ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რეალობა - ქართული კლუბებისა და ეროვნული ლიგის სამარცხვინო 2019 წელი

რეალობა - ქართული კლუბებისა და ეროვნული ლიგის სამარცხვინო 2019 წელი

2019 წლის ქართული საკლუბო ფეხბურთი დასრულდა, ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა, ხოლო თასის მფლობელი - თბილისის "საბურთალო".

რითი იყო 2019 წელი გამორჩეული? რითი დაგვამახსოვრა თავი? უფრო ასე ვიტყოდით, იყო სეზონი, რომელიც შეიძლება ოქროს ასოებით ჩაწერილიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ერთ-ერთი სამარცხვინო საფეხბურთო სეზონი გვქონდა. მივყვეთ თანმიმდევრობით...

გარიგებული მატჩების სკანდალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვის, მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას"ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. "ჰანდიკაპით" - ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

დაშლილი საფეხბურთო კლუბები/ფინანსური პრობლემები

ფორმალურად არცერთი საფეხბურთო კლუბი არ დაშლილა, თუმცა ფინანსური კრიზისი ბევრ გუნდშია.

ზაალ ჩაჩავას ბიზნესგეგმებმა ქუთაისის "ტორპედოში" ვერ გაამართლა, კლუბში ფინანსური კრიზისი ევროტურნირების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. გუნდი ზაფხულში დაიშალა, შემდეგ ახალი გუნდი გაკეთდა, თუმცა უხელფასობის გამო მუდმივი კრიზისი იყო და ქუთაისური კლუბის ბედი დღემდე გაურკვეველია.

ხელფასების დაგვიანებასა და ფინანსურ პრობლემებზე საუბარი იყო "ვიტ ჯორჯიაშიც", კლუბის ფეხბურთელებს უხელფასობა ხშირად აწუხებდათ და ფინანსური აურზაური თამაშზეც აისახებოდა.

პრობლემები იყო "შევარდენშიც", რომელმაც წარმატებულად დაიწყო წელი და შემდეგ პრობლემების გამო გუნდი მთავარმა მწვრთნელმა და დამფუძნებელმა დატოვა. თუმცა ეს კლუბების მცირე ჩამონათვალია, რადგან უფულობა ბევრ კლუბს აწუხებდა.

ევროტურნირები

დადებითი ფაქტორი იყო, რომ ეროვნულმა ლიგამ უეფას რეიტინგში ბოლო წლებში ყველაზე მეტი, 2.250 ქულა მოაგროვა და მცირედით დაწინაურდა.

თუმცა ქართული ფეხბურთის სამარცხვინო ლაქად დარჩება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალოს" "არარატ-არმენიასთან" მარცხი, რომელმაც ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. არადა, თბილისურ კლუბს, საქართველოს საფეხბურთო საკლუბო ისტორიაში, ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, ევროტურნირებზე ეასპარეზა, თუმცა ვერ გამოიყენა...

სხვა შემთხვევაში კი ყველაფერი ტრადიციულად წარიმართა, ქართულმა კლუბებმა ევროტურნირების სხვადასხვა ეტაპზე ევროთასები დატოვეს. დაშლილმა "ტორპედომ" ვერაფერი გააწყო; სოსო ფრუიძემ არანაკლებად დაშლილი გუნდით, სადაც შეძლო, იჭიდავა, თუმცა ბოლოს ისიც დანებდა; თბილისის "დინამოს" შანსი კი იქ დასრულდა, როცა წილისყრაში ჰოლანდიური "ფეიენოორდი" ამოუვიდა.

მსაჯები
თუ წლის განმავლობაში მსაჯების "შეცდომებს" კლუბები ძირითადად ყლაპავდნენ და ხმაურიან განცხადებებს არ აკეთებდნენ, რათა ფეხბურთის ფედერაცია არ გაენაწყენებინათ, ბოლო წრეში, როდესაც კლუბების საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, გახშირდა მსაჯების მიმართ კრიტიკა.

განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა პირველად "საბურთალოს" ამხედრებას გიორგი ყრუაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ოფიციალური სტატიაც მიუძღვნეს (შემდეგ წაშალეს) და თბილისის "დინამოსთან" გამართული მატჩის გმირადაც შერაცხეს. ყრუაშვილს "ვითომ" პერსპექტიული უწოდეს და ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

მეორე შემთხვევა, რომელიც ეროვნული ლიგის წლის ამბად შეგვიძლია ვაღიაროთ, ეს ბოლო წრეში "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" მატჩისშემდგომი გამოხმაურებაა. არჩილ ბერიძემ, რომელმაც აჭარული კლუბი რამდენიმე კვირით ადრე ოფიციალურად ჩაიბარა, ამ მატჩის შემდეგ გოგა კიკაჩეიშვილის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა და კლუბიდან წასვლას აანონსებდა. საბოლოოდ გადაიფიქრა...

ფაქტია, რომ ეროვნულ ლიგაში და არამარტო, მსაჯების ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს. ეს დაბალი კვალიფიკაციის ბრალია თუ სხვა მიზანმიმართული ქმედებების, ფედერაციის გამოსაძიებელია. ფაქტია, შეცდომების მერე დასჯილ მსაჯებს ვერ ვხედავთ.

დაბოლოს...

წლევანდელი წლის ერთადერთი გამონათება ქომაგებია. განსაკუთრებით, ორი კლუბის. ბათუმის "დინამოს" ქომაგმა ჩემპიონატს ელფერი შესძინა, ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგი კი თავისი პროტესტით კლუბს გაქრობისგან იცავს.

სხვა შემთხვევაში, წელს ჩემპიონატის ტრანსლირების ხარისხმა მოიკლო, ეროვნული ლიგის საიტიც ისეთივე ენთუზიაზმით აღარ მუშაობდა. კერძოდ, თუ წინა წელს საიტზე მრავალფეროვანი კონტენტი იყო, წელს მისი ნახევარიც არ იდებოდა. მულტიმედიური მასალებიც მინიმალური იყო.

და რა ვისურვოთ? პროფესიული ლიგა პროფესიონალების ხელში!

• 1234

რა მოგეწონათ ამ სეზონში. მორიგი 50 ლიმონი რომ აითვისეს წარმატებულად ?! თუ ევროტურნირებზე ასპარეზობა? აშენეთ პოტიომკინის სოფლები... ყველა პატრონის გამპრავებლები

• Rima

Ocnebis mona

• ლიგა

ფედერაცია დაინტერესდეს იმ კლუბებით სადაც ფეხბურთელები და კლუბში დასაქმებული ხალხი თვეობით ხელფასს რომ არ იღებენ,განსაკუთრებით ლიგა2-ში,,შევარდენი,ფოთი და ასე შემდეგ

• ვაი ჩვენს პატრონს

და მოსაწონი რაააა როო?

• საირმე

რამე მოსაწონი არის? ძალიან კარგი და ობიექტური სტატია იყო

• QT

ამას მთელი ეროვნული ფეხბურთი არ მოწონს და ჩვენ რომ ამის სტატია დავიწუნოთ რა პრობლემაა

• ka

მეტი რეკლამა მეტი ხარისხი მეტი გადაცემები ადრე კეთდებოდა ფეხბურთელებზე პორტრეტი მარა წელს ასეთი არაფერი იყო გასაგებია რო 1-2 წელში დიდ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ ფეხბურთის ხარისხის გაუმჯობესების მაგრამ წესიერი რეპორტაჟების და გადაცემების გაკეთებას რა უშლის ხელს?

• დემე

რაც თავი მახსოვს ჩვენს ფეხბურთს ვაგინებთ, ხანდახან ჟურნალისტებსაც, ხმას რომ არ იღებენ. პირველად ვნახე ასეთი კრიტიკული სტატია და რამ აღგაშფოთათ? ყველაფერი სიმართლეა რაც სწერია, კობიაშვილი შეიძლება ცდილობს ფახბურთის წინ წაწევას, ამ მხრივ ძალიან კარგი ქნა 10 გუნდამდე შემცირება, მაგრამ შედეგი ჯერ არც ერთ ასპექტში გვაქვს, 2019 წელს ევროთასებზე გვარიანად ჩავისცვარეთ..როგორც ყოველთვის, 1 გუნდი უსახსრობით და მამაძაღლობით შუა გზაში დაიშალა, მეორე გუნდი ჩაწყობაში ამხილეს.... მეტი უარესი რაღა გინდათ? მსაჯები ისევ ისეთი დონეები არიან როგორც ყოველთვის

• ბასკი

რა სარეიტინგო ქულა! რა აშენებული! რა მიკერძოებული! წელს სამი კლუბი ფაქტიურად დაიშალა! ხარისხიანი ლეგიონერი ჩემპიონატს არ ყოლია! ჩაწყობილი თამაშები! ბოსტანში გამართული მატჩები! არაპროფესიონალი მსაჯობა! კამერების დეფიციტი(ეპიზოდის გამეორებას რო აზრი არ აქვს, მაინც არ ჩანს). ცარიელი სამარცხვინო ტრიბუნები! ეს ყველაფერი ერთად ათ გუნდიან ჩემპიონატში ხდება და ამას ვეძახით წინსვლას?! გიბლარტარმა რო არ დაგვანება ბოლო ადგილი შესარჩევში და მარტს შიშით გულის ფანცქალით და მაინც იმედიანად ველოდებით ესაა რეალობა! და ვიდრე ჩაჩავასნაირები კანონზე მაღლა იდგება მანამ ვერ ჩამოვყალიბდებით საშუალო ევროპულ ქვეყნად!

• oto

საბიუჯეთო პულსაც ამოწურავენ ხელპასებში და პრიმიებში და დარჩებიან ეგრე დონე ისევ იქნება ნოლიიი

• კოტარუ მაცუშიმა

dzalian guli mckdeba msgavs temebze ro xdeba saubari magram realoba eseti gvaqvs! dzalian samarcxvinoa rodesac fexburteli tavis tavs kidis tavis gundels kidis ojaxs kidis es aris sircxvili, meore 5 gundi ro daishleba 6 tveshi es ar vici sad moxda bolos ar vici! me landzgva ki ar minda an ai ese ai ise ubralod guli mtkiva kovel cels ukan da ukan ro midis es chveni nu ara marto fexburti zogadad sporti! magram imeds mainc ar vkargav da maqvs imedi ro odnav uketesobisken cavalt da bolo bolo amovalt am talaxidan !

საბურთალოს "წარმატება" არა რაააააატთან განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია !!!! განსაკუთრებით ის თუ რა მოყვა ამ "წარმატებას" საბურთალოს კლუბში, როგორ "ადექვატურად" იმოქმედეს !!!! გამოძიება დააწყებინეს უეფას და მწვრთნელი გადადგა არა?! ნეტავ როდის ჩამოირეცხავს ქართული ფეხბურთი ამ საშვილიშვილო სირცხვილს?! ამ დაცინვას და არაფრად ჩაგდებას, მიჩქმალვას და გადაგორებას ვითომ არაფერი მომხდარა არარატთან წაგებითო გულშემატკივარი არ დაგივიწყებთ არა!!!!!!

ძალიან სასიხარულოა რაც ბათუმის დინამოსთან დაკავშირებით ხდება: ახალი თანამედროვე სტადიონი, ნორმალური სპონსორი, გულმხურვალე გულშემატკივარი და ა.შ. გისურვებთ წარმატებებს და ტორპედოს შეცდომები გაითვალისწინეთ რათა იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. არადა ტორპედოც რომ ძველებურად ძლიერი იყოს, ქართული ფეხბურთის სამშობლოში ფოთშიც, რომ გამოიღვიძონ, ზესტაფონსაც დაუბრუნდეს ფეხბურთი, კახეთშიც მოხერხდეს ერთი ნორმალური გუნდის (თელავში დაწყებულია ეს საქმე, წარმატებები...) გაკეთება, ლანჩხუთის გურია აღორძინდეს, ქვემო და შიდა ქართლს ყავდეს თითო ნორმალური, კონკურენტუნარიანი გუნდი (რუსთავი, დილა) თბილისის ორი, სამი გუნდი (საბურთალოს გარდა, მხოლოდ არარატთან თამაში გამოსდით წარმატებულად !!!), პერსპექტივაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გუნდები და ჩემპიონატიც უკვე რაღაცას დაემსგავსებოდა. არადა, რომ დაუკვირდეთ რაზეა საუბარი თითო რეგიონში მინიმუმ თითო გუნდი მაინც, რომ გაკეთდეს ცალსახად კერძო და არავითარ შემთხვევაში ე.წ. საბიუჯეტო. ეეეჰ სამწუხაროა, ამ ეტაპზე ცოტა შორეულ აუსრულებელ მიზნად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ იმედია ყველაფერი დალაგდება, მთავარია ფეხბურთის უზომო სიყვარული, ბევრი თავისი საქმის პროფესიონალი, ბევრი შრომა, კეთილსინდისიერება და ა.შ.... ამ ყველაფრის ძალიან დიდი ბიძგი შეიძლება გახდეს ნაკრების მიღწევები (ვაისის გადამკიდე სასწაული) რომელსაც 2020-ს მარტში ველოდებით..... წარმატებები ქართულ ფეხბურთს, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა !!!!!!!!

• gabo

ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს მარტო კალაძე და კობიაშვილის ლანძღვა კი არაა გამოსავალი,არამედ ჩაჩავას მსაგავსი ჩამყაყებული ადამიანები უნდა გამოიყვანონ კლუბებიდან და გაროზგონ საჯაროდ,რომ მეორედ მსგავსი არავინ გაიმეოროს! ჩვენ ყველა თუ არ დავდექით ერთმანეთის გვერდით ერთი და ორი კაცი ყველას გასაკეთებელს მარტო ვერ გააკეთებს!

• gabo

ვიცით ბატონო! ეგ იმფორმაცია ხელმისაწვდომია თუ მოინდომებ! ესაა დონე რომ არ გვაქვს და დილეტანტები რომ ვართ.წაკითხვა არაფრის გვინდა, ვლაპარაკობთ ზეპირად! ისევე როგორც გაანალიზება და დაფიქრება!

• mosexoneli

ქარტველ გენს ნუ მიახტებით თუ არ ასწავლე და საწვლებელი არ გახსენი როგორ გაუკეკეტებენ ორგანიზებას ევროპაში ყველა დონეზე ნასწავლი ხალხია სასწვლბლებია უამრავი.ქართველი კაცი ნიჭიერია ბუნებით გუნდის ორგანიზბა კიარა ომებს იგებდნენ სამამულოს.უბრალოდ ჩვენთან დაავიწყდათ განათლება და თავისუფალი სამუშაო ადგილი არ ნიშნავს რომ ყველას შეუძლია დაიკავოოს

• gabo

ბატონო ავტორო ძალიან მაინტერესებს გვითხრათ ბოლოს საქართველოს კლუბებმა ევროტურნირებში როდის აიღეს ამდენი სარეიტინგო ქულა? მე პირადად წელს ქართული კლუბების გამოსვლამ ევროპაში იმედი ჩამისახა. ერთადერთი ტორპედო იყო რომელიც პირველ რაუნდში დამარცხდა,ისიც ფულით და ლეგიონერებით გაძეძგილ ორდაბასთან. ჩაჩავამ რაც ჩაიდინა მაგას ფეხბურთან არანაირი კავშირი არააქვს!

• DAVE

გეთანხმები 100%. ზოგადად აქ ჩვევიათ საკუთარი მოსაზრებების წერა ამ საიტის ჟურნალისტებს და არა ანალიზის საფუძველზე გამოტანილი დასკვინის გამოქვეყნება. იგივე ხდება როცა ეროვნულ ნაკრებს ან გუნდს ანიჭებენ ხოლმე "ბალებს". როცა ხედავ თუ როგორ უჭირს ამათუიმ კლუბს, მიდი და იმ კლუბის ხელმძღვანელს კითხე რატოაა გუნდი ასეთ დღეში, რატომ აიღო იმაზე მეტი ვალდებულება ვიდრე ამის თავი ქონდა. მაგრამ არა, ამდენი წვალება რა საჭიროა, როცა უფო ადვილია მოაფიქრდა-დაწერა.

• რომანა

ყველაზე ადვილია სხვისი გაკეთებული საქმის კრიტიკა, ყველაზე მაგრები კრიტიკაში ვართ, ბადალი არ გყვავს. საქმის კეთება ნაკლებად ვიცით, სამაგიეროდ სხვის გაკეთებულს უცებ დავანგრევთ. კარგი სტატია როდის იქნება იცით? როცა გააკრიტიკებთ გასაკრიტიკებელს და თან იქვე დაწერთ გამოსასწორებელი რა არის, მაგალითად თუ არ მოგწონთ ეს და ეს ფაქტი, უნდა იმსჯელოთ როგორ შეიძლება გამოსწორდეს და უკეთესი გახდეს. მხოლოდ იმის თქმა რომ რაღაც არ მომწონს, (დასაბუთებისა და უკეთესის შეთავაზების გარეშე)ძალიან მიუღებელია და მტერი ხარ ამ შემთხვევაში

• სხვა რაკურსი

მიკერძოებული სტატიაა ცალსახად. ავტორს სურს დაინახოს მხოლოდ ცუდი ფაქტები, რაც არა მხოლოდ ჩვენთან, ყველა ქვეყანაში არსებობს და არ აღნიშნავს მნიშვნელოვან გარემოებებს. რას ქვია, ეროვნული ჩემპიონატი არ განვითარდა? ის პატარა ფაქტად მიგაჩნიათ, რომ ევროტურნირზე გასული ოთხივე გუნდი კერძო ინვესტორის ხელშია? (2 დინამო, საბურთალო, ლოკო). თუ ის დრო გერჩივნათ ხალხის ჯიბიდან დაფინასებული გორის დილა როგორ წვალობდა ჯგუფში გასვლაზე და ამისთვის 40-50 ათასებს უხდიდნენ ფეხბურთელებს? ვიმეორებ ხალხის ჯიბიდან იყო გორის დილა დაფინასებული. ბათუმის სტადიონი რომ შენდება, საბჭოთა პერიოდის მერე, ამხელა სტადიონი ჩვენთან არ აშენებულა, ეს პატარა ფაქტია? თან ნახეთ რა სტადიონი, უმშვენიერესი უმშვენიერეს ბათუმში. ეროვნული ჩემპინატიდან ფეხბურთელების ასეთი წარმატებული კარიერის გაგრძელება როდის გახსენდება კიდევ ბატონო სტატიის ავტორო? ჩამოვთვალო? კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, ზივზივაძე, მიქელთაძე, კიტეიშვილი და ა.შ. გავარგრძელო კიდევ ბევრის რამის ჩამოთვლა?

• tato

ხალხნო, ვინმემ შეიძლება უპასუხოს კითხვას სად წავიდა 265 მილიონი (5 წლიანი ფექხბურთის განვითარების ფონდი)???? არ შეიძლება ჟურნალისტებმა პირდაპირ კითხონ ფედერაციას და ბატონ პრეზიდენტს კონკრეტულად რაში დაიხარჯა და იხარჯება ეს თანხა? შემოსავლების და ქონების დეკლარაციას ხომ არ ვთხოვთ კობიაშვილს და კალაძეს, მაგრამ ეს მოსახლეობის შემოსავლებიდან გადახდილი თანხაა და მინიმუმ იმის ცოდნის უფლება გვაქვს სად და როგორ იხარჯება ეს თანხა?

• ჰმ!

ვინ პროფესიონალებს გულისხმობთ? ქართველებს არ შეუძლიათ დიდი რამის ორგანიზება, დალაგება და კალაპოტში ჩასმა. ვიცი ამაზე ბევრი გაღიზიანდება, მაგრამ ფაქტებს თვალი გავუსწოროთ და ვეცადოთ მენტალიტეტი შევიცვალოთ. ქართული მენტალიტეტი პრობლემურია.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

კომბინაცია და გოლი, რომლის ხილვაც ღირდა - რეპორტაჟი თელავიდან და სანიოლი ლიდერების მატჩზე [VIDEO]

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "საბურთალო" - "თელავი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "სამტრედია" - "გაგრა" [LIVE]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?

ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

სომხური ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში? - დაველოდოთ გაოფიციალურებას...

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?