© გიორგი კაკაბაძე

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის VI ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც "ბათუმი" ქუთაისის "აიას" მასპინძლობდა, ფრედ 10:10 დასრულდა.

ზღვისპირელებისთვის ეს მეორე ფრედ დასრულებული შეხვედრაა და ორივე შემთხვევაში მათ ქულები სტუმრებს გაუყვეს. "აიასთვის" საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ფრედ თამაში დადებითი შედეგია, რადგან მოპოვებულმა 2-მა საცხრილო ქულამ მათ პირველ საფეხურზე დაბრუნების საშუალება მისცა.

გუნდებს იაპონიიდან დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" დაუბრუნდნენ, რამაც განსაკუთრებით "ბათუმი" გააძლიერა. თამაში დაძაბული გამოდგა და მაყურებელმა ლამაზი გარღვევები არაერთხელ იხილა. ანგარიშის გახსნის შანსი მასპინძლებს ჰქონდათ, თუმცა ჯარიმა გაუცუდდათ, მერე კი სტუმრები ლამაზი ლელოთი დაწინაურდნენ.

ტაიმის შუაში მათ თავიანთ 22-ში დანიშნული შერკინებიდან წამოიწყეს შეტევა, ხელდახელ თამაშით 90 მეტრი დაფარეს და გიორგი ბაბუნაშვილმა იერიში ლელოთი დაასრულა. ბაბუნაშვილის გარდასახვას მალევე ბექა ურჯუკაშვილმა ჯარიმით უპასუხა. მერე მას დარტყმა ცენტრიდან გაუცუდდა, ხოლო ზედ შესვენების წინ ბათუმელებმა ლელოზე თამაში არჩიეს, უქულოდ დარჩნენ და ტაიმი 3:7 დათმეს.

მეორე ტაიმიც საინტერესო ბრძოლით განახლდა და 55-ე წუთზე ლელო გავიდა. ამჯერად "ბათუმმა" შეუტია ხელდახელ მოედნის ცენტრიდან და ლელოში ბურთი ბექა მამრიკიშვილმა დაამიწა, ხოლო კობა ბუჯიაშვილმა გარდასახა. მომდევნო 10 წუთში ლელოს გატანის შანსი ორივეს ჰქონდა, მაგრამ ბათუმელებს ბურთი წინ დაუვარდათ, ქუთაისელებს კი ამაში ხელი ლაშა ხმალაძემ შეუშალა და სინბინით დაისაჯა, ხოლო ბაბუნაშვილმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა - 10:10.

დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ქუთაისელებს ერთი, ბათუმელებს კი ორი დარტყმა გაუცუდდათ და გუნდებმაც 2-2 ქულა გაიყვეს. შედეგად, "აია" სატურნირო ცხრილში 21 ქულით დაწინაურდა, ხოლო "ბათუმი" 18 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა "ბათუმს" ჩემპიონობა მშობლიურ ქალაქში მიულოცა
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: ჩემპიონმა დებიუტანტი 20:8 დაამარცხა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10: "ბათუმმა" "ავჭალაზე" "ლოკომოტივს" მოუგო
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა