საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის განვლილ ტურში ორი ქართული ლელო გავიდა. მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა ვეტერანმა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ, ხოლო ახალგაზრდა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა სადებიუტო ლელოთი აღნიშნა.

20 წლის მორაგბე "ორიაკში" ზაფხულში გადავიდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ხელმძღვანელობა მისი უნარებით და საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი დარჩა და 13 იანვარს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივა.

ტოპ 14

ტოპ 14-ის ლიდერმა "ლიონმა" "ტულონის" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა – 27:12. მასპინძლებმა სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და ბონუსიც ჩაიწერეს. მათ რიგებში 67-ე წუთიდან ითამაშა კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა. სტუმართა ძირითადში იყო ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელმაც მოედანზე 52 წუთი გაატარა.

მე-14 ტურში ქართველების "ბრივმა" უშუალო კონკურენტ "პოს" უმასპინძლა და დასკვნით 5 წუთში გატანილი ორი ლელოთი 33:26 დაამარცხა. "ბრივის" შემადგენლობაში პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა კახა ასიეშვილმა, ხოლო ვასილ ლობჟანიძე მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.

კიდევ ერთი "ქართული გუნდი" "მონპელიე" "ლა როშელთან" სტუმრად გამართულ მატჩში 64-ე წუთამდე მეტოქეს 21 ქულით ჩამორჩებოდა (11:32), მერე სამი ლელო გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 30:35. სტუმართა შემადგენლობაში ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და მათგან სამი ძირითადში იყო. შეუცვლელად გაისარჯა მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე; მიხეილ ნარიაშვილმა მოედანზე 49 წუთი გაატარა და მის ნაცვლად თამაშში უშანგი ჭეიშვილი ჩაერთო; სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე ალექსი ჭიჭიაშვილი შეცვალა ლევან ჩილაჩავამ. 18 წლის ჭიჭიაშვილისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო "მონპელიეს" პირველ გუნდში.

"რასინგ 92"-მა "კასტრს" სტუმრად 27 უპასუხო ქულა გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 27:0. პარიზელთა განაცხადში წელს მესამედ მოხვდა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი და ის თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

"კლერმონმა" აუტსაიდერ "სტად ფრენსეს" ქართველი ლეგიონერების გარეშე უმასპინძლა და 29:19 დაამარცხა. პარიზელთა შორის 72-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

ტოპ 14-ში დარჩენისთვის მებრძოლმა "აჟენმა" "ბეიონს" სტუმრად ლელო 78-ე წუთზე გაუტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და მისი წყალობით 23:22 იმარჯვა. სტუმართა წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა გიორგი თეთრაშვილმა, რომელმაც პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა.

ლიდერთა ჯახში "ბორდო" "ტულუზთან" სტუმრად 14:22 დამარცხდა და პირველი ადგილი "ლიონს" დაუთმო. ბორდოელთა შორის 56-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ლექსო ყაულაშვილი.

პრო დე2

პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ. მე-18 ტურში მისი "ოიონა" "ბიარიცს" მასპინძლობდა და 31:22 იმარჯვა. მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 62 წუთი ითამაშა და ლელო 36-ეზე გაიტანა, რითაც ანგარიში გაათანაბრა.

საფრანგეთში თავისი პირველი ლელო გაიტანა "ორიაკის" 20 წლის კვაჭმა ლუკა ნიორაძემ. ის პრო დე2-ში მესამე შეხვედრას ატარებდა, პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში და თავი მე-8 წუთზე გამოიჩინა. "ორიაკმა" "რუანი" მიიღო, სამი უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 22:6 დაამარცხა. ნიორაძე 64-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლების მარქაფაში იყო და 64-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ჯემალ შათირიშვილი, ხოლო გიორგი ცუცქირიძე შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა.

"კოლომიემ" "ვანს" უმასპინძლა და 23:7 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი ბექა შეყლაშვილი. ის 49-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 4 წუთში მოედანზე დაბრუნება მოუწია და 78-მდე ითამაშა. ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

"ნევერმა" "პროვანსს" უმასპინძლა, ექვსი ლელო გაუტანა და ბონუსით, 43:13 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში ორი ქართველი ბურჯი იყო. ილია კაიკაციშვილი გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად თამაშში 10 წუთით, 24-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო სრულფასოვან შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. 47-ე წუთიდან ითამაშა თორნიკე მატარაძემაც.

ლიდერი "გრენობლი" "ბეზიეს" ეწვია და 25:16 დაამარცხა. სტუმართა რიგებში 61 წუთი ითამაშა ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა.

"მონ-დე-მარსანმა" "პერპინიანი" მიიღო და 34:14 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 58-ე წუთიდან ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა, ხოლო გელა მურუსიძე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა.

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში "ლონდონ სქოთიშმა" "ეალინგ ტრაილფინდერს" უმასპინძლა და ლელოუხვ მატჩში 26:42 დამარცხდა. ახალ გუნდს კარგად მოერგო მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. ის ამჯერადაც განაცხადში იყო და შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
რაგბი. ლეგიონერები: მერაბ შარიქაძის ლელო "მონ დე მარსანს" [VIDEO]
worldrugby: საქართველო საუკეთესო ათეულს უმიზნებს
რაგბი. ლეგიონი: ქართველების მონაგარი, ოთხი სინბინი
პრო დე2 - ნიორაძის სეზონის პირველი ლელო
ლეგიონერები: სამი ლელო და ორი სიმბოლურში
ლეგიონერები - გოგიჩაშვილისა და ნიორაძის ლელოები
რაგბი. ლეგიონი: მირცხულავასა და ვეფხვაძის "ოიონაქსი" ელიტაშია, კიდევ?
რაგბი. ლეგიონერები: ამჯერად, სამი ქართული ლელო [VIDEO]
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე