ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

sports.ru: პირველი წმინდა საფეხბურთო სტადიონი სსრკ-ში ლანჩხუთში 2 თვეში ააშენეს! - ევგრაფი შევარდნაძის გუნდის ფანტასტიკური ისტორია [VIDEO]

sports.ru: პირველი წმინდა საფეხბურთო სტადიონი სსრკ-ში ლანჩხუთში 2 თვეში ააშენეს! - ევგრაფი შევარდნაძის გუნდის ფანტასტიკური ისტორია [VIDEO]

sports.ru-მ გაიხსენა, რომ პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირში წმინდა საფეხბურთო სტადიონი ლანჩხუთში ააშენეს და მკითხველს "გურიას" შესახებ მოუყვა.

თბილისში გადასვლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მშობლიურ ლანჩხუთის რაიონში თითქმის არ გამოჩენილა. მისი კარიერა აღმავალი გზით ვითარდებოდა: ქალაქის რაიკომის მდივნობიდან შინაგან საქმეთა მინისტრობას 7 წელიწადში მიაღწია, ხოლო 4 წლის შემდეგ საქართველოს ცკ-ის პირველ მდივნად დანიშნეს.

ედუარდი მაშინ კორუფციასთან ბრძოლით იყო გართული (თავისი მმართველობის პირველ 5 წელიწადში ამ მუხლით 30 ათასი ადამიანი დაიჭირა), მისი უფროსი ძმა კი - ფეხბურთით. ევგრაფი შევარდნაძე ლანჩხუთის რაიონს მართავდა და ხელისუფლებაზე ან წესრიგის დამყარებაზე როდი ოცნებობდა, არამედ "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე. ამის მისაღწევად არანაირ რესურსს არ ზოგავდა - ლანჩხუთის გარშემო საწარმოების და თვით "ცეხავიკების" მოგების ნაწილი, რომლებსაც ედუარდი ებრძოდა, გუნდს ხმარდებოდა.

"შავი "ვოლგით" ჩემთან ძალიან მსუქანი ქართველი მოვიდა, რომელიც მკვეთრი აქცენტით პირობებზე მესაუბრებოდა: "2 600-დან 3 400 მანეთამდე თვეში". სსრკ-ის განზომილებით - შოკოლადი. მინსკის "დინამოში", სადაც საბოლოოდ გადავედი, 250 მანეთი იყო ხელფასი და პლუს, მოგებაზე პრემია 50 მანეთი", - იხსენებს უფროს შევარდნაძესთან შეხვედრას სერგეი გერასიმეცი. ვიქტორ ხლუსმა პრემიალურები გაიხსენა: "კიევის "დინამოში" მოგებაზე 60 მანეთს ვიღებდი, "გურიაში" კი 400-ს, 500-ს, 600-ს, ხანდახან 800-საც".

შევარდნაძის დაწინაურების მიხედვით, უფროსი ძმის გავლენაც იზრდებოდა. როდესაც უმცროსი რაიონული მასშტაბის ჩინოვნიკი იყო, უფროსი "გურიას" მეორე ლიგაში იჭერდა. როგორც კი წინ წაიწია, 1980 წელს გუნდი პირველ ლიგაში გადავიდა, ხოლო როცა 1987 წელს ედუარდი სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, "გურია" უმაღლეს ლიგაშიც გადავიდა. შესაძლოა, ამ ყველაფრის მიღწევა კანონიერი გზით არ ხდებოდა.

"ლანჩხუთში გუნდს ედუარდ შევარდნაძის ძმა ხელმძღვანელობდა. იქ ღმერთივით იყო. ჩვენ პირველი ტაიმი ვითამაშეთ, გასახდელში მივდივართ, მან მსაჯებს თავის "ვოლგასთან" უხმო, ჩაჩურთა. მეორე ტაიმში ისინი შეცახცახებულები გამოვიდნენ", - ამბობდა "რუბინის" ფეხბურთელი რენატ კამალეტდინოვი, რომელიც "გურიას" თავისი გუნდის შემადგენლობაში მეორე ლიგაში შეხვდა.

მსაჯებზე ზეწოლის თეორიას ნაწილობრივ 1986 წლის სეზონის სტატისტიკა ადასტურებს, როდესაც "გურია" პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და უმაღლესში გადავიდა. 21 მოგება და მხოლოდ 2 წაგება სახლში. 7 მოგება, 5 ფრე და 11 წაგება სტუმრად - ტიპური საშინაო გუნდი. ხანდახან ამის გამო ხმამაღალ სკანდალებსაც ჰქონდა ადგილი. იმ წელს უმაღლესში გადასასვლელად ბოლომდე "გურია" და "დაუგავა" იბრძოდნენ, რომლებიც პირველობის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ერთმანეთს ლანჩხუთში შეხვდნენ. ადგილობრივებმა 2:1 გაიმარჯვეს, მსაჯებმა კი მატჩი ისე ჩაატარეს, რომ დისკვალიფიკაციით დასაჯეს - ყველა შეცდომა მასპინძელთა სასარგებლოდ დაუშვეს. თუმცა, ეს უკვე აღარავის არ აღელვებდა - "გურია" პირველად აღმოჩნდა უმაღლესში.

ფეხბურთით რეგიონში არა მარტო შევარდნაძე, არამედ მთელი მოსახლეობა იყო აღფრთოვანებული. "დაუგავას" მიერ იმ მატჩის საჩივარში მათი საქციელია აღნიშნული: 15 000-იან სტადიონზე (სინამდვილეში 10-ათასიანი იყო) 30 ათასი მაყურებელი მოვიდა, რომლებიც გასასვლელებში იდგნენ, მოედანთან ახლოს ისხდნენ, რითაც ფეხბურთელებს ბურთის აუტიდან მოწოდებაში ხელს უშლიდნენ.

ქვემოთ ვიდეოს ნახავთ, სადაც "ლოკომოტივთან" სეზონის ბოლო მატჩში გულშემატკივრები პალმებზეც კი სხედან.

უმაღლესში დებიუტის წინ შევარდნაძემ სტადიონის გაფართოების ამოცანა დასახა. რეკონსტრუქცია 1987 წლის პირველ იანვარს დაიწყო. ფული, როგორც ყოველთვის, ადგილობრივმა საწარმოებმა მისცეს, მშენებლობაში კი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეობას. 22-ათასიანი სტადიონი ახალი ტრიბუნებით, ტაბლოთი და განათების ანძებით 2 მარტს მზად იყო, ხოლო 14 მარტს იქ "სპარტაკმა" ითამაშა.

ორზე მეტად გაზრდილი ტრიბუნები გაივსო. მატჩზე 2.5-ჯერ მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე ლანჩხუთის მოსახლეობა იყო (1987 წლის მონაცემებით 9 021 ადამიანი). ასე მოხდა 1987 წელს კიდევ 14-ჯერ.

სტადიონის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა - პირველად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში, ცენტრალურ ტრიბუნებსა და მოედანს შორის სარბენი ბილიკები არ იყო (ყოფილ დასახლებაში, რომელიც სპორტის სხვა სახეობას არ გულშემატკივრობდა, ისინი საჭირო არ იყო). ბრიტანეთივით არ გამოვიდა, მაგრამ ატმოსფერო "დინამოსა" და "ლუჟნიკებზე" უკეთესი გახლდათ.

კარსუკან კი პირიქით, უზარმაზარი მოედანი დატოვეს. მიზეზი დაუჯერებელია: შევარდნაძე პარალიზებული იყო და ტრიბუნაზე ასვლა არ შეეძლო, სადაც იმ დროს ინვალიდთათვის სპეციალური ადგილები არ იყო. მაშინ მან გამოსავალი მოძებნა: თამაშს "ვოლგიდან" უყურებდა, რომელიც კუთხურის ალამთან იდგა. სწორედ იმ ავტომობილისთვის დატოვეს იმხელა ადგილი. ეს საარქივო ფოტოებსა და ვიდეოებზე შეგიძლიათ ნახოთ.

იმ წელს "გურიამ" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. არ გამოვიდა - საქართველო მტკივნეულად გამოდიოდა სსრკ-ის შემადგენლობიდან, გამოჩნდა დამოუკიდებელი ჩემპიონატი. ზედიზედ ორი წელიწადი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, შემდეგ კი ქვემოთ ჩავარდა. ახლა ის საქართველოს რანგით მეორე დივიზიონშია.

დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე სტადიონი დაკნინდა: ერთ-ერთი ცენტრალური ტრიბუნა ჩამოინგრა, მეორე ტრიბუნის მესამედზე ჯერ კიდევ ხის სკამებია. ახლა დიდ ფეხბურთს ლანჩხუთში მხოლოდ ოროთახიანი მუზეუმი მოგაგონებთ, სკვერი, რომელიც "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლის 25 წლისთავს მიუძღვნეს და შევარდნაძის ბიუსტი. სტადიონი ახლა მისი სახელობისაა.

• zaza

ვახოს 1საბჭოთა კავშირი კიარა მაშინდელი ცხოვრების დონე ენატრება დაეს შენნაირად მოაზროვნების დამსახურებაა დდ 2რომელ ბედნიერ ქვეყანაზე საუბრობ ეკონომიკა ნული მოსახლეობა მილევადი ქართველი თორე უცხოტომელები ჭიანჭველბივით გაამრავლეთ ჩინეთში ან თურქეთში გეგონება თავი 3საბჭოთა დროს აშენებულში ცხოვრობ და მისი ყველა დანატოვარით გამდიდრდით გაყიდეთ მოსპეთ ყველაფერი იშოვეთ მილიონები და ვინც ეს ქვეყანა დღემდე თავის შრომის და სისხლის ფასად მოიტანა იმას ეუბნები გადაშენდით და წაეთრიეთო და მოხარჩული წაბლი არ გინდა 4ბიძინა დდ სუფთა ნაცური ნარატივი უსაგნო და უადგილო.ნუ ცდით ხალხის ნერვებს თორე ვერც ბიძინა გიშველით და ვერც კოჰაბიტაცია.

• tngh

გეთანხმები!!!

• hhh

ადმინ კარგია ეს წერილი, მაგრამ პატარა შენიშვნებს მოგცემ, 1986 წელს, როცა გურია უმაღლესში გადავიდა ბატონი ევგრაფი წელიწადზე მეტი ხნის გარდაცვლილი იყო და გურიას უმაღლესში გადასვლაში მონაწილეობა არ მიუღია და არც სტადიონის მშენებლობის დროს სად დადგებოდა მისი ეტლი აღარ იყო აქტუალური.DDD სამწუხაროდ თორემ ევგრაფი შევარდნაძე ცოცხალი, რომ ყოფილიყო გურიაც არ გამოვარდებოდა 87-ში უმაღლესიდან,

• სამტრედია

ნუ რა უნდა ვთქვა 49 წლის ვარ და ეს სტატია რომ წავიკითხე ყველაფერმა ჩემ თვალწინ ჩაირბინა ამ სტადიონზე ხალხი მთელი დასავლეთ საქართველოდან დადიოდა ეს იყო ზეიმი მეზობელს დავყავდი და იმ ვოლგაში მახსოვს 6 ვიჯექით სამტრედიიდან და მერე უკან ეს ყველაფერი დაუვიწყარი იყო თუ მოგებული ვბრუნდებოდით ხომ საერთოდ ხალხს თითქმის არაფერი აკლდა იყო შემთხვევები მოგება მერე ბათუმშიც აგვიღნიშნავს რა ვიცი რომელი ერთი ვთქვა ეხლა არ შემიძლია არ ვთქვა ავად თუ კარგად დღევანდელი მკვდარი სამტრედია ფეხბურთით ცოცხლობს 1995 წლის მერე სამტრედიაში ფეხბურთი მკვდარი იყო და ჩვენი კალას და ფეხბურთის დიდი ქომაგის და წარსულში ფეხბურტელის კარლო კალაძის დამსახურებაა ნუ ეხლა გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ფაქტია სიცოცხელე დაბრუნდა სამტრედიაში.

• tngh

სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ხელმძღვანელი იყო შესანიშნავი მშენებელი ბ-ნი ნოდარ ქაჯაია...

• ვახო

საბჭოეთიდან და კომუნიზმიდან გამოსვლა შეცდომაა?საწინააღმდეგო აზრის გამო დახვრეტა კარგი ოყო ხომ?ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ეგეთი ფეხბურთი როდესად დინამოს ესე ჩაგრავდნენ ?როდის მოშორდება საქართველოდან ის თაობა ვინც საბჭოეთს მისტირის! გაათრიეთ ბიძინა და გაყევით საბჭოეთის მიმტირალებიც წადით და სხვა ქვეყანა დაარსეთ მოშორდით ჩვენი დამოუკიდებელი ულამაზესი და თავისუფლების მოყვარე საქართველოდან

• მიშა

რა მნიშვნელობა ქონდა როდის გამოვიდოდა უმაღლესი ლიგიდან გურია? იგივე არ მოხდებოდა 2 წლის შემდეგაც? რა აზრი ქონდა 2 წლით კიდე დაცდას სსრკ-ს უმაღლეს ან პირველ ლიგაში, რა სარგებელს მისცემდა ან გუნდს ან ფეხბურთს საერთოდ ეგ>

• სოსო

გამოდის იმ წლებში ერთ სოფელს,სულ ცოტა 4 ძალიან მაგარი კაცი გაუზრდია.თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით,მაგრამ ძალიან მაგარი.

• gocha

მეორედაც გადავიდა,მაგრამ აღარ ათამაშეს ეროვნულებმა.ძალიან ვიჩქარეთ ერონული ჩემპიონატის გამართვა,ორ წელიწადში ისედაც დაიშლებოდა სსრკ.ამ გამპსვლით კი რა მივიღეთ?ქართული ფეხბურთის დონის უდიდესი დაცემა და საერთშორისო იზოლაცია 3წლით.ათი წლით დავიხიეთ უკან.დღესაც იმკის ჩვენი ფეხბურთი მაშინდელი შეცდომის შედეგებს.

• ლანჩხუთში ყველა ღობე ვარდისფრად რო შეიღება არცერთი მემატიანე არ იხსენიებს ამ ფაქტს)))

• თედო

კარლო მელენტიჩი ლეგენდა იყო.

• irakli

ახლა გურია მესამე ლიგაშია და სულს ღაფავს, ერთი ნორმალური სპონსორი არ გამოჩნდა, არავის უნდა წამგებიან ბიზნესში ფულის ჩადება იქედან სარგებელი თუარ ნახა

• გიორგი!

ეხლა ძალიან ნუ მიაწვებით "გურულობას". მაშინ, ხალხი იყო ღირსეული. იმას მიაწექი რომ საზიზღარი, უცოდინარი, უვარგისი და ზარმაცი კომუნისტები აშენებდნენ. დაიმახსოვრეთ! ქვეყანა შენდება სწორი დასკვნებით და სწორი "რეცეპტით", რაც დღეს არცერთი არ გავაჩნია და რაც დღეს "სავირუსო" კანონებს ეხება და ხალხი ხომ! ვიცი, დაიწყებთ ეხლა გენიოსობას, ან დაბლოკავთ.

• დ.დ.

ყოფილ სსრკ-ში, პირველი წმინდა საფეხბურთო სტადიონი,60-ანი წლების მეორე ნახევარში,ქ. ტყიბულში აშენდა,ზუსტად ქალაქის ცენტრში,ულამაზეს ადგილზე.იმ დროს ტყიბულის რაიონის მთელი მოსახლეობა 17 500 ადამიანს ითვლიდა,სტადიონის ტევადობა კი 15 000 აღწევდა.სტადიონის არქიტექტურაც ბევრად უკეთესი იყო,რადგან მის მშენებლობაში ძალზედ გამოცდილი და ცნობილი ინჟენერები პირადად მონაწილეობდნენ( ყოველ შაბათ-კვირას, ქალაქკომის პირველი მდივანი და საქნახშირის ტყიბულის ტრესტის პირველი პირები, საკუთარი ხელით ასხამდნენ ბეტონს და ზოგადად მუშების ყველა საქმესაც ასრულებდნენ).ამ ორ სტადიონს კი ის აერთიანებთ,რომ ტყიბულის სტადიონიც,იდეიდან დაწყებული, მშენებლობის პროცესის დამთავრების ჩათვლით,ორი დიდებული გურულის, კარლო ლომაძის და დავით დობორჯგინიძის(თან ბატონი ევგრაფივით, ორივე მამათლები) პირადი დამსახურება იყო.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს

გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი

მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...

ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა