ფოტო: facebook.com/fczugdidiOfficial

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" სახელი გადაარქვეს და ეროვნულ ლიგა 2-ში მეგრული კლუბი ზუგდიდის "დინამოს" სახელით იასპარეზებს.

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბისთვის ისტორიის განმავლობაში ეს სახელის მე-17-ედ შეცვლაა. აქამდე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს "დინამო" 5-ჯერ ერქვა სხვადასხვა დროს.

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში მე-9-დ შეუცვალეს სახელი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს. სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრის პირველ საფეხბურთო კლუბს "მერცხალი" ერქვა, მერე იყო "ოდიში", "ენგურჰესი", "ენგური" და 1973 წელს ჩამოყალიბდა ზუგდიდის "დინამო".

აღნიშნულმა ცვლილებამ გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.

მომზადებულია facebook.com/fczugdidiOfficial-ის მიხედვით

rasa
მეგრული არაა დიალექტი. ქართველური ენაა. თუ დაკვირვებით ლაპარაკია, თქვენც დაკვირვებით წერეთ
gio
მეგრელი არ ვარ მაგრამ სამეგრელოს ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეს უმდიდრესი ისტორია აქვს და რაღა მაინცდამაინც ეს საბჭოური დინამო უნდა დაერქმიათ?! გასაგებია რომ თბილისის დინამომ ამ სახელით უდიდეს წარმატებებს მიაღწია და მისთვის სახელი დინამო უკვე ბრენდია, მაგრამ ზუგდიდისთვის და მეტსაც ვიტყვი, ქუთაისისთვის შეიძლებოდა ტორპედოზე და დინამოზე უკეთესი, ნამდვილი ქართული წიაღიდან შერჩეული სახელების დარქმევა.
Mefe333
მშობლიური ენა რას ნიშნავს? ქართული არაა მშობლიური ენა? მეგრული დიალექტია და ცოტა დაკვირვებით წერეთ როდესაც მასეთ საკითხს მიუდგებით.
ცნობისმოყვარე
საფეხბურთო კლუბია თუ პეკინის გამზირი?
rasa
მალთაყველი გურულებისგან მსმენია, რომ მათ გააგორეს პირველებმა.
ბაჩი
რამდენი კლუბია სამეგრელოში აკვანში ქართული ფეხბურთისა(უმაღლეს ლიგაში არცერთი მეგრელთა სამარცხვინოდ,არადა ამ ქვეყანაში ფეხით ბურთი პირველებმა მეგრელებმა გავაგორეთ)არც ერთ მეგრულ კლუბს მეგრულ ენოვანი სახელი არ ქვია,თქვე ოჯახ აყვავებულებო ასე რამ შეგაძულათ მშობლიური ენა,დაირქვით რამე მეგრული სახელი.დამიბლოკე ადმინ...
სპარტაკი
ჩემის აზრით "როტორი" ან "კარბურატორი" ჯობდა, უფრო ორიგინალური იქნებოდა, დინამოები ხომ გვყავს უკვე?!
თერჯოლელი
გასული საუკუნის 80-ან წლებში,ეროვნული მოძრაობის აღორძინებისას,საქართველოს ფეხბურთი დამოუკიდებელი გახდა და თბილისის დინამოს იბერია დაერქვა,რაც ძალიან გაგვეხარდა,ლამაზი სახელია და თანაც ძველად ჩვენ ქვეყანას ხომ იბერია ერქვა,მაგრამ,როგორც კი შევარდნაძე სახელმწიფო გადატრიალებით დაბრუნდა ქვეყნის სათავეში,არ ვიცი მისი ჩარევით მოხდა თუ დაემთხვა მის დაბრუნებას,თბილისის კლუბს ისევ დინამო დაარქვეს რაც ძალიან საწყენია და მე თუ მკითხავთ ყველა ქართულ კლუბს არააქვს მნიშვნელობა,რომელ ლიგაში ასპარეზობს,ქართული სახელი უნდა ერქვას.
ფუუ
უკან საბჭოთა წარწულში !
buba
"საბჭოეთის დაშლის მერე დინამოს უნდა გადარქმეოდა სახელი...." საბჭოეთის დაშლის მერე დინამოს სახელი გადარქმეული ჰქონდა და ერქვა - თბილისის "იბერია"
rustavi
რა მაინტერესებს იცით? მესმის რო დინამო ეროვნულ სტადიონზე თამაშობს. მარა ერთი რამე ვერ გავიგე. თუ ეროვნულია, რატო დაგვაწერეს გულზე სტადიონზე რუსული ასო "D". ქართული "დ" უფრო ლამაზი არაა. დინამოსაც რო რუსულად აწერია გულზე ოკუპანტის ასო. რატო კაცო? რატო? ძველ დინამოს პაიჭაძის და მესხის დროინდელს ხო ეცვათ ფორმები ქართული "დ"-თი. მე თუ მკითხავთ კიდე საბჭოეთის დაშლის მერე დინამოს უნდა გადარქმეოდა სახელი. ან თუნდაც დინამოს ბაზაზე უნდა შექმნილიყო ახალი კლუბი. იმ დიდი დინამოს ისტორია საბჭოეთთან ერთად უნდა ჩაბარებოდა ისტორიას. დინამოზე უნდა გადაღებულიყო ფილმები, დაწერილიყო წიგნები. ისტორიის ეგ საბჭოთაფურცელი უნდა დახურულიყო. მერე აღარ იქნებოდა, ეს დინამო თამაშებს რო ვერ იგებს ევროპაზე იმ დინამოს არცხვენსო. ეხლა კიდე ახალი დინამოები, ტორპედოები და ლოკომოტივები. ზუგდიდისთვის ბარემ მექაღალდე დაგერქმიათ. საბჭოთა კავშირის აღდგენს ფეხბურთიდან იწყებთ.რით ვერ მოიშორეთ ეს საბჭოთა მენტალიტეტი.
ქობულეთელი
ისევ დინამო..ამ გუნდს უნდა ერქვას ოდიში,სახელი რომლითაც ეროვნული ჩემპიონატის გარიჟრაჟზე გამოდიოდა ზუგდიდური გუნდი.
კომუნიზმი რით ვეღარ დამთავრდა
დინამო არა კრილიასოვეტოვი. საბჭოთა კავშირი რით ვერ დაილექა ამ საწყალ საქართველოში
levan
დინამო რა უბედურებაა? სხვა რამე მოეფიქრებინათ: ლაზიკა, ოდიში ან მგლები რაც ერქვა, ხო ან ბაია კიდე... რავი დინამო არა ტორპედო-ლოკომოტივი ხო არ ჯობდა:):) სტადიონი რო დაალპეს ის რაც გააკეთეს:( მოკლეთ ფულის ყლაპვისმეტს არაფერს არ აკეთებენ:(
kaxa
ამათმა პრეზიდენტმა რაღაც იცის აშკარად და დროს დაასწრო
კახა ქ.
სტადიონთან დაკავშირებით რა ხდება,რაუკნეს იმ ბეტონის კედელს ბოლო-ბოლო,მოანგრიეს თუ დატოვეს როგორც სამუზეუმო ექპონატი?
ზურა
ასე რამ დააქლიავა ვინც დინამო დაარქვა? თუ სახელის შეცვლა გინდოდათ ოდიში არ ჯობდა? ამდენი დინამო რუსეთის ჩემპიონატში არაა.
ზუგდიდი
ზუგდიდი ლიგა ორში იყო ავტორ ლიგა 3 დან არ გადმოსულა. რაც შეხება სახელს ძალიან არ მომწონს, რა დინამო რის დინამო.. ოდიში უნდა ერქვას ან ლაზიკა
ბათუმის ფანი
არაფერია,სანამ მესამე ლიგიდან დაბრუნდებიან კიდევ შეუცვლიან სახელს) ისე ხუმრობის გარეშე-ძალიან ლამაზი სახელი ერქვა გუნდს-ოდიში,რას ერჩოდნენ
საგა
ხომ უნდა მიხვდეთ ოდესმე,რო სახელში არ არის პრობლემა :D
oto
სახელი კი არაა გუნდს მიხედეთ მეტი საქმე არაა აქვთ
Vasili
რა გჭირთ ხალხო?! რა დინამო ??? დააარქვით ქალაქის სახელი! ან რამე , ლამაზი, ქართული! / ამდენი დინამო, და ტორპედო და ლოკომოტივი და გრუჩიტელი, და რავიცი კიდე რა , რა დაგვმართნია??? / ევროპულ გუნდებს მაინც მიბაძეთ, უმრავლესობა თავის ქალაქის სახელს ან ქვეყანასთან ასოცირებულ რაიმე ისტორიულ სახელს არქმევს გუნდს .// დინამო არის მხოლოდ ერთი და ის არის თბ.დინამო რადგან უკვე დაწერა წარსულში (ასე თუ ისე) ისტორია ამ გუნდმა!. / ტორპედო-ს ქუთაისი ერქვას, ჩემი აზრით 1000 თავით ჯობია, ბათუმს ბათუმი! / არადა გვყვს ქართულ ფეხბურთში ისეთი გუნდებიც მართლაც რომ კარგი სახელები აქვთ მაგრამ მარტო სახელიღააა არიან დარჩენილი. / ზესტაფონის ზესტაფონი, ლანჩხუთის გურია, ფოთის კოლხეთი, გორის დილა, და აი წნორის მილანი რა შუაში იყო დღემდე ვერ ამოვხსენი... ( ისე კი მსმენია კახელებისგან რო კაი მაზავჩიკაა გუნდი ყოფილა იმ დროში) ეს ის დრო იყო ახალგაზრდებო, ედიკა&მეზვრიშვილი კლანი რო აზანზარებდა მთელ დინგი-დუნიას.
ნიკა
რაც მეტი დინამო იქნება მით უმეტესი :-D საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში ხომ დავნრუნდით ;)
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
სერიები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო