ქართველ სპორტსმენებს კარგი შაბათ-კვირა ჰქონდათ. ქართულ ჭიდაობაში პირველად გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი ძიუდოისტის, საბა ინანეიშვილის ტრიუმფით დასრულდა. უქმეებზე საგოლე პასით თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, ჩინეთის ჩემპიონატში კი ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი დუბლი შეასრულა. ფიგურულ სრიალში ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ჩინეთის გრან-პრიზე გამარჯვება მოიპოვეს. წარმოგიდგენთ უიკენდის მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩათ.

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და ქართველი ჩემპიონი

25 ოქტომბერს, ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად გაიმართა, მასში მონაწილეობა 25 ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო. ტურნირის გამარჯვებული საბა ინანეიშვილი გახდა, ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ულზიბაიარ დურენბაიარი 1:0 დაამარცხა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი უჩა ტაბატაძე გახდა. ნახევარფინალში საბამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და ტიტულოვანი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი დაამარცხა. ქართული ჭიდაობის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმართა.

მეტელკინასა და ბერულავას მორიგი გამარჯვება

ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე ქართულმა წყვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ გრან-პრიზე გამარჯვება მოიპოვეს. მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა 77.77 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი პირველობა კვლავ არავის დაუთმეს და საერთო ჯამში 217.14 ქულით გაიმარჯვეს. ტურნირზე მეორე ადგილი იტალიურმა წყვილმა 209.88 ქულით დაიკავა.

შერმადინი ოქტომბრის MVP-ის ტიტულს უმიზნებს

"ტენერიფემ" ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ "უნიკახას" უმასპინძლა, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებია – 95:79. გამოცდილმა ცენტრმა 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-იდან 5 ორქულიანი ჩააგდო და 5-ივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. გიორგი, რომელსაც სარგებლიანობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა (22), მატჩის MVP-ად დასახელდა. მაღალი ალბათობით, ტენერიფეს 36 წლის ქართველი ცენტრი ლიგა ენდესის ოქტომბრის MVP-ადაც დასახელდება, მისი გუნდი კი მომდევნო ტურში "ბასკონიას" ესტუმრება (2 ნოემბერს). მანამდე კი, 28 ოქტომბერს, შერმადინის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე ბურსას "ტოფაშთან" ითამაშებს.

მამარდაშვილის "ლივერპული" გამარჯვებას კვლავ ვერ ახერხებს

პრემიერლიგის მეცხრე ტურში "ლივერპული" გასვლაზე "ბრენტფორდთან" 2:3 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილმა არაერთი რთული დარტყმული მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა, მისი კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა და "მერსისაიდელები" გაცილებით სუსტ მეტოქესთან დამსახურებულად დამარცხდნენ. "ლივერპულმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, არნე სლოტის გუნდი 15 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს ჩაატარებს - თასის მერვედფინალში "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს.

კვარაცხელიას პირველი შედეგიანი მოქმედება ლიგა 1-ის ახალ სეზონში

ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ-მ გასვლაზე "ბრესტი" 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მიმდინარე ტურნირზე პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა. პარიზული გუნდის ქართველ შემტევს შედევრის შექმნამდე სულ ცოტა დააკლდა, ხვიჩამ მცველი გააბითურა, თუმცა მეკარემ მისი დარტყმული მოიგერია, სამაგიეროდ, "კვარა" მაროკოელ თანაგუნდელს დუბლის შესრულებაში დაეხმარა. პსჟ 20 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და 29 ოქტომბერს სტუმრად "ლორიენს" დაუპირისპირდება.

"ვილიარეალმა" გაიმარჯვა, გოლი მიქაუტაძის აქტიურობას მოჰყვა

ლა ლიგის მეათე ტურში "ვილიარეალმა" გასვლაზე "ვალენსიას" 2:0 სძლია. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავის" მეორე გოლი სწორედ ქართველი ფორვარდის აქტიურობას მოჰყვა, მან მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა არ გაუმართლა, შემდეგ კი მისმა თანაგუნდელმა კომესანიამ ცარიელ კარში გაიტანა. "ვილიარეალი" 20 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს ჩაატარებს - თასის 1/64-ფინალში კორდობაში ქვედა ლიგის "სიუდად დე ლუსენას" შეხვდება.

ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" პენალტი მოიპოვა

მეორე ბუნდესლიგის მეათე ტურში "ნიურნბერგი" გასვლაზე "კაიზერსლაუტერნთან" წაგებას გადაურჩა - 1:1. სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო, 90-ე წუთზე კი მის მიერ მოპოვებული პენალტით რობინ კნოხემ ანგარიში გაათანაბრა - მან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.8. whoscored 7.4, sofascore 7.4. "ნიურნბერგმა" თანდათან შედარებით მდგომარეობა გამოასწორა, ბოლო 3 მატჩიდან 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 9 ქულით მე-15 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს ბრაუნშვაიგის "აინტრახტს" უმასპინძლებს.

ვაკო ყაზაიშვილის ბენეფისი ჩინეთის ჩემპიონატში

ჩინეთის საფეხბურთო სუპერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში "შანდოგ ტაიშანის" ქართველმა თავდამსხმელმა, ვაკო ყაზაიშვილმა ჩემპიონატის ლიდერთან, "შანხაი პორტთან" დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე მისმა ზუსტმა დარტყმამ ანგარიში გაათანაბრა (1:1), ხოლო 77-ე წუთზე ყაზაიშვილმა მეორე გოლი გაიტანა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 "შანდოგ ტაიშანის" სასარგებლოდ. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უკვე 28 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს სამი ბურთით უსწრებს. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ხუთი საგოლე გადაცემაა. "შანდოგ ტაიშანი" 28 ტურის შემდეგ 47 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

"რეალმა" "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" დაამარცხა

ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში "ელ კლასიკო" გაიმართა, სადაც მადრიდის "რეალმა" შინ "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა. "ბლანკოსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯუდ ბელინგემმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ინგლისელმა ჯერ მბაპეს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც შეაგდო და მისი გუნდი წინ გაიყვანა. მართალია, მეორე ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა "ბარსელონას" მხარეს იყო, თუმცა ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმის შედეგი არ შეცვლილა. ამრიგად, მადრიდის "რეალი" 27 ქულით ლა ლიგას ლიდერობს და მეორეადგილოსან "ბარსელონას" 5 ქულით უსწრებს, "სამეფო კლუბი" მორიგ შეხვედრას 2 ნოემბერს, "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართავს. "ბარსელონა" მომდევნო ტურში "ელჩეს" დაუპირისპირდება, შეხვედრა ასევე 2 ნოემბერს გაიმართება.

ლანდო ნორისის სრული დომინაცია მექსიკის გრან-პრიზე

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი გარდამტეხ ფაზაში შედის. მექსიკის გრან პრი ლანდო ნორისმა მოიგო, რომელიც გალიდერდა. საინტერესოა, რომ მექსიკის გრან-პრიმ ჩემპიონატის ლიდერი შეცვალა - ახლა სატურნირო ცხრილის სათავეში ლანდო ნორისია 357 ქულით! მას თანაგუნდელი, ოსკარ პიასტრი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 4 რბოლა და 2 სპრინტი დარჩა. ბრძოლა ტიტულისთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ფორმულა 1-ს 2025 წლის სეზონის მორიგი, 21-ე გრან პრი სან პაულუში, 9 ნოემბერს გაიმართება.

zura222
კარგია გასული ამბების მიმოხილვა მაგრამ უფრო კარგი იქნება რომ დაამატოთ მაგალითად ყოველ 3-4 დღეში მომავალი 3 დღის ამბების ანონსი ვინ სად რომელ საათზე თამაშობს (ჭიდაობს ჩხუბობს) აი როგორც ლელოს ჰქონდა მაგრამ ამ ბოლო დროს აღარ აქვთ
მარი
შერმადინი ლიგა ენდესას ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ MVP დაასახელეს,
კნტ
ძალიან საინტერესო რუბრიკაა, ესე გააგრძელეთ <3333
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ისევ ევროზე გასასვლელად ვიწყებთ! - ყველაფერი პირველ მატჩზე
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
უკრაინელი ექსპერტები: საქართველომ ცოტა მოუკლო - ჩვენ ბოლო 25-30 წელიწადში ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
"ბარსელონამ" მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალზე უარი ლუიშ ფიგუს გამო თქვა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
მეტელკინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამაში მეორეა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
დროს აღარ აქვს დრო - პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
"ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს" - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
შერმადინის 10 ქულა, 7 მოხსნა და "ტენერიფეს" მარცხი "რიტასთან" ნახევარფინალში
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
[VIDEO] ისტორიულ შედეგს მიუახლოვდნენ - მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა/ბერულავას წყვილი ოლიმპიადაზე მეორე ადგილზეა
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ფორმულა 1-ის პილოტი "უემბლისთან" გაძარცვეს
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ისტორია დაიწერა - მეტელკინა/ბერულავას წყვილმა ოლიმპიადაზე საქართველოს ვეცხლის მედალი მოუპოვა!
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ინანეიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"