აკი ბაშო დასრულდა და სუმოს ყველაზე დიდი ტურნირი ორი თვით დაემშვიდობა გულშემატკივარს. სექტემბრის ბაშოს ტრიუმფატორი სეკივაკე მიტაკეუმი გახდა, რომელმაც ფინალურ ბრძოლაში ტაკაკეიშო დაამარცხა.

ეს ბაშო წარუმატებელი გამოდგა ტოჩინოშინისთვის, ქართველმა მეორეჯერ დაკარგა ოძეკის წოდება და მის დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე ათი გამარჯვება მართებს. ლევანის წარუმატებლობის მიზეზი მარჯვენა მუხლის ტრავმა იყო, რომელსაც სათანადოდ ვერ ეყრდნობოდა, თუმცა ბრძოლიდან ბრძოლამდე პროგრესირებდა.

ქართველი ფალავნის შედეგია ექვსი გამარჯვება ცხრა მარცხის საპირისპიროდ. ტოჩინოშინი მიტაკეუმის გამარჯვებით გახარებული იყო, რადგან ისინი მეგობრები არიან და ტურნირის დასრულების შემდეგ საჯაროდ მიულოცა.

"მე ბედნიერი ვარ, რადგან ის ჩემი მეგობარია. ბოდიში, ვერ მოვიგე, რაც სამწუხაროა, მაგრამ გახარებული ვარ მისი გამარჯვებით. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ" - განუცხადა ჟურნალისტებს ტოჩინოშინმა ტურნირის დასრულების შემდეგ.

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე გამომუშავებული კენშოებით მეხუთე ადგილზეა, მას 104 კენშო დაუგროვდა, რაც დაახლოებით 170 000 ლარია.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

262 - ტაკაკეიშო

218 - გოეიდო

178 - მიტაკეუმი

134 - კაკურიუ

104 - ტოჩინოშინი

მიმდინარე ბაშოზე ორი იოკოძუნა მონაწილეობდა, კაკურიუ და ჰაკუჰო. ჰაკუჰომ მეორე ბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა. რაც შეეხება კაკურიუს, მან ექვსი ბრძოლა ჩაატარა და შემდეგ ვეღარ შეძლო ასპარეზობა.

ოძეკთაგან, ტოჩინოშინის გარდა, გოეიდომ იასპარეზა, რომელმაც ათი გამარჯვება და ხუთი მარცხი დააგროვა.

რაც შეეხება გაგამარუს, მას მინიმუმ ექვსი გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა სეკიტორის ტიტული შეენარჩუნებინა და რანგით მესამე ლიგაში არ დაქვეითებულიყო. გაგამარუმ ზუსტად ექვს გამარჯვებას უწია და პოზიცია შეინარჩუნა.

ჯურიო ლიგის გამარჯვებული მეთორმეტე ნომერი იკიოი შოთა გახდა.

ეს "უწია" მეც ვერ გავიგე
მთავარია, ახლა ტოჩი დაასვენონ, ტურნირებზე არ აწოწიალონ და შეძლოს რეაბილიტაცია. მიტაკეუმი კიდევ ღირსეული კაცია. ხომ ნახეთ, როგორ დაიჭირა ტოჩი, რომ დარჩენილიყო. ტოჩიმ კიდევ რომ მოიგო იუშო, იმ ბაშოზე მიტამ კაკურიუ დაამარცხა და ინტერვიუში თქვა, ჩემს მეგობარს მინდოდა დავხმარებოდი და უფრო მეტი მოტივაცია მქონდაო. ასე, რომ კარგი ბიჭია მიტა :)
davit
ბედი ეწია- მე ვფიქრობ აქედან გამომდინარეობს ოღონდ ადამიანის მიერ ჩადენილი.
ალექსანდრე
პატივცემულ ავტორს, ბატონ გალაქტიონს! თუ შეიძლება, გულახდილად მითხარით, რომელ ქართულ ლექსიკონში მოიძიეთ სიტყვა "უწია"?! თუ კუთხური გამოთქმაა, რომელი კუთხის ქართველები ხმარობენ?! თუ სამართლიანი პიროვნება ხართ, პასუხს დამიბრუნებთ.
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
აკი ბაშო. XIII დღე: არის გამარჯვება! - ტოჩინოშინი ოძეკობის შენარჩუნებისთვის იბრძვის [VIDEO]
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ნაგოია ბაშოს შეჯამება - გაგამარუ, ტოჩინოშინი და მისი მეგობარი მიტაკეუმი
ნაგოია ბაშო. XII დღე: გაგამარუ დამარცხდა და მაკე-კოშამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
ახალი ბანძუკე - რა ცვლილებები განიცადეს ქართველმა სუმოისტებმა რეიტინგში
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
ტოჩინოშინი: რიუდენთან გამარჯვება ჩაფიქრებული მქონდა
აკი ბაშო. XIV დღე [LIVE]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ტოჩინოშინი დღევანდელ ბრძოლას უფრთხის: არ მაქვს კარგი მოგონებები
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
აკი ბაშო. XII დღე: ეს ბოლოა, ტოჩინოშინს მეტი მარცხის უფლება არ აქვს [VIDEO]
ნაცუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინს მიტაკეუმის დასამარცხებლად დაფიქრებაც არ დასჭირდა [VIDEO]
ტოჩინოშინი და სხვები - 5 დღე მიილია, ვინ რამდენი გამოიმუშავა აკი ბაშოზე?
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
აკი ბაშოს შეჯამება - ორი ქართველიდან გამოცდა მხოლოდ ერთმა ჩააბარა
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
ტოჩინოშინი გიოჯის გაუბრაზდა - "შენ რატომ გააჩერე ბრძოლა?"
აკი ბაშო. XIII დღე [LIVE]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]