთი თამაში საერთოდ 49-0.რა გიხარიათ თქვე ბოგანოებო.ასეთ კლუბებს ცალი ხელით უნდა ვუგებდეთ.ამის შემდეგ 6 ერის მოთხოვნა სასაცილოა.

• გლახუნა

უპერსპექტივობა არსად მითქვაბს მეგობარო და რატომ ... ეროვნული ჩემპიონატის ხარისხი მაღელვებს და მიზეზების ძებნა აუცილებელია, თან ურთიერთ დიალოგით და მსჯელობით!

• გლახუნა

მე არ ვიცი რაგბი და არ მაინტერსებს ...მას ხედავ, რომ მერე ეს ბავშვები ევროპაში - საფრანგეთში მიდის კიდევ უფრო განვითარდებისათვის და ასე იქნება, სანამ ეროვნული ჩემპიონატების ხარისხსს ა რ ავწევთ!

• გლახუნა

მეგობარო -სწორად ამიტომ ვსმჯელობ და ამიტომ გავაკეთე პოლიტიკურ-ეკონომიკური საფუძვლები არსებული მდგომარეობის ... შენი კრიტიკული დამოკიდებულება- მ ი ს ა ღ ე ბ ი ა, მაგრამ ჰეიგს მეტი რ ა შეუძლია?! მეტს ვ ე რ ც ერთი მოწვეული მწვრთელი- ვ ე რ შეძლებს , პირიქით მგონია-ნებისმიერი უარყოფით შედეგებს დადებს -რ ა ტ ო მ გვაგვიწყდება ... ნაკრები მხოლოდ ლეგიონერების იმედზეა (მიზეზებზე ვისაუბრე) , რასაც თავისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები გააჩნია და ნაკრების თუნდაც 1 თვიან შეკრებებში ეს ვ ე რ ა ს ო დ ე ს აღმოიფხვრება, უბრალოდ დღევანდელ ჰეიგის ნაკრებს უ ნ დ ა მიუთითოთ,რომ ა ღ ა დ გ ი ნ ო ს შერკინების სიმძლავრე , მერე ...

• გლახუნა

მეგობარო- სახელმწიფოს ეკონომიკასა და ფინანსებზეა დამოკიდებული, ანუ მისი განვითარების ხარისხზე ნებისმიერი სპორტის ხ ა რ ი ს ო ბ რ ი ვ ა დ განვითარება და არა ოლოგაქების კეთილ ნებაზე. ოლიგარქების მხარდაჭერა ერთჯერადი დარჩება, აშენებული ინფრასტრუქტურაც - მხოლოდ ინფრასტრუქტურა-დ ( თუმცა ინფრასტრუქტურაც კარგია) - უშედეგო - ანუ ...ეროვნული ჩემპიონატების ხარისხი მით რეალურად ა რ ა ს ო დ ე ს აიწევს და მას ვხედავთ, თან უნდა გვახსოვდეს -ოლიგარქებს, განსაკუთრებით პოსტ -საბჭოთა ,ანუ საბჭოთა ნომენკლატურის - მენტალიტეტის ქვეყნებში მეტად ეკონომიკურ- პოლიტიკური ინტერსებები გააჩნიათ და მისთვის მაგალითი არსებობს ... - რაც შეეხება- ,,ვარსკვლავთბიჭუნა,, -ს - სიძულვილი უნდა მოვიშოროთ- 2003 წლამდე საქართველოს ,,სახელმწიფო,,-ც უნდა გვახსოვდეს ( სრული უპერსპექტივობა ყველა მიმართულებით) და 2003 -2012 წლის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ც სერიოზული პერსპექტივებით, სპორტის ყველა სახეობაც იმ წლებში რომ განვითარდა,განსაკუთრებით ორგანიზიულად ... მაგრამ დაშვებული შეცდომებიდან დასკვნების გამოტანის უნარიც გაგვაჩნდეს - ს ა ჭ ი რ ო ა -კ ო ნ კ უ რ ე ნ ტ უ ლ ი გარემო ყველგან და ყოველი მიმართულებით, დაფუძნებული სამართალზე, ანუ თ ა ნ ა ბ ა რ უფლებრივ პრინციპზე- კანონის უზენაესობასზე(!) თორემ ეროვნული ჩემპიონატები-ხარისხობრივად ვიმეორებ - ვ ე რ განვითარდება, სწორად ე ს არის რ ე ა ლ უ რ ა დ ძირითადი პრობლემა, რომ 6 ერში ა რ გვიღებენ - არაკონკურენტული გარემო, სუსტი ეკონომიკა, მით სუსტი ფინანსური შესაძლებლობები, სუსტი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უსაფრთხოება. ხომ ვიცით -გაცილებით სუსტი იყო იტალიის ნაკრები თავის დროზე ,მაგრამ მიიღეს ...-პ.ს. შეიძლება სხვა მიზეზებიც მოიყვანო- არსებობდეს , რომ 6 ერში ა რ გვიღებენ, მაგრამ პირადად ჩემი დამოკიდებულება ასეთი არის!

ჰაჰაჰაჰა:)))))))) ჩაგეთვალა:))))))))) რაც არ უნდა სძულდეს, მაგ ოლიგარქის საქმეა ამ სპორტში ჩვენი განვითარება პირველი ნაბიჯებიდან დღემდე

აბსოლუტურად ლოგიკური კითხვებია. ჰეიგი საპირისპიროს ამტკიცებს - ჯერ 20-25 პროცენტით, ახლა საერთოდ 50 პროცენტით უკეთესად ვართ მომზადებულებიო. აღდგომა და ხვალეო ნათქვამია, მაგრამ მსოფლიოზე სულ სხვა დონეა და იქ ფიჯი გველოდება, რომელიც თამაშის ბოლოს ასე 2 ლელოს არ გაგვატანინებს. მათ შეტევაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გარდა ამისა, ყველამ იცის, რომ მთელი ჩვენი აქცენტი შერკინებაზეა გადატანილი, რაც გუშინაც კარგად გამოჩნდა. ეს ბურთის წინ გადავარდა უკვე ყველამ წაიკითხა, მუდმივად ბურთის დაკიდებას და შეცურებას მიმართავენ. უბრალოდ ჰეიგს არსენალში რამე ჰქონდეს, ეჭვი მეპარება. საოცარი ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გვაქვს, მაგრამ დიდ გუნდებთან სათამაშოდ ეს საკმარისი არ არის. მომიტევეთ, მაგრამ ამის უთქმელობაც არ იქნება

• დათო

მოკლეთ ამ გლახუნას მემგონი, მხოლოდ ოლიგარქი აღელვებს, ხანდახან მგონია მიშა წერს ამ ფსევდონიმით:))) შე კაი კაცო რაგბში თუ უპერსპექტივობაა შენი ნათქვამიდან გამომდინარე აღარ ყოფილა საშველი, ვერც ახალ თაობას ამჩნევ, ვერც ბაზებს, ვერც სტადიონებს, ვერაფერს ხომ? ვერ ხედავრომ თითქმის ყველა ჩემპიონატზე გააგორეს ჩვენმა პატარებმა ექვსეულის გუნდები, ვერ ხედავთ წინსვლას ხო? მოკლედ არაფერი არ აინტერესებს ამ ადამიანს პოლიტიკის გარდა

• დათი

გაგავანადგურებს შოტლანდია ამ თამაშით, კარგი იქნება, რო რეალურ სახეს დაგვანახებს, მაგრამ მსოფლიომდე არაფრის გამოსწორება ვერ მოესწრებაბა, ვეკითხები ნაკრების მთავარ მწვრთნელს: -ბოლო თამაშებში გვაქვს ის დომინირება შერკინებაში, რაც ადრე გვქონდა? -შერკინების შედარებით დასუსტებაზე, პასუხი ქონდათ, რომ ჰეიგის ხელში უნდა მომხდარიყო ხელით თამაშის ახალ ეტაპზე და სიმაღლეზე აყვანა. გუშინ, ხელით, სწრაფად თამაში, გადაბმული ეტაპები ხელით ბურთის წამოღების ნახეთ სადმე? (გარდა ერთი მომენტისა 72 წუთზე); ყველა ლელო ძალისმიერი ხერხით შევიტანეთ; -ტაქტიკურ განსწავლულობაში მოვუმატეთ?- არა, ისევ ისე ვჯარიმდებით ელემენტარულ სიტუაციებში, როგორც ადრე; -დერეფანში მოვუმატეთ? - პირიქით, ამდენ შეცდომებს ადრე არ ვუშვბდით. ჩემი აზრით, სასწრაფოდ საჭიროა, სხვა კალიბრის და მასშტაბის სამწვრთნელო რაზმი.

• ზაზა

გლახუნა, მეგობარო ! ძალიან გააპოლიტიკურე რაგბის და კონკრეტული თამაშის შეფასება. თამაშის ხარვეზზე და დადებითზე დაგეთანხმები, მაგრამ ის ოლიგარქიულ-კრიმინალურ და ა.შ. ( არც მაინტერესებს რას გულისხმობ ) რაღაც არაა რაგბს რომ აფინანსებს ? ამდენი სტადიონი, სპორტული ბაზა და ფინანსური მხარდაჭერა, გაგიკვირდება და, შენთვის ოლიგარქიდან მოდის. აბა ისაა საქმე, წინა ვარსკვლავბიჭუნას დროს მარტო სახლში რომ მიქონდათ ფული( განსაკუთრებით ფეხბურთში) და "ჩვენ ერთი გუნდი"-ს რომ გვაძახებინებდნენ და სხვადსხვა კლუბებში მაისურებით რომ დავრბოდით ? ის, შენთვის, პროგრესული ძალა რომელ სპორტს დაეხმარა ფინანსურად, იქნებ შეგვახსენო ?? ტლიკინი კი იციან საარაკო. იმათ მოკითხე თუ ხარვეზები გაინტერესებს.

• ზურა

სურვილი ერთია და მეორეა შესაძლებლობები. ნუ ვითხოვთ იმას რას არ შეგვიძლია გავაკეთოთ.. ნაკრები კიდევ კარგ დონეზეა და დარწმუნებული ვარ ეტაპობრივრად განვითარდება.. 20 წელი არ არის ბევრი დრო რომ 6 ერის გუნდებს გავუთანაბრდეთ.. მით უმეტეს იმ შემთხვევაში როდესაც 2 თამაში გვეძლევა მათთან სათამაშოდ.. 10 წლის წინ 2 მოედანიც არ გვქონდა.. მსოფლიოზე მესამეზე რომ გავიდეთ დიდი შედეგი იქნება!!

• გლახუნა

ბიჭებო - შოტლანდიასთან და საერთოდ - სერიოზული ყურადღება მიაქციეთ და მოუმატეთ რ ა ქ ე ბ შ ი სისწრაფე და აგრესია და მსოფლიოზე წარმატებები იქნება! ეს უნდა გახდეს მე-2 -ე ,,ნიშა,, საქართველოს ეროვნული ნაკრების -1-ლი შერკინების შემდეგ - ამან მოიგო ეს თამაშიც ბოლო 15 წუთში!

• გლახუნა

ბოლო 15 წუთში - 3 ლელო - მრავლის მეტყველია, ისევე როგორც ბოლო 15 წუთამდე 15 ქულით ჩამორჩენა... დათო -გეთანხმები მეგობარო - დავამატებ -სპორტი (არა მარტო), ეროვნული ჩემპიონატები , რომ განვავითაროთ და ავიყვანოთ მაღალ ხარისხზე , ამისათვის საჭიროა ფინანსები, ფინანსებისათვის საჭიროა კონკურენტული გარემო , არა მარტო სპორტში, ყველგან და ყოველგან :პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში, მედიცინაში ... რა საფუძველზეც არსებობს დასავლური წარმატება - პროგრესი. საქართველოში დღეს არსებული ავტორიტარულ- ოლიგარქიულ კრიმინალურ- კლანური რეჟიმი - ინსპირირებული ჩრდილოელი მეზობლის ძალისხმევით არათუ ქმნის კონკურენტულ გარემოს, არამედ პირიქით- ახშობს ადამიანის, ერის შესაძლებლობებს, ნიჭს, შემართებას, აღტკინებას, შემოქმედებით ბუნებას, მისწრაფებასაც კი პროგრესსა და წარმატებაზე და რას უნდა ველოდოთ ?! - ასე ეკონომიკა ა რ ა ს ო დ ე ს განვითარდება, მით ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური გარემო და სერიოზული ფინანსები სპორტში ვ ე რ გადაიქაჩება (რომ რაგბში -ეროვნულ ჩემპიონატში ჩაიდოს , მით რაგბი,არა მარტო- სრულიად სპორტი -ერისათვის -ახალგაზრდობისათვის დასაქმების საშუალებად იქცეს - შედეგებისდამიხედვით მაღალი წამახალისებელი ფინანსური შემოსავლებით, რაც თავისთავად განავითარებს ეროვნული ჩემპიონატების ხარისხს და სრულად ახალ, სწორად დასავლურ დონეზე აიყვანს - მერე 6 ერის ტურნირიც არ დააყოვნებს ) - ერმა უნდა გ ა ი თ ა ვ ი ს ო ს - სახელმწიფოს,მით ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით განვითარება- განმტკიცებისათვის საჭიროა კ ო ნ კ უ რ ე ნ ტ უ ლ ი გარემოს შექმნა , დაფუძნებულ სამართლებრივ ნორმებს- სამართალსა და მით - კ ა ნ ო ნ ი ს უზენაესობაზე და მისთვის ერმა მუდამ უ ნ დ ა იბრძოლოს, თორემ დავრჩებით მუდამ უპერსპექტივო - ,,განვითარებადი,, -სახელმწიფო... და კონკრეტულად რაგბში - ლეგიონერების იმედათ და ხარჯზე . - არ არის რთული გასაგები.

• გლახუნა

დათო -გეთანხმები მეგობარო - დავამატებ -სპორტი (არა მარტო) რომ განვავითაროთ და ავიყვანოთ მაღალ ხარისხზე , ამისათვის საჭიროა ფინანსები, ფინანსებისათვის საჭიროა კონკურენტული გარემო , არა მარტო სპორტში, ყველგან და ყოველგან :პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში, მედიცინაში ... რა საფუძველზეც არსებობს დასავლური წარმატება - პროგრესი. საქართველოში დღეს არსებული ავტორიტარულ- ოლიგარქიულ კრიმინალურ- კლანური რეჟიმი - ინსპირირებული ჩრდილოელი მეზობლის ძალისხმევით არათუ ქმნის კონკურენტულ გარემოს, არამედ პირიქით- ახშობს ადამიანის, ერის შესაძლებლობებს, ნიჭს, შემართებას, აღტკინებას, შემოქმედებით ბუნებას, მისწრაფებასაც კი პროგრესსა და წარმატებაზე და რას უნდა ველოდოთ ?! - ასე ეკონომიკა ა რ ა ს ო დ ე ს განვითარდება, მით ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური გარემო და სერიოზული ფინანსები სპორტში ვ ე რ გადაიქაჩება (რომ რაგბში -ეროვნულ ჩემპიონატში ჩაიდოს , მით რაგბი,არა მარტო- სრულიად სპორტი -ერისათვის -ახალგაზრდობისათვის დასაქმების საშუალებად იქცეს - შედეგებისდამიხედვით მაღალი წამახალისებელი ფინანსური შემოსავლებით, რაც თავისთავად განავითარებს ეროვნული ჩემპიონატების ხარისხს და სრულად ახალ, სწორად დასავლურ დონეზე აიყვანს - მერე 6 ერის ტურნირიც არ დააყოვნებს ) - ერმა უნდა გ ა ი თ ა ვ ი ს ო ს - სახელმწიფოს,მით ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით განვითარება- განმტკიცებისათვის საჭიროა კ ო ნ კ უ რ ე ნ ტ უ ლ ი გარემოს შექმნა , დაფუძნებულ სამართლებრივ ნორმებს- სამართალსა და მით - კ ა ნ ო ნ ი ს უზენაესობაზე და მისთვის ერმა მუდამ უ ნ დ ა იბრძოლოს, თორემ დავრჩებით მუდამ უპერსპექტივო - ,,განვითარებადი,, -სახელმწიფო... და კონკრეტულად რაგბში - ლეგიონერების იმედათ და ხარჯზე . - არ არის რთული გასაგები.

თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ ამ ტურნირის რომელიმე ლიდერს რომ ვეთამაშოთ, რა დონე იქნება? ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ მაგაზე. ძალიან დიდ გამოცდილებას მოგვცემს

• პასუხ-ს

მადლობა, არ ვიცოდი. შესაბამისად კარგია რომ მათ ვეთამაშეთ და არა რუსეთს. მე როგორც რაგბიში დიდად "ვერ გარკვეულმა" ადამიანმა, ამ თამაშით დავინახე 2 რამე: 1. ჩვენი ნაკრების საშუალო დონე 2. გასხვავება ახლაგაზრდებსა და ვეტერანებს შორის საინტერესოა შოტლანდიასთან თამაშის ნახვა, რომ რეალური დონეც ვნახოთ. რაც შეეხება "დონის" გაზრდას 50 %-ით და ა.შ. განცხადებებდ. არ ვიცი, როგორ კეთდება ასეთი განცხადებები, ან მწვრთლენმა რა უნდა ქნას. სასწაულს ხომ ვერ მოახდენს. გუნდი არის მოთამაშეების შემადგენლობა და მის დონეს ეს მოთამაშეები განსაზღვვრავენ. თუ შემადგენლობაში დიდი ცვლილება არაა დონის ასაწევად და იგივე მოთამაშეები გვყავს, დონის აწევა შესაძლებებლია თავად მოთამაშეების დონის ამაღლებით ფორმაში შესვლის (ტაქტიკური, ფიზიკური და რეგულარული თამაშის) და გამოცდილების დაგროვების ხარჯზე (ასაკი). მწვრთნელმაც რა თქმა უნდა უნდა შეათამაშოს გუნდი და ტაქტიკურად გამართოს... მაგრამ 25%-50%-ით როგორ უნდა გააუმჯობესოს უკვე ჩამოყალიბებული გუნდი არ ვიცი. უფრო სავარაუდოდ სტრატეგიით - დაცვითი რაგბის თამაშით უფრო ძლიერ გუნდებთან და ა.შ. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სხვა გუნდებიც ვარჯიშობენ და შედიან ფორმაში, ხომ? მე მაინც მგონია რომ 50%-იანი ზრდა მოხდება (ნებისმიერ სპორტში) ეროვნული ლიგის უფრო განვითარებით და ახალი თაობის მოსვლით სწორი მუშაობის პირობებში, რაც რა თქმა უნდა კიდევ მეტ დროს მოითხოვს რისი ლოდინის ნებისყოფაც არ გვაქვს. ასე რომ, ჯობს კარგად გვესმოდეს ეს ყველაფერი და ბიჭებს, რომლებიც აშკარად მაქსიმუმს დებენ ნუ მოვთხოვთ იმაზე გაცილებით მეტს რაც სავარაუდოდ არ შეუძლიათ.

ღრმ.პატ.ლევანი,ხომ გაიგე რაც დაწერა...აქ ჩვენ რაგბზე ვწერთ.ქართულის ენის გრამატიკაზე სხვა საიტებზე შეგიძლია წერა.

• ოდდსპორტალი

ანუ საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ფეინოორდს რო მოუგოს)))

მისალოცი არაფერი გვაქვს-დიდი პრეტენზიის მქონე ქვეყნის სარაგბო ნაკრებს,რომ გაუჭირდება ასეთ გუნდთან მოგება!!!

• ხოდა ეგ ითქვა, მადლობა ბიჭებს, მაგრამ უკეთესი თამაში გვინდათქო

• ვინ ედრება იაპონიას

• zas.

მსოფლიოზე სხვა შემართება და ბევრად უფრო მოტივირებული გუნდი იქნება.

• გუჯა კახაძე

სულ გამარჯვებულებს გევლოთ!

• დათო

კრიტიკა კარგია, ოღონდ საფიძვლიანი და ობიექტური. ჩვენი ნაკრები არის რეალურად - ჩვენი ლეგიონერების ნაკრები. საკლუბო (არასანაკრებო) დონეზე ჩვენ გაქვს (ჯერ გვაქვს) დიდი ჩამორჩენა წამყვან ქვეყნებთან შედარებით. ვიდრე აუგს ვიტვით ჰკითხეთ საკუთარ თავს - საკლუბო დონეზე ვართ ექვსი რანგში? სხაობა ხომ არის როგორც ცა და დედამიწა? ერჯერადად შეიძლება ვთქვთ ექვსი ერის რომელიმე გუნდს მოვუგოთ, მაგრამ საერთო დონე (მხოლოდ სამი ათეული ლეგიონერი) შეესაბამება ამ მოგებას? ისიც ვიკითხოთ ყველა ლეგიონერის დონე არის მარალი კლასის? ამ ეტაპზე (ვიდრე აიწევს ეროვნული დონე) ჩვენ ვავითარებთ ნაკრებს როგორც ლეგიონერების კლუბს. ასე არ არის? ეს უნდა თქვათ და ეს უნდა შევცვალოთ პირველ რიგში და არა მწვრთელები. რა ჯობია მოგებას, მაგრამ აუგის მოტრფიალენო, პირდაპირ თქვით - მართლა ფიქრობთ, რომ ეროვნულ თუ სანაკრებო დონეზე, გუნდურად თუ ინდივიდუალურად, ვათვათ შოტლანდიაზე უკვე უკეთესი დონე და საფუძველი გვაქვს? აცალეთ რა ხალხს - თამაშობენ და ვითარედებიან, ერთ დღეში ეგ საქმე არ კეთდება.

• andro

მაინტერესებს, რატომ არაფერს წერენ ცუცუქირიძის და შარიქაძის ტრამვაზე. მგონი ცუცქირიძე მძიმედ დაშავდა და ეს სერიოზული პრობლემა იქნება ნაკრებისათვის. ტრამვების წინასწარი შეფასების დადება ხომ შეიძლებდა? სამწუხაროა რომ ქართულ რაგბზე მწერალი ხალხი არ გვყავს და მარტო მიდით ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ სულში გამარჯვებისათვის და თავდადებისათვის ეს პროფესიული მიდგომა არაა. რაგბი ტვ-ის წამყვანებმა მაინც ხომ უნდა დაწერონ ან თავინთ სტუდიაში მიიწვიონ ნაკრების მწვრთნელები, მოთამაშეები, რა ერთ საათს ვერ მოიცლიან? მარტო ლენსტერის და მანსტერის თამაშები კომენტირება საქმე არაა! ეხლა გუშინდელ თამაშს ბევრი სკეპტიკოსი და მოიმედე ჰყავს, მაგრამ ეს გულშემატკივრების პოზიციაა და საინტერესო იქნებოდა პროფესიონალებს რომ გაერჩიათ ეს და მომდევნო თამაშები შოტლანდიასთან. მაგრამ ქართულ რაგბში ხომ არაფერს წერენ გარდა მშრალი ინფორმაციისა და მწვრთნელების შტაბის კომენტარებისა (მელიტონ ჰეიგმა კარგად აუღო ალღო ქართულ მენტალობას, ყველაფერი კარგადაა, თუ წავაგებთ რაღაც ზოგად ვითარებას ბრალდება. არცერთი თვითკრიტიკული შეფასება). კრიტიკა არ უნდა იქცეს იდეაფიქსად და არ დაინახო პოზიტიური ძვრები, მაგრამ ეს ხომ ქართულ რაგბში ტაბუდადებული თემაა.

• guria

იაპონიას რატო ედრებით ხალხნო?!უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვთ,საათივით აწყობილი სტრუქტურა.გარდა ამისა ნახეთ რამდენი ნატურალიზირებული მორაგბე ყავთ,იმათ ხარჯზე ძალიან წინ წავიდნენ.გინდათ ჩვენს ნაკრებში ნატურალიზაცია? გარანტიას გაძლევთ ჩვენც ძალიან წინ წავალთ მაგრამ გინდათ? დიდი ეჭვი მაქვს რომ არა...

• ირაკლი

ამას ქვია ბძოლა გამარჯვებისთვის!

• არ არის ეს ის თამაში რაც ჩვენ ყელას გვინდა, აგერ ჩვენ და აგერ იაპონია. კარგი იქნება ვცდებოდე და საჯარო ბოდიში ჩემზე იქნება. ბიჭების ჟინი, თავდადება და მეტოქის შეცდომები ნუ მოგვიშალოს ღმერთმა

• ჭუმიკა

100 % -იანი ხარ ძმა !!!

• ჭუმიკა

რა მოგივიდათ თქვე კაი ხალხო, კაცურად მილოცვაც არ შეგიძლიათ? მაქსიმალისტები ვინცა ხართ , მიდით ქართულ ფეხბურთს მიხედეთ რა დღეშია. გაუმარჯოს ჩვენ რეგბისტებს, ლომები ხართ!!!

ზოგი ჭირი მარგებელიაო! კარგია, რომ რუსეთის მორაგბეთა ნაკრები არ ჩამოვიდა აქ გუშინდელ ტესტ მატჩში სათამაშოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიხილავდით იმ ნაკლოვანებებს,რომლებიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხრას იაპონიაში მსოფლიო თასის დაწყებამდე!

• Piper

შალვა სუთიაშვილი რა ძმაა! რამდენჯერაც გამოვიდა თამაში მოიგო.

• კახა

4წელია ვიძახი რომ ნაკრებს პროგრესი არ ეტყობა ნეტა ვცდებოდე და თუ მსოფლიოზე დღევანდელი თამაშით უფრო სწორად მეტოქის შეცდომების იმედზე მივდივართ ნაკლებად სავარაუდოა რაიმე დადებითი შედეგი გვქონდეს მელტონს მადლობა ოღონდ დღეს რომ ადიდებთ და აქებთ ჩემი დასაცავი არ შეიქნას თქვენგან ფედერაცია რომ უუნარო და არაფრის მაქნისია 4 წელია რაიმე არ შემოუთავაზებიათ ან ანგარიშვალდებულება რა გააკეთეს გვითხრან მაინც. მე ბოლომდე ნაკრების და მორაგბების ერთგული გულშემატკივრად დავრჩები ყოვლნაირი შედეგის მიუხედავად ოღონდ ამდენი ხნის ასე ნაომრად ნაწვალებად მოყვანილი შედეგი არ გაგვიქრეს ხელიდან წარმატებები შოტლანდიასთან კიდე უფრო კარგად გამოჩნდება სად ვართ.

მგონი პატივცემული ჰეიგი გვაბოლებს ბოლო 3 წელია - 50% უკეთ მომზადებული გუნდის ამას არაფერი ეტყობა (მინდომება, თავდადება და პატრიოტიზმი გვერდზე გადავდოთ - სუფთად სათამაშო კომპონენტებს ვგულისხმობ). ბოლო 2 წელი ძირითად ბირთვს გამოვკვეთო ამბობდა, მაგრამ ახლაც არ არის ჩამოყალიბებული, 6 ერში შესვლაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა გაცილებით სხვა დონეს უნდა თამაშობდეს. მოკლედ დიდი იმედი მაქვს ვცდები და ჩემს სკეპტიკურ განწყობას გააქარწყლებენ იაპონიაში ღირსეული გამოსვლით.

• gagi

იტალიას საერთოდ არ მოუგია თამაში, მაგრამ ვჯობივართ? რატომ არ მოუგია? ჩვენ რატომ მოგვიგია 10 თამაში და ა.შ? იმიტომ, რომ ჩვენ ვეთამაშებოდით ბელგიას და რუსეთს, იტალია კიდევ საფრანგეთს და ავსტრალიას. ასეა ჩიტაზიც. თანაც ჯერ დებიუტანტია.

• პასუხი

სამხრეთ აფრიკის პრო 14 არ არსებობს. არსებობს პრო 14 ( ყოფილი კელტების ლიგა), რაც მოიცავს ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიის და უკვე სამხრეთ აფრიკულ გუნდებსაც. კინგსის გარდა კიდევ ერთი აფრიკული გუნდია ჩიტასი. კი, ბოლოზე გავიდა.

• კითხვა

მართალია რომ ეს გუნდი სამხრეთ აფრიკის PRO14-ის პროფესიონალური ლიგის ბოლოადგილოსანია?

• zviads

მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის! მატჩის ორგანიზება ცოტა უკეთესი არ შეიძლება რომ იყოს, მაგალითად ორკესტრს მიკროფონები სჭირდებოდა, ხმა არ ისმოდა, და ეს ტაბლო ალაგ-ალაგ ჩამქვრალი ნათურებით არ ტეხავს?! სკამების სისუფთავეზე აღარ ვლაპარაკობ...

• გოჩა

ყოფილი ფეხბურთელი ვარ,მაგრამ ისეთი გულდაწყვეტილი ვარ ჩვენს ფეხბურთელებზე, რომ ა ხალხი თქვენ ჯიგარს ვენაცვალე თქვენ,რომ გიყურებთ მჯერა,რომ ჩვენს ქვეყანას ეშველება,თქვენ გაგახარად ღმერთმა.

• irakli81

მინიმუმ ფეინოორდის დონის, ხოლო არარატ არმენიაზე ბევრად უკეთესი :)))

• გავრილოვს

• ლევანი

შეცდომაა -"ადვილათ უვალერიანოთ", სწორია - "ადვილად უვალერიანოდ". ხშირ-ხშირად გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები და მასტან ერთად "ქართული ღრამატიკაც".

• ბმბ

ყველას გილოცავთ, მაგრამ მადლობა ვის ვუთხრათ ამათ რომ შევხვდით და არა რუსებს: გაბუნიას, კობახიძეს, გახარიას თუ ვის? დდდ შუტკა

• გია

გილოცავთ ყველას.გუნდი აბსოლუტურად შეცვლილია.შემდეგი ორი თამაში ამის დასტური იქნება. მილტონმა შეძლო და შექმნა თვისობრივად ახალი გუნდი.

• ზაზა

შემდეგი თამაშები აჩვენებს რეალურთან მიახლოვებული მდგომარეობას. მთავარია ტრავმების გარეშე იაპონიამდე

• Irakliy

არც მთლად ეგრეა საქმე. ეს არის მოსამზადებელი თამაში. ექცპერიმენტები ტარდება შემადგენლობია და სათამაშო სქემების მხრივაც. ამიტომ ძალიან მკაცრად ნუ განვსჯით.

• anz

სანამ ვინმე რამეს დაწერს კარგად გაიაზროს რას წერს. რა თამაში გვქონდა, რა გეგმები გვაქ, რა სტრატეგია და მოლოდინები იყო ამ თამაშისგან. კლუბსა და ნაკრებს შორის ტოლობის ნიშნებააც შევეშვათ. პირველი თამაშის პირობებზე კარგი თამაში იყო. მოვიგეთ იმიტომ რომ კინგზი ფიზიკაში დავჩAგრეთ. ანუ ფიზიკური მომზადების გამო მოვიგეთ. სქოთებთან ნამდვილი სანაკრებო რაგბი იქნება. საკლუბო და სანაკრებო რაგბი ორი სხვადასხვა რამეა. მადლობა კინგზს ძალიან კარგი გაკვეთილისთვის. მე უფრო ბიჭების ჯამმრთელობის ამბები მადარდებს. ბუკა უფრო მსუბუქად იყო. იმედია ცუცქირიძე ჯანმრთელად იქნება მსოფლიოზე.

• ბოკინიო

ჯერ ერთი ამხანაგურია და ყველაფრის ჩვენება არც შეიძლება მსოფლიოს წინ. მეორე მაინც ბოლიმდე იბრძეს იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლიათ!!! ბრძოლაში ბედნიერები

• irakli81

გილოცავთ ყველას გამარჯვებას. ბოლო ოცი წუთი კარგი იყო,უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე დავჯაბნეთ მეტოქე. აი სათამაშო კომპონენტებში მოსამატებელი გვაქვს.მეტოქ აქ უკეთ გამოუყურებოდა. მთლიანობაში პირველი მოსამზადებელი თამაშის კვალობაზე ცუდი არ იყო.

შენ წარმოიდგინე ჯობდა, თუნდაც ტრავმების ფასად. რუსებთან მოგებით მწარედ მოვტყუვდებოდით და მსოფლიოზე ფიჯის ვინ ჩივის, ურუგვაისთანაც მწარედ შევრცხვებოდით

• daviti

da am gundit rato ar unda cavidet? am bichebs plius chilachava nariashvili bregvadze, axalgazrdebi gamoicada rom parto archevani gvqondes, me mgonia ro piriqit stimuli unda movcet bichebs da ara am gundit da im gundit msgavsi komentari chemi azrit arascoria...carmatebebi bichebs dzalian kargebi xart!

• ირაკლი

საღოლ :)

• DAVE

ნუ ადარებთ ამ სპორტს ფეხბურთს და მითუმეტეს ნუ ამბობთ რომ ბრძოლობენ. რაგბი თავად არის ეგეთი სპორტის სახეობა, გინდა არ გინდა შეჯახებაა და ბრძოლა. გამარჯვება კარგია, მაგრამ ეს საუზერნ კინგსი საფეხბურთო თვალსაზრისით რომ ავითოთ დაახლოებით ვისი რანგია იქნება ? დუდელანჟის თუ ჰელსინბორგის ?

• Irakli

Fijis unda mougot meti ambicia arc aravis gvaqvs 2 tamashis mogebaa mizani. Da mgonia rom shedzleben

• eksperti

საუზერ კინგს ბოლოს როდის ქონდა მოგებული თამაში საერთოთ იცის, მგონი 2018 წელს, რისი თქმა მინდა, უფრო ადვილათ უვალერიანოთ მოგება გვმართებდა,რომ ვილაპარაკოთ რამე წარმატებაზე. რეალობა უფრო ძნელია

• Roma

Zogi klubi top nakrebze dzlieria. Da gundi dzlier gundtan vitardeba da igeb shens nakls 80-0 ro mougeb vigac bublik gunds eg ra pliusia? Aseti tamashi jobda asakrepi aqvt bichebs satamasho tonusi..tanac ramdenime lideri ar iyo sastavshi... ase rom 31shi gacilebit karg pormashi iqnebian bichebi da upro dzlier gunds gaviyvant moedanze

• grani

ეს კლუბი სამხრეთ აფრიკიდან არის სხვათა შორის

• დდდ

გენაცვალეთ ბიჭებო.აი სულიერი სიმტკიცე და სიძლიერე აი ქართული გენი.წაგებული თამაში შემოატრიალეს ამ ჯიგრებმა.საბურთალოს ფეხბურთელებო უყურეთ ამ თამაშს და ბევრს ისწავლით.პირველ რიგში სამშობლოსთვის ბრძოლას სიყვარულს და ერთმანეთის გვერდით დგომას.

• შემოევლოთ ბიჭებს ჩვენი თავი მარა, ამ გუნდით მივდივართ მსოფლიოზე ამბიციებით??))

• ლაშა

ეს იყო მართლაც ბრძოლა

• andro

არ ჯობდა ამას რუსეთთან თამაში? ხომ მოვიგებდით უფრო ადვილად, ნერვები არ დაგვაწყდებოდა. ამდენი მოთამაშე არ დაგვემტვრეოდა და ტოლობის ნიშანი არ დაისმებოდა გუნდსა და კლუბს (!) შორის.

• 912

კარგი იყო თილუმცა შოტლანდიასთან მეტად უნდა მოვინდომოთ

ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა

"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება

საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა

შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს

U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა

უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა

პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!

ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა

დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს

რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ

"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

დავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

მილტონ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით, 50%-ით უკეთ ვართ მზად

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

ცნობილი გახდა, ვის შეხვდება "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაცვლად

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"