სუპერლიგის მე-15 ტური დღეს, რუსთავში დაიწყო. ქვემო ქართლში სათამაშოდ ჩავიდა ერთ-ერთი აუტსაიდერი, ბოლო ადგილზე "ცხუმ-აფხაზეთთან" ერთად მყოფი "მგზავრები”, რომელმაც "რუსთავი" დაძაბულ ბრძოლაში 85:80 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ მგზავრებს 2 ტურის წინ მხოლოდ 3 მოგება ჰქონდათ და ბოლო ადგილზე მოზიარის გარეშე იყვნენ, თუმცა ბოლო 2 შეხვედრა მოიგეს და 15 მატჩიდან 5 მოგებით მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს. რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ მატჩებში (22 ტური) კიდევ ბევრი რამ მოხდება, თუმცა ფაქტია, სუპერლიგაში დასარჩენად ბრძოლა უაღრესად დაძაბული იქნება. შეგახსენებთ, ბოლო ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ "ა" ლიგაში ჩაინაცვლებს, ხოლო ბოლოსწინა დასარჩენად გადათამაშებას გამართავს.

რაც შეეხება რუსთავში გამართულ მატჩს, მას გულშემატკივრები არ დასწრებიან. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების რეკომენდაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სუპერლიგისა და"“ა" ლიგის მატჩები დროებით მაყურებელთა გარეშე ტარდება. შესაბამისად, რუსთავს მოაკლდა ერთგული ქომაგი, რომელიც აქამდე ყველა მატჩზე ტრიბუნებს ბოლომდე ავსებდა.

სათქმელია, რომ რუსთავის გუნდი შეხვედრას დანაკლისით შეხვდა. განაცხადში არ იყო ეროვნული ნაკრების ტრავმირებული წევრი საბა ლობჯანიძე, გეგი ბაქრაძე და ავსტრალიელი გამთამაშებელი, ნელსონ როლინსი. მიუხედავად დანაკლისისა, რუსთაველებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდი 22:18 მოიგეს.

მეორე ათწუთეულიდან ამოქმედდა მგზავრების ნომინალური ცენტრი სოსო გოგნაძე, რომელსაც ფარქვეშ ხელს ტაჯ სპენსერი აშველებდა. თბილისელთა უკანა ხაზი კი ტრადიციულად მობილური და სწრაფი იყო, რის ხარჯზეც მგზავრებმა მეტოქე ჩამოიტოვეს და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეუფლნენ. მეორე პერიოდის ბოლო წამზე დარელ ქომსბის სამქულიანმა თბილისელებს დიდი შესვენებისთვის 10-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

მესამე ათწუთეულიდან რუსთაველებმა ანგარიშის გასათანაბრებლად არაერთ გზას მიმართეს, რაც ეპიზოდებში ამართლებდა და სხვაობა მცირდებოდა, თუმცა მგზავრები არ ტყდებოდნენ და დაცვისა და სწრაფი შეტევების, ასევე პერიოდული ზუსტი სამქულიანების ხარჯზე ბოლო პერიოდამდე ლიდერობა არ დაუთმიათ.

მეოთხე მეოთხედი 2 წუთის დაწყებული იყო, როცა მგზავრების მთავარი მწვრთნელი, ბუბა ბერიშვილი მე-2 ტექნიკური ჯარიმის გამო თამაშიდან გავარდა. სწორედ ამ ტექნიკური ჯარიმის ზუსტი შესრულებით ნიკოლა ტადიჩმა ანგარიში გაათანაბრა – 68:68, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, აკაკი დვალიშვილის ზუსტი საჯარიმოების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 74:72 დაწინაურებულ რუსთაველებს გამარჯვების რეალური იმედი ჩაესახათ.

აქ გათამაშდა საკვანძო ეპიზოდი, რომლის მთავარი გმირები მგზავრების წევრები – ტაჯ სპენსერი, ლოველ ქაბბილი და სოსო გოგნაძე გახდნენ. ამ მოთამაშეებმა მიყოლებით ჩააგდეს 8 ქულა და საფინალო სირენამდე 2.20 წუთით ადრე სტუმრები 80:74 დააწინაურეს. რუსთაველები არ დანებდნენ და დენზელ ლივინგსტონისა და ილია ლონდარიძის ძალისხმევით, დასრულებამდე 40 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 80:80. გადამწყვეტი აღმოჩნდა სოსო გოგნაძის მიერ ჯარიმის თანხლებით ჩაგდებული 2-ქულიანი და პლუს საჯარიმო, რის შემდეგაც სტუმრები 83:80 დაწინაურდნენ და როცა მგზავრებმა რუსთაველთა შეტევაც მოიგერიეს, გამარჯვებულის ვინაობა სათავისოდ გადაწყვიტეს.

მგზავრებში 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 20 ქულა ჰქონდა ტაჯ სპენსერს, ხოლო ლოველ ქაბბილმა შეხვედრა 12 ქულითა და 10 პასით დაასრულა. რუსთაველთა გუნდში 17 ქულით, 6 მოხსნითა და 6 ჩაჭრით დენზელ ლივინგსტონი გამოირჩა. 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ილია ლონდარიძემ, ხოლო ნიკოლა ტადიჩის ანგარიშზე 12 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა.

სუპერლიგის მე-15 ტურის მორიგი 2 შეხვედრა (ვერა-ბათუმი, კაკტუსი-თსუ) 7 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Kemba
es cvetshi luzer klubad iqca . tipebs mteli ol stari kavt da verafers aketeben
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება