ერთ თვეში, 5 და 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ბოლო დროს, "ერთა ლიგის" პირობებში, ამ სტატუსის შეხვედრებში ნაკლებად ვმონაწილეობთ, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 4-გუნდიან ჯგუფში მოხვედრით, ამის შესაძლებლობა წარმოიშვა.

ამხანაგურების ერთ-ერთი დატვირთვა ახალი ფეხბურთელების გამოცდაა, რასაც ვილი სანიოლის მხრიდან ნამდვილად ვნახავთ. კიდევ ერთი მიზანი ოფიციალური დაპირისპირებების მზადებაა, თუმცა ფარერებსა და კაბო-ვერდესთან თურქეთის ნაკრებისთვის გენერალური რეპეტიცია არ გამოგვივა. მნიშვნელოვანია ახალი ტაქტიკური სქემის მოსინჯვაც. მოგეხსენებათ, ჩვენი ეროვნული გუნდი მარტში 4-მცველიან სქემაზე გადავიდა. ამ საქმეს ახლა ხელს ის შეუშლის, რომ საბა გოგლიჩიძე, ვინც ამ შემთხვევაში სანიოლს აუცილებლად სასტარტოში წარმოუდგენია, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს. რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზით არ იქნება. თანმიმდევრობით მივყვეთ.

მეკარე

ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა უკვე გვითხრა, რომ ივნისში გიორგი მამარდაშვილს დასვენების საშუალებას მისცემს და მისი მთავარი ალტერნატივა, 26 წლის ლუკა გუგეშაშვილი ითამაშებს. ის მომდევნო სეზონიდან ბერძნულ "პაოკში" გამოვა.

ახალგარდული ჩემპიონატის გამო სანიოლი განაცხადში ზოგიერთ მეკარესაც ვერ შეიყვანს, ვისი დაკვირვების სურვილიც ექნება. დიდი შანსია, სიაში გორის "დილას" 25 წლის კიპერი, დავით კერესელიძე ვნახოთ. სათამაშო ფორმის მიხედვით, 35 გიორგი მაკარიძე გამოძახებას ნამდვილად იმსახურებს. ჯერ არ ვიცით, ზაფხულში გუნდთან ერთად გიორგი ლორია თუ იქნება.

დაცვა

სომხეთთან მატჩებში განაცხადში გიორგი გველესიანი და საბა კვირკველია ვერ ვნახეთ. ახლა გურამ კაშიას დასვენებაზე რა გადაწყდება, რთული სათქმელია. თუკი ლუკა ლოჩოშვილის "სალერნიტანა" იტალიის სერია "ბ"-ს იმ ადგილზე (მე-17) დაასრულებს, სადაც ახლაა(მე-16 ადგილსაც ეს ელის), მას დასარჩენი პლეი-ოფის თამაში მოუწევს. ამ შემთხვევაში ლუკას ახლა ეროვნულ გუნდში ნაკლებად უნდა ველოდოთ.

ვისაც საქართველოს ნაკრების დაცვაში ნამდვილად უნდა იყოს, ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი, ივა გელაშვილია. 24 წლის უკანახაზელი "იბერია 1999"-ში გამორჩეულ სეზონს ატარებს. ამ გუნდთან და ზოგადად ჩემპიონატთან დაკავშირებით წავა თუ არა სამწვრთნელო შტაბი უფრო შორს, ამას ერთად ვნახავთ, მაგალითად ჯემალ - გიორგი ჯინჯოლავასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე იასპარეზებს.

ნახევარდაცვა

გიორგი ქოჩორაშვილი "სპორტინგს" 1-ლი ივლისიდან შეუერთდება, მანამდე კი დიდი შანსია, მის "ლევანტეს" "ლა ლიგაში" დაწინაურებისთვის პლეი-ოფის თამაში დასჭირდეს. აქედან გამომდინარე, "ქოჩორა" ფარერებსა და კაპო-ვერდესთან დაგვაკლდება. აღსანიშნავია, რომ სანაკრებო პაუზის დროს, გიორგის საკლუბო შეხვედრების გამოტოვება უწევდა, პლეი-ოფი კი სულ სხვა სტადიაა. იმედია, "გრანადა" მოწინავე ექვსეულში შესვლას მოახერხებს და იმავე მიზეზით გიორგი წიტაიშვილსაც მოვისაკლისებთ. მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. ასე რომ, ნახევარდაცვაში სიახლეებს უნდა ველოდოთ.

ერთ-ერთი, ვის დაბრუნებასაც ვვარაუდობთ, 27 წლის სანდრო ალთუნაშვილია(ვოლფსბერგერი). უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს გიორგი ზარიას, მაგრამ ახლა ყაზახეთის ჩემპიონატი გახურებულია და შესაძლოა, ნაკრების ხელმძღვანელობის მხრიდან, დათმობა ვნახოთ. მსგავსი სიტუაციაა აშშ-ში საბა ლობჟანიძის შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, 21-წლამდელთა ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, სანიოლი ამხანაგურებაში აუცილებლად რომ გამოცდიდა, მათ კი ახლა უფრო დიდი მიზნები გააჩნიათ. საინტერესოა, სიაში ნიკა კვეკვესკირს კვლავ თუ ვიხილავთ.

შეტევა

მარტის ბოლოს ვფიქრობდით, რომ ზაფხულში ბუდუ ზივზივაძეს მეტი დრო მიეცემოდა და ამაზე პრესკონფერენციაზე სანიოლმაც მიანიშნა, თუმცა მას ტრავმა ჰქონდა, ახლახან მომჯობინდა, მისი გუნდი კი ცდილობს, ბუნდესლიგაში დასარჩენ პლეი-ოფში მოხვდეს. ამ მიზეზით, ამხანაგური დაპირისპირებების დროს კლუბის სასარგებლო დათმობა უნდა ვნახოთ, რაც ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძეს ევროპა ლიგის ფინალამდე ვერ მივიდა და თუკი ნაკრების მწვრთნელი მის დასვენებას არ გადაწყვეტს, ის ივნისში გუნდთან ერთად იქნება.

იმედია, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას იზეიმებს, ივნისში პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურნირზეც ჩაერთვება, შესაბამისად, ფარერებსა და კაბო-ვერდესთან მას ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა.

შემტევებიდან გიორგი გულიაშვილი სიაში აუცილებლად იქნება. რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, ლიდერ "იბერიიდან" ამის შანსი, შესაძლოა, იური ტაბატაძეს ჰქონდეს.

ნაპოლეონი
ვერ ვხვდები ამ თამაშების მიზანს. . .თუმცა არცერთი არაა საჩუქარი და განსაკუთრებით კაპი ვერდე.მაგათთან რა ძირითადით გავისეირნებთ. . .
რაული1980
ყაზაიშვილიც იმსახურებს გამოიძახოთ ნაკრებში.
fsiuuu
საზონოვმა ვარჯიში დაიწყო და მგონი იმსახურებს გამოძახებას

21 წლამდელებთან თამაში არა ოფიციალურია და რეიტინგში ვერაფერს შეგმატებს.

აუუჰ რამდენი "გენიოსაა". )) თურმე აზრი არ აქვს ამ თამაშებსო და მთლიანად თერთმეტივე ძირითადის ფეხბურთელი სკამზე გადავსვათო. ))) არცერთი ნაკრები ასე არ იქცევა, პირიქით, სპეცილურად ნიშნავენ ხოლმე სანაკრებო გრანდები სუსტ მეტოქეებთან ამხანაგურებს, რო გუნდი უკეთ შეთამაშდეს და რეიტინგშიც ქულები არ დაკარგონ. საქართველო 127-ე თუ 137-ე ადგილზე იყო, როცა ესპანეთმა სათამაშოდ მიიწვია სილვა-ინიესტებთან, მარტივი მოგების იმედად. ექსპერიმენტი შეიძლება ჩაატარო 2-3 პოზიციაზე, იქ სადაც რეალურად გიჭირს ან ვინმე საპატიო მიზეზის გამო ვერ ახერხებს ნაკრების დახმარებას. იმედია თქვენს ჭკუაზე არ არიან სამწვრთნელო შტაბში და ორივე მატჩის მოგება აქვთ დაგეგმილი.
ABARA
ასეთი რანგის ნაკრებებთან თამაშს ხომ არ აჯობებდა ეროვნულ ნაკრებს ჩვენსავე 21 წლამდელთა ნაკრებთან გაემართა 2 სპარინგ მატჩი? ასე ხარისხობრივად და სანახაობრივადაც უკეთეს შეხევდრებს მივიღებდით და შესაძლოა ახალგაზრდული ნაკრებიდანაც შესანიშნავად წარმოეჩინა თავი რამოდენიმე ფეხბურთელს, რომელიც ნაკრებს სამომავლოდ გამოადგებოდა. P.s ზედმეტ ხარჯებსაც აირიდებდა თავიდან სფფ.
ორივეს წავაგებთ
თუ ძირითადი შემადგენლობა არ ითამაშებს, რომ უკეთ შეთამაშდეს, დაამუშავონ კომბინაციები და სტანდარტულები თურქეთთან თამაშის წინ, მაშინ ასეთი სპარინგების ფასი იქნება ნოლი. როგორი ექსპერიმენტალური შემადგენლობაც არ უნდა გამოიყვანოს სანიოლმა ფარერებიც და კაბო-ვერდეც თავზე გადაგვახევს ბურთს. შესაბამისად რეიტინგშიც დაღმასვლა გვექნება. სრულიად არაფრისმომცემი თამაშები იქნება, უბრალოდ ფეედერაცია გააკეთებს ფულს ბილეთების გაყიდვით, კაშია და კვეკვესკირი კი გაიუმჯობესენ ნაკრებში ჩატარებული თამაშების სტატისტიკას, ალბათ ლორიაც. ჰო, თუ ვეტერან ფეხბურთელებს გამოიძახებს სანიოლი, მაშინ კარგი იქნებოდა ბარებ ჩივაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ზაზა ჯანაშია და აშვეთიაც გამოიძახოს. იმედია შსემდეგ ამხანაგურებს სპილოს ძვლის და ჰავაის კუნძულებთან გავმართავთ.
Pepelu
გულშემატკივრების მხრიდან აზრების გაცვლა, კრიტიკა და კამათი ძალიან კარგია და ჩვეულებრივი ამბავია!! უბრალოდ ეს ყველაფერი დასაბუთებული და ლოგიკური უნდა იყოს!! და არა ისეთი უბანშიც, რომ ნათამაშები არა აქვს ფეხბურთი და აქ სანიოლს ტაქტიკებს და შემადგენლობას ურჩევს:))))))))
T.q
ფარერებთან და კაბო ვერდესთან ძირითადის 11 ეუკმა რომ არ ითამაშოს კარგი იქნებოდა და საინტერესოც რაღაც დონეზე მაინც გავიგებდით მათ გარეშე ჩვენი გუნდი და მომავალი თაობა რას წარმოადგენს და რა შესაძლებლობები აქვთ ძირითადის ფეხბურთელების თამაშს არც ინტერესი და არც რაიმე დიდი აზრი აქვს მითუმეტეს თურქეთთან დაპირისპირების წინ ალბათ უფრო ის ინებოდა საინტერესო შესარჩევი რომ დაიწყება გაგვეგო რეზერვი გვეყოლება თუ არა და თუ გვეყოლება რა დონის რეზერვი და რა პოზიციებშე შეგვიძლია მივიღოთ ალბათ ამ მატჩების ჩანაფიქრიც ეგ არის და კარგი აზრია ასე თუ არის.
ჰოვიცერი
ცოტნე კაპანაძეს ვახსენებდი ამ სტატიაში მარჯვენა მცველად. სანამ მაისურაძე ახალგაზრდული ნაკრებიდან ამოიწევა. გოჩოლეიშვილს რაღაც სჭირს, იაღლიშების ცვენა აქვს კოპენჰაგენში. ალთუნაშვილის გამოძახების აზრსაც ვერ ვხედავ, მოყვარულია, ვერ უშველა ვოლფსბერგმა. ხელი ჩაიქნიეს და სტაბილურად გადასვეს სკამზე კაი ხანია. ისევ გვილიას გამოძახება ჯობია გამოცდილების ხარჯზე. არ უნდა იყოს ზედმეტად ექსპერიმენტული შემადგენლობა, არ შეიძლება ამ თამაშებში ფეხის დაცდენა, რეიტინგში ქულების დაგროვება გვჭირდება.
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
სირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს