ფეხბურთიეროვნული ლიგა
ფაბიო მანინიმ "ტორპედოს" მომავალზე, შემადგენლობაზე, ბაზისა და საცურაო აუზის შესახებ ისაუბრა
ხვიჩა ყაზაიშვილი
08:27/07-02-2020
+-

ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

დღეს, 7 თებერვალს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოების წინაშე წარდგა "ტორპედოს" ახალი პრეზიდენტი, იტალიელი ფაბიო მანინი და კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"მოლაპარაკებები "ტორპედოს" შეძენასთან დაკავშირებით სამი თვის წინ დავიწყეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. სამწუხაროდ, სეზონის დაწყებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და სათანადოდ დაკომპლექტება გაგვიჭირდება. ვესაუბრე მწვრთნელებს. გუნდს არსებული რესურსიდან გამომდინარე დავაკომპლექტებთ და სეზონს დავიწყებთ, მერე კი ეტაპობრივად გავძლიერდებით.

ჩემს პარტნიორებთან ერთად ბიზნესგეგმაზე ვმუშაობ, რომელსაც მომდევნო თვის განმავლობაში წარმოგიდგენთ. ვაპირებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კლუბს ელემენტარული სავარჯიშო დარბაზი არ აქვს და ეს პრობლემაა. ბაზა აუცილებლად გაუმჯობესდება, იქნება საცურაო აუზი და ბევრი სხვა რამ - ამას თქვენი თვალით მალე ნახავთ. რაც შეეხება სტადიონს, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობამ მითხრა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია თანხები და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები", - განაცხადა ფაბიო მანინიმ.

კომენტარი ქუთაისური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამაც გააკეთა:

"მინდა მილოცვით დავიწყო - გილოცავთ "ტორპედოს" გადარჩენას. ამდენი ნეგატიური ამბის შემდეგ ეს მართლაც სასიხარულო რამაა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მცირე დრო გვაქვს და ყველა უნდა ვეცადოთ, პირველ მარტს კონკურენტუნარიანი გუნდით შევხვდეთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართველ ფეხბურთელებთან, გავდივართ კონსულტაციებს ლეგიონერებთან დაკავშირებით... რომ გითხრათ, პირველ მარტს 100%-ით მომზადებულები შევხვდებით, ტყუილი გამომივა, მაგრამ ბირთვს ჩამოვაყალიბებთ და, როგორც უკვე ითქვა, ეტაპობრივად გუნდს უფრო განვავითარებთ".

მომზადებულია facebook.com/FCTorpedoKutaisi1946-ის მიხედვით


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
29
visac exeba
(1)
/
Dislike(3)
ჩაჩავას ვერ უწყობდით აქციებს იმიტომ რომ მოსვამდა ყველას ერთ ადგილზე,ეხლა ამოიღეთ ხმა,ბიჭების დავალიანება გაისტუმრეთ დროზე და მერე რაც გინდა ის ქენით,ისე ფეხბურთელებს გაუფრთხილდეთ და დროზე მიიღონ რაც ერგებათ ის აჯობებს ყველაფერს
6:37:12 AM 2/8/2020
გამოხმაურება(1)
qutaisel-s
Dislike(1)
/
Dislike(0)
კლავიატურის ლომო ჩაჩავას რამეს უბედავდი?ან ეხლა რამეს იტყვი ეკრანს ამოფარებულო ვინ იხრჩობა ბოღმაში? ჩვენ ფეხბურთელებზე უნდა ვიფიქროთ,იმათ არ მოაკლდეთ არაფერი და დროზე მიიღონ კუთვნილი,ამოგეღოთ ამაზე ხმა, ბიჭებია მთავარი და გაუფრთხილდეთ მათ,ჩემპიონობა იმათ დადეს და ყველა სიხარულიც
8:39:58 AM 2/8/2020
ტეტე1234
(1)
/
Dislike(1)
Martla magra gamixarda eseti tradiciebis gundi ro gadarcha gakotrebas
8:05:39 PM 2/7/2020
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2