ბრაზილია ფეხბურთის ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა. ქვეყნის კულტურა, რელიგია, იდეა და მისწრაფება, გადატანით მნიშვნელობით, ფეხბურთია. რამდენიმე ათეული წელია ბრაზილიელი ფეხბურთელები თავიანთი ოსტატობით, ცრუ მოძრაობებითა და ბურთის ფლობის ტექნიკით სამყაროს აოცებენ. თითქმის უკლებლივ თითოეული მათგანი უხვად არის დაჯილდოებული ნიჭით, თუმცა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ნიჭი და შრომა ერთმანეთს შეუთავსონ და ფეხბურთის ისეთ ხატებად იქცნენ, როგორიცაა პელე, რონალდო, რივალდო და რომარიო. ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ 5 ფეხბურთელზე, რომელთა ნიჭი შესაძლოა უსაზღვრო იყო, თუმცა შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი ტალანტის უკუპროპორციული აღმოჩნდა: ტოპ 5 ბრაზილიელი იმედგაცრუება.

5. რობინიო

როცა რობიონიმ პირველად დაიწყო "სანტოსის" მაისურით სისტემატიური თამაში, ჯერ კიდევ მაშინ, ბრაზილიელმა გულშემატკივარმა ის ახალ პელედ შერაცხა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს იდეა მოეწონა და დაიჯერა, რომ უკვე პატარა ასაკში ის ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელი იყო.

სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა, როცა რობინიო მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა. არადა, პირველ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მეორე სეზონიდან კი ეტაპობრივი დაღმასვლა დაეწყო. ის თავის ფიზიკურ განვითარებას ყურადღებას არ აქცევდა და ფიქრობდა, რომ წარმატებული ფეხბურთის საიდუმლო მომაჯადოებელ დრიბლინგსა და ცრუმოძრაობებში იყო.

თუმცა ეს გულგრილი დამოკიდებულება ყველგან ხელს უშლიდა, სადაც არ უნდა ეთამაშა. მოგვიანებით, რობინიოსგან ის დარჩა, რაც ახალგაზრდობის დროს იყო - იმედები და დიდი ტალანტის ჩანასახი. საბოლოოდ, მან ნამდვილად ვერ გაამართლა ის მოლოდინები, რასაც მასზე ამყარებდნენ.

4. ალეშანდრე პატო

ალეშანდრო, ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში, იმდენად პროდუქტიული იყო, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ბრაზილელმა გულშემატკივარმა ის ლეგენდარულ რონალდოს შეადარა. 2007 წელს ის იტალიურმა "მილანმა" შეიძინა. მაშინ "მილანელები" ფიქრობდნენ, რომ პატოს სახით მათ მომავალი კაკა ჰყავდათ.

მიუხედავად იმისა, რომ პატომ თავდაპირველად ეფექტურად დაიწყო თამაში, მან ვერასდროს მიაღწია ისეთ დონეს, რომელსაც მისგან გულშემატკივარი ელოდა.

შემდეგ ალეშანდრომ განვითარებას, ეგზოტიკურ ქვეყნებში მაღალ ხელფასზე თამაში ამჯობინა, რითაც ყველა იმედი დაასამარა.

3. ადრიანო

ადრიანოს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. როცა ის "ინტერში" გადავიდა, ყველა უნარი გააჩნდა, რომ რონალდოზე დიდი ფეხბურთელი დამდგარიყო. თუმცა "ინტერში" გადასვლიდან მალევე, ადრიანოს მამა გარდაიცვალა, ამ შემთხვევამ კი მისი ცხოვრება 360 გრადუსით უკუღმა დაატრიალა. მას შემდეგ ნეგატივის ჭაობში დაიწყო ჩაძირვა, რომლიდანაც დღესაც კი ვერ გათავისუფლდა.

თუმცა მისი გამტყუნება სწორი არ იქნება. არავინ იცის მსგავს ტრაგედიაზე ვის როგორი რეაქცია ექნებოდა.

2. რონალდინიო

ის რომ რონალდინიო ყველადროის ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელია არავინ დაობს. მისი მიღწევები ამ იდეას სერიოზულად ამყარებს. თუმცა რონალდინიოს შეეძლო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გამხდარიყო, მაგრამ მან მარტივი გზა აირჩია.

2005 წელს ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, მან პრაქტიკულად შეწყვიტა განვითარება. რონალდინიოს აღარ ადარდებდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფხბურთელი ყოფილიყო. მილიონობით ადამიანი ელოდა, რომ ერთ დღეს ის ძველებურად ათამაშდებოდა და მოტივაცია დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს დღე აღასდროს დადგა.

1. ნეიმარი

მორიგი მაგალითი ბრაზილიელი უნიჭიერესი ფეხბურთელის, რომლის კარიერა არ შეესაბამება მოლოდინსა და მის საფეხბურთო უნარებს. ნეიმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია საკუთარი კარიერის რეაბილიტაცია, თუმცა საკმაოდ ხშირად ის არასწორ არჩევანს აკეთებს.

უკანაკსნელი ორი წელი მოწმობს იმას, რომ ნეიმარიც ნაცვლად ნიჭის განვითარებისა, ყურადღებას მაღალ შემოსავალს და არც თუ დიდი პერსპექტივის გუნდს ანიჭებს უპირატესობას. ეს ისტორია ბევრი ბრაზილიელისთვის ნაცნობია...

შავი კაცი
იმედები ვერ გაამართლა კი არა სულ რაღაც 2-3 წელიწადში ყველაფერი აიღო რაც ფეხბურთელს შეეძლო მიეღწია კარიერაში...
შავი კაცი
აქ რონალდინიო რაპონტში შეიყვანეთ ტიპმა რაც ითამაშა ხო ითამაშა???? და დალშე აღარ უნდოდა თამაშიი... რონალდინიომ აიღო და მოიგო მსოფლიო ოლიმპიადა ლიგა სუპერთასი საუკეთესო ფეხბურთელი ოქროს ბურთი ბუცი და ასე შემდეგ 4 წელიწადში ყველაფერი მოიგო და დარჩა უმოტივაციოდ.... ასე რომ ავტორ შეცდომაში შეგყავს საზოგადოება...აი ნეიმარი,ადრიანო,პატო და დალშე სილ სხვა საკითხია...და ის რომ ჯადოქარმა მოტივაცია დაკარგა სულ სხვა საკითხია უბრალოდ კონკურენტიც კი არ ყავდა...
321-ს
ჩემპიონთა ლიგის მოგებით არ განისაზღვრება ფეხბურთელის სიმაგრე, კრისტიან კარემბუს ტიტულებზე იოცნებებს ნებისმიერი ფეხბურთელი, მაგრამ დაინახე სადმე ებრწყინოს? ბრაზილიელებს ერთი პრობლემა აქვთ, ფულის გამო იკიდებენ ნიჭს. ოსკარი ვისზე ნაკლები იყო, მაგრამ ჩინეთი და ფული არჩია. ნეიმარიც ასამარებს საკუთარ ნიჭს საკუთარივე ხელით, ფული აქვს და სულ არ აინტერესებს ითამაშებს თუ არა.
a.a.
კრისტინას დონეზე მესი ვერ თამაშობს თუ პირიქით? უყურე მესის პოზიციას მოედანზე, ბურთი მოაქვს, მომენტს იქმნის და იტანს. კრისტინა რას აკეთებს? პენლებს ურტყავს. და ნეიმარი რო ბარსადან არ წასულიყო და განვითარება გაეგრძელებინა მაგ თქვენ პენოს არაფრით ჩამოუვარდებოდა თუ არ აჯობებდა
დ.დ.
ამხ.ა.კ!ნამდვილი გენიოსი ხარ.ეხლა ჩომოთვალე ქართველი ფეხბურთელებიდან ვინ ვერ გაამართლა.
თემური
რა არ მოგწონთ სტატიის.ნეიმარს რომ უნდა დაეწყო განვითარება და ასულიყო დიდების კვარცხბეკზე მაშინ გაიქცა პსჟ ში და უკვე დამთავრდა მაგის ფეხბურთი.რონალდინიო იყო გენია მაგის გულისთვის დავიწყე ბარსას ბალეშჩიკობა მაგრამ მაგ გაგრძელდა ორი სამი წელი და მერე დაიკიდა დაიწყო ქალები გულავი დალევა მიტო გაუშვეს ბარსადან.მსოფლიოს რაც შეეხება 2002ში ფორმაში იყო მაგრამ მაშინ რივალდო და რონალდო იყო ლიდერები და 2006კი ვნახეთ რაც მოხდა აი მაშინ უნდა დაემტკიცებინა მაგრამ დაამთავრა.არადა როარ დაეკიდებია წარმოიდგინეთ ტიპმა სამ ოთხ წელში რაც გააკეთა მაშინ 26 წლის იყო სულ მცირე ხუთი წელი უნდა ეთამაშა უმაღლეს დონეზე.მიტომ წერია სიმართლე
levani
ხოდა ამაშია საქმე, ყველა დროის საუკეთესო უნდა ყოფილიყო, პოტენციალი ქონდა, თორემ შედარებითია ყველაფერი, ასე რონალდინიოზე ვლაპარაკობთ, რომ მეტი გვინდოდა, კუტინიოზე კი არა...
რაგბის ფანი
რონალდინიომ ვერ გაამართლა? ყველა დროის საუკეთესო სანახაობრივი ფეხბურთელია.
ემზარ დუისბურგი
გოგა ძმობილო ეს ფეხბურთელები არც გერმანელები და არც ესპანელები და არც ინგლისელ- ფრანგ და იტალიელები არიან! ბრაზილიელების გადმოსახედიდან ,მათი ტალანტების შემხედვარე და მათზე წინასწარ გაცემულმა ნდობის ასე ვთქვათ კრედიტებმა ვერ გაამართლეს ბოლომდე! გაიგე? აბა პელეს დაგარინჩას გარინჩას ქვეყანაში დაბალზე დაუყენებდნენ თამასას? როგორ გგონია ? ჩვენ თუ ვიძახით რომ ქინქიმ ვერ გაამართლაო და ბოლომდე ვერ გამოავლინა თავისი თავიო,რა რონალდინიომ ბოლომდე დადო ძვლები ? ჩემთვის ალბათ 50-60 პროცენტი,მეტი არა....
ზურა
Ronaldinios kidev meti da meti sheedzlo. Rac maganb2-sam celshi moaxerxa bevrma qnas, magram mistvis cotaa, is yvelaze didi unda yofiliyo
ემზარ დუისბურგი
მე მგონი ძალიან ჩქარა რომ ჩქარა როგორც კაშკაშა ვარსკვლავი იმიტომ,2002 ბრეყინავდა და იმის მერეც ,მაგრამ გერმანიის მსოფლიოს მერე
ემზარ დუისბურგი
და მითხარით ერთი რა დაწერეს არასწორად?
kaxa
ver xart sagh azrze kaci msoplios chempioni msoplios sauketeso pecburteli sad iyo yvelgan kvali datova da ar shemdgario ..
321
იმას გავს, ფრანგებმა რომ დაწერონ მბაპემ და ზიდანმა ვერ გაამართლესო. სტატიაა რომ გლიჯავს.
ika
ნეიმარს ჯერ მთელი დრო აქვს. ისე, თუ გგონიათ, რომ ყველამ კრიშტიანოზე მაგრად ან მის დონეზე უნდა ითამაშოს მაინცდამაინც ცდებით, მესიც ვეღარ თამაშობს მასე. რონის შემცვლელები დიდი ხანი არ იქნებიან კიდე.
იკა
მართალია! პელეც შეიყვანეთ ბარემ და ეგაა.
321
ნეიმარზე და რონალდინიოზე არ უნდა დაგეწერათ. მასე რონალდოს ჩემპიონთA ლიგა არასოდეს მოუგია, მარა არ დაგიწერიათ. რონალდოზე უკეთესები არიან ნეიმარიც და რონიც. 2 რივემ მოიგო ლიგა.
bmb
დენილსონი ამ სიაში პირველი უნდა იყოს. ნეიმარმა და რონალდინიომ რა დააშავა ვერ მივხვდი?! აქ არაა მათი ადგილი.
V
ადრიანო 360 გრადუსით თუ დატრიალდა ისევ ისეთი მაგარი უნდა ყოფილიყო დატრიალების შემდეგ. ალბათ 180 გრადუსს გულისხმობდით :P
flini12
ფეხბურთის ჯადოქარზე რო დაწერ იმედი ვერ გაამართლაო ცოტა უხერხულია.ნეიმარს რომ 61 გოლი აქვს ნაკრებში და მალე ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდება ესეც არ დაგავიწყდეთ
დავით 67
ფეხბურთის ყველა დროს ისტორიაში დენილსონი რაღაც საოცარი ტალანტი იყო, კაცს ბურთს ვერ ართმევდნენ. სამწუხაროა რომ ვერ განვითარდა
giorgi 3
ვერ გავიგე რონალდინიომ რატომ ვერ გაამართლა? მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2002 წელს და ბარსელონაში ბრწყინავდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2006 წელს
გოგა
რონალდინიოს და ნეიმარის ამ სიაში ყოფნა ცოტა არ იყოს უხერხულიცაა. ღადაობ აავტორ?
გიო
ვერრ დავეთანხმები ავტორს რომ რონალდინიომ იმედები ვერ გაამართლა,არც ერთი ბრაზილიელი და მათი ფეხბურთის გულშემატკივარი ასე არ იტყვის.მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი,კოპა ამერიკა,გახდა მსოფ საუკეთესო ფეხბურთელი,ნაკრების ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირშია.ფეხბურთი როგორც სპორტი უფრო ყურებადი გახადა.რონალდინიომ თუ იმედები ვერ გაამართლა მაშინ რა უნდა ვთქვათ კაკაზე,ჟუნინიოზე,დენილსონზე.ამ სიაში უნდა იყოს ოსკარი რომელის დიდი იმედი ჰქონდათ
ლუკა
რონალდინომ თქვენ თუ ვერ გაგიმართლათ მოლოდინი თქვენი პრობლემაა და არა მისი. გაამართლა 100%-ით და გააგრძელა ცხოვრება და არა თამაში. ფეხბურთში ის მიუწვდომელთა ოლიმპზე დარჩა, მესიმ და რონალდომ ინატრონ მაგის დონე და მიღწევები. მარადონასაც არ ეთქმის ბევრი იქ სადაც რონალდინიოა
semi
ოქროს ბურთი, მსოფლიოს ჩემპიონობა ათობით სხვა ტიტულები და ვერ გაამართლა რონალდინიომ? მაქსიმუმ შეეძლო 2-3 სეზონით მეტი ეთამაშე მეტი არაფერი დაუკარგავს.
sake
რონალდინიო ფეხბურთის მოცარტია პ.ს.ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს
tengo
ramdenime saukunea???
იდალგო
და პელე? ისეთი სიაა ეგღა აკლია? მაინც ვინ ადგენს ასეთიებს?
zaza
რონალდინიოზე ამის დაწერა როგორ შეიძლება!!! არც ნეიმარზე ...
დავითი
დენილსონი და ზერობერტო აკლია.
Sportall
მეგობრებო, გამარჯობა. რონალდინიო ამ სიაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა იმის უნარი, რომ ყველადროის საუკეთესო გამხდარიყო, თუმცა ეს არ გამოუვიდა. თორემ მისი კარიერა რომ გამორჩეულია, როგორც თვითონ, არავინ დაობს
გიორგი
რონიმ ვერ გაამართლა? ღადაობთ ხო?
korben dallas
ამ სიაში რომ რონალდინიო შეგყავთ, ფეხბურთის რამე გაგეგებათ საერთოდ ? "ვერ გაამართლა" ნიშნავს იმას, რომ უფრო მაღალ დონეზე შეეძლო თამაში და ვერ გაქაჩა (კლასიკური მაგალითი ქინქლაძე). რონალდინიომ რა ვერ გვაჩვენა ? სამი წელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო და აბსოლუტურად ყველა ღირებული ტიტული მოპოვებული აქვს, გინდ გუნდური და გინდ ინდივიდუალური. უბრალოდ, მალე დაკარგა მოტივაცია. ეგრე მარადონამაც თავისი უაზრო ქცევებით მინიმუმ 5 წელი მოაკლო თავის კარიერას და მაგაზეც ვერ გაამართლაო, ხომ არ ვიტყვით ? ))))
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
დონარუმას გადაბირებას ორი დიდი კლუბი შეეცდება
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ფლიკმა "ბარსელონაში" ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე გადაწყვეტილება მიიღო
ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება გამოირიცხა - დეკო ტრანსფერის წინააღმდეგია
რონალდინიო 44 წლის ასაკში ბაბუა გახდება
რობინიოს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა! ბრაზილიელი ევროპის ზონაში არ შედის
რობინიო მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და სიმბოლურ ხელფასზე ითამაშებს
ადრიანოს სასტუმროში მოდელებთან სექსი განრიგის მიხედვით აქვს
ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით - რობინიო ციხეში 9 წელიწადს გაატარებს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
[VIDEO] ისევ ტრავმა - ნეიმარმა მოედანი ტირილით დატოვა
"სანტუში აზერბაიჯანის ნაკრებში გელოდება" - ბაქოში ჩასულ რონალდინიოს შეთავაზება გაუკეთეს
დღის სუპერგოგონა: ალეშანდრე პატოს ულამაზესი მეგობარი გოგონა [PHOTO]
ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ოცნებობს - ბრაზილიელს გეგმა აქვს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ლონდონის "არსენალი" მზადაა, პატოში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს
"ღმერთი ამ ცუდ ხალხსაც აპატიებს" - ადრიანო ტანმოვარჯიშეს მიმართავს
მესი: ამ ორმა ადამიანმა "ბარსელონაში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
ლობჟანიძე და რობინიო ერთ გუნდში?! ქართველი ახალ კლუბს უახლოვდება
დღეში 11 საათი ვარჯიშობს - "სანტოსი" ნეიმარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ნეიმარი გაცილებით მაგარია, ვიდრე რონალდინიო" - "მილანის" ნახევარმცველი
12 000 € თვეში, ადრიანომ სახლი გაყიდა და მდიდრულად ცხოვრება გადაწყვიტა
"ტორპედო" - პერისიჩი არც განხილულა, ნანიზე კლუბმა უარი თქვა, პატო და "რეინჯერსის" ნახევარმცველი რეალურია...
ადრიანო 24-დღიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს შორდება - მიზეზი ცნობილია
"ინტერის" ყოფილი ფორვარდი ადრიანო საავადმყოფოში გადაიყვანეს
"კორინთიანსის" ქომაგები ალეშანდრო პატოს თავს დაესხნენ
ჩქარა, ციხეში - ბრაზილიელი მინისტრი რობინიოს დასჯას ითხოვს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
დღე, როდესაც ლაპორტამ რობინიოზე უარი მესის გამო თქვა
რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]