ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც ზე-რაგბიში (სუპერრაგბი) ითამაშა და იაპონურ ფრანჩაიზის, "სანვულვზის" ღირსებას ორი სეზონის განმავლობაში იცავდა.

„მსოფლიო რაგბი“ 32 წლის ქართველი კვაჭით დაინტერესდა და უწინარესად, ზე-რაგბიში დებიუტზე დაეკითხა:

„პირველობა საინტერესო და ამავდროულად, საპასუხისმგებლოა. ეს იყო დიდი გამოწვევა. მსურდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ქართველებსაც შეუძლიათ ზე-რაგბის თამაში, მაგრამ სადებიუტო შეხვედრაში დავშავდი და 7 კვირა გამიცდა. სამედიცინო პერსონალთან ძალიან ბევრი ვიმუშავე, რათა მოედანს რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებოდი და ვფიქრობ, კარგადაც დავბრუნდი“.

ბრეგვაძეს სურს, რომ მისი კარიერა იაპონიაში გაგრძელდეს, მაგრამ კლუბთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია:

„ჯერ არ ვიცი, გაისადაც ვითამაშებ თუ არა "სანვულვზში". ვიმედოვნებ, რომ იაპონიაში კიდევ ერთი წელი დავრჩები, თუმცა ოფიციალურად ჯერ ვერაფერს ვიტყვი“.

ჯაბა ერთადერთი ქართველი მორაგბეა, რომელსაც მსოფლიოს სამივე უძლიერეს საკლუბო ჩემპიონატში უთამაშია. 2011-14 წლებში ის ტოპ 14-ის გრანდის, "ტულუზის" ღირსებას იცავდა; 2015-17 წლებში ინგლისის პრემიერშიფის "ვუსტერში" თამაშობდა, ხოლო 2017 წლიდან "სანვულვზს" შეუერთდა:

„პრემიერშიფსა და ტოპ 14-ს თუ შევადარებთ, ვფიქრობ, ტოპ 14-ში უფრო ფიზიკური თამაშებია, აქცენტი კეთდება შერკინებასა და მოლზე. პრემიერშიფში ამ კომპონენტებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ორიენტირებულნი არიან ფაზების აწყობასა და სწრაფ რაგბიზე. ზე-რაგბიში სისწრაფეცაა და ფიზიკურობაც. იქ თამაშობენ ფიზიკურად დიდი მორაგბეები, რომლებიც არც სისწრაფეს უჩივიან და ამიტომაა რთული ზე-რაგბიში თამაში. 110-115-კილოიანი მორაგბეები ძალიან სწრაფად დარბიან. გარდა ამისა, ზე-რაგბიში ბევრი მოგზაურობა გიწევს, განსაკუთრებით, "სანვულვზს". არ გვაქვს დასვენების დღეები, რადგან თამაშის შემდეგ ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში 10-12 საათი მივფრინავთ და ჰაერში გვიწევს აღდგენა“.

ჯაბა ბრეგვაძეს ზე-რაგბიში ყველაზე მეტად იზრაელ ფოლაუსთან თამაში მოეწონა. ის იმედოვნებს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს მთავარ საკლუბო ტურნირში სხვა ქართველი მორაგბეებიც დამკვიდრდებიან:

„არიან ქართველი მორაგბეები, რომლებსაც ძალების ზე-რაგბიში მოსინჯვა სურთ. ვიმედოვნებ, რომ აქ სხვა ქართველებიც ითამაშებენ, რადგან ჩვენთვის ეს სასარგებლო გამოცდილება იქნება“.

ქართველი კვაჭი ამბობს, რომ ბოლო დროს იაპონიაში რაგბის პოპულარიზაცია გაიზარდა და ქომაგები, ამინდის მიუხედავად, ვარჯიშების საყურებლადაც კი დადიან:

„მწვრთნელები და მორაგბეები გამუდმებით ცდილობენ, რომ იაპონიაში რაგბის პოპულარობა აამაღლონ. იაპონიაში არიან ადამიანები, რომლებიც "სანვულვზის" ვარჯიშებზეც რეგულარულად დადიან. წვიმასა და ქარშიც კი, მაყურებელი არ გვაკლია. განსაკუთრებით, ბავშვები აქტიურობენ, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.

იაპონიაში ორწლიანი ცხოვრების შემდეგ ბრეგვაძე ადგილობრივ სამზარეულოსა და კულტურასაც კარგად გაეცნო და განსაკუთრებით, სუში შეუყვარდა:

„ბუნებრივი, ცხელი აბაზანები ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ასეთი რამ საქართველოშიც გვაქვს. მე და ჩემს ოჯახს ძალიან მოგვწონს სუში. პირველი ორი თვე სუშის ყოველდღე ვჭამდით“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ანდრი
სანვულვზში მეორე ქართველიც იყო მგონი. ნამეტანი დავივიწყეთ იქ წასულები, არც ჯაბა გაგვახსენდებოდა ნაკრები რომ არა.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
ბლოკიუმ B12 - მიღების წესი და დოზირება უსაფრთხო გამოყენებისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" რთული გამარჯვება მოიპოვა
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "შტურმი" ავსტრიის თასიდან "ალტახმა" გამოაგდო
ქართველების "მეცმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
გრასია წავიდა - ჩაკვეტაძეს "უოტფორდში" ახალი მწვრთნელი ეყოლება
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ლივერპულს" "ფეიენოორდის" განაპირა მცველის შეძენა სურს
უარი ესპანურ კლუბებს - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" დარჩენა გადაწყვიტა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
Give me Sport: "არსენალი" არტეტას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაათავისუფლებს
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა