საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა ბაჩო ხურციძემ თანამდებობა დატოვა და რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა დააანონსა, - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველმა არხმა" გაავრცელა.

"ნებისმიერი წარმატების საწინდარია ჯანსაღი საკადრო პოლიტიკა, გააზრებული პროექტები და ქმედითობა, ხოლო არასწორი მენეჯმენტი, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, ინერტულობა, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, უამრავ პრობლემას გვიქმნის როგორც ზოგადად, ისე მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესშიც.

ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ და სხვა პრობლემებზე არაერთხელ ღიად დაგიფიქსირეთ ჩემი პოზიცია, შემოგთავაზეთ გულწრფელი რჩევები და ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარება. თუმცა, ურთიერთთანამშრომლობის ნაცვლად, დაპირისპირება არჩიეთ, შესაძლოა, თქვენი მხრიდან ჩემი კონკურენტად დასახვიდან გამომდინარე, წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრება დაიწყო, ჩემი ჩამოშორება მზადების ამ მნიშვნელოვან პროცესში მსოფლიო რაგბისთან კომუნიკაციისგან; ჩემი ამოღება ჩემპიონატზე მიმავალი დელეგაციის შემადგენლობიდან, რომლის ხელმძღვანელადაც ვიყავი წარდგენილი, დაბოლოს, ვაკანსიის გამოცხადება ამჟამად ჩემ მიერ დაკავებულ პოზიციაზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს გასაკეთებელი საქმის მიმართ.

ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი", - წერს ხურციძე.

ხურციძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

ცოტნე
გიო და სოსო, არ არის საჭირო ეს იაფფასიანი პინგ-პონგი, არც თქვენ გიხდებათ და ნურც რაგბის გულშემატკივრებს აკადრებთ მსგავს ტყუილებს. უბრალოდ ძალიან მარტივად იშიფრებით, რომ არავის არ იცნობთ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანებიდან და შეკვეთილ თუ უნებლიე დეზინფორმაციას ავრცელებთ. გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს და ვისაც ჩვენების მარცხი გაუხარდება მათი გამოვლენაც თქვენზე იყოს თავის მოწმეებით )))
გიო
სოსო, ჩემი თვალით და ჩემი ყურით! მოწმეებიც არსებობენ.
vova
არც ეს და არც სვანაძე მამუკას ავტორიტეტი უნდა რაგბს საქართველოში
სოსო
გიო,ეს სიტყვის მასალად თქვი,თუ მართლა დაინახე?ჩვენ სიტუაციაში,შენც იცი,რომ ეს სახუმარო არ არის და ამიტომ მინდა დააზუსტო
მალაქია
მთლიანად შესაცვლელია რაგბის ფედერაცია, სამწუხაროდ ესეა. სვანიძე ძალიან სუსტი ხელმძღვანელია. აბუ ან ზირაქა პრეზიდენტად.
ირაკლი
"მაღალი სპორტული შედეგები" რაგბში ბოლო წლებში ნამდვილად არ ჩანს, ერთ ადგილზე არიან გაჩერებულები და ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს მიღწეული შედეგებით იწონებენ თავს. ასე რომ, ხურციძის გადადგომა ლოგიკურია, თუმცა მისი კანდიდატურა ფედერაციის პრეზიდე4ნტობაზე, სრულიად უსაფუძვლო. მისი ავტორიტეტი რაგბის სამყაროში მიზერულია.
alexandre
ვერაფერი ვერ გავიგე. მგონია რაგბში მაინც მეტნაკლებად დალაგებულია სიტუაცია. ის რომ ზოგი რაგბისტი, ვინც ვერ მოხვდა მსოფლიოზე, უკმაყოფილოა, არ არის გასასკვირი, პირიქით, ბედნიერი რომ იყოს - ეს იქნებოდა აღმაშფოთებელი. ისიც გასაგებია, რომ ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, ესეც გამორიცხულია; სადაც საქმე კეთდება იქ უკმაყოფილოც ბევრია. ვერ ვგებულობ, კობიაშვილი ქოცია და ეს მინუსია, სვანიძე ნაცია და ესეც მინუსია (ჩემთვისაც); მაგრამ იმის გამო რომ ან ერთია ან მეორე ეს არ უნდა წყვიტავდეს პროფესიონალის ბედს (მე არ მყავს მხედველობაში სააკაშვილის დამნაშავე-კრიმინალი ხელისუფლების ბანდიტები, რომლებიც გასასამართლებელია). და კიდევ, თუ მართლა ნახა ვინმემ როგორ უხაროდა ამ ბაჩოს შოტლანდიასთან წაგება, თუ ვინმეს გაეხარდება მსოფლიოზე ნაკრების წარუმატებლობა (დაგვიფაროს უფალმა), ქოცი კი არა, სულ ზვიად გამსახურდიას ახლობელი იყოს იდეურად, ნათესაურად - ის არ მინდა არსად არაფრის ხელძღვანელად.
Best
რა მაღალი მიხწევების მენეჯერი :)))) შეეშვით პიარს და გააკეთეთ საქმე საქართველოს ჩემპიონატს ნუ დაიყვანთ A და B ლიგის დონემდე!!!!! 1 გუნდი ჩელენჯზე ან პრო 12 ში შეიყვანეთთთთთთთ !
შოკირებული გულშემატკივარი
მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა მაღალი სპორტული შედეგები არ ჰქონდა და იმიტომ დატოვა დირექტორის პოსტი?
სოსო
კარგი იქნებოდა,მაგრამ გია უკვე ორბიტაზეა გასული და მისთვის დაბრუნება,უკანსვლის ტოლფასი იქნება.სანამ წავიდოდა,მანამდე უნდა გავფრთხილებოდით.ესეც ვთქვათ,რომ ფირაში მისი ყოფნა,დიდი სიკეთეა საქართველოსათვის და შეიძლება უფრო მეტადაც კი გვეხმარება იქიდან.
გიო
წამოყო ისევ თავი აბუსერიძის კლანმა! ბაჩოს როგორ უხაროდა შოტლანდიასთან თბილისში წაგება, უნდა გენახათ! გაისად პრეზიდენტი მე ვიქნები და მერე ვნახოთო! ცნობისათვის-ეგ ბეჟან ხურციძის(ყოფილი პარლამენტარი) ვაჟია! თავი ისევ წამოყო ირაკლი აბუსერიძის(პარლამენტარი) კლანმა! მაგათ ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებთ!
ზაზა
რაგბი დაგვრჩა დასანგრევად და აბა თქვენ იცით, ჩვეული ქართული ,,ენთუზიაზმით,, მიადექით ჩაქუჩით და განავლით
niko
ჯერ ერთი რა თანამდებობაა მაღალი სპორთული მიღწევების დირექტორობა? ვინ გამოიგონა და რომელ ნორმალურ ქვეყანაში ნახავთ ასეთ თანამდებობას? ბანანის რესპუბლიკაა ეს ქვეყანა და თავი ევროპაში ჰგონია ხალხს! კარგით რა როგორ შეიძლება ყველაფრის ასე გაუფასურება?
gagi
სვანიძე არი უნამუსო ნაციოანალი. აქამდე არ ჩანდა რა იყო? როგორ მუშაობს ეგ და მისის შტაბი, ჰეიგის ჩათვლით/ პასუხებს იძლევა? ნორმალური კითხვა თუ დაუსვეს? რა გონორითაა? მარა, ეს მაინცდამაინც შენ რო შეგეხება, მერე ხმის ამოღებაც მაგარი კინტოობაა რა.
კახა
დიდი ხანია ცვლილებებია საჭირო არსებული ფედერაცია უსაქმური და არაფრისმაქნისია.
ლომი
ბაჩო მუშა კაცია ბევრი აქვს გაკეთებული ნაკრებისთვის. მან მოაწყო U20 საქართველოში რომ ჩატარდა. სვანიძე მოსაშორებელია შტაბით. ჟვანიას რაც უქნეს უკან მოხვდებათ.
Jaba
რაგბი რომ არ ვითარდება ეგ ხომ ნათლად ჩანს ყოველ წლიურად 50/60 მოთამაშე ტოვებს ქვეყანას ბიჭებს ელემენტარულ პირობებს ვერ უქმნით!!!! არ იყვნენ ნაკრებში 80% ლეგიონერები და ვნახავდით რა მაღალ მიხწევებზეც ილაპარაკებდით!!!
მენგრელ
წარმატებები მინდა ვუსურვო ბაჩო ხურციძეს! ეს არიანუსუსტესი,არაპროფესიონალი ფესერაცია,რომელსაც არამხოლოდ ეროვნუკი ნაკრები მიყავს რეგრესისკენ,არამედ ბავშვთა და შიდა ეროვნული ჩემპიონატები,აფსურდული და უაზრო პოლიტიკა მოთამაშეების და გუნდების მიმართ,საშინელი მდგომარეობა რეგიონებში! დროა ცვლილებების!
სოსო
ეტყობა ფედერაციაში ფულის სუნი დატრიალდა,ყველგან ასე ხდება და რაგბისაც დაადგავენ ეტყობა მგლები თვალს.კონკრეტულად ამ ადამიანზე არ ვამბობ,მაგრამ უკვე მეორე კაცი ალაპარაკდა და ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს
ირაკლი
რეგერსი ნამდვილად ზებგერითი შეფასებაა
გოგა
ნაკრები პროგრეს კი არა რეგრეს განიცდის. ამას მარტო შოტლანდიასთან წაგებების გამო არ ვამბობ.
luka
გია ნიჟარაძე დააბრუნეთ ქართული რაგბის რულთან)) მაგის ტოლი არავის არაფერი გაუკეთებია კავშირში
კობა
ხურციძე არ ვიცი რამდებად კარგი კადრია მაგრამ სვანიძე, რომ მოსაშორებელია ეს აშკარაა....
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში 3 კანდიდატი დარეგისტრირდა
ლიმონათი "ზანდუკელი" რაგბის კავშირის პარტნიორი, 20 და 18-წლამდელთა ნაკრებების სპონსორი ხდება!
რ/კ-ის პრეზიდენტმა პირველი არხის განცხადებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა
"საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და რაგბის კავშირს შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა
რას მოიცავს რაგბის კავშირის შეთანხმება "პირველ არხთან" ?
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
"აქვა გეო" საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
ბაჩო ხურციძე მსოფლიო რაგბის კონსულტანტი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნების თარიღი ცნობილია
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
"ბოლომდე ვიბრძოლებ" - ქართული რაგბის ლეგენდები არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ [VIDEO]