2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, 1 თებერვალს რუმინეთთან გამართულ მატჩში, "ბორჯღალოსანმა" ვასილ ლობჟანიძემ 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ეს ფაქტი არ გამორჩა "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ გვერდს და ქართველ ცხრიანთან ინტერვიუ ჩაწერა:

"ვასილ ლობჟანიძე არის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც მსოფლიო თასზე ითამაშა, ახლა კი, ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც 50-ე საერთაშორისო თამაში ჩაატარა.

მან ეს პატივი ჯორჯ ნორთისგან 1 თებერვალს გადაიბარა, როდესაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველომ რუმინეთის ნაკრები "დინამო არენაზე" 41:13 დაამარცხა. ამ დროს ის 23 წლის 110 დღის იყო.

"როდესაც ეროვნული ნაკრების კვართით თამაშის შესაძლებლობა გეძლევა, ეს უკვე უდიდესი პატივია, ხოლო 23 წლის ასაკში 50-ე კეპის მოხვეჭა, წარმოუდგენელი შეგრძნება" – ამბობს ლობჟანიძე, რომელიც ისეთი უდიდესი ვარსკვლავების კამპანიაში მოხვდა, როგორებიც იტალიური რაგბის სუპერ-ვარსკვლავი სერჯიო პარისე, ასევე მსოფლიო თასის გამარჯვებულები ჯო როფი და ჯონი უილკინსონი არიან:

"როდესაც ისეთი მორაგბეების გვერდით ხვდები, რომელთაც ტელევიზორში უყურებდი, ისინი იყვნენ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავის დროზე რაგბი შეიყვარე, ეძებდი მათ თამაშებს ინტერნეტში, რა თქმა უნდა წარმოუდგენელი შეგრძნება გეუფლება".

დასაწყისი

ლობჟანიძის საერთაშორისო კარიერა 2015 წლის თებერვალში, გერმანიასთან 64:8 მოგებული შეხვედრით დაიწყო. მას შემდეგ მან საქართველოს ნაკრების 56 ტესტ-მატჩიდან 51-ში მიიღო მონაწილეობა.

პირველი ტესტიდან 7 თვის შემდეგ მას დებიუტი ჰქონდა მსოფლიო თასზე ტონგასთან. იმ დღეს, გლოსთერში, ის ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა – 18 წლისა და 340 დღის.

"2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას, სრულად ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. 18 წლის ასაკში უცებ მოვხვდი წარმოუდგენელ სამყაროში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ნაკრებისთვის. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ტოპ 14-ის ‘ბრივთან’ კონტრაქტი გავაფორმე და მას შემდეგ 4 წელია აქ ვარ“ – ამბობს ლობჟანიძე და განაგრძობს, რომ საკლუბო რაგბში უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება, მას საერთაშორისო თამაშებში ეხმარება:

"პირველი ორი სეზონი "ბრივში" ხშირად თამაში არ მიწევდა. არ ვიცოდი ფრანგული ენა, რაც ჩემი პოზიციის მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია. ბოლო ორი სეზონია საკმარისი სათამაშო დრო მეძლევა, ვიძენ გამოცდილებას და მერე ამ გამოცდილებას გუნდთან ერთად ნაკრებშიც ვიყენებ".

შთამბეჭდავი 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც საქართველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პირველად ისტორიაში მოიპოვა მომდევნო მსოფლიო თასის საგზური, იაპონიაში გამართული ტურნირი შედარებით წარუმატებელი აღმოჩნდა. ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებები მილთონ ჰეიგის შეგირდებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცნენ და მხოლოდ ურუგვაი დაამარცხეს:

"განვლილი მსოფლიო თასის შეფასება რთულია… დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ და ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. ამ ჩემპიონატით კმაყოფილი არავინ დარჩენილა".

ფორმის დაბრუნება

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთო და ტიტულის დაცვა ორი მოგებით დაიწყო – რუმინეთთან და ესპანეთთან. ლობჟანიძესთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ტიტული უბრალოდ კი არ მოიგოს, ეს ლამაზ სტილში მოახერხოს:

"ვფიქრობ, საკმაოდ დამაჯერებლად გამოვდივართ და განვლილ ორი შეხვედრაში სანახაობრივი რაგბი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით რუმინეთთან. სწორედ ეს გვსურდა მსოფლიო თასზე და სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ესპანეთთან ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. მეორე ნახევარში მოვეშვით და ტემპი ვერ შევინარჩუნეთ. უმეტესად დაცვაში გვიწევდა თამაში და ბევრი ჯარიმა მივიღეთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ტურნირის გრანდ სლემით მოგება, არამედ სანახაობრივი რაგბის ჩვენებაა".

მუდმივი პროგრესი – ესაა ის, რისკენაც ლობჟანიძე მიილტვის და იმედოვნებს, რომ მომდევნო მსოფლიო თასს, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს, საუკეთესო ფორმაში შეხვდება:

"უკვე ვფიქრობ 2023 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც 26-27 წლის ვიქნები და შესაძლოა, ეს იყოს ჩემი კარიერის უმაღლესი მწვერვალი. ჩემი აზრით, ამ პერიოდში გამოჩნდებიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას იტყვიან და ეს აისახება როგორც თამაშის ხარისხზე, ასევე შედეგებზე“ – ამბობს ლობჟანიძე, რომელიც ამ პერიოდისთვის მე-100 კეპს მიუახლოვდება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
"ის უბრალოდ ამას ცდილობდა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს ჟოაო პედროსთან კონფლიქტზე ისაუბრა
კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან