ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველო VS სამხრეთი კორეა - ვლადიმირ ვაისის რისკი თუ პრაგმატულობა?

საქართველო VS სამხრეთი კორეა - ვლადიმირ ვაისის რისკი თუ პრაგმატულობა?

დღეს, 5 სექტემბერს, 17:30 საათზე საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეის ნაკრებს თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა აზიის ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ნაკრებთან დაგეგმა, რომელიც განსხვავებული საფეხბურთო სტილით თამაშობს, ვიდრე დანიის ნაკრები, რომელსაც 8 სექტემბერს შევხვდებით.

კორეული ფეხბურთი მთლიანად სისწრაფეებზე, სწრაფ გადაწყვეტილებებსა და სიზუსტეზეა აგებული. მეტოქე ნამდვილად გამოირჩევა კომბინაციური ფეხბურთით, რასაც ხშირ შემთხვევაში ჩვენს ნაკრებზე ვერ ვიტყვით.

საქართველოს ნაკრების ტრავმირებულთა სია კვლავ გრძელია, თუმცა მთავარი დანაკლისი დაცვის ცენტრში გვექნება. ერთშაბად სამი ფეხბურთელი დაგვაკლდება: საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა და დიდი ალბათობით, ლაშა დვალიც. ვიმედოვნებთ, რომ გურამ კაშიას ჯიმი ტაბიძე შეუწყვილდება და არა გია გრიგალავა, რადგან ტაბიძე გაცილებით სწრაფია, ვიდრე გრიგალავა. მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, რომ ვლადიმირ ვაისმა სამივე მცველი ათამაშოს.

სასურველი იქნებოდა ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად ლუკა ზარანდიასთვის ან გიორგი ხარაიშვილისთვის ამჯერად მაინც ეხმო, თუმცა ვლადიმირი ამ შემთხვევაშიც დუმს.

რისკი თუ პრაგმატულობა? ამ შეხვედრაში სლოვაკს ორი არჩევანი აქვს. პირველ ვარიანტში შეუძლია ახალ ფეხბურთელებს მისცეს შანსი, გამოსცადოს ახალი სათამაშო კომბინაციები და შესაძლოა რისკმა არ გაამართლოს, შემდეგ კი მიუღებელი ანგარიშით დავმარცხდეთ. მეორე შემთხვევაში კი ითამაშოს ნაცნობი ფეხბურთელებით, მაქსიმალურად ჩაკეტოს ზონები და დაელოდოს თავის შანსს. არსებობს მოლოდინი, რომ ვაისი პრაგმატულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ მარცხი მწვრთნელის იმიჯზე აისახება და ვაისს გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ისედაც არ სწყალობს.

საინტერესოა, ვის დაუთმობს სლოვაკი მოედნის ცენტრს? ეს თუ ჯაბა კანკავა არ იქნება, მაშ, რისთვის გამოიძახა? ნაკლებად სავარაუდოა, მასთან მურთაზ დაუშვილი ათამაშოს, თუმცა არც გასაკვირი იქნება. სასურველი იქნებოდა, უფრო მოძრავი ფეხბურთელისთვის მიეცა შანსი, როგორიც გიორგი აბურჯანიაა და თუ თავს წარმოაჩენდა, დანიასთან შეხვედრაშიც გაამწესებდა.

აი, შეტევის ხაზში კი უფრო მრავალფეროვნებას ველოდებით. სასურველი იქნებოდა ერთმანეთთან ახლისა და ძველის შეთავსება. მაგალითად, ვაისმა პრესკონფერენციაზე გამოჰყო ზურიკო დავითაშვილი, რატომაც არა? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ძირითადში, დიდი ალბათობით, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე იქნებიან, ამ ფეხბურთელებისგან კი შეუძლია ახალი უნარ-ჩვევები შეიძინოს.

ჩვენი ვერსიით, სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლევან ხარაბაძე - ჯანო ანანიძე, გიორგი აბურჯანია, თორნიკე ოქრიაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი - ვაკო ყაზაიშვილი

მეტოქე
კორეის ნაკრების ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ღირებულება 112 400 000 ევროს შეადგენს, თუმცა 80 მილიონი მხოლოდ სონ ჰინ მინი ღირს, რომელიც გუნდის ლიდერი და კაპიტანია. 27 წლის შემტევი "ტოტენჰემის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და კლუბის წარმატებულ ასპარეზობაში დიდ როლს თამაშობს.

გუნდს ძალიან კარგი შეტევა ჰყავს, თუმცა უკანა ხაზი - არა. გამორჩეული ფეხბურთელებია "ფრაიბურგის" შემტევი კვონ ჩან ჰუნი, "ზალცბურგის" ფორვარდი ჰვან ჰი ჩანი, "ბორდოს" ფორვარდი ჰვან უი ჯო და "ვერონას" ახალგაზრდა ტალანტი ლი სუნ ვუ.

ნაკრების 52 პროცენტი ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შედგება. საშუალო ასაკი 26.6 წელია. ბოლოს ისინი ამხანაგურ შეხვედრაში ირანს დაუპირისპირდნენ და ფრედ, 1:1 ეთამაშნენ, მანამდე კი ავსტრალია 1:0 დაამარცხეს.

"წითლებს" 2018 წლიდან 50 წლის პორტუგალიელი პაულო ბენტო უძღვება, რომელიც წლების განმავლობაში პორტუგალიის ნაკრებსაც წვრთნიდა. ამავდროულად, მას უმუშავია "სპორტინგში", "ოლიმპიაკოსში", "კრუზეიროში" და ა.შ.

სამხრეთ კორეამ მისი ხელმძღვანელობით 16 შეხვედრა ჩაატარა, მათგან 10 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო. მისმა გუნდმა 22 გოლი გაიტანა და 8 მიიღო. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით, კორეელები 4-1-3-2 ტაქტიკით თამაშობენ.

მოლოდინი

უნდა ვაღიაროთ, ამ დაპირისპირებას გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ეს სამხრეთი კორეაა, თუმცა დაუმარცხებელი გუნდიც არ არის და თუ ვლადიმირ ვაისი პაულო ბენტოზე გამჭრიახი გამოდგება, შეძლებს საქართველოს ნაკრები სამშობლოში იდეალური განწყობით დააბრუნოს.

გულშემატკივრებს სიახლის ხილვა სურთ, მწვრთნელს - დადებითი შედეგი. შესაძლებელია ამ ყველაფრის შეთავსებაც, რა თქმა უნდა, თუ სლოვაკი ამ ყველაფერს შესაბამისად მიუდგა.

• KUTAISELI

magrat mainteresebs vaiss nakidi kavs sakartvelos nakrebi tu ra xdeba, arc iseti utvino chans ro vinmes azri ar gaitvaliscinos, vinmem xo cheizleba utxras ro xaraichvili, lobjanize, kvaracxelia daakenos ziritadchi, am bichebs kargi sezoni akvt, golebi gaakvt da sakmaod normalur chempionatebchi tamachoben, kidev uamravi nichieri pegburteli gvkavs romlis arseboba vaisma arc icis albat, ras jiutobs, magic ar mkavdes zidani, an klopi, erti unicho mcvrtnelia da memgoni movida dro didi xania ro chevcvalot , bevri normaluri mcvrtneli ari ugundod , cota tvinis ganzrevaa sachiro, aravize naklebi pegburtelebi ar gvkavs, scori muchaobit bevris migceva cheizleba, magram vaisis xelchi chven nakrebs perspektiva ar ekneba, is ro jgupchi pirvelze gavedit, mtlianad chakvetazis damsaxurebaa da ara vaisis da amas danaxva unda, dgevandel nakrebis sias ro gadavxede ukve cagebuli mgonia tamachi, ar dabloko arapeli tkuili ar mitkvams, da tu maincdamainc ase uprtxildebit mag tkven slovak mcvrtnels machin agar kopila sachveli da dabloke gadavitan rogorme.

• Soso

წინა შეხვედრაზე დანიასთან სამი საყრდენი დააყენა და გვილია თავდამსხმელად. სავარაუდოდ იგივე ტაქტიკით ითამაშებს ახლაც. როგორც არ უნდა წააგოს მაინც მოძებნის მიზეზს რომ თავი გაიმართლოს. ხან ლორიას დააბრალა თამაშის წაგება, ხან კვირკველიას, ხან მსაჯს, ხან უპრაქტიკო ფეხბურთელებს. ახლა შეიძლება დებიუტანტებს დააბრალოს წაგება. ეს მარაზმი უნდა დამთავრდეს! მწვრთნელმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და საკუთარი შეცდომები აღიაროს.

• შოკირებული გულშემატკივარი

ისინი სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენო და აბა თანამედროვე ფეხბურთი სხვა რა არი სამაგიეროდ ჩვენები ტექნიკურები არინ და რამდენიმე წუთი სწრაფი თამაშიც გამოსდით და მარტო მაშინ ვახერხებთ გამწვავებას

• semi

მაინც ვერაფერს გააგებინებ ამ ჟურნალისტებს და გულშემატკივარს არ აქვს აზრი.

• Felisio

ვაისი და გარისკვა მე ერთად არ მახსოვს. ისევ პრაგმატულობას აირჩევს და მაქსიმალურად გამოიყენებს ძველ ბირთვს.

• ირაკლი

არავინ ამბობს ხარაიშვილი და ზარანდია ცენტრალური მცველების ხარჯზე გამოეძახა ვაისს, მაგრამ დანიასთან დისკვალიფიცირებული კანკავას, ჭანტურიშვილის, მარად პერქპექტიული ანანიძის და დაუშვილის ნაცვლად კი შეიძლებოდა მათი თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში მოსინჯვა. დაუშვილის გამოძახებას კიდევ გავიგებ, მაინც ჩამშლელი და კანკავას ტიპის საყრდენია, მაგრამ დანარჩენები? იგივე ჩაკვეტაძე (და არა ჩანკვეტაძე) სწორედ ამხანაგურში გამოიცადა პირველად და გაამართლა, მაშინ რატომ არ უნდა მიეცეს ამ ბიჭებსაც თავის წარმოჩენის შანსი? ბოლოს და ბოლოს დღეს რითია ხარაიშვილი ოქრიაშვილზე ნაკლები თუ მეტი არა? და თუ ჩვენ ვცდებით და მართლაც არაფრით სჯობიან ძირითად ბირთვს ეს სწორედ ამხანაგურ თამაშებში უნდა გამოჩნდეს. ყველა შესაძლო რესურსი გამოყენებულ უნდა იქნას.

• s.s.

ჯერ თამაში არ დაწყებულა და უკვე თავს წაგებულად თვლის, მე მგონი ამ კაცმა ამოწურა თავისი რესურსი, დანიაშიც ნახევარი გუნდით ჩავედით, კვირკველია თავს იკლავს ლოკომოტივში არ მათამაშებენო და ნაკრებში თამაშზე ტრავმა აქვს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთს ეზარება ნაკრებში თამაშიი.

• zuka

ეგ შემადგენლობა რაც დაწერე თქვენი ვერსიაა თუ შენი პირადი? მართლა გგონია რო ცენტრში აბურჯანია, ჯანო და ოქრი დადგებიან? და იმაზე თუ იფიქრეთ, ბურთი ვინ უნდა წაართვას ცენტრში კორეელებს? ჯანო და აბუ გაუმკლავდებიან? არავისთან გვითამაშია ჩამშლელის გარეშე. ერთი ხისტი ფეხბურთელი მაინც იქნება ძირითადში. ან კანკავა ან ბუბა. გვილია უფრო მოსალოდნელია ცენტრში ვიდრე ან ოქრი ან აბუ

• Emi

ატასჯერ ვთქვი კიდე გავიმეორებ, ჩაკვეტაძის უმისოდ კაპიკია ჩვენი ფასი, და კვირკველია დაცვაში დიდი იმედი

• giga

ჯანოზე გეთანხმები, მაგრამ ოქრის აქვს სათამაშო პრაქტიკა და ამასწინათ ლამაზი გოლიც შეაგდო.

• Temo

ვაისი ერთად ერთი მწვრთნელია საქართველოს ნაკრების უამრავ მწვრთნელებს შორის ვინც მოახერხა და ნაკრები ჯგუფიდან გაიყვანა, ნუ ის აშკარად არაა ახალკაცის ან ფერგიუსონის დონის მწვრთნელი,მაგრამ მოახერხა ის რაც სხვამ ვერ მოახერხა, თან სტატისტიკა ნახეთ ჯგუფში თამაში არ წაუგია,,,ამ გამარჯვებებში ლომის წილი ჩანკვეტაძეს მიუძღვის რათქმაუნდა და ეს აშკარად ამ უნიჭიერესი ბიჭის დამსახურებაა მეტწილად.....და არ დაგავიწყდეთ ეს ბიჭი ვინ მიიწვია ნაკრებში?!

• ლუკა

ვაის წადი!!!!

• L.J.

Mec dzaan mindoda zarandias da kharaishvilis khilva magram Ara centraluri mcvelebis xarjze ;)

• L.J.

Avtor...Sami centraluri mcvelia damtvreuli da mainc zarandia kharaisvils idzaxi shemcvlelebad?amdeni shrmteviy Ra taktikit unda vitamashot 271it?

• Jordan Beli

ვაისი წინასწარ ტირის უკვე.მშიშარა მწვრთნელია.დაცვაში პრობლემებზე ლაპარაკობს უკვე.ტოპ ნაკრებებს არ ვგულისხმობ,მაგრამ ჩვენი დონის გუნდებს ვის ჰყავს ტაბიძე,კაშია,გრიგალავაზე ძლიერი ცენტრალური მცველები? ის კია არა ბევრი ნაკრები ინატრებდა ასეთ მცველებს.ასე რო ნუ წუწუნებ ბატონო ვლადიმირ.თუ ეგრე გეშინია გამოგეძახა ხუბუტია,უჩა ლობჟანიძე.დაუშვილი ხო გამოიძახე და ეგენიც გამოგეძახა.მოკლედ სასწრაფოდ მოსაშორებელია ეს კაცი სანამ გვიან არ არის.ვაისის შემდეგ მწვრთნელად არა მაგრამ მომავალში ჩისკოს ვისურვებდი.რამის ქართველია უკვე და კოჭებში მე მომწონს.წარმატებებს ვუსურვებ ხარაიშვილს,ზარანდიას,ნინუას!!!გული არ გაიტეხოთ ბიჭებო,თქვენი დრო მოსულია უკვე,უბრალოდ ცოტაც და გიხილავთ ნაკრებში და თან ლიდერებად!!!

• gurulo

ტაბიძე გაცილებით სწრაფია, ვიდრე გრიგალავა.....კაშია ხომ ფრინავს, აი:)))):)))

• gurulo

ტაბიძე გაცილებით სწრაფია, ვიდრე გრიგალავა.....კაშია ხომ ფრინავს,აი:)):))

• გუგა

ვფიქრობ საქქრთველოს ნაკრებს აქვს შანსი გამარჯვების,გარდა ამისა კუთხურები ჩვენი შანსია თუ გავითვალისწინებთ იმას რომ კორეელები ტანმორჩილები არიან.

• ზრა

დარწმუნებული ვარ რომ ასეთი ძირითადი გვეყოლება. კლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე, დაუშვილი, აბურჯანია, ანანიძე, გვილია, კვარაცხელია, ყაზაიშვილი. შეიძლება კვარაცხელიას ნაცვლად ოქრიაშვილით დაიწყოს.

• zaza

ამ შეხვედრის უდავო ფავორიტი სამხრეთ კორეა არისო აპა შე კაი კაცო ანანიძეს და ოქრიასვილს საუკუნეა არ უთამაშიათ და ისედაც დაბალი დონის გუნდს რა შანსი უნდა გქონდეს როცა შემადგენლობაში ამდენი უთამაშებელი ფეხბურთელი გყავს დასახელებული.დდ ისე წაგებას ისე არიან მიჩვეულები უკვე მოგებისიც კი ეშინიათ. ზოგადად ყველა თამაშის მერე ეგრეა ჯერ ბაქიბუქი მერე გაფარჩაკება საფეხბურთო თვალსაზრისით და ღიმილიანი მიდიმოდი, სამწუხაროდ გაწბილებული მარტო გულშემატკივარი რჩება.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს

კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა

კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს

ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"

რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა

გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს

გახდება პირველი ფეხბურთელი? - მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს

რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე

"ბედნიერებაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან ჩამოვიდა" - ლუის ენრიკეს კომენტარი და ჟურნალისტის რეზიუმე

ზურიკოს მე-17 საგოლე მოქმედება - „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდა

ლაკაზეტი დუბლით წავიდა - მიქაუტაძის "ლიონი" ევროტურნირზე გავიდა

გამოიცანით - ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ოსერთან" მატჩში?

[VIDEO] ხვიჩამ ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერს" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO] ხვიჩა პარკ დე პრენსზე შვილთან ერთად გამოჩნდა

[VIDEO] ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "ოსერთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] 25 წლის წინ გაბანკროტებასთან იყვნენ ახლოს, დღეს კი FA თასი მოიგეს - "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა

[VIDEO] ცუნოდას უმძიმესი ავარია და მოულოდნელობით დატვირთული კვალიფიკაცია ემილია რომანოზე

[VIDEO] წიტაიშვილი დაბრუნდა, გაიტანა და ტრავმა მიიღო - "გრანადამ" მოიგო და ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის

არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს

ისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]

ო, რა კარგი იყავ სანახავადა - ბრაზილიამ სამხრეთ კორეას ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა

"ბოლომდე ვიცეკვებთ და ჩემპიონები გავხდებით" - ბრაზილიელებმა პელეს მხარდაჭერა გამოუცხადეს

კატარი 2022. ყველა მერვედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?