ევროპა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური: სამივე ქართველის გუნდი დამარცხდა
2 ნოემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და სამწუხაროდ, სამივე დამარცხდა.

რუსეთის ჩემპიონატის ლიდერმა მოსკოვის "ლოკომოტივმა“ წინა ტურში ტირასპოლში "შერიფთან“ ქულა დაკარგა და სახლში რევანშის აღებას იმედოვნებდა, გახსნა კიდეც ფარფანმა ანგარიში, მაგრამ შემდეგ მათმა მეკარემ გილერმემ ტრავმა მიიღო, მისმა შემცვლელმა მედვედევმა კი ორი გოლი გაუშვა (პირველი მახვილი კუთხიდან, არგასაშვები), "რკინიგზელებმა“ თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს, დამარცხდნენ და ჯგუფში პირველიდან მესამე ადგილზე დაქვეითდნენ. "ლოკოს“ ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად იასპარეზა და არც ერთი გასული გოლი მისი ბრალი არ ყოფილა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვალერიან გვილია კვლავ არ იყო ბორისოვოს "ბატეს“ განაცხადში, მისი გუნდი კი სტუმრად "კიოლნთან“ 2:5 დამარცხდა. არადა, 54-ე წუთამდე 2:1-ს იგებდა.

გურამ კაშიას "ვიტესმა“ ბელგიის "ზულტე ვარეგემს“ უმასპინძლა და დებიუტშივე გაუშვა გოლი, 22-ე წუთზე მსაჯმა სტუმრებს გაუძევა ფეხბურთელი, 52-ეზე მასპინძლებს, 67-ეზე კაშია შეცვალეს, რის შემდეგაც ბელგიელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს ჰოლანდიური გუნდის კარი, 0:2 და არნემელები 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან.

ამავე ჯგუფში მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო "ლაციომ“, რომელმაც მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-2 წუთზე მაჩანდის ავტოგოლით სძლია 1:0 "ნიცას“.

ჯაბა ჯიღაურის სკოპიეს "ვარდარი სან სებასტიანში "რეალ სოსიედადს“ შეხვდა, 0:3 წააგო და უქულოდაა. ჯიღაურმა შეუცვლელად ითამაშა.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია "ევერტონის“ განადგურება 0:3 საფრანგეთში "ლიონთან“ და ლივერპულური გუნდის ჯგუფში ჩარჩენა.

"გიმარაეშმა“ სახლში "მარსელი“ დაამარცხა (1:0). ამ მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის ვეტერან მცველს პატრის ევრას ერთმა ფანმა შეაგინა, ფეხბურთელმა სახეში წიხლი ჩაარტყა და მსაჯმა გააძევა.

"მილანმა“ ათენში ვერ შეძლო აეკ-თან შეხვედრაში გოლის გატანა, ფრეს დასჯერდა და მაინც ლიდერობს ჯგუფში.

ასევე უგოლო ყაიმით დაკმაყოფილება მოუწია შინ „არსენალს“ „ცრვენა ზვეზდასთან“, თუმცა პლეი-ოფში ვადამდე გავიდა.

A ჯგუფი

სლავია-ვილიარეალი 0:2

მაკაბი-ასტანა 0:1

ვილიარეალი 8, ასტანა 7, სლავია 5, მაკაბი 1

B ჯგუფი

იანგ ბოიზი-დინამო კ 0:1

პარტიზანი-შკენდერბეუ 2:0

დინამო 10, პარტიზანი 5, იანგ ბოიზი 3, შკენდერბეუ 2

C ჯგუფი

ლუდოგორეცი-ბრაგა 1:1

ბაშაქშეჰირი-ჰოფენჰაიმი 1:1

ლუდოგორეცი 8, ბრაგა 7, ჰოფენჰაიმი 4, ბაშაქშეჰირი 2

D ჯგუფი

აეკ-მილანი 0:0

რიეკა-აუსტრია 1:4

მილანი 8, აეკ 6, აუსტრია 4, რიეკა 3

E ჯგუფი

აპოლონი-ატალანტა 1:1

ლიონი-ევერტონი 3:0

ატალანტა 8, ლიონი 8, აპოლონი 3, ევერტონი 1

F ჯგუფი

ლოკომოტივი-შერიფი 1:2

კოპენჰაგენი-ზლინი 3:0

კოპენჰაგენი 6, შერიფი 6, ლიკომოტივი 5, ზლინი 2

G ჯგუფი

სტიაუა-ბეერ შევა 1:1

პლზენი-ლუგანო 4:1

სტიაუა 10, პლზენი 6, ბეერ შევა 4, ლუგანო 3

H ჯგუფი

არსენალი-ცრვენა ზვეზდა 0:0

კიოლნი-ბატე 5:0

არსენალი 10, ცრვენა ზვეზდა 5, ბატე 4, კიოლნი 3

I ჯგუფი

ზალცბურგი-კონია 0:0

გიმარაეში-მარსელი 1:0

ზალცბურგი 8, მარსელი 6, გიმარაეში 4, კონია 4

J ჯგუფი

ჰერტა-ზორია 2:0

ბილბაო-ოსტერსუნდსი 1:0

ოსტერსუნდსი 7, ზორია 6, ბილბაო 5, ჰერტა 4

K ჯგუფი

ლაციო-ნიცა 1:0

ვიტესი-ვარეგემი 0:2

ლაციო 12, ნიცა 6, ვარეგემი 4, ვიტესი 1

L ჯგუფი

რუსენბორგი-ზენიტი 1:1

სოსიედადი-ვარდარი 3:0

ზენიტი 10, სოსიედადი 9, რუსენბორგი 4, ვარდარი

ertad1
ესენი ისედაც დასტრესილები არიან და ქართველ ხალხს ნუ დააბრალებთ. ერთი რომელ თამაშში დადეს ნორმალური შედეგი, ყველა ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს ვერ ვცდებით. ფეხბურთით ვერ გაითქვეს თავი და ეხლა ასეთი იაფფასიანი ქმედებებით ცდილობენ,თავის დამკვიდრებას. მაგათმა უმჯობესი იქნება ფეხბურთზე იფიქრონ.უბრალოთ მრცხვენია და გული მწყდება მათ მიერ დადებული შედეგების გამო. მემგონი დამეთანხმებით, სიახლეს არაფერს არ ვამბობ. ძალადობის მოწინააღდეგე რასაკვირველია მეც ვარ და ჰომოსექსუალებმაც იცხოვრონ თავისთვის არ მაქვს პრობლემა, არავის არ ვერჩი, მაგრამ ნუ ეწევიან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.
vaxtangi
Kარგიხარ
ლევანი
გეთანხმებით, სიმართლეს ამბობთ!
ვახტანგი
კაშიას დიდი ფსიქოლოგიური სტრესი აქვს, ეტყობა ბოლო თამაშებში და ეს ძალიან ცუდია ... ყოჩაღ ღრუზინებო მაგრები ხართ :) ქულების ჩასაწერად ვითომ პატრიოტულად განწყობილი ქართველთა მარში გამოხტა და კაცს ფსიქიკა დაუნგრია და ხალხი გადაამტერა მასზე, ვაფშე ხმა რომ არ ამოეღოთ 3 ათასი ნახვა ჰქონდა სულ მაგ სტატიას და ყველამ გაატარა , იმიტომ რომ ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო და ახლა სადღაც 3-4 ათასი კაცი უარყოფითად არის განწყობილი და გამოხატავს, დალშე მაგრად გვკიდია იმიტომ რომ ძალადობის მოწინააღმდეგე ყველა ადამიანი უნდა იყოს და არის, მაგრამ ეს დეგენერატები ხომ ქულებს იწერენ .... ( ახალგაზრდებზე არ ვამბობ, ისინი უბრალოდ მოტყუებული ახალგაზრდები არიან, რომლებსაც მართლა სწამთ იმის რასაც აკეთებენ, მათი ვითომდა ლიდერებისგან განსხვავებით )
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
ევროპა ლიგა: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ საბა კვირკველიას აქვს
ევროპა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ საბა კვირკველიას აქვს [VIDEO]
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
"ლეგიას" ფანები მწვრთნელს აკრიტიკებენ: რატომ ზის გვილია სკამზე?
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შვეიცარიელები ვაკო გვილიას გვიქებენ
ლობჟანიძე, ნინუა და კაჭარავა მილიონიანთა სიას შეუერთდნენ - ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაიზარდა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
5-იდან 1249 ლარამდე - რა ღირს ქართველი ლეგიონერების მატჩების ბილეთები
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს