NBA-ს 2020 წლის ALL STAR-ის მატჩის ყველა მონაწილე ცნობილია.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი ჩიკაგოში 16 თებერვალს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 24 კალათბურთელი მიიღებს.

ფანების, მოთამაშეებისა და მედიის გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების სასტარტო ხუთეულები დაკომპლექტდა. მათთან ერთად კონფერენციების მწვრთნელებმა სათდარიგო კალათბურთელებიც აირჩიეს.

ბევრი კალათბურთელისთვის ეს სადებიუტო მატჩი იქნება ALL STAR-ზე.

აღმოსავლეთის სასტარტო ხუთეული:

ტრეი იანგი (ატლანტა) - დებიუტი

კემბა უოკერი (ბოსტონი)

პასკალ სიაკამი (ტორონტო) - დებიუტი

იანის ანტეტოკოუნმპო (მილუოკი)

ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)

აღმოსავლეთ კონფერენციის სათადარიგოები:

ბემ ადებაიო (მაიამი) - დებიუტი

ჯიმი ბატლერი (მაიამი)

კაილ ლაური (ტორონტო)

კრის მიდლტონი (მილუოკი)

დომანტას საბონისი (ინდიანა) - დებიუტი

ბენ სიმონსი (ფილადელფია)

ჯეისონ ტატუმი (ბოსტონი) - დებიუტი

დასავლეთის სასტარტო ხუთეული:

ლუკა დონჩიჩი (დალასი) - დებიუტი

ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)

ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)

კავაი ლეონარდი (კლიპერსი)

ენტონი დევისი (ლეიკერსი)

დასავლეთ კონფერენციის სათადარიგოები:

რუდი გობერი (იუტა) - დებიუტი

ბრენდონ ინგრემი (ნიუ ორლეანი) - დებიუტი

ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)

დამიან ლილარდი (პორტლენდი)

დონოვან მიტჩელი (იუტა) - დებიუტი

კრის პოლი (ოკლაჰომა)

რასელ უესტბრუკი (ჰიუსტონი)

6 თებერვალს კაპიტნები ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტეტოკოუნმპო მოცემული კალათბურთელებიდან ორ გუნდს გააკეთებენ. დრაფტი ორ რაუნდად ჩატარდება, ჯერ აირჩევენ სასტარტოს კალათბურთელებს და შემდეგ სათადარიგოებიდან.

აღსანიშნავია, რომ NBA-მ კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ ყველა მატჩის ფორმატი შეცვალა.

მატჩის პირველი სამი მეოთხედი 0:0-დან დაიწყება და გუნდები ყოველ მათგანში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე დრო გაითიშება და დანიშნავენ სპეციალურ ნიშნულს. გუნდი, რომელიც ამ ნიშნულს მიაღწევს, გაიმარჯვებს.

ფინალური ნიშნული სამი მეოთხედის ჯამში შეგროვებული ქულებით დაჯამდება და იმ გუნდს, რომელსაც მეტი ქულა ექნება, დაემატება 24 ქულა კობი ბრაიანტის სათამაშო ნომრიდან გამომდინარე.

მაგალითისთვის, თუ მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე ანგარიში 100:95 დაფიქსირდა, 100-ს დაემატება 24 და გუნდი, რომელიც 124-ქულიან ნიშნულს გადააჭარბებს, ის მოიგებს.

თითოეული საქველმოქმედო ორგანიზაციას აირჩევს, რომელსაც გამოსვლიდან გამომდინარე, ფულად სახსრებს გადასცემს: მეოთხედში გამარჯვებისთვის 100 ათას დოლარს, ხოლო მატჩში მოგებისთვის 200 ათას დოლარს.

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
NBA ALL STAR-ის გამოკითხვას II ეტაპის შემდეგ ლებრონ ჯეიმსი ლიდერობს
NBA ALL STAR 2018: ლებრონი მატჩის MVP და დამარცხებული სტეფი [VIDEO]
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
NBA ALL STAR: ამომავალ ვარსკლავთა მატჩში ამერიკამ მსოფლიოს მოუგო [VIDEO]
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა