მოსკოვის "სპარტაკის" მეკარემ, არტიომ რებროვმა რუსეთში ცხოვრებაზე ისაუბრა. ასე საღად, ობიექტურად მოაზროვნე და თანაც, ფეხბურთელი, რომელიც არ ერიდება სიმართლის თქმას, ალბათ, დაგვეთანხმებით, რუსეთში ბევრი არ მოიძიება.

"თუ ადამიანი თავისი ცხოვრებით უფრო მეტად ბედნიერი იქნება, სტადიონზე უფრო კარგ განწყობაზე მყოფი მოვა, ფულის ხარჯვის ხასიათზე იქნება. ეს იმ საუბართან დაბრუნებაა, რომ ეს ჩვენთან მალე არ მოხდება. დრო უნდა გავიდეს, ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო, რაც არ ხდება. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ამაში ვერ ვერკვევი, უბრალოდ, გარშემო მყოფი ხალხის მიხედვით ვაფასებ. ადამიანები უფრო გაბოროტებულნი ხდებიან, აგრესიულები - ეს შესამჩნევია. ვხვდები, ქვეყანაში რაღაც ისე არ არის.

მოდით, კვლავ ამერიკელებზე ვთქვათ. ისინი ხომ მხოლოდ თვითონ ირჩევენ პრეზიდენტს, მაგრამ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუ როგორი მერი აირჩიეს, გუბერნატორი. თუ ჩვენთვის ეს ხილმისაწვდომი იქნა, შეიძლება ხალხი ჩაერთოს და თავად გაერკვეს: "ჩვენ ხომ თავად ავირჩიეთ, თავად გავაკეთეთ ეს". შესაძლოა, ჩემი მეკარისეული შეხედულებით - ადამიანებთან მისვლაა საჭირო და ქვეყნის შეცვლის შესაძლებლობის მიცემა.

უბრალოდ, ყველაფერი ისე უნდა ხდებოდეს, რათა რაღაც მომენტები შევცვალოთ, როგორც სახლში მომსახურე კომპანია. არ მოგვწონს მომსახურე კომპანია? ჩავატაროთ არჩევნები და სხვა ავირჩიოთ. და ვიცხოვროთ ჩვენს სახლში, როგორც გვინდა. მოვალეობა კი არ უნდა მოვიხადოთ, არამედ ადამიანი ავირჩიოთ და გვესმოდეს, ის რას გააკეთებს. გააკეთებს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ თვითონ ძალუძს რაღაცის შეცვლა", - განუცხადა რებროვმა championat-ს.

akaki
კომუნისტებს რომ მისცემ ძალაუფლებას უნდა შეეგუო, რომ ცუდად წავა ქვეყნის საქმე. სანამ კომუნისტების მიერ ტვინგამოფხეკილი თაობა არ წავა და საღად მოაზროვნე თაობა არ მოვა, იმის პერსპექტივა რომ ხალხი მოაზროვნეს აირჩევს ხელისუფლების სათავეში ძალიან ცოტაა.
tngh
სამწუხაროდ, ხალხი მთელს დედამიწაზე არის გაბოროტებული...
გიორგი
არ გეთანხმებით , ჩვენ რუსეთთან შედარებით გაცილებით წინ ვართ უდავოთ, რუსები ეხლა მოდიან აზრზე რომ ქვეყნის ბედი შეიძლება ხალხმა შეცვალოს, მაგრამ სანამ ამის გაკეთებას შეძლებენ ბევრი წყალი ჩაივლის “რეკა” ვოლგაში !!!
saba
ზუსტად არის საქართველოს ყოფა აღწერილი. გეთანხმები
საქართველო
ვეთანხმები ამ კაცურ კაცს და სამწუხაროდ დაახლოებით იგივე სიტუაციაა საქართველოში.ხალხი გაბოროტებული დადის და ეს უნდა შეიცვალოს.ყველგან ნეგატივია,ტელევიზია,ინტერნეტი,ბაღი,სკოლა,ტრანსპორტი,ყველგან დაბღვერილი ხალხი გხვდება.ცხოვრება ბედნიერია და ცოტა მეტი სითბო და სიყვარულია საჭირო. ზუსტად ეს უნდა მოვთხოვოთ მთავრობებს,რომ შეუქმნან ხალხს ბედნიერი გარემო.ხალხი მხოლოდ ფულის შოვნაზეა გადასული.პალოტიკოსიც და მოქალაქეც. სამწუხაროდ ჩვენც,რუსეთიც და კიდევ ზოგ-ზოგიერთები ვერ გამოვედით საბჭოთა შეგნებიდან.ყველამ ბელადს უნდა დავუჭიროთ მხარი.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა