"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე, ავსტრალიის ნაკრებს შიზუოკაში ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ "ვოლაბები" ერთადერთია ტიერ1-ის გუნდებიდან, რომლის წინააღმდეგაც აქამდე არასდროს გვითამაშია.

ბოლო მატჩი ჰეიგის თავკაცობით

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბოლოჯერ ითამაშებს მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, ახალზელანდიელმა ბოლოჯერ დაასახელა გუნდის შემადგენლობა. მან 3 ოქტომბერს ფიჯისთან გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, სულ კი 23-კაციან რაზმში ოთხი ცვლილებაა.

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. 9 ნომრად თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ მარქაფაში გადაინაცვლა. სხვა მხრივ, ხაზი უცვლელი დარჩა. მგეზავი კვლავ გამოცდილი ლაშა ხმალაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდნენ, ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ.

წინა მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი, ხოლო მეორეში გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ნემსაძისთვის ეს ბოლო ოფიციალური თამაშია მის კარიერაში. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა მამუკა გორგოძემ და შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, ხოლო მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა, სკამზე კი გიორგი თხილაიშვილმა გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მარქაფაშიც. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, ავსტრალიასთან თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთვება, ხოლო მირიან მოდებაძის ნაცვლად, ხაზში თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

2019 წლის მსოფლიო თასი. D ჯგუფი. 11 ოქტომბერი. შიზუოკა

საქართველო - ავსტრალია (14:15 საქ. დრ.)

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება | ფორვარდები

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ratom ar gamoaqveynet
პასუხი გავეცი ამ კაცს და რატომ არ აქვეყნებთ
გიორგი
წაეყვანათ კვირიკაშვილი, 15-ზე ვინც დგას დღეს დღეისობით ყველას ჯობია ნაკრებში, მშვენიერ ფორმაშია და კარგ სეზონს ატარებს დიდ 10-ში.გამოცდილებით ახლოს ვერ მივა მათიაშვილი, არაა ეს პოზიცია მაგ ბიჭის და დაანებეთ თავი.
ქომაგს
მიდის ამის მერე ჰეიგი და ჩეენაცვლე ....
Piper
ნიჟარაძე რა შუაშია წლებია უკვე აღარაა პრეზიდენტი.... სად ბანაობს ზოგი ტოო.
ქომაგი
გამხნევება სჭირდებათ ჩვენს ბიჭებს კიდევ კარგათ თამაშობენ მილტონ ჰეიგის და მისი სამწვრთნელო შტაბის ხელში ყველა მოწინააღმდეგესთან ერთი და იგივე ტაქტიკით თამაშმა მიგვიყვანა ზუსტად ამ შედეგებამდე !!!!! იმედს ვიქონიებ ფედერაცია ყურადღებით გაითვალისწინებს დაშვებულ შეცდომებს!!!!!
გოგა
მათიაშვილის ადგილი არის 10 ნომერზ3 აბჟანდაძის ადგილად და ამ შ3მთხვ3ვაში ხვალინდელ თამაშში ხმალაძის მაგივრად ათზე უნდა იდგეს გახსოვთ რამდენჯერ ჭრიდა ხაზს და როგორ თამაშობდა ფეხით რა მფრინავი ლელოები დადო გინდა კანადასთან და გინდა სხვა მატჩებში დიახ სწორედ მაშინ 10 ნომერზე იდგა არაა გარემარბობა მისი სტილი და რით ვერ გაიგო ჰეიგმა
შაკო
უცხოელების კომენტარებს ვკითხულობდი, 15 ნომერი ელამი ხომ არ გყავთო ღადაობდნენ, რა მათიაშვილი რის ლობჟანიძე, არ ვიცი ვის უნდა პრეზიდენტობა და რა ხდება კულისებში, მაგრამ ნიჟარაძე შენზე უფრო ჩასვრილი პრეზიდენტი არ მეგულება, ძალით დაშალა ნაკრები ამ ჩ
Geo_Dinamo
აბჟანდაძეს თუ ტრამვა აქვს, რატომ არ ვიცით ამის შესახებ?
ზვიადი
წინასწარ წაგებულ თამაშს სულ არ ითამაშო ჯობია, ასე რომ იმედი არის
ვაჟა
თუ ჩემი ძმა ხარ რას მელაპარაკები, რომ როცა ადამიანს ყელში ამოადენ იმდენს აკრიტიკებ ეს ან მოთამაშეს ან ნაკრებს წაადგება? ზომიერებაა საჭირო და ცოტა ტვინის დატანება ეს ლაპარაკი რა შედეგს გამოიღებს. კარგი ხარ სოსოთქო არავინ არ უნდა უთხრას შეცდომების მერე,ცუდათ ითამაშე, მაგრამ მე შენს გვერდით ვარ - ესაა ჩემთვის გულსემატკივრობა

მიდი სოსო, შენ საუკეთესო ხარ - ასე კარგია? მათიაშვილის ბრალი კი არ არის ეს, მწვრთნელის რომ ფორმაში არ მორაგბე ყავს და რეალურად მხოლოდ ხმალაძეა მისი შემცვლელი, რომელიც ასევე მგეზავს ცვლის. შესაბამისად აბჟანდაძის არყოფნაში მათიაშვილი 15-ზე უალტერნატივოდ დარჩა. ავსტრალიასთან ვინც გინდა ის დააყენოს - ფიჯისთან უკვე ვაჩვენეთ "საშვილიშვილო" შედეგი.
ვოვა
ვის დააყენებს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს (ჯობდა 19 წლის მოზარდები გაეხარებინა "გამოცდილების მიღებით" მელიტონს, ისინიი იქნებ დაენდოთ ავსტრალიელებს) მაინც ყველას დაკეპავენ ბრიტანელი კრიმინალების და კაციჭამია აბორიგენების შთამომავლები
Burdzgla
ოე რაგბის მცოდნეებო მათიაშვილი რო არ დააყენოს 15-ზე ვი გვყავს აბა?? ჩილაჩავას მიკრო ტრამვა აქვს, გორგოძე დაბერდა მარა ცუცქირიძე ვერ წავიდა ტრამვის გამო, აბჟანდაძე მაგარი ბიჭია მარა ჯერ ფიზიკა არ აქვს მსოფლიოსთვის და ენის ტყაჭუნს მოეშვით ზამენა კი არა ძირითადს ვერ ვავსებთ ყველა ნომერზე - ასე რო რასაც აკეთებენ ბიჭები ეგეც მაგარია
ვაჟა
რა გააწყალეთ საქმე მათიაშვილის კრიტიკით. შეცდომები კი ჰქონდა, მაგრამ ასეთი კრიტიკის მასშტაბურ ტალღას ნამდვილად არ იმსახურებს. ჰქონდა კარგი ეპიზოდებიც. არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ამდენი ლაპარაკით ნუ შეაძულებთ კაცს ნაკრებში თამაშს. რა მიდგომაა რა არის, რაგბი კი არა ცხოვრება არ გესმით აქ უმრავლესობას.
bmb -s
ალბათ ტრამვა ააქვს აბჟანდაძეს სხვა ახსნა არ არსებობს. მარაქაფში მაინც იქნებოდა.
გიორგი
რატო დაადისლაიქეს ეს კომენტარი ვერ მივხვდი. პიროვნულად არავინ არავის ეხება, ეს ერთი. მეორე არის თამაშის ხარისხი და ამ კომპონენტში ვერცერთ თამაშში ვერ ისახელა სოსომ და ხომ შეიძლებოდა როტაცია გაეკეთებინა.
გლახუნა
თუ მათიაშვილს შეცვლიან -შ ა ნ ს ი მოგებისაც კი იარსებებს!
გლახუნა
მათიაშვილი არსად დაგეკარგოთ ...ისეთ ბოჭვებს ,,აკეთებს,, ბოლო კრიზისოლ ფაზაში, რომ ...
isev
აფრასიძის სასტარტოს მივესალმები, სანამ ავსტრალია დაგვილაგდება იქნებ რამე სწრაფი გავუტაროთ. რავიცი რა ვიცი. ყველაფერს მორაგბეებს ვერ დავაბრალებთ... პირველ ტაიმში რომ ვერ გაგვექცნენ დიდი ანგარიშით ალბათ გიორგაძე და ბოლო იმედის მბოჭავად მალაღურაძე კარგი იქნებოდა.
გია
ვერა და ვერ მოაშორეს მათაიშვილი ნაკრებს
David
ჩილაჩავა და გიორგაძე 73-ე და 74-ე წუთებზე შეცვალოს და სოფელიც აშენდება. პირველად გამიჩნდა სურვილი რომ ნაკრების თამაშს არ ვუყურო. მჭედლიძის ფუნქციას აგვიხსნის ვინმე?
გულშემატკივარი
მილტონი იმავე შეცდომებს უშვებს, რაც ფიჯისთან. მწვრთნელს არ ვასწავლი, საამისო არც კვალიფიკაცია მაქვს და არც პრეტენზია, მაგრამ ჩემნაირი დილეტანტისთვისაც კი აშკარაა წინა თამაშის შემდეგ, რომ: აბჟანდაძე 10 ნომრად უნდა იყოს, ხმალაძემ ხაზში უნდა გადაიწიოს, თოდუა-კვესელაძე-მათიაშვილი ეს სამეული ფიჯისთან ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, შეიძლება სხვა ბიჭებისთვის შანსის მიცემა, თაზო მჭედლიძე უდავოდ იმსახურებს თამაშს, მალაღურაძის ძირითადში ხილვაც ბევრად საინტერესო იქნებოდა. შალვა მამუკაშვილის ნაცვლად ძირითადიდან ჯაბა ბრეგვაძეს რომ დაეწყო, უკეთესი იქნებოდა, ჩილაჩავას წინა მატჩიდან ალბათ დაზიანება აქვს, თორემ მისი არყოფნაც სრულიად გაურკვეველია
ეეეეეჰ
კვესელაძე ცალსახად საუკეთესო იყო ნაკრებიდან ამ მსოფლიოზე! ზედიზედ ორჯერ შეინარჩუნა ძირითადში ადგილი ჩავარდნილი თამაშის მერე! ყოჩაღ ჰეიგ, არც მჭედლიძე ნახო კრაიზე, კიდევ ბევრი გყავს ტოპ14ში ხაზის მოთამაშე, არც მოდებაძე მოსინჯო, არც მათიაშვილი, კვესელაძე გეყენოს სულ. მიქაუტაძეს 130კილოიან კაცს და ნემსაძეს კარიერას რომ ასრულებს უკვე რად უნდად როტაცია? მიდი გაწურე ბოლომდე. 80 წუთები ათამაშე სულ. სუთიაშვილი და ლომიძე როდიდან გახდნენ მეორეხაზელები? ან კაი გახდნენ მარა ჯამში რამდენი წუთი ათამაშე მოერე ხაზში ეგ ორივე ერთად? მეორეხაზელი არ წაიყვანე მარქაფისთვის კაი არ წაიყვანე. გორგოძე რატომ ერთხელ არ ცადე მეორე ხაზში. ტოპ14 ხშირად უწევს. რომ დამტვრეულიყო მიქაუტაძე ან ნემსაძე ან ორივე ერთად სად მიდიოდი მერე. ისე წურავ ორივეს კიდევ გასაკვირია როგორ დგანან ფეხზე. ფეხზე შეილება დგანან და რაღაცნაირად ამთავრებენ მატჩებს მაგრამ სარგებელი რამდენად მოაქვთ გუნდისთვის? ნარიაშვილი ფორმაში რომ არაა მთელი საქართველო ხედავს. ამ ფონზე ახალგაზრდა გოგიჩაშვილი უნდა წაგეყვანა და მხეცივით ფორმაში მყოფი კარლენა დაგეტოვებინა? შერკინებაშიც ვერავინ უდგება და ღია თამაშშიც მოკლე დატყმებისას ყველაზე მაგრად კარლენას მიაქვს ბურთი. სულ უპირატესობას აკეთებს კონტაქტში შესვლისას რაც ნარიაშვილს არც არასდროს გამოსდიოდა ეგრე და ტრამვის მერე შერკინაბაშიც ვეღარ არის ისეთი დომინანტი ადრე რომ იყო. ზოგადად ჩვენი მორკინალებიდან კარლენას და მამუკაშვილს მიჰქონდათ ბურთი ყველაზე კარგად. მამუკაშვილიც სამწუხაროდ ვერაფრით გამოირჩა ამ კომპონენტში ამ მსოფლიოზე. მოკლედ მაგრად დაგვაკლდა კარლენა. ჩილაჩავა საერთოდ სხვა საკითხია რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ქონდა პერიოდი ცოტა ხნის წინ რომ ხშირად იმტვრეოდა და ფორმაში შევლას ვერ ასწრებდა ხოლმე, ახლა კიდევ ფაქტიურად ფორმის პიკზე გავიდა და რად გინდა... წყალში ჩაუყარა ჰეიგმა. ოთია კიდევ გორგოძის გამო დაიჩაგრა... არადა ამ მესამე ხაზის არევა არ ღირდა. საღინაძე ოთია ბექა უნდა ყოფილიყვნენ ძირითადი და სუთიაშვილს გორგოძეს ლომიძეს თხილაიშვილს დაესვენებინათ. გორგოძე უფრო მეორე ხაზის როტაციაში და იშვიათად მესამე ხაზის
რომანა
ალბათ შერკინებაში ვოლაბებიც გვაჯობებენ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია, იმედია ძალიან დიდი სხვაობით არ წავაგებთ და 10 წელი მაინც არ გადავდებთ 6 ერს, თუნდაც საუბრის დონეზე. ერთი რაც მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა შერკინების დროს ჰენკა გამოვიყენოთ და ასე დავაჯარიმოთ მოწინააღმდეგე?
bmb
აბჟანდაძეს რას ერჩის, ვერ ხედავს, სულ სხვა გუნდია თედოსთან ერთად ჩვენი ნაკრები? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჰეიგმა წააგო ეს ჩემპიონატი, ჩემდა სამწუხაროდ.
მთ
მათიაშვილი))))))))
Alexandre
თქვე კაი ხალხო. ვერსად ვერ წავიკითხე, ჩილაჩავა ტრავმირებულია თუ არა. 5 წუთი ითამაშა ფიჯისთან და მგონი კოჭლობით გავიდა. ასეა თუ ვცდები?
შიო
მამუკაშვილზე ნარიაშვილზე და მათიაშვილზე ჯვარი აქ აქ დაწერილი თუ დაგინებულიაქ სვანიძეს ???კვესელაძეს კიდე ბევრად მოდებაძე ჯობია, აბჟანდაძე სადაა..ძვლივს მჭედლიძე გამოჩნდა დაჩილაჩავას რატო აბოროტებთ ყველაზე მაგარი არი ჩილაჩავა და კაჭი ჩახურვებში
zviads
ისევ მათიაშვილი! ამ კაცს დასკვნები ვერ გამოაქვს! მაგრად წავაგებთ ისევ..
ანდრი
ჩვენი სტენოგრაფებიც ხოვერ გვაღირსებენ ღირწბულ ინფორმაციას. მელიტონამ დაგვტანჯა როტაციით, რა უნდა ვერ გავიგე.
პაატა
ნაღდად არ მეგონა მელიტონი ჩვენს ნაკრებში მოღვაწეობას ასე უსახურად თუ დაამთავრებდა...ან გორგოძეს რას ერჩოდით რისთვის მოაბრუნეთ ნაკრებში?! რა ვერ დააყენე ოპტიმალური შემადგენლობა?! ძალიან სამარცხვინოდ წავაგებთ...მოკლედ რაც არის ეს არის, მომავლის იმედად თუ ვიქნებით (ფედერაციის პრეზიდენტის და აღმასკომის ცვლილება და ა.შ.).
გიზოგ
ეჰ მილტონ, მილტონ, როგორ მაინტერსებს შემადგენლობას ეს კაცი ადგენს, თუ სხვა კარნახობს?
ბუტა
არც აბჟანდაძე,არც ჩილაჩავა... საერთოდ არ არიან განაცხადში... რავი რა ხდება რა!..
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს