ფოტო: Hagiwara Yasuo/rugby.ge

"ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიო თასზე მეორე მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 29 სექტემბერს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და იაპონიაში პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა ორი დღის წინ, ნაგოიაში უელსის წინააღმდეგ გამართა და მისი პირველი ტაიმით თავად მორაგბეებიც უკმაყოფილონი არიან, მაგრამ კარგად ჩატარებული მეორე ნახევარი მომდევნო თამაშებში წარმატების იმედს აძლევთ.

ვეტერანი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ უელსთან ის შეცდომები დაუშვეს, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ:

"უელსთან თამაშამდე მთელი კვირის განმავლობაში ნაკრების გამოცდილი მოთამაშეები ვამბობდით - არ მოხდეს ისე, რომ თამაშში თავიდანვე ვერ ჩავერთოთ. დიდ გუნდებთან რატომღაც ასე გვემართება. თითქოს თავიდან მათ თამაშს ვუყურებთ, ვაკვირდებით, რას გააკეთებენ. ეს ალბათ გამოუცდელობის ბრალია. ადრე უფრო მიკვირდა და ახლა უკვე აღარ მიკვირს, ასე რომ ხდება.

როცა სისტემატურად თამაშობ ასეთ გუნდებთან, უკვე აღარ გიწევს საწყის წუთებში იმის გარკვევა, როდის რას მოიმოქმედებენ. წლებია, ამას ვითხოვთ.

რატომ მოხდა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეში ჩვენც გამოგვივიდა თამაში? იქ ერთმა კარგად წაიღო ბურთი, კარგი კომბინაცია გათამაშდა და თავდაჯერებულობა დაგვიბრუნდა.

ასეთი დონის მეტი თამაში გვჭირდება და სხვა დროს თავდაჯერებულობა პირველივე წუთებიდან გვექნება. უელსთან მატჩში ფიზიკურად თანაბარი ბრძოლა იყო. კარგი, სანახაობრივი ორთაბრძოლები გამოვიდა. თუმცა, დასაწყისში გვქონდა რაღაცნაირი გაოცების მომენტი და მივიღეთ სამი ლელო, რომელმაც მთლიანად ჩაანაცვლა იმ თამაშის ხარისხი, რაც პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ტაიმში ვანახეთ. მეტოქე იმდენად დაწინაურდა, რომ სხვა ყველაფერი გაუფასურდა".

როგორც უკვე ვწერდით, მეორე თამაში 29 სექტემბერს ურუგვაისთან, კუმაგაიაში გვექნება და ის საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება. ურუგვაი ის მეტოქეა, რომელთანაც "ბორჯღალოსნები" ორიდან ერთი გამარჯვების მოპოვებას გეგმავს. ნემსაძე ამბობს, რომ გუნდს დაძაბული თამაში ელის, თუმცა უელსთან დაშვებული შეცდომების გამეორების შანსი თითქმის არ არსებობს:

"ამის საშიშროება ნაკლებად არსებობს. ურუგვაისთან დაძაბულობა არანაკლები იქნება. მთელი საქართველო ჩვენ გვიყურებს, გამარჯვება და ქართველი ხალხის გაბედნიერება გვინდა. თუმცა, იმის ფიქრი, რომ მათ ჩვენზე უკეთ შეუძლიათ თამაში, არ გვექნება. უელსთან მატჩი გაკვეთილი იყო იმისა, რომ თუ მოედანზე მაყურებელი იქნება, პირველ ტაიმში შეიძლება 28-29 ქულა მიიღო.

უკვე გავაანალიზეთ უელსთან მატჩი და ვნახეთ, რა შეცდომები დავუშვით, რა გავაკეთეთ კარგი და ასეთი ბევრი რამ იყო. ორი ლელო გავუტანეთ უელსს, აქედან ერთი მოლით. სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ბოლო სამი წელიწადია უელსს მოლით ლელო არ მიუღია. ესეც ჩვენს აქტივში უნდა ჩაიწეროს. დარწმუნებული ვარ, ურუგვაისთან მაყურებლის პოზიციაში ერთი წამითაც არ ვიქნებით.

ჩვენ უნდა წავიყვანოთ თამაში, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ პირობები და აუცილებლად დავამარცხოთ".

35 წლის მორაგბე მომავალი მეტოქის ძლიერ მხარედ სწრაფ მორაგბეებს და არეულ თამაშს ასახელებს:

"ურუგვაის ნაკრების მოთამაშეები ქაოსურ სიტუაციებში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. დაახლოებით არგენტინის ნაკრების სტილის გუნდია, ოღონდ შედარებით დაბალი დონის. სწრაფი მორაგბეები ჰყავთ და მის გამოყენებას ცდილობენ. მათი თამაშის დეტალებში ჩაღრმავება უკვე დავიწყეთ და მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით".

ურუგვაისთან მატჩიდან რამდენიმე დღეში, 3 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ოსაკაში ფიჯის ნაკრებს შეხვდება, რომელთანაც ასევე გამარჯვებას გეგმავს. ფიჯელებმა უკვე ჩაატარეს თავიანთი პირველი შეხვედრა და ავსტრალიას დიდი ხნის განმავლობაში უგებდნენ, თუმცა საბოლოოდ 21:39 დამარცხდნენ.

"ფიჯის ისტორიაში საუკეთესო ნაკრები ჰყავს, თუმცა ეს ფსიქოლოგიურ წნეხად არ გვაწვება. ცხადია, ამ გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა ძნელი იქნება, მაგრამ შესაძლებელია. ვნახეთ მათი ავსტრალიასთან დაპირისპირება. ფიჯი უკვე ორგანიზებულ თამაშშიც კარგად გამოიყურება, მაგრამ თუ თამაში აირია, იქ კიდევ უფრო ძლიერია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ბურთი დიდხანს შევინარჩუნოთ. მათთან გაშლილ თამაშში აყოლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება", - აფასებს ფიჯის ნაკრებს ნემსაძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გულშემატკივარს
ვინ წავიდა სახლში გამოჩნდა სირაქლემებო
თენგო
არადა 100 პროცენტიან სიმართლეს ამბობ.. რაგბი ერთ ერთი განუვითარებელი სპორტია სამყაროში, რეალურად 10 გუნდი თამაშობს, ერთი 10 წვალობს, დანარჩენი უბრალოდ სტატისტიკას ავსებენ
გულშემატკივარი
მართლა წადი ძამიკო სახლში. თუ გგონია რამე ჭკვიანური თქვი, მაგარი შემცდარხარ.
ნიკ
შენ თუ დაასახელებ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს,ალბათ ვერ.ჰო და უყურე რუსების ვითომ ფეხბურთს,(დაარტყი გაიქეცი) და იყავი ბედნიერი
სოსო
მერე?რისი თქმა გინდა მაგით?წადი რაჟა ძამიკო აქედან.არაა რაგბი შენი საქმე.
ტოჩინოდინიძე
რატი წვალობ მეგობარო? მსოფლიოში გუნდურ თამაშებში ფეხბურთის მერე მეორე ადგილზეა ყურებადობით და პოპულარობით. ეხლა არ მკითხო საიდან მოვიტანე ეს ინფორმაციაო სტატისტიკები ადექი და შენ თვითონ დაძებნე. ვიკიპედია გუგლი და ათასი სტატისტიკაა
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
ოდნავ ვინც თამაშობს რაგბს ყველა ხვდება მსოფლიოზე დაჟე რუსეთიც.მე ვკითხე სხვადასხვა დროს იტალიელს(სპორტულ ჟუტნალისტს) რუსს (პეტერბურგელ მათემატიკოსს და ზენიტის ქომაგს)და არგენტინელს (რასინგის ფანს)რომლებსაც სპორტი კარგად ესმოდათ, დამისახელეთ თქვენი ქვეყნის მთავარი მორაგბე-მეთქი და ვერც ერთმა ვერ მითხრა რადგან უბრალოდ არ აინტერესებთ,ძალიან არაპოპულარული სპორტია. იტალიელმა მითხრა წარმოდგენა არ მაქვს რაგბის წესებზეო ფეხბურთზე კალათბურთზე ხელბურთზე ფრენბურთზე ჩოგბუთზე ვწერ და არც კი მინახავს რაგბის თამაშიო.იგივე პასუხებია რუსეთში, არგენტინაში.ურუგვაელი არ მინახავს მაგრამ ზუსტად იმავეს მეტყვის, თუ ვიღაც კემბრიჯდამთავრებულ გამონაკლის ურუგვაელს არ გადავეყარე სადმე.ასე რომ მსოფლიოზე მოხვედრა დიდი ამბავი არ არის,ვისაც სპორტი ესმის და ერთ ოვალურ ნაჭუჭში არ იკეტება, ყველა დამეთანხმება ამაში.ოცი გუნდი თამაშობს ფინალურ სტადიას და კითხვა მაქვს ამ ოცი ყვეყნიდან რამდენში თამაშობენ სერიოზულად რაგბს?და რომელ ნომრად არის ეს სპორტი ვთქვათ ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ა.შ.შ. კანადა რუსეთი ურუგვაი არგენტინა იაპონია .. ვინც რაგბს თამაშობს და ვისმა მოქალაქმაც ზეპირად იცის თავის ნაკრების მორაგბეები ყველა თავზე გახევს იმ ოვალურ ბურთს და ასე შვეიცარიამაც შეიძლება იძახოს ჰოკეი ჩვენი თამაშიაო, უკეთესი მიღწევები აქვს ბევრად ვიდრე ჩვენ რაგბის მსოფლიოებზე. იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება უფრო ადვილია თუ სამთო ქიმიაზე?კონკურსში 10 000- ადგილზე 10 ადგილი როაიქ უფრო ადვილად აბარებ თუ 200 მსურველზე 100?
ანდრი
უელსი ყველაზე გონიერი გუნდია, მაგნიტივით იზიდავდა ჩვენ ხაზს იქ სადაც ჭირდებოდა, ეგეთ გუნდთან არ გვითამაშია ჯერ და არც ერთხელ და სამჯერ თამაში გვეყოფა. ფიჯი მაინც ჩვენზე ძლიერია და დასვენებულიც დაგვხვდება, მაგრამ ურუგვაისთან გამოჩნდა, რომ ვერ არის გუნდურად ძლიერი. მძიმე ბრძოლები გველის და იმედიანადაც ველი.
duru
არა უბრალოდ გვამეცადინებდნენ
ყოველ წაგებულ თამაშზე იძახიან გაკვეთილი იყოო, ხოდა გვეყოფა აწი შკოლნიკობა, ევიღოთ სიმწიფის ატესტატი
სოსო
ისე გამოვიდა,რომ მართლა მხოლოდ ვუყურებდით უელსელებს.უელსელებმა დაწყეს და ბურთი თამაშში შემოიყვანეს.ეს საბრძოლო ბურთი არ ისო.შორს შემოაგდეს.გორგოძემ სცადა ბურთის დაჭერა და წინ დაუვარდა.შერკინებიდან დამოტანილ ბურთზე,ჩვენმა მორაგბემ ხელიდან გამოგლეჯვა სცადა,მაგრამ წინ თამაში გამოვიდა.ისევ შერკინება და იქიდან გამოტანილი ბურთი უელსმა ცენტრისაკენ წამოიღო.ჩვენმა უკანა ხაზელებმა შეჩერების მცდელობის გარეშე გაატარეს მეტოქე და ლელო ძელებს შორის.სამი შეცდომა და უელსს,ერთიც ჰყოფნის ხოლმე ლელოს დასადებად.ეს ძალიან ძლიერი დარტყმა გამოდგა და შეცდომების მთელი კასკადიც გამოიწვია.დაცვა ფაქტობრივად გაშეშებული იყო .17 წუთში კი თამაშიც დამთავრდა.ფაქრობრივად.მას შემდეგ უელსი მხოლოდ ვარჯიშობდა.ნემსაძე მართალია,როცა ამბობს,რომ ძლიერ გუნდებთან ასეთი რამე დასჩემდათ,მაგრამ მანამდე შოტლანდიასთანაც ასე დაემართათ,აფრიკულ კლუბთანაც და როდისღა უნდა შეეჩვიონ?დაღლილ ურუგვაის,აუცილებლად მოვუგებთ,მაგრამ თუ ფიჯისაც ასე შორიდან დავუწყებთ თვალიერებას,უელსელებზე ადრე მოგვითავებენ ხელს.ფიჯისთან აუცილებლად ჩვენი თამაში უნდა ვეთამაშოთ და აუცილებლად დავამარცხებთ, პირველ ტაიმში შატალო,არ გამოგვივა.პირველივე წამიდან სრული ძალით უნდა ჩავებათ ბრძოლაში და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მივცეთ.ეს ჩვენმა ბიჭებმა,ჩემზე გაცილებით კარგად იციან და ასეც მოიქცევიან.სრული ძალით მებრძოლ ბორჯღალს კი,თუ თან ცივი გონებით ვითამაშეთ,ფიჯი,ვერ დაამარცხებს.ჩვენ კარგი დაწყება გვინდა,რომ ბიჭებმა თავდაჯერება იპოვონ და შემდეგ ვეღარც გაგვაჩერებენ.
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე მსოფლიოს თასის ჯგუფში ცნობილია
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მსოფლიო თასი. D ჯგუფი: ავსტრალიამ ურუგვაის 7 ლელო დაუდო
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა