ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

წერილი: როცა სიტყვას ფასი არ აქვს - მთავრობამ ისევ გადაგვაგდო

წერილი: როცა სიტყვას ფასი არ აქვს - მთავრობამ ისევ გადაგვაგდო

23 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ცნობილი გახდა, რომ თურმე საქართველოში ევრობასკეტი 2021 წლისთვის დაპირებული არენა არ აშენდება.

2019 წლის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რომელმაც დადებითად განაწყო საქართველოში ადამიანები, სწორედ ეს იყო, რომ საქართველო ევრობასკეტ 2021-ს უმასპინძლებდა და ქვეყანაში ახალი არენა აშენდებოდა.

ახალი არენის აშენებაზე მეტი სიხარული უფრო იმ ფაქტმა მოგვგვარა, რომ ასეთი დონის ტურნირს ვუმასპიძლებთ, თუმცა მაშინ მთავრობის იმდროინდელმა წევრებმა და ამჟამინდელმა საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ საქართველოში ახალი არენა აშენდებოდა.

ყველა ოფიციალური პირის განცხადებაში ფიგურირებდა ეს ინფორმაცია, რომ თბილისს ახალი არენა ექნებოდა, მაგრამ დაპირება ალბათ (რაღა ალბათ) უკვე აღარ შესრულდება.

და ისე გამოვიდა, რომ გადაგვაგდეს, როგორც ხალხი, ისე ფიბაც, მაგრამ ფაქტია, ფიბას არენის ამბავი იმდენად არ აწუხებს და მათთვის პრიორიტეტი ევრობასკეტის კარგად ჩატარებაა. პრინციპში, ნეტა ჩატარდეს და გადააკეთონ ის 2 500-ანი არენაც, მაგრამ ჩატარდება რომ საერთოდ? იქნებ იმ 2 500 არენის გადაკეთებაც გადაიფიქრონ? ვინ იცის. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩატარდეს.

უბრალოდ, ვერ ვხვდებით, რატომ ამბობდა ყველა ოფიციალური პირი ერთხმად, რომ 15 000-იანი არენა უნდა აშენებულიყო? რატომ? ვინმე გაძალებდათ ამას?

სხვათა შორის, ამაზე პაატა გურასპაულს მუდმივად ჰქონდა საუბრები ფიბას კომიტეტში და ვრცელდებოდა განცხადებები, რომ არენის მშნებელობა 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

საინტერესოა, ასეთ განცხადებებს რის საფუძველზე ამბობენ ხოლმე ოფიციალური პირები? "ავაშენებთ არენას" და უკვე მერე ფიქრობენ, რომ "დაიცა, არენის მშენებელობა 200 მლნ ღირს. ამიტომ, მოდი, გადავაკეთოთ, რაც გვაქვს და ბიუჯეტს დავზოგავთ... აუფ, არ უნდა გვეხსენებინა ეგ ახალი არენა..."

რა აბსურდია?!

მკითხველს თუ არ ახსოვს იმდროინდელი განცხადებები, ჩვენ გაგახსენებთ:

პაატა გურასპაული (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ერთადერთი სუსტი წერტილი იყო არენა, რომელიც ჯერ არ გვქონდა. პრემიერ-მინისტრის წერილი კი იყო საფუძველი, რათა ფიბა-ევროპის მაღალჩინოსნებს ჩვენთვის ნდობა გამოეცხადებინათ და დაეჯერებინათ, რომ 2021 წლისთვის ევრობასკეტისთვის საქართველოში აშენდებოდა მაღალი დონის არენა".

მამუკა ბახტაძე (საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი): "ევრობასკეტის მასპინძლობის ფარგლებში ავაშენებთ 15-ათასიან დარბაზს და დარწმუნებული ვარ, ეს არენა გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალაქისთვის".

სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს პრეზიდენტი): "გერმანიაში დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი - დავპირდი, რომ ჩვენს დედაქალაქში აშენდება დიდი არენა ევრობასკეტისთვის. ამ საქმეს ბოლომდე მივყვები და მჯერა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატს ყოველმხრივ მომზადებული შეხვდება".

კახა კალაძე (თბილისის მერი): "ვმასპინძლობთ ევრობასკეტს - ეს კარგია, მაგრამ კიდევ უკეთესია, რომ თბილისში აშენდება 15 ათას კაცზე გათვლილი არენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება".

ისეთი ტყუილი უნდა თქვა, ფეხები ჰქონდეს, დგომაც შეეძლოს და გაქცევაცო

უფრო ნათლად რომ ვთქვათ, საქართველომ მიიღო კონტინენტის საუკეთესო საკალათბურთო ტურნირის მასპინძლობის უფლება. გვჭირდება იდეალური საკალათბურთო არენა, რომელიც ფიბას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ხუთი თვის შემდეგ კი ვიგებთ, რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილი იყო. ისე გადაწყვიტეს, რომ ახალი დარბაზი ვერ აშენდება, სპორტის სასახლე ვერ გადაკეთდება, რომ არც არავისთან არ ახსნეს და არც რეალურ მიზეზებზე ისაუბრეს.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაა, რადგან მათი ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეუძლიათ. მთავრობაში ალბათ გადაწყვიტეს, რომ ეს დარბაზი ზედმეტი ხარჯი და ზედმეტი თავის ტკივილია.

ორი წელი ნამდვილად იყო საკმარისი ახალი დარბაზის ასაშენებლად. მით უმეტეს, თუ პროექტიც იყო და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერაც ჰქონდა. ამ ფონზე უკვე ისიც საეჭვოა, თუ როგორ გადააკეთებენ ოლიმპიურ სასახლეს.

დარბაზი, რომელი 2.5 ათას ადამიანს იტევს, 4-ჯერ უნდა გაწელონ და ტევადობა 10.5 ათას ადამიანზე გაზარდონ. ფაქტობრივად, ისევ ახალი დარბაზი უნდა ააშენონ... სავარაუდოდ, ჯერ უნდა მოანგრიონ ის, რაც იყო, მერე თავზე დააშენონ... ტრაგიკომედიაა.

ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ისე არ დასრულდება, რომ ევრობასკეტს ტელევიზორში ვუყუროთ...

• yochag shen

ხოდა შენ დაკმაყოფილდი რაც გაქვს მაგითი და საერთოდ გაჩუმდი მაშინ, ვისაც მეტი გვინდა გაგვატარეთ, ჩვენ რაღას გვექაჩებით მოუსავლეთში

• nac-qoc trolebo

შენ სტატია ვერ წაგიკითხავს და ან ვერ გაგიგია და რა წიგნების კითხვაზე ელაპარაკები და მოძღვრავ ხალხს. ტროლს მოკლე ფეხები აქვს:)

• ზაზა

aburjga ჯიგარი ხარ!!!

• ვინცხა

აბა ვინ არის შუაში?! ტერენტი გრანელი?? მთავრობამ გასცა დაპირება და არ ზემოთ ხსენებულმა.

• emigranti

სინდის-ნამუს გარეცხილი ხელისუფლების ლაქია უნდა იყო, რომ მათ უმსგავსო საქციელით გამოწვეული "ნაფურთხები" სიფათები აულოკო. ვინც საქართველოს მოსახლეობას ნაცბანდასა ქოცხროვას გარდა ვერავოს ხედავს რა ვუწოდო იმ ხალხს არ ვიცი. ყველა იმ პიროვნებამ ვისი წომენტარებიც ჩვენ ვიხილეთ მინიმუმ საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადონ. პატიოსანი პიროვნება საერთოდ გადადგებოდა საჯარო თანამდებობიდადნ, მაგრამ...თუ ძმა ხარ არ დააბლოკო.

• aburjga

ეს უკვე სპორტული საიტი აღარ არის სქელშუბლა მიშმადიდებლებმა წალეკეს აქაურობა! აბა ჰე, აიღეთ ხელში "ლაფათქა" და "ქაფჩა" და ისემც გიქნიათ სულაც "მედისონ სჯკვერ გარდენის" ზომის სასახლე აგიშენებიათ! ოღონ თქვენი ჯიბის ფულით! ვინც დაგიშალოთ იმის კეთილებს მივუზომე რაც აკლიათ!

წადით წიგნი წაიკითხეთ,რა შუაშია სახელმწიფო და ხელისუფლება უეფას ერთა ლიგასთან :-) რას ეწევით ამისთანას :-)

• las

ეს ნიშნავს რომ არ ვართ სახელმწიფო, ასეთი უთავმოყვარეო ხელისუფლება უნდა წავიდეს, ისე ვატყობ გაზაფხულზე ერთა ლიგაზე ჩაფლავებით დააგვირგვინებენ ყველაფერს

• ara

რამდენი ბოტი შემოესევა აქ ეხლა უკვე ვხედავ ზოგ კომენტარს როგორ აპრავებენ და როგორ აჩიავებენ ქვეყანას რომ თავი არ გვაქ არაფრის. ოცნება არაფერ შუაშია...

• aburjga

აბა ჩამოთვალე ვინ ჩამოვიდოდა?! რას დემაგოგობ?! ახლა რომ არ ჩამოვლენ ეს ვინ გითხრა?!

• huseina

რამხელა მნიშვნელობა ქონდა ჩვენი ქვეყნისთვის ეურო ბასკეტის ჩატარებას მსოფლიო დონის ნაკრებები ჩამოვიდოდა ამათი არაფერი დაიჯერება ბიძინასგან გადაყვათ ხალხის დაბოლება გურასპაული რამღა გააგიჯა

• მე მიყვარს საქართველოში ცხოვრება

U19 ევროპის ჩემპიონატი,ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი,ესენი გამოგრჩა. ისე უმადურობა ძალიან ვნებს ადამიანის სულს.ამასწინათ ჯაბა კილაძემ თქვა და 100% ვეთანხმები.ჩვენ ხალხი ვქმნით ამ საშინელ გარემოს რაც დღესაა შექმნილი საქართველოში,თორემ გაჭირვებული რომელ ქვეყანას არ ჰყავს,კრიმინალი სად არ ხდება და ა.შ. შუაგულ ევროპასა და ამერიკაში,რომ ხდება ისეთი უნდა.ვისაც უცხოვრია ძალიან კარგად იცის.ნუ ცდილობთ საკუთარი ლუზერობა სხვისი ნაშრომის ლანძღვით და კრიტიკით გადაფაროთ.სამსახურიც მაქვს,ვალიც მაქვს,გაჭირვებაც მინახავს და ლხინიც,მაგრამ არ მოვსთქვამ ზოგიერთებივით,იმიტომ რომ ესეთია ცხოვრება და მადლობა ღმერთს ყოველი დღისათვის.

• თენგო

ვგრძნობდი, რომ ასეც მოხდებოდა, სიტყვას ჩალის ფასი ადევს, შეუსრულებელი და გადაგდებული რამდენჯერ ყოფილა ერი, ეს რომ გამკვირვებოდა, პირიქით ის გამიკვირდებოდა ამ ბედოვლათებს მართლაც და ახალი მულტიფუნქიური სასახლე აეშენებინათ. მოკლედ შულერიბ და გადამგდებების და სახელგატეხილების გახდა საქართველო!!!

• მეტი განათლება

მთავრობა და პარლამენტი სხვადასხვა რამეა. ხელისუფლება სამ შტოდ არის დაყოფილი: სააღსრულებო (მთავრობა), საკანონდებლო (პარლამენტი) და სასამართლო. დემოკრატიულ სახელმწიფოში, შეუძლებელია ეს სამი შტო ერთმანეთთან გააიგივო, ერთი შტო მეორე შტოს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და პირიქით. (მე პირადად პროპორციული არჩევნების მომხრე ვარ ცალსახად, აი თქვენ ნაცებს კი არასდროს გინდოდათ პროპორციული და დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლებაში მობრუნდებით, ყველა გზას მოძებნით რომ პროპორციული გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 1-2 წელში პანჩურით გასაგდები იქნებით ისევ)) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა სპორტის ჟურნალისტის განსახილველია თემაა პროპორციულ არჩევნებზე გადაგვაგდო თუ არა, მითუმეტეს, როცა საქმე ევრობასკეტს ეხება? ანუ მეტი არგუმენტი არ გაქვთ, რის გამოც კიდევ გადაგვაგდო წერია?

• "დადეთ რა ეს კომენტარი"-ს

როდის გადაგაგდო და პროპორციულ არჩევნებს რომ დაგპირდა და რომ გადაგადო ე, მაშინ გადაგაგდო

• oto

საცა აარა სჯობს გაცლა სჯობს. უტვინონი! საბჭოთთა მემკვიდრეობა რომ არა ვერც სუპერთასს ვუმასპინძლებდით.უმაქნისნი!

• goga

კარგი რა

• დადეთ რა ეს კომენტარი

,,მთავრობამ ისევ გადაგვაგდო'' რას ნიშნავს? 2015 წელს სუპერთასის ფინალი რომ ჩაატარა? 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა რომ ჩაატარა? 20 წლამდელებში რაგბის მსოფლიოს ჩენპიონატი რომ ჩაატარა? სხვა უამრავი მაღალი რანგის შეჯიბრები რომ ჩატარდა სოორტის სხვადასხვა სახეობებში და ყველგან ჩამოთვლილში მაღალი შფასებები რომ მუვიღეთ? თუ ბათუმის გრანდიოზული სტადიონი რომ ააშენა? (საბჭოთა პერიოდის მერე ამ რანგის სტადიონი არ აშენებულა). თუ 2021 წლის ევრობასკეტი ჩვენთან რომ წამოვიღეთ? როდის გადაგვაგდო კიდევ? მართლა მაინტერესებს. სხვა დროსაც გახსენდებათ ესეთი ბუმი? იქნებ მეც შემახსენოთ

• zaza

ნუ აბინძურებთ და ტროლავთ თემას ნაცებოო ოეეე თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო საერთოდ წადით დაიმალეთ რა ამგენმა რა ააშენესო რო იძახით თქვენ რამდენი სტადიონი და სპორტული ნაგებობა აუშენეთ ხალხს აბა რაგბმა კიდე ამ მთავრობის დროს გამოიხედა თვალებში და დაემსგავსა კიდე რაღაცას თორე მანამდე სადვიყავით ყველამ ვიცით.ერთი სიტყვით თქვენსგარდა და თქვენი ანასხლეტების გარდა და იმ პოლიტიკანების გარდა ერთკაციან პარტიებს რო წამოადგენენ ყველასააქ უფლება აკრიტიკოს ხელისუფლება თქვენ ვინც იყავით ხელისუფლებაში უკვე სალაპარაკო აღარაფერი გაქვთ თქვენი პოლიტიკური ცხოვრების ბეგრაუნდიდან გამომდინარე. ქვა ქვაზე როარ დატოვეთ ქვეყანაში.

• ATP 16

ის რომ ამ საიტზე საღი აზრი და რეალური მიზეზები არ აინტერესებთ და მხოლოდ ორ პოლუსად დაყოფილი მხარეების კომენტარებს აქვეყნებთ , პირდაპირ შემიძლია გითხრათ , რომ შეკვეთილი სტატიებით მუშაობთ და თქვენც პატარა პროლების ფაბრიკა ხართ . ალბათ ამ ყველაფერში თქვენი მერკანტილური ინტერესიც არის . სხვა შემთხვევაში , სულ მცირე ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებდით და რეალურ მიზეზებს გაარკვევდით . მაგრამ ამ ქვეყანაში თუ ვინმესტი არ ხარ , ვის რაში აინტერესებს საღი აზრი . რეალობა ის არის , დღეს კალათბურთშიც მხარეები არსებობს და მათ კულუარულ ბრძოლას შეეწირა სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა .

• West

სპორტის სასახლე კი არა დარბაზები არაა და დარბაზები სადაც არის იმას ვერ ან არ პატრონობენ. ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობებია დღეს ჭიდაობის სახეობები და ერთი დარბაზი არ აღირსეს. რაც დარბაზები იყო ან დაანგრიეს ან ძიუდოს და კარატეს გადასცენ. ძალიან მაგრათ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა რომ ასეთ პირობებში ცხოვრობდე ვარჯიშობდე და მსოფლიოში გაუთქვა სახელი საქართველოს და არ ფიქრობდე უცხო დროშის ქვეშ ასპარეზობა ზე. ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ ქედს ვიხრი ყველა ქართველი პატრიოტი სპორტცმენის წინაშე.

• მერაბი

აკი ტროლების ფაბრიკები დახურესო? შენ რა ჟივუჩი ყოფილხარ... ხშირად შემხვედრიხარ სხვადასხვა თემაზე ბინძური კომენტარებით და იმედი მქონდა, ახლა მაინც გაქრებოდი. არა უშავს, ადრე თუ გვიან მოგაგნებს ცუკერა :)

• ზაზა

ბრმა ხარ? ბათუმის ორი სტადიონი და სპორტის ორი სასახლე ვერ დაინახე?

• z

ყველაფერი ნაციონალების ბრალია და 9 წლიანი რეჟიმის

• მთ

შენი ინტელექტი ვერ ქაჩავს,თუ რაზეა ამ სტატიაში საუბარი

• tngh

რა აქვს ვინმეს დასაწუნი ქალაქში არსებულ ზველ სპორტის სასახლეს??? უნიკალური გადახურვით და შესანიშნავი ტრადიციებით!!! ეს "ბოღმით" სავსე წერილი კი, თქვენს მსგავს "დილეტანტ-პოპულისტებს" წაუკითხეთ. ნამდვილად არ ესაჭიროება ქალაქს კიდევ ერთი დიდი სპორტის სასახლე. სპორტული დარბაზები უფრო საჭიროა...

• დამკვეთი

"ბორიამ" მიიღო ბრძანება მოსკოვიდან - რადაც არ უნდა დაუჯდეთ არ ჩაატარონ ევრობასკეტი! რუსეთის იმიჯი შერყეულია და ჩვენი რატომ უნდა იყოს მყარად. ეს ფეხბურთასაც ეხება - ყველაფერი იქით მიდის რომ არსად გამოვიჩინოთ თავი... ეს ხომ მოძველებული რუსული ხრიკებია!

• alex

ეეეეჰჰჰჰჰ... პაატა , პაატა ,,,,,, თქვი სათქმელი, თქვი რა.... რას აბოლებ ამ ხალხს....... ბიჭო გიცნობ მე შენ...... რა გიქნეს? რა სისხლი გადაგისხეს ???? თქვი სიმართლე და გადადექი... სახე მაინც შეინარჩუნე რა...

• სიმართლე

იმ "მამა-მარჩენალს" ერთი რაგბი ევასებოდა და ისიც დაიკიდა, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, 2020-ში როგორ დავაჰიპნოზო ხალხიო ...

ელემენტარულად, ორი ნაბიჯით წინ არაფრის გათვლა, რომ არ შეგიძლიათ და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ არ იცით რას ნიშნავს თქვე მართლა ბედოვლათებო ეგ კიდევ არაუშავს და სირცხვილის გრძნობაც საერთოდ არ გაგაჩნიათ?! ამ ყველაფრის შემდეგ მართლა არ იქნება გასაკვირი თუ ნაკრების საშვილიშვილო მნიშვნელობის თამაშს 55 000-ანი სტადიონის ნაცვლად 20 000 სტადიონზე ჩაატარებთ !

• kaxa

ისე მართლა ზედმეტ ისტერიკას ტეხავთ, არ იცით სალომეს ქართული რომ არ ეკერკება? სულ სხვა რამეს გულისხმობდა და ნუ გამოეკიდებით სიტყვებზე რა, ბახტაძე კიდე სწორედ მაგ სიტყვის შეუსრულებლობისთვის ჩამოალაბორანტეს, აი კალაძეს რაც შეეხება, ვერ იხსენებს თურმე, როგორო, მე ვთქვი ეგეთი სისულელეო? სად მე და სად მშენებლობაო?

• სხვა რაკურსი

კრიტიკული აზრი დავწერე სტატიის მიმართ და დაბლოკეს. სასაცილოები ხართ )) დარწმუნებული ვარ ბევრი მსგავსი კომენტარი დაიბლოკა. გადახედეთ კომენტარებს და მიხვდებით ))

• ნოდო

როგორ ვისურვო მარა კი არის ოცნება ღირსი ფიბამ სხვა ქვეყნით ჩაგვანაცვლოს მარა უბრალო ხალხს რას ვერჩი

• გიორგი

რა ვიშვიში ატეხეთ? კონტრაქტზე კი არ მოუქწრიათ ხელი, ისე თქვეს რა. პატარა ტრიუკი გაუკეთეს ფიბას

• წვენების მწარმოებელი

რა მინდოდა წვენებში?!

• გიო

არაფრის მაქნისი ღორმუცელა. აფერისტები მთავრობა გვყავს. რას უნდა ველოდეთ თქვენგან?

• გოჩა

არა ესენი ძალით მიექნებიან უფსკრულისაკენ,ჩვენც უნდა ჩაგვიყოლონ ამდენი შეცდომები რა უბედურებაა ეს ბედოვლათები კიდევ ოპოზიცია,რევოლუცია არა საშა კოლა,თუ არენას გადააკეთებენ ამაში ცუდი არაფერია,მაგრამ ჯერ გათვალე და მერე იძახე ახალს ააშენებ თუ აშენებულს გადააკეთებ,მოკლეთ ყველა პოლიტიკოსს მივმართავ არ დაბლოკოდ,თბილისის მერის სიტყვების კონსტატაციას ვაკეთებ,გამოექნეთ მთაწმინდიდან ყველამ ერთად და მისმართი იცით,ყველა ერთი ხართ,სამმილიონიან ქვეყანას ვერ უვლით,ხალხო თქვენ გენაცვალეთ ყველას კიდევ ჩვენ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში,მრავლ დამდეგს გილოცავთ ყველას.

• emigranti

იქნება რომელიმე ჟურნალისტმა მოახერხოთ და "მამაო მარჩენალის" აზრი მოგვასმენინოთ, ინტერვიუზე უარს არ გეტყვით. თუნდაც რაიმე სხვა მიზეზით და ეს საკითხიც ტექნიკურად შეაძვრინეთ. არა მგონია ყველაფრის საქმის ყურში არ იყვეს და ნამუსი რომ ჰქონდეს აქამდე უნდა გაეკეთებინა თუნდაც შეფასება, მარაა... იცოდე ამის დაბლოკვით საკუთარ მონობას დაადასტურებ, ადმინ.

• რაგბი

რაგბის ჩემპიონატი რომ ჩავატარეთ 20 წლამდელების, რამდენი სტადიონი უნდა აშენებულიყო და რამდენი აშენდა? აბა კარგად გაიხსენეთ? კითხეთ მთავრობას. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ სტადიონების აშენების ტენდერი წვენების მწარმოებელმა მოიგო

• s.s.

ამათი აშენებული ჯერ არ მინახავს, ჩვენ ხო გვაგდებენ როცა გაუხარდებათ, ეხლა ევროპაც გადააგდეს, რა შეასრულეს რო?!

• iason

რა გიკვირთ? ხო თქვა პირველმა პირმა სიტყვებს ნუ ენდობით, სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდებაო:)

• Gio

ივან გეტყობა რომ ღირსებასთან მთლად უნისონში ვერა ხარ. კაცის სიტყვა პირიდან ამოდის და მის ღირსებას განსაზღვრავს. პოლიტიკური ფიგურები რომ რამეს იტყვიან იმას უფრო დიდი ფასი აქვს! ამათ ეს არ ესმით და ალბათ შენც!

• ivan

ნუ ისტერიკობ რა ავტორი. 200 მილიონის ნაცვლად 80 მილიონად 10 ათასიანი დარბაზი აშენდება. შენ რა გეწვის, წილი გქონდა იმ 200 მილიონში?

• ზიგფრიდ

მაგათ საკუთარი თავის თაავადვე აღარ სჯერავთ

• ისა და, დინამოზე არ გამოვა?!... 55.000 ეტევა... მეორადებში კაი ხარისხიანი ლამინატი და მისი ჯანი... შეიძლება, ისეთი მაგარი გამოვიდეს, დანარჩენი სამი ქვეჯგუფიც აქ ჩამოვიდეს სათამაშოდ....

მ.ტ

• კაჯი

ევრობასკეტს ნამდვილად აღარ ჩაგვატარებინებენ, თავზე დავიჯვით ერმაც და ბერმაც მთავრობიანად თან გვიხარია ევროპა გადავაგდეთო. ვნახოთ ბოლოს გადაგდებული ვინ დარჩება. ხო მართლა გურასპაულო დღეს მიგყავს ნბა რეპორტაჟი? რა დროს დარბაზია პირდაპირი ტრანსლაცია აქვს კაცს...

• aburjga

საერთოდ არ იყო საჭირო იმ კონკურსში მონაწილეობა სადაც საქართველოს მოგვანიჭეს ევრობასკეტ 2021 ის ეგიდით რამდენიმე მატჩის გამართვის უფლება, მითუმეტეს როცა ისეთი არენა არ გაგვაჩნდა რომელიც ფიბას მოთხოვნებს აკმაყოფილებდა! არ ვართ ჩვენ იმ დონის სახელმწიფო 3-4 თამაშისათვის 15 ათასიანი სპორტის სასახლის აშენება რომ შეგვეძლოს. რამხელა საბანიც გახურავს ფეხი იმხელაზე უნდა გაჭიმო!

ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა

“ა” ლიგის ქართლურ ფინალში რუსთავი და კასპის გრიფინი შეხვდებიან

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

საქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

მამუკა ბახტაძე იაპონიაში ქართველ სუმოისტებს შეხვდა [PHOTO]

ნაკრების სიმაღლე - ქართული კალათბურთის გზა (ნაწილი XIV)

გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი

ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

ფეხბურთის ფედერაციამ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას უპასუხა

საქართველოს პრემიერი: მამუკა გორგოძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა

სალომე ზურაბიშვილი "ევრობასკეტის" საზეიმო ღონისძიებაზე: ევროპა შემოდის საქართველოში

"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

"ბორჯღალოსნებს" პრემიერ-მინისტრი ეწვია

სალომე ზურაბიშვილი: ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება

გადაწყდა, სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი XI - ნაკრების ლეგიონერები

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი X

კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

მამუკა ბახტაძე მორაგბეებს - თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია

"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის

FIBA-მ ევრობასკეტ 2021-ის ოფიციალური ლოგო წარმოადგინა

newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა