გერმანულმა საიტმა transfermarkt-მა სხვადასხვა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა და დადებითი ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო.

განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა ცვლილებები კვიპროსში მოთამაშე ქართველებისთვის. თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი "ანორთოსისის" 5 ქართველი ფეხბურთელიდან 4-ის სატრანსფერო ფასი გაიზარდა.

300 000 ევროთი გაიზარდა ნიკა კაჭარავას ფასი და ახლა 1 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ქართველი ფორვარდისთვის კარიერის ყველაზე მაღალი ნიშნულია და "ანორთოსისში" კვიპროსელ არტიმატასთან ერთად ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

200 000-ით გაძვირდა თორნიკე ოქრიაშვილი და მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 600 000 ევრო გახლავთ. ასევე 200 000-ით მოიმატა მურთაზ დაუშვილის ფასმა და 400 000 ევროს შეადგენს. აქამდე შეუფასებელი 18 წლის მეკარე ლუკა მიქაია transfermarkt-მა 25 000 ევროდ შეაფასა. გიორგი ლორიას სატრანსფერო ღირებულება კი უცვლელი დარჩა - 400 000 ევრო.

300 000 ევროთი გაიზარდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეკარის, გიორგი მაკარიძის სატრანსფერო ფასი. გიორგის transfermarkt-ი ამჟამად 1 500 000 ევროდ აფასებს.

1 მილიონით გაიზარდა ვარშავის "ლეგიას" ქართველი ნახევარმცველის, ვალერიან გვილიას სატრანსფერო ფასი და ახლა transfermarkt-ი ქართველს 2 მილიონ ევროდ აფასებს, რაც, ნიკა კაჭარავას მსგავსად, გვილიასათვისაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კარიერის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ლუკა ზარანდიას სატრანსფერო ფასმაც. "ზულტე ვარეგემის" გარემარბის ფასი 300 000 ევროთი გაიზარდა და transfermarkt-ი ქართველს 1 300 000 ევროდ აფასებს.

საბა ლობჟანიძესაც საუკეთესო პერიოდი უდგას კარიერაში. ეს მის სატრანსფერო ფასსაც შეეხო. "რანდერსისა" და საქართველოს ნაკრების შემტევის ფასმა 100 000 ევროთი მოიმატა და ახლა 1 000 000 ევრო გახლავთ.

375 000 ევროთი გაიზარდა "საბურთალოს" მცველ ნიკოლოზ მალის სატრანსფერო ფასი და ახლა 800 000 ევროა. 250 000 ევროთი "საბურთალოს" შემტევი გიორგი კოხრეიძე გაძვირდა და transfermarkt-ი 700 000 ევროდ აფასებს.

1 მილიონ ევროს მიაღწია თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ნიკა ნინუას ფასმა, რომელიც აქამდე 850 000 ევრო ღირდა. ნინუა ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ფასმა იკლო. 1 მილიონი ევროთი დაიკლო დონეცკის "შახტარის" მცველ დავით ხოჭოლავას ფასმა და ახლა საიტი მას 4 მილიონ ევროდ აფასებს.

250 000 ევროთი გაიაფდა საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ფასი და 750 000 ევრო გახდა. მოიკლო "ტობოლის" კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველის ფასმა - ნიკა კვეკვესკირს transfermarkt-ი 1 4000 000 ევროდ აფასებს, რაც წინა მაჩვენებელზე 100 000 ევროთი ნაკლებია.

ასევე 100 000 ევროთი დაიკლო გიორგი აბურჯანიას სატრანსფერო ფასმა და ახლა 700 000 ევრო გახლავთ.

ბოლოს, 150 000 ევროთი შემცირა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას სატრანფერო ღირებულება და 850 000 ევრო გახდა.

ეროვნული ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ (9 მილიონი ევრო), საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი კი "ჩაკვეს" 1 მილიონი ევროთი ჩამორჩება.

irakli
20 წუთს ათამაშებენ ხანდახან, კაცს უნდა გუნდის შეცვლა, მე არა მაგრამ ეტყობა კარგად არ ეცნობი ჩვენი ლეგიონერების თამაშს
ალალე
მყიდველი თუა, მყიდველი, თორემ მიხომ ყურძენს ათჯერ მეტი ფასი დაადოო, ვალები მაქვსო და მაგიტომო...
Gia
18 თამაში / 5 ასისტი აქვს და სად არ ათამაშებენ? შენ ეტყობა სხვა არხები გაქვს)))
გივი
დაიკლო ევროს კურსმა ალბათ. :)) ხუმრობის გარეშე კი, ოღონდ ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს გამოადგნენ და გინდ მოიმატოს ფასმა და გინდა დაიკლოს.
mamuka
რაღა გვიჭირს! გავსულვართ ევროპაზე და ეგ არი!!!!!!
irakli
უბერავს ტრანსფერმარკეტი, ზარანდიას არ ათამაშებენ და ფასმა რა კრიტერიუმით მოუმატეს? როცა ანალოგიურ სიტუაციაში ხოჭოლავას მილიონი დააკლეს პასუხი აქვს ვინმეს
"ოქროს ბურთი 2026" - კეინი პირველზე დატოვეს, მესი მეორეზე გადაიყვანეს, კვარაცხელია მცირედით დააწინაურეს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
ევროპა ლიგა: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ საბა კვირკველიას აქვს
ევროპა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ საბა კვირკველიას აქვს [VIDEO]
ნინუას დებიუტის მოლოდინში და ქეცბაია ფორვარდის პრობლემით
"ლეგიას" ფანები მწვრთნელს აკრიტიკებენ: რატომ ზის გვილია სკამზე?
ნინუა კარიერას ბერძნულ გუნდში გააგრძელებს
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ნინუა 2-3 კვირაში თამაშში შეძლებს - ნიკა "საკუთარ" გუნდს დაუბრუნდა
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ევროპა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური: სამივე ქართველის გუნდი დამარცხდა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ქეცბაიას ნინუა დააკლდება, კარგ ფორმაში მყოფი კაჭარავა სასტარტოში...
შვეიცარიელები ვაკო გვილიას გვიქებენ
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - ნინუამ საბერძნეთში გუნდი შეიცვალა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
5-იდან 1249 ლარამდე - რა ღირს ქართველი ლეგიონერების მატჩების ბილეთები
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში