რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, გოჩა სვანიძის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი კონკურენტი, პარტიული ადამიანი, მაჟორიტარებთან პირად კავშირებს იყენებს და მათი მხრიდან მუნიციპალურ კლუბებზე იძულება ხდება, რომ არჩევნების ბოიკოტი მოაწყონ.

მისივე თქმით, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს კლუბების ნახევარზე მეტი უნდა დაესწროს, კლუბებს კი ხმები არათანაბრად აქვთ განაწილებული.

„ამაზე ინფორმაცია ჩვენ გუშინაც გვქონდა, რომ ხელოვნურად ხდება კლუბების იძულება და ეს უფრო მეტად ეხება მუნიციპალურ კლუბებს. მუნიციპალიტეტების მხრიდან მე ვიცი ზუსტად, რომ არანაირი დავალება არ არის, მაგრამ ჩვენ გვყავს კონკურენტი, პარტიული ადამიანი, რომელსაც თავისი პირადი კავშირები გააჩნია მაჟორიტარებთან და ჩემი ინფორმაციით, მათი მხრიდან არის ზეწოლა კლუბებზე, რომ ბოიკოტი მოუწყონ. თუმცა იმავე რეჟიმში განმეორებითი კრება რომ ჩატარდეს, დღეს არსებული კვორუმი აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული“, - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აღნიშნა, მის მიმართ ძალიან დიდი ბრალდებებია.

„აუდიტის დასკვნაზე მე დღეს გავაკეთებ განცხადებას ძალიან მარტივს და გეტყვით, რომ ჩემ მიმართ არის ძალიან დიდი ბრალდებები აუდიტის დასკვნასთან მიმართებით, ხმების გაყალბებასთან მიმართებით, რომელიც ასევე იკადრა ერთ-ერთმა, ჩემმა მეორე ვიზავიმ. ხმებს ვაყალბებ თურმე მე კლუბებში. ეს ფაქტები რომ დადასტურდეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. პროკურატურას არ სჭირდება დამატებითი განცხადებები. თუ სჭირდება, მე თვითონ მოვამზადებ ამ განცხადებებს, ძალიან კარგად ვიცი, როგორ კეთდება ეს და კეთილი ინებოს, შეიწუხოს თავი. იმიტომ, რომ თუ ვარ სისხლის სამართლის დამნაშავე, მე ამ წუთას აქ არ უნდა ვიდგე და თუ არ ვარ, ამაზე პასუხს გავცემ“, - აღნიშნა სვანიძემ.

interpressnews.ge

Best
ერთმანეთის ჭამას საქმეზე და განვითარებაზე ილაპარაკეთ ჯობია , რა არ გაკეთდა და რა არის მომავალში გასაკეთებელი! 6 ერში არ გვიშვებენო სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს პიარზე რომ ხართ გადასული რა 6 ერი? :))) 1 გუნდი ვერ გაგიყვანიათ ჩელენჯზე სადაც : ესპანეთის, გერმანიის, რუმინეთის, რუსეთს ხომ სულაც 2 გუნდი ყავს და რუმინეთის გუნდები თამაშობენ . რომ გაიძახით იტალიას რა უნდა 6 ერშიო იტალიის 6 გუნდი თამაშობს ჩელენჯზე და პრო 14 ში. ამიტომ საქმე ბატონებო საქმე პიარის ნაცვლად!!!!!!!! :|
სოსო
ერთადერთი,რაც დანამდვილებით ვიცი,ისაა,რომ გია ნიჟარაძე,იდეალური პრეზიდენტი იყო.დაიწყეს მის წინააღმდეგ იმტრიგები და გაერიდა კაცი ყველაფერს.აგერ ბატონო და მიხედეთ,მე ხელს არ შეგიშლითო.ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა,ჩემი აზრით, მისი დაწინაურება, არაფრით არ შეიძლება.არ ვიცი რა ხდებოდა მაშინ,ან რა ხდება რეალურად ახლა,მაგრამ ცხადია,რომ მათ ქართულ რაგბს,სიკეთე არ მოუტანეს და მათი ნდობა არ შეიძლება.ქართულ რაგბში რაღაც ფული გაჩნდა და როგორც ყოველთვის ხდება საქართველოში,ფულის სუნზე,აქაც მედროვეებმა კბილები დაილესეს.
zura
რას ლაპარაკობ?!)) მასე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთს ეთამაშა და მარტო კი არ ეთამაშა მოუგო კიდეც, თან გასვლითი თამაში და შენი ლოგიკით ჩვენი ფეხბურთი მაშინ ბრაზილიის დონეზე ყოფილა!)))))) თუ რაც დაწერე მარტო მაგით საზღვრავ რაგბის წინსვლა-უკუსვლას მაშინ წადი ძამია სხვა სპორტის განყოფილებაში დაწერე რამე...
გთ
მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი და ეს დროს ნამდვილად არ მოუტანია - რა უკუსვლაზეა საუბარი, ვინც რაგბის მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ან რუსებთან მოსალოდნელი და გარდაუვალი მოგების წინ იხსენებს, მარტო ის თუ ისაუბრებს უკუსვლაზე! შარშან ორჯერ შოტლანდიას ვეთამაშეთ, წელს სამხრეთ აფრიკამ და საფრანგეთმა მიგვიწვიეს ტესტებისთვის!!! აი ესაა დასანახი რაგბის კავშირის მუშაობის შესაფასებლად, ესაა რეალური წინსვლა ექვსი ერისკენ. თან სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ქართული გუნდი თუ მართლა ჩაერთო, საერთოდ უმაღლესი შეფასება ეკუთვნის სვანიძეს!
ანდრი
აბუსერიძემ რაც ნიჟარაძე შეიწირა იმის მერე რა პირით უნდა მოსვლა ვერ გავიგე. ან რა უნდა საერთოდ, ჯუჯღუნის მეტი რაგბზე არაფერი გაგვიგია მაგისგან. მართლა თავისი შიდა დეპარტამენტი გონიათ სპორტი.
zviads
აბუსერუძე უფრო პრობლემა გახდება ისე ეტყობა სიტუაციას... ისევ ეს დარჩეს ჯობია..
irakli81
არ ვიცი მართალია თუ არა რასაც აბრალებენ სვანაძეს, წესით ეს გამოძიების საქმეა ,მაგრამ ამ ქვეყანაში ვინ უნდა გამოიძიოს, რომ ხალხის ნდობა ჰქონდეს? ერთს ვიტყვი რომ რაც არ უნდა ცუდი იყოს სვანიძე, პარლამენტში წამოსკუპებულ, უმაქნის და დაბოღმილ ქოცს მაინც ჯობია.
Supporter
სვანიძის სწრაფვა რუსული კონტინენტალური ლიგისკენ და მისი ცივი დამოკიდებულება პრო-14-ის მიმართ არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა ამ პოსტზე. სხვა მხრივ მის მიმართ არსებული პრეტენზიები არ მგონია დიდად მართებული. კაცს ედავებიან მიწის გასხვისებას, რომელიც რეალურად უვარგისი იყო სარაგბო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ერთადერთი მაგით აპელირებენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ რეალურად მართლაც არაფერი '' უჭამია'' დიდად. შეიძლება მეტის გაკეთება შეუძლია ვინმეს მის ადგილზე, მაგრამ აბუსერიძის, რომელსაც მაჟორიტარის როლში არაფერი სარგებელი მოუტანია ქვეყნისთვის, ნამდვილად არ მწამს
zaza
ხუთი მილიონი აქ ვალი ფედერაციას და იმაზე ისაუბრონ ჯობია ამის დამცველებმა ფეხბურთის მერე ყველაზე დიდი ბიუჯეტი გაქ ამიტო მიადექი და ხრავ ეგრე სადაა გასავალ შემოსავალს ვერ აბალანსებენ და აბუო აბუ არა ტოროლა ციხის შიშით არ მოვიდნენ მისი მომხრე დელეგატები დდ ამან მარტო კიარ ჭამა ხმების მიმცემებსაც უფეშქაშა ხოდა საქმე რო აღძრან აუდიტის დასკვნით უკვე სროკზე არიან.
??? -s
რა უფსკრული გაჩნდა ჩვენ და კუნძულელებს შორის? ტონგაზე და სამოაზე ძლიერი ნაკრები გვყავს ეს ერთი. იაპონიამ და ფიჯიმ კი იმის ხარჯზე მოგვიგო და გაგვასწრო რომ ყოველ კვირა უწევთ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ჯახი და კლასის აწევა. 6 ერში რო არ გვიშვებენ სვანაძეს ბრალია? თუ სვანაძეს არ უნდა მაღალ დონეზე აწევა ჩვენი ნაკრების? არ შეესაბამება ჩვენი რაგბის დონე ჯერ ევროპულ დონეს . სანამ არ შევიგნებთ ამას წინ ვერ წავალთ ვერასოდეს.
გივი-გია
არ ვერევი ,მაგრამ,მიშა-ნაცებით-არა პროფესიონალებით რომ გაივსო რაგბის კავშირი ეს ცუდია.
kloss
თუ დამნაშავეა გამოიძიონ, უღირსი მეთOდებით კი არ უნდა ებრძოლონ... ფაქტია აბუს მომხრეებმა ჩაშალეს ყრილობა
kloss
თუ დამნაშავეა გამოიძიონ, უღირსი მეთOდებით კი არ უნდა ებრძოლონ... ფაქტია აბუს მომხრეებმა ჩაშალეს ყრილობა
zas.
ფული შეჭამა და საქმე არ გააკეთაო,ჩვენი პროკურატურა რისი გამომძიებელია,შენც კარგად მოგეხსენება,ასე რომ ჰაბიტუსი არაფერ შუაშია.
kaxa
yoveltvis gaketebuli saqmebit cdiloben tavi warmoachinon amas 4 weli araperi gauketebia tumca risi gamketebeli iyo dasves erti motxoves ar gasvriliyo da egec tuver sheasrula mtlad mwyralad yopila gonebastan ise tipiuri warmomadgenelia dghevandeli stuaciis anu biurokrati zis arc araper aketevs da verc verapers apuchebs dzalian gavs mtavrobas aranairi motivacia aranairi ideebi mcdelobebze laparaki zedmetia da cadi bidziko saxlshi P.S. didad arc konkurentebis meimedeba programacki ar warmoudgeniat ra mkacri xelia zevit sachiro upro sworad momtxovni.
emigranti
რას ერჩით ამ კაცს ვერ გავიგე. რამე კონკრეტული დანაშაული თუ აქვს ჩადენილი თქვით, თU არადა ჰაბიტუსი არც მე არ მომწონს, მაგრამ არჩევნებისათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს ღიპიანია თუ მელოტი.

ეს კაცი ცოტა არ იყოს შორს არის თავმოყვარეობისგან ან თვითშეფასების უნარისგან, თორემ საკუთარი მოღვაწეობის შედეგს (უშედეგობას) დაინახვდა და პირნათლად თავაწეული წავიდოდა. ახლა კი . . . არ ვიცი აბუსერიძე და სხვები ვინ ვისი პროტეჟეა, მაგრამ შენ რომ უკან არ წაგეყვანა რაგბი ამ 4 წლის განმავლობაში და 6 ერის ძახილში ნულიდან არ უწევდეს ნაკრებს შენება (რაგბი ევროპაზე კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ უფრო დიდი უფსკრული გაჩნდა ჩვენსა და თუნდაც იაპონიის და ოკეანეთის გუნდებს შორის) ხელისგულზე მოგართმევდნენ მეორე ვადით პრეზიდენტობას. ახლა კი გულშემატკივარ სულ არ აინტერესებს ეგ თქვენი ჭიდაობა.
ანდრი
აბუსერიძის გადამკიდე მეც ვიფიქრებდი შემოვლით გზაზე
nik
გიტანეთ ეს კაცი...
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა