ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მინდა, თანაგუნდელები როგორმე "ჩამოვიტყუო" ჩემს სამშობლოში - "იბეროსტარის" იბერიელი "სტარი"

მინდა, თანაგუნდელები როგორმე "ჩამოვიტყუო" ჩემს სამშობლოში - "იბეროსტარის" იბერიელი "სტარი"

ევროპულ კლუბებში 2008 წლიდან თამაშობს და მცირე გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა ახალი სეზონი წინაზე უკეთესი ჰქონდა. თუმცა ტენერიფეს "იბეროსტარი" ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებულია: გასული ზაფხულის შემდეგ, როცა გიორგი შერმადინი კანარის კუნძულებზე გადაბარგდა, ქართველი ცენტრი რამდენჯერმე გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ტურის და თვის MVP და ჩემპიონთა ლიგაზეც ერთ-ერთი საუკეთესოა.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ "შერმინატორი" საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ლეგიონერადაც დასახელდა. "იბეროსტარის" ქართველ ვარსკვლავთან საუბარი სწორედ ამ ამბით დავიწყეთ:

- როცა მორიგი მატჩის შემდეგ შინ დავბრუნდი, ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა დამირეკა - წლის საუკეთესო ლეგიონერად დაგასახელესო. ძალიან გამიხარდა, უდიდესი დაფასება და ენით აუწერელი სიამაყე ვიგრძენი. სპორტსმენები სწორედ ასეთი წუთებისთვის ვიბრძვით და მიხარია, რომ შრომა დამიფასდა... სოციალურ ქსელშიც დავწერე და თქვენი მეშვეობითაც დიდ მადლობას ვეტყვი ყველას, ვინც ამხელა დაფასების ღირსი გამხადა.

- ისეთ ფორმაში ხარ, ეს გადაწყვეტილება არავის გაკვირვებია...

- დიდი ხანია, ევროპულ კლუბებში ვთამაშობ. მქონდა ჩავარდნებიც და შედეგიანი წლებიც, მაგრამ "ტენერიფეში" გადასვლა მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილება გახლდათ. კალათბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია, გუნდში თავს კომფორტულად გრძნობდეს. თანაგუნდელებისგან და მწვრთნელისგან უდიდეს ნდობას ვგრძნობ. რაც მთავარია, "იბეროსტარის" მაისურით გამართული ყოველი მატჩისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ!

- მწვრთნელის ნდობა შემთხვევით არ გიხსენებია - შენს შედეგიან თამაშს "იბეროსტარის" თავკაცსაც უნდა ვუმადლოდეთ...

- დიახ, "ჩუს" ვიდორეტა არამხოლოდ მენდობა, დიდ თავისუფლებასაც მაძლევს, გუნდის თამაში, ფაქტობრივად, ჩემზეა აწყობილი. გეგმა "ა" მეტოქის საჯარიმოში ყოველთვის შერმადინის მოძებნას გულისხმობს, თუ არადა, მერე სხვა ტაქტიკით ვცდილობთ შეტევას. ცხადია, ასეთი დამოკიდებულების შემდეგ მეც თავდაუზოგავად ვშრომობ, რათა მწვრთნელს და თანაგუნდელებს ამხელა ნდობა გავუმართლო.

- ისე, ასეთი რამ უცხო არ არის შენთვის: წლების წინ თბილისის "მაკაბის" თამაშიც შენზე იყო აწყობილი და შედეგიანობის რეკორდებსაც ამყარებდი, ახალგაზრდულ ლიგაში ერთ მატჩში 89 ქულაც კი ჩააგდე... გიფიქრია, რომ არა ჯამლეტ ხუხაშვილი და მისი დიდი წვლილი კალათბურთელად შენ გაზრდაში, სად იქნებოდა, რა გზას დაადგებოდა გიორგი შერმადინი?

- რთული სათქმელია. ალბათ, საქართველოს ჩემპიონატის საშუალო დონის მოთამაშე ვიქნებოდი, ანდა, შესაძლოა, პროფესიულ დონეზე არც მეთამაშა კალათბურთი... ბატონმა ჯამლეტმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, შეძლებისდაგვარად, დღემდე აკეთებს და ამისთვის, კიდევ ერთხელ ვეუბნები დიდ მადლობას! თბილისის "მაკაბიში" გატარებული პერიოდი ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახლდათ: თამაში მართლაც ჩემზე იყო აწყობილი, მწვრთნელიც და კალათბურთელებიც ყველაფერს აკეთებდნენ, შედეგიანად რომ მეთამაშა. გარდა ამისა, ყოველდღიურად 5-6 საათს ვვარჯიშობდით, მე და ჩემი ძმა საათობრივად ვიკვებებოდით და ფაქტობრივად, ვცხოვრობდით კიდეც სპორტის სასახლეში, ბატონი ჯამლეტის ოთახში. ამას არასდროს დავივიწყებ...

- ესპანეთს დავუბრუნდეთ: უდიდესი წარმატებაა, გახდე ტურის და მით უმეტეს - თვის MVP უძლიერეს ჩემპიონატში, სადაც უამრავი უმაღლესი დონის კალათბურთელი თამაშობს. რისი დამსახურებაა ეს ყველაფერი?

- თუნდაც NBA-ს ვარსკვლავი იყო - თუ სათამაშო დრო არ მოგცეს, ვერაფერს მიაღწევ! "ტენერიფეში" მაქვს სათამაშო დროც, ბურთიც და იმის საშუალებაც, კალათისკენ ხშირად ვისროლო. მატჩის განმავლობაში - 10-12, ზოგჯერ 15 ორქულიანიც კი მისვრია. ამას საჯარიმო ტყორცნები და მოხსნებიც ემატება და სარგებლიანობის კოეფიციენტიც იზრდება. ჩემი ბოლო პირადი რეკორდიც (21 დეკემბერს გიორგიმ "გრან კანარიასთან" 32 ქულა და 9 მოხსნაც მოაგროვა. - რ.შ.) სწორედ ამის დამსახურებაა.

- "უნიკახადან" წამოსვლის შემდეგ შენი გადაბირება ბევრ კლუბს სურდა. რატომ მაინცდამაინც "ტენერიფე"?

- ვიცოდი, რომ "ტენერიფეს" მწვრთნელს უყვარს სათამაშო ტაქტიკის ტანმაღალ მოთამაშეებზე აგება, დიდ დროსაც აძლევს და თავისუფლებასაც. გადაწყვეტილების მიღებისას, ამან დიდი როლი შეასრულა. ძალიან მიხარია, რომ არჩევანში არ შევცდი.

- და უკვე ხარ "იბეროსტარის" იბერიელი "სტარი". ესპანელ თანაგუნდელებთან გილაპარაკია იმაზე, რომ ქართველებს და პირენეელებს (იბერიელებს) ბევრი რამ გვაქვს საერთო?

- ამ თემაზე არ გვისაუბრია, მაგრამ საქართველოზე სულ ველაპარაკები და ჩვენს ლამაზ სამშობლოში ყველას ვეპატიჟები. უკვე იციან, რომ ძალიან კარგი სამთო-სათხილამურო კურორტები გვაქვს. ხშირად მეკითხებიან ბათუმის შესახებაც. ამიტომ ფოტოებსაც ვაჩვენებ და ვუყვები კიდეც, როგორი ულამაზესი ქალაქია.

- გამოდის, არამხოლოდ კალათბურთის თამაშით, სხვა გზებითაც აკეთებ საქართველოს "რეკლამას"...

- აბა რა, მინდა, თანაგუნდელები როგორმე "ჩამოვიტყუო" ჩემს სამშობლოში. სხვათა შორის, ამ ყველაფერს "გასტრონომიული შეტევაც" დავამატე: "ტენერიფეში" არის ტრადიცია, რომ კალათბურთელმა, რომელიც ტურის MVP ხდება, თანაგუნდელები საჭმელზე უნდა დაპატიჟოს. სხვებს, უმეტესად, სუში ან პიცა მოჰქონდათ ხოლმე გასახდელში, მე კი მეუღლეს ხაჭაპურის გაკეთება ვთხოვე და... გადაირივნენ, ისე მოეწონათ! ესპანური ყველის მიუხედავად, მართლაც უგემრიელესი ხაჭაპური გამოვიდა და ანის (გიორგის მეუღლე - ანი ამაშუკელი. - რ.შ.) კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას ჩემგან და ჩემი თანაკლუბელებისგან. MVP რამდენჯერმე გავხდი და ბიჭები უკვე ხუმრობენ - ჩვენ გიორგის ვეხმარებით, ის კი პურს გვაჭმევსო...

- ისე, უკვე ისე ხშირად ხდები MVP, ალბათ, ანის უკვე მობეზრდა ხაჭაპურის ცხობა. ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა "ტენერიფეს" გასახდელიდან, სადაც მთელი გუნდი "ხაჭაპური, ხაჭაპურის" გაიძახის...

- უკვე ყველამ იცის ეს სიტყვა... ბოლო წარმატების აღმნიშვნელი "ხარკი" ჯერაც გადასახდელი მაქვს - თურქეთში გვქონდა გასვლითი მატჩი და ვეღარ მოვასწარი მიტანა... ანის რაც შეეხება, ნეტავ სულ ასე წარმატებით ვითამაშო და მეუღლე ნამდვილად არ დამზარდება ხაჭაპურის გამოცხობას... სხვათა შორის, თანაგუნდელებს რიგის ქართულ რესტორანშიც გავასინჯე ხინკალი და ხაჭაპური. უმეტესობას ხინკალიც ძალიან მოეწონა. რაც შეეხება ხაჭაპურს, ლატვიაში გასინჯულის გემოც ახსოვდათ და მეუბნებიან - შენი მეუღლის გაკეთებული გაცილებით გემრიელიაო.

- ბავშვები (გიორგის ოთხი შვილი ჰყავს. - რ.შ.) როგორ შეეჩვივნენ ესპანეთს?

- ძალიან კარგად. ტენერიფე წყნარი, ლამაზი ქალაქია და კლუბმაც ყველა პირობა შეგვიქმნა: მოგვცეს პატარა სახლი ლამაზი ბაღით, ორი ავტომანქანა, რაც საკმაოდ იშვიათია (სხვაგან მეორე ავტომანქანა თვითონ უნდა იქირაო). უფროსმა ბავშვებმა უკვე ისწავლეს სალაპარაკო ესპანური ენა და ცოტა-ცოტას პატარებიც ცდილობენ. ხელშეწყობა სხვა კლუბებშიც არის, მაგრამ ამ მხრივ, "იბეროსტარის" ძალიან მადლობელი ვარ!

- შენ ლამის ყველა ტურში საუკეთესო ხარ, "ბასკონიაში" თორნიკე შენგელია "დაფრინავს", ბექა ბურჯანაძემაც მოუმატა... ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ქართველების "პოლიგონად" იქცა!

- თავის პოზიციაზე თოკო მართლაც საუკეთესოა ჩემპიონატშიც და ევროლიგაზეც. ამიტომ გამოხმაურებაც შესაბამისი აქვს. ბექაც წამყვანი მოთამაშეა თავის კლუბში. გეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ ძლიერ ტურნირში ქართველები საუკეთესოთა შორის არიან. ყველა ქართველ კალათბურთელს ვუსურვებ, გამოსცადოს ეს გრძნობა.

- ამას წინათ თქვი - ჩემ დანახვაზე ტენერიფელი ქომაგები უკვე სულ "MVP, MVP"-ს გაიძახიანო. კანარის კუნძულებზე "შერმინატორი" აღარ გქვია?

- "შერმინატორს" "ანდორაში" მეძახდნენ, მალაგის "უნიკახას" ქომაგებს კი ეს სახელი არ მოეწონათ და "Sherma the man" შემარქვეს... რაც შეეხება კანარებს, აქაური გულშემატკივრები "შერმინატორსაც" ყვირიან ხოლმე, ამ ბოლო დროს კი "MVP"-საც.

- ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფიდან პირველი ადგილით გახვედით. გააგრძელებთ ბოლო წლების ტრადიციას?

- ვეცდებით, გავაგრძელოთ. შარშანწინ ჩემპიონთა ლიგა "იბეროსტარმა" მოიგო, გასულ წელს ჩემი ამჟამინდელი კლუბი ფინალში დამარცხდა. რაც შეეხება წლევანდელ გათამაშებას, როგორმე ფინალურ ოთხეულში უნდა მოვხვდეთ და მერე ვნახოთ.

- საქართველოს ნაკრებზეც ვილაპარაკოთ: თებერვლის ბოლოს "ევრობასკეტ-2021"-ის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და თქვენი შედეგიანი თამაშის ხილვას თბილისშიც ველით!

- 14 თებერვალს თასის პირველი თამაში გვაქვს "ანდორასთან". გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო მატჩები ორ დღეშია და დავასრულებთ თუ არა, საქართველოში წამოვალ. ეროვნულ გუნდში თამაში მეც მომენატრა და თბილისში დიდი სიამოვნებით ჩამოვალ. ვიცი, რომ ქომაგიც მოუთმენლად გველის. იმედია, მოვახერხებთ ჩვენი გულშემატკივრის გახარებას.

- ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველა კალათბურთელის ოცნებაა, მით უმეტეს - საკუთარ ქვეყანაში. როგორია მოლოდინი?

- იქამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ იმედი მაქვს, 2021 წლის ევრობასკეტს ყველა კარგ ფიზიკურ კონდიციაში შევხვდებით. გუნდიც კარგი გვეყოლება - შენგელია, ბითაძე, ბურჯანაძე, სანაძე, ცინცაძე, შერმადინი და სხვ. ჩვენს რომელიმე ნატურალიზებულ ამერიკელსაც დავიმატებთ და ბრძოლას ნებისმიერ ნაკრებს გავუმართავთ.

- საუბრის ბოლოს, რამდენიმე სიტყვით გაიხსენე ყველა ის ქვეყანა, სადაც გითამაშია. დავიწყოთ საბერძნეთით:

- ევროლიგა ორივეჯერ ბერძნული კლუბის შემადგენლობაში მოვიგე, ბერძენ ქომაგსაც ძალიან ვუყვარვარ და "პანათინაიკოსსა" და "ოლიმპიაკოსში" თამაშისას, მეც მყავდა უახლოესი მეგობრები, რომლებიც ჩემს ყველა თამაშს ესწრებოდნენ. ამ ყველაფრის გამო საბერძნეთი ძალიან კარგად მახსენდება.

- სლოვენია...

- "ოლიმპიაში" ვოვა ბოისასთან ერთად ვთამაშობდი და თავისუფალ დროს სულ ერთად ვატარებდით. ლუბლიანა ულამაზესი ქალაქია. ხშირად ვსტუმრობდით იქ მდებარე ქართულ რესტორანსაც, რომელსაც ქართველი ოჯახი ამუშავებდა... კარგი დრო იყო.

- იტალია და "კანტუ":

- ქართველი თანაგუნდელი "კანტუში" თამაშის დროსაც მყავდა. თანაც, როგორი თანაგუნდელი - მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ადგილობრივი ქომაგები აღმერთებდნენ. სხვათა შორის, მანუს "ხათრით", მეც შემიყვარეს (იცინის). კარგი გუნდი გვყავდა და ევროლიგაზეც კარგად ვთამაშობდით.

- "კანტუდან" წახვედი ისრაელში...

- "მაკაბიში" მხოლოდ ნახევარი წელიწადი გავატარე, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის უმაღლესი დონის ორგანიზება, რაც ებრაულ კლუბში ვნახე. კლუბის თანამშრომლებთან დღემდე ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს. "მაკაბის" ხელმძღვანელები ბატონ ჯამლეტთანაც მეგობრობენ და მასთან სულ მაბარებენ მოკითხვას.

- მივადექით შენს ბოლო ნავსაყუდელს - ესპანეთს...

- ეს გამოცდილება თავის დროზე რომ მქონოდა, ალბათ, თავიდანვე ესპანეთში წამოვიდოდი სათამაშოდ! სხვა ქვეყნებშიც მქონდა კარგი სეზონები, შემოთავაზებები ახლაც მაქვს, მაგრამ ყველას ვეუბნები - თუ გაქვთ შანსი, სათამაშოდ ესპანეთში წადით! სხვა ჩემპიონატებში ძალიან ბევრ ამერიკელ კალათბურთელს შეხვდებით. ბევრგან მათ კლუბების თამაშის სტილიც კი შეცვალეს, ესპანეთში კი ლეგიონერების უმეტესობა ევროპელია. ამერიკელები აქაც არიან, მაგრამ შედარებით ცოტა და უფრო მაღალი კლასის. ამიტომ, ყველა ქართველ მოთამაშეს ვურჩევ - თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, წადით ესპანეთის ჩემპიონატში, თუნდაც მეორე ლიგაში!

რატი შელეგია, სპეციალურად Sportall.ge-სთვის

• ლევანი

ყოჩაღ ჩერმადინი!!!!

შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!

სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა

გიორგი შერმადინმა ვეფ-თან 7 ქულა იკმარა

შერმადინი სუპერსერიას აგრძელებს - წინ "ბარსელონასთან" ბრძოლაა [VIDEO]

დააბრუნეთ დიქსონი ნაკრებში - ის შერმადინის "იბეროსტარმა" ვერ შეაჩერა [VIDEO]

შერმადინის 20 ქულა, მე-5 ფოლი და "ბარსელონას" გამარჯვება

შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]

გიორგი შერმადინის 20 ქულა 21 წუთში, ჩემპიონთა ლიგაზე

შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში

შერმადინის მორიგი კარგი მატჩი - "ტენერიფე" პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს

გიორგი შერმადინის 21 ქულა, 14 მოხსნა და MVP-ის ტიტული

[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა

"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა