26 დეკემბერს "არქიმ" ქართველ ჰალკს - მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა და მას ბინა "არქი ისნის" პროექტში გადასცა.

საგინაშვილი მსოფლიოს 7-გზისა და ევროპის 6-გზის ჩემპიონია. სულ ცოტა ხნის წინ კი მკლავჭიდში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - "ტოპ 8"-ის გამარჯვებული გახდა.

"არქი" და არქელები მადლობას უხდიან ჩემპიონს მოპოვებული გამარჯვებისთვის, მხარდაჭერის დასადასტურებლად კი მას "არქი ისნის" პროექტში ბინა გადაეცა.

სპორტის მხარდაჭერისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის "არქიმ" ბევრ ქართველ ჩემპიონს აჩუქა ბინა სხვადასხვა პროექტში: ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიო რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს, მსოფლიო ჩემპიონებს ჭიდაობაში - გენო პეტრიაშვილს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიას, ლაშა გობაძესა და ლუხუმ ჩხვიმიანს. მათ რიცხვს კიდევ ერთი ჩემპიონი, ლევან საგინაშვილი შემოუერთდა, რომელმაც საქართველოს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი.

"გვეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი ძლიერი და წარმატებული სპორტსმენი, როგორიც მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილია. სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ ამ გამარჯვების აღსანიშნავად "არქიმ" ქართველ ჰალკს "არქი ისნის" პროექტში ბინა გადასცა. ეს არის ჩვენი საჩუქარი იმ შრომისა და ბრძოლის დასაფასებლად, რასაც ლევან საგინაშვილი საქართველოსთვის აკეთებს.

მინდა მადლობა გადავუხადო მას, ვუსურვო წინსვლა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა. "არქი", თავის მხრივ, განაგრძობს ქართული სპორტის მხარდაჭერას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას", - ამბობს შიო ხეცურიანი, "არქის" გენერალური დირექტორი.

"არქის" მოგების 5% სოციალურ პასუხისმგებლობას ხმარდება, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა, განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

გიორგი
არქი ყოველ მხრივ საუკეთესოა პეტრე იბერის შესახვევშია არქის კომპლექსი თავისი ბავშთა გასართობი დიდი მოედნით გამწვანებით მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით, სხვა კომპანიებს კორპუსი კორპუსზე აქვთ გადაკერებული მთელი ნახევარი ქუჩის ბავშვები ჩვენთან ერთობიან მანქანებსაც ჩვენთან აყენებენ სხვა კორპუსელები წარმატებები არქის მთელ კოლექტივს.
alexandre
საახალწლოდ ბოღმას რომ აფრქვევ, იმის თავიც არ გაქვს სახელი გერქვას - აქანა!!! ტყუილი რომც დაწერო გეშინია არ დაწყევლოს ეს სახელი ვინმემ, და თავისთავად ვინმე ახლობელი გეყოლება. რომ იცოდე, წყევლა მართალ კაცზე არ ჭრის, ჰო და სიმართლე წერე, შე მართლა იქანა-აქანა.
დდდ
მადლობა არქი ჯგუფს რომ დააფასა ჩვენი გოლიათი.იმედია სხვა კომპანიებიც გადაიღებენ მაგალითს
აქანა
არც ეგეთი უბედურია რომ იცოდეთ, იმდენი იწუწუნა როო
sjsj
მშვენიერი მაგალითია არქი! სწორედ კერძო სექტორმა უნდა მიაქციოს ყურადღება სპორტს და სპორტსმენებს და მთავრობისგან ნელ-ნელა გადაიბაროს ეს პასუხისმგებლობა.
G.LA
დიდი მადლობა არქის, ძალიან გამიხარდა ასე რომ დააფასეს ჩვენი ლეგენდარული მკლავჭიდელი 'ჰალკი' წარმატებები და გამარჯვებები.
Nykri
ალალი და უსაყვედურო ოყოს..!
ირაკლი
როგორც იქნა ვიღაცამ დააფასა. ისე ესეთ სპორტსმენებს არა შეფეგის მერე არამედ მუდმივად აფინანსებენ რო იცოდეთ. კაცმა შაურმის ჭამით და უფულოდ მსოფლიო მოიგო და მერე გამოჩნდა ისიც სპორცმენი ფაჩულია, თორე სახელმწიფოს იმედად შაურმასაც ვეღარ შეჭამდა. და ამ დროს ალბათ მკლავჭიდის ფედერაციაც არსებობს ამ ბედკრულ ქვეყანაში, რომელსაც პრეზიდენტიც ყავს და მინიმუმ 4-მოადგილე.ვაი საცოდავო საქართველო, როდემდე! გილოცავ ლევან, გულში გენაცვალე
ბექა
ძალიან კარგია, რომ დააფასეს... იქნებ სამინისტროშიც გამოეღვიძოს ვინმეს და მიაქციონ ყურადღება როგორც საჭიროა...
ლ.ს
დაიმსახურა!
Misha
Dzlivs ar daafases es kaci?gmertma mshvidobashi mogaxmaros levan
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქართველი “ჰალკი“ საქართველოში დაბრუნდა და საჩემპიონო ქამარი ჩამოიტანა - ამაღელვებელი კადრები აეროპორტიდან [VIDEO]
ქართველმა "ჰალკმა" "ტოპ 8" მოიგო და დადასტურებულად მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელია [VIDEO]
ქართველი ჰალკი! - ლევან საგინაშვილმა მსოფლიოს TOP 8-ში გამოცდილი მეტოქე მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ყველასგან დავიწყებული ქართველი "ჰალკი" - "მოგების შემდეგ ყაზახს 100 000$-იანი "ტოიოტა" აჩუქეს, მე ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა" [VIDEO]
"ქართველი ჰალკი" საზამთროს წინააღმდეგ [VIDEO]
"ქართველი ჰალკის" მორიგი საჩემპიონო ქამარი - საგინაშვილმა ლარატი გაანადგურა [VIDEO]