ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

სოციალურ ქსელში არსებული გვერდი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, სოსო ფრუიძე დაინიშნოს, რასაც არ დაუშვებენ.

პოსტში ნათქვამია, რომ მიხეილ აშვეთიასა და მის შტაბს დრო უნდა მიეცეს, რადგან საქმე ნულიდან დაიწყეს და 2 თამაშის წაგების გამო ისინი გუნდიდან არ უნდა გაუშვან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისური კლუბის დამრიგებლად ვლადიმერ ხაჩიძე დაინიშნა, რადგან მიხეილ აშვეთიას პროლიცენზია არ აქვს, თუმცა შედეგებზე პასუხისმგებელი მაინც მიხეილ აშვეთია და მისი შტაბია.

გთავაზობთ "ტორპედოს" გულშემატკივრების გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად:

"ქალაქში დადის ხმები, თითქოს ქუთაისის ტორპედოს მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძე ინიშნება.

ჩვენ, ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური ფანკლუბის ყველა წარმომადგენელი, კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ ფრუიძის მოსვლის. ჩვენ ბოლომდე ვენდობით და გვჯერა ჩვენი გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის და უკვე მთავარი მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიასი და მისი შტაბის!

ჩვენ ვართ ის გულშემატკივარი, რომლებმაც ეს კლუბი არაერთხელ გადაარჩინეს; ჩვენ ვართ ის გულშემატკივრები, რომლებიც სულ აქ ვართ - ქარში, წვიმაში, თოვლში, სიცხეში, ყინვაში, სახლში, გასვლაზე წარმატებაში - კრიზისში! ყველგან და ყოველთვის!

ამიტომ, როცა საქმე ტორპედოს ეხება, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ძალა და ნებისმიერს დავუპირისპირდებით უსამართლობის წინაააღმდეგ.

აშვეთიამ გუნდი უმძიმეს დროს ჩაიბარა, გუნდს არ ჰქონია შეკრება, არ ჰქონია დრო მოსამზადებლად, შეკრიბა სრულიად ახალი გუნდი და 2 თამაშის წაგების მერე მის გაშვებაზე ალაპარაკდნენ.

ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით, ვიცით, ვინ სად მარხავს ძაღლის თავს და რას და როგორ გეგმავს. ამიტომ მანამ დავუჭერთ აშვეს მხარს, სანამ საკმარისი დრო არ გავა გუნდის მოსამზადებლად და სანამ ის შემადგენლობა არ შეიკრიბება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის შემდეგ, თუ შედეგი არ ექნება, ჩვენი თქმაც არ დასჭირდება, ის თვითონ წავა.

იმ ხალხის კომენტარები აშვეს წასვლაზე და ფრუიძის მოსვლაზე არ გვაინტერესებს, ვინც სახლში იჯდა, როცა გუნდს უჭირდა და ახლა გამოყო ფეხი. ამ გუნდში სოსო ფრუიძის მოსვლას არ დავუშვებთ და თუ მაინც მოხდება ეს და ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებთ, არასასიამოვნო გარემო შეიქმნება გუნდში.

აშვეთიამ და მისმა შტაბმა ჩვენთან ერთად ბოლომდე იომეს, ბოლო წამამდე დარჩნენ და არ მიატოვეს გუნდი. ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა მათ!", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საწყისი 2 ტურის შემდეგ "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში 0 ქულა აქვს და არცერთი ბურთი არ გაუტანია. აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო სფფ-მ ქვეყნის ჩემპიონატები შეაჩერა.

• ლაშა

ფრუიძეს მსგავსი მწვრთნელები ტურპედოში ვერასდროს ვერ მივლენ,ჯერ კაცი უნდა იყო რომ ტორპედოში მოხვიდე და მერე პროფესიონალი მწვრთნელი,ეს არც ერთია და არც მეორე

• გოჩა

ჩხეტიანი დაქირავებული ფან კლუბი ეხლა აშვეთიას გადაუბარებია!!ვინ კითხავს ამ ნაყიდ სექტას ვინ ვის დანიშნავს!

• tngh

სამწუხაროდ, ეს "გულშემატკივრები" ამ აქციონერსა და ინვესტორებსაც აიძულებენ ქუთაისის "ტორპედოდან"... წასვლას.

• გიორგი

ძალიან სასაცილო ხალხია. მწვრთნელის შეცვლას არ დავუშვებთ, იიიიი... მანინის ფულები გვინდა მაგრამ თან აშვეთიაც გვინდააა... წადით ბიძიკო, საქმე ნახეთ, იმუშავეთ.

• დავიდი

განცხადებებზე ეტყობა ვინცაა უცხო ტომელის თესლის დანატოვარი ან ვაფშე დედაშენს კითხე ვისგანყავხარ

• დავიდი

ეს ფანკლუბი კიარა უსაქმურების თავშეყრაა თავისი პირადი მოკლე ჭკუით რაღაცა მოიფიქრა და იდეა გონია ...მარა ეს ის ხალხია ქართველებს რო აგინებენ თბილის გორს ბათუმს და დაჟე ქუთაისელებსაც კი აგინებენ სხვა კლუბში რო გადავა ფეხბურთელი, არარაობების დიდი კოლექტივია რათქმაუნდა იმ ხალხზე ვლაპარაკობ ვისაც ტორპედო თავიანთი საკუთრება გონიათ და არა ქვეყნის ან ქალაქის

• დავიდი

ე ჩემო ძმაო ამ ბრბოს რას აუხსნი თბილის და ბათუმს მარტო იმიტო აგინებენ რო სხვა კუთხის საქართველოა და მათი გუნდის კონკურენტი ..უნახავი ხამები არიან

• alexandre

აშვეთია! ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და იმედია არანაკლები მწვრთნელიც დადგება მისგან. დღეს, ცალსახად, ფრუიძეს ვერც შეადარებ. თუ მართლა ტორპედოს ფანკლუბია, პირველ რიგში უნდა უხაროდეთ, რომ გამოცდილი მწვრთნელი დათანხმდეს ასეთ გუნდში მისვლას. რაღაც არ მსმენია, რომ ფრუიძეს რამე უკადრებელი ეკადრებინოს საერთოდ ქართულ ფეხბურთში, მით უმეტეს ტორპედოს მიმართ. ჰო და ისმის კითხვა - საიდან ეს აგრესია? რა ხდება? ჩემი აზრით პასუხი მარტივია: პირადად აშვეთიას ან მეგობრების ან ნათესავების დაწერილია ეს აბდაუბდა. თან დარწმუნებული ვარ, პირადად მიხეილისთვის არავის არაფერი უკითხავს. ასეა ეს. წარმატებები ტორპედოს და აშვეთიას.

• თბილისის და ბუთუმის ქუჩების გამხედნავი ალი მუხამედი

ვისაც არ გიყვართ ტორპედო, ... ორივე დინამო

• თემური

არამგონია ეს ტორპედოს ნამდვილი ფან კლუბის განცხადება იყოს.ინვესტორს ჭირდება შედეგი და გუნდი რომელიც იბრძოლებს დიდი მიზნებისთვის ორი წააგო და კიდე ოთხი თუ მიაყოლა მერე იფოფხეთ გადარჩენისთვის რომ არ გავარდეთ იტალიელიც გეტყვით ბონჯორნოს და წავიდაა ფანობა.ისე ფრუიძის დასაწუნი რა გაქვთ ის მაინც გაიხსენეთ რა თამაშები მოაგებინა ჩიხურას შესარჩევებში.ისიც მიკვირს ეს კაცი ესე დაუფასებელი რატო არის ამ ქვეყანაში

• ზაკოია ზასტაველი

ქუთაისური ბლაბლაა და არა ფანკლუბი სიმონ!. მე ის უფრო მიკვირს, რატომ ჩადო ამ გუნდში იტალიელმა ინვესტორმა ფარა. ეს მართლა გასაკვირია ჩემა მზემ.ხო. აშვეთიას ლივენზია აქვს? მე მგონი არა.

• კაპიტანი

ტორპედოს ფანკლუბის ბიჭებს ვიცნობ და არა მგონია ეს დაეწერათ ჯერ ერთი ფრუიძე ან მოვა ან არა

• kako

აშვეთიას არავინ ერჩის,მიიღოს პროლიცენზია და წარმატებები ვუსურვოთ. მთელი ეს ხმაური გამოიწვია უგზოუკვლოდ განათლებული "წერილის ავტორი ფანკლუბის" მიერ გამოთქმულმა მუქარამ რომ ფრუიძეს არ დავუშვებთო. ფრუიძის დონემდის ჯერ თვითონ გაიზარდნონ ფეხბურთში და მერე კიდევ კერძო მფლობელს რომ ემუქრები და ამდენს ვერ ხვდები,ესე იგი მაგრად გღალატობს ინტელექტი. კიდევ ვერ გამოვიდა ამ ხალხის ტვინი კომუნისტური აზროვნებიდან. აშვეთიას გაშვებას რატომ მოითხოვენ, მთავარი მწვრთნელის გევრდით იყოს, რა პრობლემაა.

• kroosi

ეს ფან- კლუბი რომ დანიშნონ მწვრთნელად, არა? მაინც ყველა საქმეში ცხვირი აქვთ ჩაყოფილი, ბილწსიტყვაობაში ევროპის ჩემპიონები არიან და აშენდება გუნდი. ვაი თქვენს პატროონს!

• mamulo

საქართველოში უწიგნურობა მეფობსთქო რომ ამბობენ ,მართალი ყოფილა.აბაამ ხალხმა არ უნდა იცოდეს რომ,გუნდი მათ და აშვეთიამ კი არა იმ იტალიელმა კაცმა გადაარჩინა,ვინც გუნდი იყიდა და ფული გადაიხადა.ჰო და თქვე ვითომ გულშემატკივრებო ,რომ იმუქრებით ჩვენ არ დავუშვებთო მიპასუხეთ ვინ გკითხავთ,ვინ ხართ საერთოდ ,კაცმა მილიონები ცჰადო გუნდში, აშვეთია ამ მის მილიონება წყალში უყრის თავისი გამოუცდელობით(არ მითხრათ ახლა ჩხეტიანის შტაბში იყოო.შტაბში ყოფნა და მტავარი მწვრთნელობა სხვადასხვაა.ამის გამოცდილება არ აქვს)და თურმე თქვენ უნდა გკითხოს, რა ვქნა ჩემი მილიონები წყალს გავატანო,იმიტომ რომ აშვეთია თქვენთან ერთად იდგა ქარსა და წვიმაში თუ დროულად მოვიყვანო კვალიფიციური მწრთვნელო.? თქვენ რას იზამდით მის ადგილას? თუ ფეხბურთი გესმით, ფრუიძე რომ უფრო გამოცდილი და ე.ი. კვალიფიციურია ეს უნდა გესმოდეთ.და მეორეც ამ დანგრეულ გუნდში უნდა ფრუიძეს მოსვლა არ ეკითხებით? მით უმეტეს მას მერე თუ აშვეთიამ მთელი პირველი წრე ჩააგდო(როგორც თქვენი წერილიდან ჩან და როცა თქვენ დაეტანხმებით აშვეთიას გაშვებას).ამიტომ ფიქრობს გუნდის მეპატრონე სასწრაფო ზომების მიღებას,თორემ თქვენ თუ ასე გააგრძელებთ რქებით მიწოლას-წავა გუნდიდან და გაისად ისევ ქარსა-და წვიმაში მოგიწევთ დგომა გუნდის გადასარჩენად. ასე რომ აცადეთ მეპატრონეს იქნებ მოახერხოს და ფეხზე დააყენოს გუნდი. მთავარი ხომ ესა უნდა იყოს ჭეშმარიტი გულშემატკივარისთვის და არა აშვეთიას სანსახურის შენარჩუნება

• Gaga

Miecit dro ashvetias gaitvaliswinet saidan daiwyo gundma titqmis dashlili gundi chaibara tu axla moklvat masshi mwvrtvnels dzaliam gauchirdeba mere am saqmis keteba.mjera ro gulit da sulit wesierebit miudgeba gundis warmatebas

• kako

მრავალი გრამატიკული შეცდომით დაწერილი, ტორპედოს ყოველთვის მხსნელი ფანკლუბის წერილი უბრალოდ ანადგურებს ამ ფანკლუბის ტოპ-მენეჯმენტის ინტელექტუალურ დონეზე არსებულ მცირე დადებით წარმოდგენასაც კი. მე რომ კლუბის მეპატრონე ვიყო, სათითაოდ , სახელი და გვარით ავღწერდი ამ ფანკლუბის ყველა წევრს და სანამ კლუბის მეპატრონე ვარ ამ კლუბის მონაწილეობით ჩატარებულ ნებისმიერ მატჩზე დასწრებას ავუკრძალავდი ჩემს პირად საქმეებში ჩარევისა და მუქარებისათვის. აი ასე უნდა გააკეთოს მანინიმ და მერე უცბად დალაგდებიან!

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

ასეთ მცირე დროში გუნდი არ კეთდება,ჯერ აცალეთ. ისე კი ფრუიძე რატომ არ უნდა გინდოდეს კაცს აი ეს არ მესმის.

• Kkk

რამე დააშავა ფრუიძემ ტორპედოს წინაშე თუ საიდან ეს აგრესია? აშვეთიას შანსი მივცეთ გასაგებია მარა ფრუიძის მოსვლას არ დაუშვებთ ეს ვერ გავიგე.

• ოეე, ტორბედოო

რა დამოკიდებულებაა ან რა მოთხოვნაა?!!! ვინ გეკითხებათ თქვენ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?!!! ან რა დაუწუნეთ აპოლონიჩს ქუთეისელებმა?!!! 1. ქუთაისელობა? 2. პრო ლიცენზია? 3. შედეგი პატარა გუნდით? 4. შედეგი ევროთასებზე? 5. სელექციის უნარი თუ რა? თქვენ და თქვენნაირმა ვაი გულშემატკივრებმა და ფეხბურთზე ეგრედ წოდებულმა ხალხმა დააქციეთ ეს ფეხბურთი!!! ვაი თქვენს პატრონს!!!

• Dato

2 მატჩის წაგების გამო ნაადრევია მწვრთნელის გაშვება და თუ 8-9 თამაშის შემდეგაც ვერ გამოასწორა შედეგი, კლოპი რომ ჰყავდეთ მწვრთნელად, მის გაშვებაზეც დაფიქრდებიან.:)

• Xffdb

ტორპედო კერძო საკუთრებაა იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ და ყველაფერს კლუბის გენერალური დირექტორი და მფლობელი წყვეტენ. ასერომ 21 საუკუნეში ტეხავს არაოფიციალური წყაროს ფიქრების გადმოტანა საიტზე. ვერაფერს იზამენ კლუბი ერთ კაცს ეკუთვნის და რასაც სწორად აჩათვლის იმას გააკეთებ. კაცმა გუნდი დაღუპვს გადაარჩინა და ეგებ ვაცადოთ მის კლუბში საკუთარი იდეების განხორციელება. ანდა ვის შეკითხება კლუბი მისია. უცბად დაიწყეს უაზრო მუქარები. წარმატებები ბატონ მიხეილს, რამდენიმე შეხვედრა უნდა ვაპატიოთ მთლიანად გუნდს, რადგან ყველამ ვიცით რა გადახდა გუნდს. წარმატებები ტორპედოს

• nika

ეს ეხლა ნორმალურია, შენ ვინ გკითხავს მწვრთნელად ვის დანიშნავს და ვისი მუშაობა აკმაყოფილებს გუნდის მფლობელს და ვისი არა? ფულს ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს, ვინც გაუსწორდება იმას დანიშნავს. აი ფრუიძე რომ ტორპედოში მოვიდეს კიდე უნდა გიხაროდეთ, თუ მოინდომა მაგ კაცმა ასეთი ტორპედოს ჩაბარება!!!

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

მიხეილ აშვეთია: "სამგურალში" ყველა ლიდერია - თბილისის "დინამოსთან" მატჩს წყალტუბოში ჩავატარებთ

"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

"თუ შემოთავაზება იქნება, განვიხილავ" - მიხეილ აშვეთია რუსული კლუბების შესაძლო ჩაბარებაზე

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

"სამგურალს" მიხეილ აშვეთია გაწვრთნის

მიხეილ აშვეთია "სამგურალში" იმუშავებს

აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა