ერნესტო ვალვერდეს ერა "ბარსელონაში" დასრულებულია, თუმცა მის პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები საზოგადოებისთვის ცნობილი ნელ-ნელა ხდება. რა ხდებოდა გუნდში, რატომ გაიყო კატალონიური გრანდი ორ ბანაკად, ვინ იჭერდა ვალვერდეს მხარეს და ვინ - არა? ჩვენ დეტალურად მოგიყვებით კულისებს მიღმა ისტორიებს, რომლის ეპიცენტრში "ბარსელონას" ვეტერანები და ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ...

22 იანვარს Financial Times-ის ჟურნალისტმა საიმონ კუპერმა თავისი წიგნის, "ბარსას" პრომოტექსტი დაწერა ESPN-სთვის. წიგნში უამრავი ინსაიდერი და საინტერესო ინფორმაციაა. საიმონს ჰქონდა საუბრები გუნდის მენეჯერებთან, ფეხბურთელებთან, თანამშრომლებთან და გაარკვია, რა განსხვავებაა "ბარსელონასა" და სხვა გუნდების მწვრთნელებს შორის.

დღეს "ბარსელონას" მწვრთნელობა უფრო ნაკლებია, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელობა. ამჟამად თამაშზე, სატრანსფერო პოლიტიკასა და მსგავს ფაქტორებზე გავლენას გუნდის წამყვანი ფეხბურთელები, მესის ლიდერობით ახდენენ. მესის როლური მოდელი სტივ ჯობსის მოდელს ჰგავს: საზოგადოების წინაშე ის მშვიდი და მოკრძალებულია, ხოლო გასახდელში ავტორიტარული ლიდერი ხდება.

შესაძლოა, უშუალოდ "ბარსა" არ აღიარებს მესის უზარმაზარ ავტორიტეტს, მაგრამ არგენტინელი დიდი ხანია დამოუკიდებლად წყვეტს საკუთარ და გუნდის თამაშს. მაგალითად, ბოლო წლებში მან დაკარგა ძველებური გამძლეობა და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარჯვენა ფლანგზე გადასულიყო და არა ძველებურად, შეტევის ფართო არეალში ყოფილიყო. გამომდინარე აქედან, მწვრთნელს უწევდა შეტევის პოზიციები სხვანაირად გაენაწილებინა, რაც პროდუქტიული აღარ იყო.

ყველა მწვრთნელს ესმის, რა პოზიცია ექნება მესისთან შედარებით. "ერთხელ "ბარსას" სავარჯიშო ბაზას ვეწვიე და ვალვერდეს ოფისში შევიარე, - იხსენებს საიმონი. - ხშირად მინახავს მწვრთნელების ოფისები, თუმცა ვალვერდეს ოფისი ყველაზე ცარიელი იყო. დაფაზე მხოლოდ სავარჯიშო გრაფიკი იყო გამოკრული, არანაირი პირადი ნივთი იქ არ ყოფილა. მან კარგად იცოდა, რომ ამ ადგილს მრავალი წელია ერთი და იგივე მენეჯერები აკონტროლებენ. ხოლო მწვრთნელი აქ - უბრალოდ გამვლელია".

მესის გავლენა საზღვრებს ცდება. მას შეუძლია არა მხოლოდ მოითხოვოს ტრანსფერი, არამედ დაბლოკოს ის და პრეზიდენტი ბართომეუ ანგარიშის ჩამბარებლად გამოიყვანოს.

მაგალითად, 2019 წლის ზაფხულში ლეომ ნეიმარის ტრანსფერი პირადად ბართომეუს მოსთხოვა. პრეზიდენტი ამ იდეის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა საკუთარი ავტორიტეტის დაკარგვის შეეშინდა და ნეიმარის ტრანსფერის საქმიანობის ინსცენირებას შეუდგა, შემდეგ კი მესისთან თავს იმართლებდა: "ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა."

იმავე ძალას ფლობენ პიკე და სუარესი, მათ ინტერესებს მესი ლობირებს.

მწვრთნელები ურთულეს ვითარებაში ვარდებიან. მათ უწევთ, როგორმე მესის და საკუთარი ინტერესები ისე გაატარონ, რომ ნაკლებად ავნონ გუნდის პროდუქტიულობას, თუმცა ასე, ფაქტია, არ გამოდის. ზუსტად ამ მახეში გაება ვალვერდეც.

ვალვერდეს დროს "ბარსელონას" დაუჯერებლად უდროო უქმე დღეები ჰქონდა

31 აგვისტოს "ოსასუნასთან" ფრედ ითამაშეს და ვალვერდემ მოულოდნელად 4-დღიანი დასვენება გამოაცხადა. სიტუაციას უცნაურს ის ხდიდა, რომ მანამდე "ბარსა" კვირაში ერთხელ თამაშობდა და ფეხბურთელები დაღლილები არ ყოფილან.

ნოემბრის დასაწყისში გუნდმა "სლავიასთან" წაიბორძიკა და მწვრთნელმა ორდღიანი შესვენება დააანონსა. გუნდის უმრავლესობამ ვერ გაიგო ერნესტოს გადაწყვეტილება, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში "სელტასთან" მოსამზადებლად ერთი დღე დარჩებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა 4:1 გაანადგურეს მეტოქე, ფეხბურთელებისთვის გადაწყვეტილება მაინც გაუგებარი იყო.

9 ნოემბრის მონაცემებით, "ბარსელონას" 26 უქმე დღე ჰქონდა, ხოლო "რეალს" - 17. თუმცა ნოემბრის შემდეგ სხვაობა კიდევ უფრო იზრდება.

მას შემდეგ, რაც მადრიდის "ატლეტიკომ" კატალონიელები სუპერთასიდან გამოაგდო, ვალვერდეზე წნეხი გაიზარდა, თუმცა მწვრთნელმა გუნდს 4-დღიანი დასვენების საშუალება მისცა. თითქმის გამორიცხულია, სხვა მწვრთნელი ანალოგიურად მოქცეულიყო მსგავს სიტუაციაში.

წიგნის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ზოგჯერ ვალვერდეს გადაწყვეტილებების უკან არ იდგნენ მესი, სუარესი, პიკე და ბუსკეტსი, თუმცა არსებობს ისეთი კადრები, რომელიც მწვრთნელის მიმართ დაუმორჩილებლობას და უპატივცემულობას ასახავს. მაგალითად, Rakuten TV-ზე დოკუმენტური გადაცემა გადიოდა "ბარსაზე". ერთ-ერთ ეპიზოდში პიკე მოჰყვა, რომ 2018/19 წლების სეზონში "რეალის" 5:1-ით განადგურების შემდეგ წვეულებაზე წასვლას აპირებდა. პიკე იხსენებს:

"მე ვეუბნები მას: "მისმინეთ, მისტერ ვალვერდე, ჩვენ წვეულებაზე მივდივართ", ის კი მპასუხობს: "რატომ, რატომ? ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ, რის გამოც წვეულებაზე უნდა გაგიშვათ". მე კიდევ ვუპასუხე: "მიმიფურთხებია, ჩვენ მაინც წავალთ."

გადაცემაში პიკე ამ ყველაფერს იუმორისტულ სახეს აძლევს, თუმცა წარმოუდგენელია, ის ამ ტონით გვარდიოლას, კლოპს ან ზიდანს დალაპარაკებოდა.

ხშირმა დასვენებებმა ფეხბურთელების ტრავმები და ფიზიკური ფორმის დაკარგვა გამოიწვია

ხორდი ალბა - ნოემბერში ტრავმის გამო 37 დღით გამოეთიშა.

არტურმა - 50 დღე გაიუქმა ტრავმის გამო.

დემბელემ - 110, უმტიტიმ - 55.

გარდა ამისა, მეორე ტაიმის ბოლოს "ბარსას" აღარ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მოწინააღმდეგისთვის ღირსეული კონკურენცია გაეწია, გოლების გაშვებასთან ერთად, ისინი უბრალოდ ვეღარ დარბოდნენ. "ატლეტიკო" ბოლო წუთებში ჩვენზე დასვენებულად გამოიყურებოდა" - აღიარა გრიზმანმა სუპერთასიდან გავარდნის შემდეგ.

ვეტერანების შემთხვევაში გასაგებია, რომ მათ კარგად იციან თავიანთი ორგანიზმი და მწვრთნელის გარეშე შეძლებენ სწორად დატვირთვას, თუმცა ტერ შტეგენი, გრიზმანი და ფრენკი აღმოჩნდნენ მათ შორის, ვისაც ვარჯიში, დატვირთვა და მწვრთნელისგან რჩევების მიღება სურდა. მაგალითად, ფრენკი ყოველი შეხვედრის შემდეგ თავისი მოქმედებების ანალიზს ვალვერდეს სთხოვდა.

მეორე ბანაკი მხოლოდ ვალვერდეს ადანაშაულებდა და არა ვეტერანების დაჯგუფებას. არ არსებობს ფრაქციებს შორის კამათის დამადასტურებელი არგუმენტები, თუმცა "ლეგანესთან" პირველი ტაიმის შემდეგ, როცა "ბარსას" ზუსტი დარტყმაც არ ჰქონდა მოწინააღმდეგის კარში, გასახდელში ფეხბურთელები ერთმანეთს ხმამაღლა უყვიროდნენ.

ფაქტია, ვალვერდეზე დიდი წნეხი იყო, ორი ბანაკი მისგან რადიკალურად განსხვავებულს მოითხოვდა, თამაშის შედეგები კი უარესდებოდა. ისიც ფაქტია, რომ ერნესტო გუნდის ისტორიაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რბილი ხასიათის აღმოჩნდა.

ვალვერდეს წასვლასაც არაერთგვაროვნად შეხვდნენ ფეხბურთელები. მესიმ და პიკემ თბილად გააცილეს. ფრენკი ბანალური სიტყვებით დაემშვიდობა "ინსტაგრამის" სთორის მეშვეობით, შემდეგ სეტიენის მოსვლის პოსტი მოიწონა და "თვითერზე" სტატუსად დაწერა:

"ვუბრუნდებით სწავლების რეჟიმს" - რითაც მიანიშნა აუდიტორიას, რომ ვალვერდეს დროს არაფერს სწავლობდა.

Temo
es statia uechveli realis fanis dacerilia))))
თემური
მესის რომ ავტორიტეტი ექნება ამას რა გამოცნობა უნდა მაგრამ ვალვერდე იყო ამდენ ხანს ბარსაში გასაჩერებელი?ჯერ რომასთან რა ქნეს შარშან ლივერპულთან.კოუტინიო თლად დააჩლუნგა თავისი უვიცი ტაქტიკით ბარსა და დაცვა გაგიგონიათ ბოლო 16წელია მხოლოდ ვაჩვერდეს ხელში დაკარგა გუნდმა თავისი სტილი
იოტა
არ გამოვრიცხავ რომ სიმართლე იყოს, ბოლო დროს გუნდში ძალიან აირია ვითარება და არც მესის ავტორიტეტი და გავლენა მიკვირს. პიკეს ბიზნესი აქვს და ხელი ეშლება თამაშით, ამიტომ დასვენება ხშირად სჭირდებოდათ. მკაცრი ხელი სჭირდებათ აშკარად.
ლომი
გეთანხმები %100
korben dallas
ლურჯ-ბროწეულისფერი ჯოგი, რომელსაც ერთი ტანმოკლე, მშიშარა ჩობანი მწყემსავს )))))))))))
zzzz
საინტერესოა, მაგრამ არ მგონია სიმართლე. ყვითელი პრესისთვის მოგონილ ჭორს უფრო ვამსგავსებ, უსაქმურების გასართობად რო იგონებენ (დიდ ნაწილზე მაქვს საუბარი, არ ვამბობ რომ აბსოლუტურად ტყუილია, ალბათ გარკვეული სიმართლის მარცვალი იქნება).
barsa mesi.
მე როგორც ვატყობ, მალე კ ო რ ო ნ ა ვ ი რ უ ს ც ა ს ა ც მესის დააბრალებენ ეს ჩასაფრებული ჟურნალისტები! როგორ ყვერლგან "ამაშია საქმეები" არიან ჩანერგილები აგენტებად.
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
[VIDEO] მესის გენიალური გოლი - მაიამის "ინტერმა" "ნიუ იორკი" დაამარცხა
ვალვერდე: უკეთესია, ხალხმა ჩემსა და მესიზე სიმართლე არ იცოდეს
სუარესის გმირობა - ურუგვაელმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა
ზამთარში შესაძლოა, პიკე ლა ლიგის სხვა კლუბში გადავიდეს
უცნაური ამბავი - როგორ გამოიჭირა შაკირამ პიკე ღალატში
მესი სუარესთან ბუსკეტსთან და ალბასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა - რა მიზნით ეწვივნენ ბაქოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები
პიკეს წასვლის შემდეგ, "ბარსელონა" ზამთარში "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავისთვის იბრძოლებს
ბრუნდება თუ არა "ბარსელონაში"? - მესის მომავალი გადაწყდა
ერნესტო ვალვერდე: პრემიერლიგა? ავსტრალია მირჩევნია
"ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ მე-11 მწვრთნელი გადააყენა
ისევ ყოფილ კლუბში - ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
ვალვერდეს მიაჩნია, რომ ესპანეთის ჩემპიონი "რეალი" გახდება
სუარესი დარჩა - მაიამის "ინტერმა" ურუგვაელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"გვარდიოლამ ფეხბურთი დააზიანა" - ლიონელ მესი
ხავი ბარსელონას გარდაქმნას გეგმავს - კატალონურ კლუბს 4 მოთამაშე დატოვებს
"ერთად დიდებული ერა შევქმენით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - სუარესი ნეიმარის მაიამის "ინტერში" სავარაუდო ტრანსფერზე საუბრობს
უკვე მეოთხე - რატომ უკბინა სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს [VIDEO]
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"როცა ვერ იგებენ, მუდამ მსაჯებზე წუწუნს იწყებენ" - პიკემ მადრიდის "რეალზე" ისაუბრა
მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში - ლიონელ მესიმ "ფილადელფია უნიონს" გაუტანა [VIDEO]
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
[VIDEO] მესიმ "ლოს ანჯელესს" ულამაზესი გოლი გაუტანა
სერიოზული დარტყმა პიკეს რეპუტაციას - მომღერალმა ხალხი დაიქირავა... რისთვის ემზადება შაკირა?!
კარასკო: გვარდიოლა ჭკვიანია და "ბარსაში" არ დაბრუნდება