ფოტოზე: ბერიკა შუკაკიძე და კიევის "დინამოს" გენდირექტორი რეზო ჭოხონელიძე

ევროპული კლუბების ასოციაცია, რომელსაც ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ხელმძღვანელობს, ნელ-ნელა ძალას იკრებს, ძლიერდება და წამყვან საფეხბურთო ორგანიზაციად ყალიბდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში.

რეალურად, ეს ორგანიზაცია დღესაც ყველაზე ძლიერი საფეხბურთო გაერთიანებაა, რომლის წევრიც 232 კლუბი გახლავთ. მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილია 3 კლუბი: "სამტრედია", თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა".

სწორედ საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელი ბერიკა შუკაკიძე სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომიტეტის (სამუშაო ჯგუფის) წევრად აირჩიეს. ინსტიტუციური განვითარების კომიტეტში წარმოდგენილნი იქნებიან ისეთი კლუბები, როგორებიც "ჩელსი", "ბარსელონა", პსჟ, "ინტერი", "რომა" და სხვები არიან.

ამის გათვალისწინებით, სასიხარულოა ქართული კლუბის წარმომადგენლის ასეთ სივრცეში საქმიანობა და გახლავთ შესაძლებლობა, როგორც ქართული კლუბებისთვის, ისე ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ევროპულ ფეხბურთთან და უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი მისი განვითარების პროცესს.

Sportall.ge-მ ამ თემასთან, უეფას მესამე ტურნირსა და ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ბერიკა შუკაკიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

- გამარჯობა, ბატონო ბერიკა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, მნიშვნელოვან სამუშაო ჯგუფში არჩევას. გვითხარით თუ შეიძლება, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რაზე მოგიწევთ მუშაობა და რა ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, როგრც თქვენთვის, ისევე ქართული ფეხბურთისთვის?

- პირველ რიგში, მადლობა. არ მინდა თავის ქებაში ჩამეთვალოს, თუმცა მას შემდეგ, რაც "ჩიხურა" შეუერთდა ევროპული კლუბების ასოციაციას, მათ ჰქონდათ ინფორმაცია ჩემზე, რომ უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი, უეფას სასწავლო კურსიც გავაკეთე. რამდენჯერმე მიწვეული ვიყავი კვლევით ჯგუფში, რადგან კვლევითი საქმიანობა ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

იქ დაინახეს, რომ შესაბამისი უნარები გამაჩნდა და შემომთავაზეს კიდეც ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა, თუმცა მაშინ უარი ვთქვი, რადგან მასწავლებლის სახლის დირექტორად ახალდაწყებული მქონდა მუშაობა და მაშინდელი პროცესებიდან გამომდინარე, თავისუფალი დრო ნამდვილად არ მქონდა.

წელს კი, კლუბების საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელმა ოლივერ იაროშმა შემომთავაზა იგივე, მსგავსი წინადადებით მომმართა ორგანიზაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც. ამის შემდეგ უკვე არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და 4 დღის წინ მომივიდა პასუხი, რომ ინსტიტუციური განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრი გავხდი.

ამ კომიტეტის ხელმძღვანელი "გალათასარაის" დირექტორი იქნება. მისი მუშაობის მიზანი იქნება ევროპული კლუბების ასოციაციის განვითარებაზე მუშაობა, რადგან რეალურად, ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთის მიმართულებას ეს ორგანიზაცია განაპირობებს. აქ მხოლოდ "იუვენტუსის", "რეალისა" და "ბარსელონას" დირექტორებთან ურთიერთობისთვის არავინაა, არც მასის როლის შემსრულებლები ვართ ჩვენ.

ამ ორგანიზაციის სიძლიერეზე არის დამოკიდებული ის, თუ რა შემოსავლებს მიიღებენ კლუბები, რამდენად საინტერესო გახდება ფეხბურთი. როგორც სხვა სპორტი, ისე ფეხბურთიც იცვლება, ახალი პარადიგმები მოდის წინ, თანამედროვე მაყურებელი უფრო მეტს ითხოვს.

ეს კომიტეტი კი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს, ანუ ეცდება, იფიქროს და იმოქმედოს ფეხბურთის განვითარებისათვის.

ასევე, ყველა დაუფარავად ამბობს, რომ 2024 წლიდან ფეხბურთი სხვანაირი იქნება. კიდევ შეიცვლება ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის ფორმატები, კვლევა ჩატარდება ევროპის კონფერენციის ლიგის ეფექტიანობაზე. საკმაოდ საინტერესო საკითხებზე მომიწევს მუშაობა. ეს, ფაქტობრივად, შეეხება ფეხბურთის ტრანსფორმაციის მიმართულებას.

იქ არავინ გეკითხება, რომელი კლუბიდან ხარ, არამედ ადამიანებს საკუთარი მოსაზრებებით, ხედვით აფასებენ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთის მარკეტინგის საკითხებზე (თავად ამ ასოციაციაში მარკეტინგის კომიტეტს ხელმძღვანელობს). ძალიან კარგი პლატფორმაა, რადგან ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, კარგი აზრები და იდეები გაახმოვანონ და ევროპული ფეხბურთის ბოსები გვისმენენ და ითვალისწინებენ კიდეც ჩვენს მოსაზრებებს. კარგი ოჯახური გარემოსავითაა და რაც მთავარია, ყველა პირდაპირ და დაუფარავად საუბრობს და მსჯელობს ყველა საკითხზე.

ჩემთვის სასწავლადაც კარგი იქნება, რადგან იქ წამყვანი ევროპული კლუბების გარდა, არის იმ ქვეყნების გუნდები, რომლებმაც განვითარების გარკვეული გზა გაიარეს, რომელიც, შესაძლოა, ჩვენ გამოგვადგეს.

შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგალითად, "მანჩესტერ სიტისა" და "ჩიხურას" დირექტორების საქმიან ურთიერთობაზე რომ გაიგებს, თუმცა ოზურგეთელი ბიჭი იყო გიორგი ქინქლაძე და "სიტის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ეს საქმიანი ურთიერთობები არა მხოლოდ პირადად მე ან "ჩიხურას" წაადგება, არამედ ზოგადად, ქართულ ფეხბურთს და ფეხბურთელებს.

შესაძლოა, რომ ერთმა რეკომენდაციამ ქართველი ფეხბურთელი ძალიან კარგ კლუბში მოახვედროს და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ რომელიმე ქართველი მოთამაშე იმ რომელიმე კლუბში მოხვდება, რომლებიც ამ კომიტეტის წევრი არის. ბუნებრივია, მე ამისთვის არავის არანაირ ფინანსურ მოთხოვნას არ წავუყენებ. ამაზე სერიოზულად ფიქრიც კი წარმოუდგენელია.

ასევე, ვეცდები, რომ ამ კლუბების ხელმძღვანელები მასტერკლასებზე ჩამოვიყვანო საქართველოში, რათა "ჩიხურაზე" დიდ კლუბებს, როგორებიცაა თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", "ტორპედო" დაეხმარონ, რჩევები მისცენ, მიმართულება უჩვენონ, თუ როგორ გახდნენ უფრო ძლიერები.

არ დავმალავ, პიროვნულადაც ძალიან კარგი იქნება ჩემთვის. როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ საქმიანობაში ევროპული ფეხბურთის მამებთან მექნება ურთიერთობა და მგონია, რომ ეს ყველაფერი პიროვნულ განვითარებაშიც დამეხმარება.

ახლაც კი მიმდინარეობს აქტიური განხილვები იმ საკითხზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს დეცენტრალიზაცია ეროვნულ ფედერაციებში და კლუბები იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღებაში უფრო მეტად. თუნდაც უეფას მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვაში და ამ საკითხზე ამ ასოციაციაში ბევრი კლუბი საუბრობს. დიდი კლუბებიც გვიჭერენ მხარს ამ მხრივ. გასათვალისწინებელია ის, რომ ევროპულ ფეხბურთში არსებული თანხის 92% პირველ 35 კლუბის საქმიანობის შედეგად გენერირდება და რეალურად, ფული უეფაშიც ამ გუნდებს შეაქვთ.

- რა მოთხოვნები აქვთ კლუბებს და რა დონის ქვეყნებზეა საუბარი?

- მეც მიმაჩნია, რომ უეფას მიერ გამოყოფილი თანხების განკარგვაში ქართული კლუბები უნდა იყვნენ ჩართულები. ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ დაიხარჯოს ეს თანხა, პრიორიტეტებიც ერთად უნდა დავსახოთ და არამხოლოდ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა. შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ეს პოზიცია, თუმცა რეალობა ასეთია.

ჩვენი საფეხბურთო დონის ქვეყნებში კლუბები სწორედ ამას მოითხოვენ, ანუ მეტ გამჭირვალობას თანხების ხარჯვაში და მეტ ჩართულობას პრიორიტეტების განსაზღვრაში. დიდი ევროპული კლუბები კიდევ ერთხელ ეტყვიან უეფას, რომ ეროვნულმა ფედერაციებმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ კლუბებთან, ეს სავალდებულო უნდა იყოს. გარდა ამისა, კიდევ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც მომავალში გაჟღერდება.

koko
ფულისტი ხარ სტადიონი არა ქალაქს არ გრცხვენია რა ფეხბურტზე ბაზრობ
გია
ამ კომენტარების წერისას როგორ ხდებით ყოვლისმცოდნეები ?! მზის სინათლეზე დაგვენახეთ ერთი, რას წარმოადგენთ, რა იცით და რისი გაკეთება შეგიძლიათ...
Geo_Dinamo
იქნებ ჩემპიონატები ისე ჩაატაროთ რომ გუნდები არ დაიშალოს ხოლმე და მაგ ღრუბლებიდან დაბლა დაეშვათ. გაწევრიანება იმათვის ნიშნავს რომ სათვალავში გუნდების სიმრავლე იმატებს და მეტი არაფერი ინტერესი მათ არა აქვთ.
ddgfdf
კორუფციონერები.
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს